Meds.ge » ყველა წამალი » სეპტოლეტე / septolete / Septolete D

სეპტოლეტე / septolete / Septolete D

156

საერთო დახასიათება
აღწერა
მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დაფარული ღია მწვანე ფერის გარსით.

შემადგენლობა
ყოველი საწუწნი ტაბლეტი შეიცავს 1,0 მგ ბენზალკონიუმის ქლორიდს (Benzalkonii chloridum), 1,2 მგ ლევომენთოლს (Levomentholum), 1,0 მგ მწარე პიტნის ეთერზეთს (Menthae piperitae aerheroleum),0,6 მგ ევკალიპტის ეთერზეთს (Eucalypti aetheroleum)  და 0,6 მგ თიმოლს (Thymolum).
დამხმარე ნივთიერებები:  ლაქტოზას მონოჰიდრატი, თხევადი ცვილი, გლიცერინი, რაფინირებული აბუსალათინის ზეთი, ქაფის საწინააღმდეგო აგენტი 1520, სორბიტოლი, თხევადი გლუკოზა, მაგნიუმის სტეარატი, საღებავი ქინოლინის ყვითელი (E104), საღებავი ინდიგოტინი ლურჯი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), პოვიდონი, კაპოლი 600 ფარმა, საქაროზა.

სამკურნალო ფორმა
საწუწნი ტაბლეტები

სამკურნალო საშუალების კლასიფიკაციის კოდი
ყელის დაავადების სამკურნალო პარამეტრები. ანტისეპტიკური.
ათქ კოდი R02AA20.

ფარმაკოლოგიური თვისებები
სეპტოლეტეს D საწუწნი ტაბლეტები შეიცავს ბენზოკალიუმის ქლორიდს, რომელიც მოქმედებს როგორც ანტისეპტიური საშუალება და ანადგურებს ბაქტერიებს და ზოგიერთ სოკოებს. მენთოლი და მწარე პიტნის ეთერზეთები ამსუბუქებენ ტკივილს, ამავდროულად ამსუბუქებენ სუბიექტურ სიმპტომებს, როგორიცაა წვის და ტკივილის შეგრძნება ყლაპვისას. ბენზალკონიუმის ქლორიდის მსგავსად, თიმოლიც ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას და დამატებით ხელს უწყობს პრეპარტის ეფექტურობის მომატებას. ევკალიპტის ეთერზეთი ახდენს ზედა სასუნთქ გზებში ლორწოს სეკრეციის და სუნთქვის გაუმჯობესების სტიმულირებას.
საწუწნი ტაბლეტები სეპტოლეტე D მოქმედებენ უშუალოდ ინფექციის მიკრობზე (პათოგენებზე), აბრკოლებს ინფექციის გავრცელებას და ეფექტურად ამსუბუქებს პირის ღრუს და ყელის ინფექციურ-ანთებითი დაავადების სიმპტომებს. 

გამოყენების ჩვენებები
სეპტოლეტე D-ს საწუწნი ტაბლეტები რეკომენდებულია შემდეგი სიმპტომების შესამსუბუქებლად:
• პირის ღრუს და ყელის მსუბუქი ინფექციები;
• გაციება და გრიპი
• ღრძილების და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანტება
• გაციებასთან დაკავშირებული ხმის ჩახლეჩვა
• პირის ღრუდან არასასიანოვნო სუნის გაქრობა.

გამოყენების წესი და დოზირება
ჩვეულებრივი დოზა უფროსებში და 12 წელზე ზემოთ ბავშვებშიშეადგენს 8 ტაბლეტს დღეში. უნდა გაწუწნოთ 1 ტაბლეტი ყოველ 2-3 საათში. რეკომენდებული დოზა 4-10 წლის ასაკი სბავშვებში შეადგენს 4 ტაბლეტს დღეში.
ბავშვებში 10-12 წლის ასაკში რეკომენდებულია დღეში 6 ტაბლეტამდე მიღება.
1 ტაბლეტი უნდა მიიღოთ ყოველ 3-4 საათში.
არ მიიღოთ საწუწნი ტაბლეტები ჭამის წინ ან ჭამის დროს.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა (ალერგიულობა) ბენზალკონიუმის ქლორიდის მიმართ, ლევომენთოლის, მწარე პიტნის ეთერზეთის, ევკალიპტის ეთერზეთის და სეპტოლეტეს სხვა კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები სამკურნალო საშუალების გამოყენების შესახებ
სეპტოლეტე D-ს საწუწნი ტაბლეტების მიღება არ არის რეკომენდებული 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
პაციენტებმა, რომლებთაც ახასიათებთ ქრონიკული ხველა ან ხმის ჩახლეჩვა უნდ ამიიღონ ექიმის კონსულტაცია. უფრო ძლიერი ინფექციებისას, რომელსაც თან ახლავს ცხელება, თავის ტკივილი და ღებინება, თუ არ შეიჩნევა გაუმჯობესება სამი დღის მკურნალობის შემდეგ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.
შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალიწინოთ, რომ ყოველი ტაბლეტი შეიცავს 207,2 მგ ლაქტოზას, 646,6 მგ საქაროზას, 33,67 მგ გლუკოზას და 152,7 მგ სორბიტოლს.
არ არის რეკომენდებული დანიშნული დოზის გადაჭარბება.

ურთიერთზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სეპტოლეტეს D საწუწნი ტაბლეტების ზემოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ არის ცნობილი. 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში 
ვინაიდან ორსულობის და ლაქტაციის დროს უსაფრთხო გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია, არ არის რეკომენდებული პრეპარტის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის ცნობილი სეპტოლეტეს საწუწნი ტაბლეტების ზეგავლენის შესახებ ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სეპტოლეტეს ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
სეპტოლეტეს საწუწნი ტაბლეტები შეიცავენ ლაქტოზას, გლუკოზას, საქაროზას და სორბიტოლს. აღნიშნული პრეპრატი არ არის მისაღები პაციენტებისათვის, რომლებთაც აღენიშნებათ თანდაყოლილი აუტანლობა გალაქტოზას ან ფრუქტოზას მიმართ, ლაქტაზის ფერმენტის დეფიციტ, გლუკოზის და გალაქტოზის მალაბსორბციის სინდრომი ან საქაროზა-იზომალტოზას დეფიციტი.

ჭარბი დოზირება
ერთ ტაბლეტში მოქმედი ნივთიერებების რაოდენობის გათვალისწინებით ჭარბი დოზირების რისკი მინიმალურია.
ტაბლეტის დიდი რაოდენობით გადაყლაპვამ შესაძლოა გამოიწვიოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა და დიარეა.
აღნიშნული ეფექტების გამოვლენისას დაუყონებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი ან რძე და მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

მოქმედი ნივთიერება
სეპტოლეტე D-ს საწუწნი ტაბლეტების მიღებისას რეკომენდებულ დოზით გვერდითი ეფექტები ძალიან იშვიათად ვლინდება. პაციენტებში მომატებული მგრძნობელობით დიდი რაოდენობით მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს კუჭ-ნაწლავის აშლილობა (ღებინება და დიარეა). ასევე ძალიან იშვიათად შესაძლოა გამოვლინდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები (ალერგია) პრეპარტის მიმართ, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი. აღწერილი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, ასევე ისეთი რეაქციების გამოვლენისას, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს.

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა 2 წელი.
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი
გაიცემა რეცეპტის გარეშე.


შეფუთვა

15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად

კომენტარის დამატება