დინდგელის 30%-იანი სპირტიანი ექსტრაქტი / dindgelis 30%-iani spirtiani eqstraqti / Extractum Propolisi Spirituosum
შემადგენლობა
20 მლ-ზე:
დინდგელი - 6,0 გ; ეთილის სპირტი - 20 მლ-მდე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიმიკრობული, ანტიმიკოზური, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ჭრილობის შემახორცებელი საშუალება.
ჩვენებები
• კანის საფარისა და ლორწოვანი გარსის ზედაპირული დაზიანებები;
• ფურუნკულოზი, კანის ჩირქოვანი დაავადებები;
• მიკოზი;
• ფარინგიტი, ტონზილიტი, ჰაიმორიტი, პაროდონტოზი, ბრონქიტი;
• კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქოლეცისტიტი;
• პროსტატიტი.
მიღების წესები და დოზები
კანის საფარის ზედაპირული დაზიანების დროს: ჭრილობაზე ადებენ დინდგელის ექსტრაქტში დასველებულ ტამპონს 1-3-ჯერ დღეში.
კანის სოკოვანი დაავადებების დროს: დაზიანებულ ადგილს ამუშავებენ 1:10-ზე განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით დღეში 2-ჯერ.
ქრონიკული ფარინგიტისა და ტონზილიტის დროს: ნუშისებურ ჯირკვლებზე უსვამენ დინდგელის ექსტრაქტს 1-2-ჯერ დღეში 8-15 დღის განმავლობაში. ქრონიკული ტონზილიტის დროს: ექსტრაქტს, წყლიანი ხსნარის (1:20 განზავებით) სახით, იყენებენ საინჰალაციოდ _ 1-2 ინჰალაცია დღეში 7-10 დღის განმავლობაში.
ჰაიმორიტის დროს: ატარებენ ღრუების გამორეცხვას 2-ჯერ დღეში 14 დღის განმავლობაში (დინდგელის ექსტრაქტი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნართან 1:10 განზავებით).
ფურუნკულოზის დროს: 1:10 განზავებულ ექსტრაქტში დასველებული დოლბანდის ტამპონით ამუშავებენ დაზიანებულ ადგილს.
პაროდონტოზის დროს: დინდგელის ექსტრაქტი ღრმა კიურეტაჟის შემდეგ შეაქვთ პაროდონტულ უბეებში 5 წუთით.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ზედაპირული ჭრილობების დროს: დინდგელის ექსტრაქტს (15 წვეთი ნახევარ ჭიქა თბილ წყალში) იყენებენ გამოსავლებად 4-5-ჯერ დღეში 3-4 დღის განმავლობაში.
ბრონქიტის, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქოლეცისტიტის, შარდის ბუშტის ანთების, პროსტატიტის დროს: 30-40მლ თბილ წყალში გახსნილი 15-20წვეთი ექსტრაქტი მიიღება დღეში 2-3 ჯერ საკვების მიღებამდე 20 წთ-ით ადრე.
გვერდითი მოვლენები
დინდგელის სპირტიანი ექსტრაქტის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის შეწითლება, გამონაყარი. ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უკუჩვენება
• ინდივიდუალური შეუთავსებლობა ფუტკრის პროდუქტების მიმართ;
• მწვავე ეგზემა.
შენახვის პირობები და ვადები
ინახება გრილ, სინათლისგან დაცულ ადგილზე.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III- გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
კომენტარის დამატება