Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რეაქტიული ართრიტი

რეაქტიული ართრიტი

725

რეაქტიული ართრიტი, წარსულში ცნობილი როგორც რეიტერის სინდრომი, არის მდგომარეობა, რომელიც იწვევს ორგანიზმის სხვასახვა ნაწილის ანთებას (სიწითლესა და შეშუპებას).

ის, ძირითადად, ვითარდება ინფექციის შედეგად და უმეტეს შემთხვევაში ლაგდება რამდენიმე თვის შემდეგ რაიმე გრძელვადიანი პრობლემების გარეშე.

რეაქტიული ართრიტის განვითარების სამი ყველაზე გავრცელებული უბანია:

  • სახსრები (ართრიტი (arthritis)), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა და შეშუპება
  • თვალები (კონიუქტივიტი (conjunctivitis)). რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტკივილი და სიწითლე
  • ურეთრა (არაგონოკოკური ურეთრიტი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ტკივილი შარდვისას (ურეთრა ანუ შარდსადენი არის მილი, რომლითაც ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდი).

თუმცა, ხალხის უმეტესობა ყველა ამ პრობლემას ერთად არ განიცდის.

რა იწვევს რეაქტიულ ართრიტს?

რეაქტიული ართრიტი, როგორც წესი, ვლინდება დაინფიცირებიდან 4 კვირაში. ძირითადად, ეს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებია, მაგალითად: ქლამიდია (chlamydia) ან ნაწლავური ინფექციები.

გაუგებარი მიზეზების გამო იმუნური სისტემა (ორგანიზმის დაცვა ინფექციის წინააღმდეგ) არასწორად რეაგირებს ინფექციაზე და იწყებს ორგანიზმის ჯანსაღ ქსოვილებზე თავდასხმას და იწვევს მათ ანთებას.

მიმართვა ექიმს

მიმართეთ ოჯახის ექიმს, თუ გაწუხებთ შეშუპებული და მტკივნეული სახსრები, განსაკუთრებით თუ ახლო წარსულში გქონდათ ინფექცია, რომლის დროსაც აღინიშნებოდა დიარეა ან ტკივილი შარდვისას.

არ არსებობს რეაქტიული ართრიტის გამოსავლენი რომელიმე ანალიზი, თუმცა, სისხლის და შარდის ანალიზებით, საშოს ნაცხითა და რენტგენოგრაფიით შესაძლოა სიმპტომების სხვა გამომწვევის მდგომარეობების გამორიცხვა.

ოჯახის ექიმი დაინტერესდება თქვენი ბოლოდროინდელი სამედიცინო ისტორიით, რაც გულისხმობს გქონდათ თუ არა ნაწლავური ან სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია.

როგორ იკურნება რეაქტიული ართრიტი

დღეისათვის რეაქტიული ართრიტის მკურნალობა არ არსებობს. პაციენტთა უმეტესობის მდგომარეობა, დაახლოებით, ექვს თვეში უმჯობესდება. ამ დროის მანძილზე შესაძლოა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა ტკივილისა და მოძრაობის შეზღუდვის შესამსუბუქებლად. ეს სიმპტომები ხშირად კონტროლდება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლებით (non-steroidal anti-inflammatory drugs (NSAIDs)) და ისეთი ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებით, როგორიცაა იბუპროფენი.

მძიმე სიმპტომებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს უფრო ძლიერი სტეროიდული მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები) ან დაავადება მოდიფიცირებული ანტი-რევმატიული წამლები (DMARDs).

ვინ ავადდება

რეაქტიული ართრიტი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ, ძირითადად, გვხვდება 20-40 წლის ახალგაზრდებში. ეს დაავადება მამაკაცებში უფრო გავრცელებულია, განსაკუთრებით კი - სქესობრივად გადამდებ ინფექციებთან დაკავშირებულ შემთხვევებში, რომლებიც მამაკაცებში 10-ჯერ უფრო ხშირია.

HLA-B27 გენის მატარებელ ადამიანებში რეაქტიული ართრიტის განვითარების ალბათობა 50-ჯერ მეტია, ვიდრე გენის არ არსებობისას. გაერთიანებულ სამეფოში HLA-B27 გენი აქვს ყოველ მეათე ადამიანს.

რეაქტიული ართრიტის პრევენცია

რეაქტიული ართრიტის რისკის შესამცირებლად საუკეთესო გზა მისი უხშირესი გამომწვევების, სქესობრივი გზით გადამდები და ნაწლავური ინფექციების თავიდან აცილებაა.

სქესობრივად გადამდები ინფექციის პრევენციის ყველაზე ეფექტური გზაა ახალ პარტნიორთან ბარიერული კონტრაცეფციის (contraception) გამოყენებაა, როგირიცაა პრეზერვატივი (condom).

წაიკითხეთ სრულად სქესობრივად გადამდები ინფექციების, კონტრაცეფციისა (contraception) და სქესობრივი ჯანმრთელობის (sexual health) შესახებ.

საკვების მომზადებისა და შენახვისას ჰიგიენის ნორმების დაცვით შესაძლებელია კუჭ-ნაწლავის ინფექციებისგან თავის დაცვა. წაიკითხეთ უსაფრთხო საკვებისა (food safety) და საკვებით მოწამვლის პრევენციაზე.

კომენტარის დამატება