Meds.ge » ყველა წამალი » ისლა მოოსი / isla moosi / ISLA-Moos

ისლა მოოსი / isla moosi / ISLA-Moos

160

მშრალი შემაწუხებელის ხველის, ხმის ჩახლეჩისა და ხმის დაკარგვის დროს

შემადგენლობა
1 საწუწნი აბი შეიცავს:
80 მგ. წყალზე დამზადებული ისლანდიური ხავსის  ექსტრაქტი (0,4-0,8:1).
სხვა ნივთიერებები:  აცაცია (გუმიარაბიკი), საქაროზა, მინერალური ზეთი მსუბუქი, ამიაკის კარამელი (E 150), გაწმენდილი წყალი.

გამოშვების ფორმა
საწუწნი აბები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ყელის ტკივილის დროს გამოსაყენებელი პრეპარატები. ათქ კოდი:  R02A A20

ჩვენებები
ყელის ინფექციურ - ანთებითი დაავადებები, როგორიცაა: ფარინგიტი, ლარინგიტი, მათ შორის ალერგიული წარმოშობის (მშრალი გამაღიზიანებელი ხველა, ხმის ჩახლეჩა); მშრალი ხველის სიმპტომური თერაპია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტების და ბრონქული ასთმის დროს კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში; სახმო იოგების მეტისმეტი დაჭიმვა (მომღერლებში, მასწავლებლებში, ლექტორებში).
პირის ღრუს და ხახის ლორწოვანი გარსის სიმშრალე და გაღიზიანება (მშრალი, არასაკმარისად ნოტიო ჰაერის ჩასუნთქვა შენობებში გათბობის პერიოდში, კონდიციონერებით აღჭურვილ შენობებში, ცხვირით სუნთქვის შეზღუდვის გამო, და აგრეთვე სპორტული შეჯიბრების დროს) 

უკუჩვენება
არ ინიშნება ცნობილი ჰიპერმგრძნობელობის არსებობისას პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან 
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება დღეისათვის ცნობილი არ არის. 

განსაკუთრებული მითითება და უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები
პრეპარატ ისლა-მოოსში შემავალი მცენარეული ექსტრაქტები ზოგჯერ შეიძლება იყოს ამ სამკურნალო საშუალების ფერის და გემოს ცვლილების მიზეზი, რაც გავლენას არ ახდენს მის თერაპიულ მოქმედებაზე. 
პრეპარატი ისლა-მოოსი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. 
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატების ანალოგიურად, პრეპარატ ისლა-მოოსი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ.

დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მოზრდილებში და 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვებში მიიღეთ თითო საწუწნი აბი ყოველ ერთ საათში (12 საწუწნ აბამდე დღეში), 4-დან 12 წლამდე ასაკის  ბავშვებში – 1 საწუწნი აბი ყოველ 2 საათში (6 საწუწნ აბამდე დღეში). აბი ნელა იწუწნება სრულ გახსნამდე.
სამკურნალო საშუალება ისლა-მოოსის კარგი ამტანობის გამო, მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივად ყოველგვარი სიფრთხილის გარეშე. 
გარდა ამისა, დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგაც რეკომენდებულია ისლა-მოოსის გამოყენება კიდევ რამოდენიმე დღის განმავლობაში სტაბილური თერაპიული ეფექტის მისაღწევად. თუ 4-5 დღის შემდეგ არ შეინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება, და პირიქით ხდება მათი გაუარესება, ქოშინის, ციების და აგრეთვე ჩირქოვანი და სისხლიანი ნახველის წარმოქმისას, საჭიროა დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისთვის.

გვერდითი მოქმედება
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

ვარგისიანობის ვადა
4 წელი
არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვა 
შეინახეთ არა უმეტეს 25 ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა 
შეფუთვაში – 30 საწუწნი აბი (ბლისტერში 10 საწუწნი აბი)

გაცემის კატეგორია:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

კომენტარის დამატება