Meds.ge » ყველა წამალი » თეთრი კასტელანის ხსნარი / tetri kastelanis xsnari / Solutio Castelani Alba

თეთრი კასტელანის ხსნარი / tetri kastelanis xsnari / Solutio Castelani Alba

283

შემადგენლობა 

რეზორცინი _ 2,03გ, ბორმჟავა _ 0,203გ, ფენოლი _ 1,016გ, ეთანოლი 95% _ 3,05მლ, გამოხდილი წყალი _ 25,0მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტისეპტიკური, სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების მქონე გარეგანი საშუალება.

ჩვენებები
კანდიდოზები

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. ხსნარი დაიტანება დაზიანებულ უბანზე 2-3-ჯერ დღეში.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა 2 წელი
ინახება ბნელ, გრილ ადგილზე. აკრძალულია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას რაიმე დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.

აფთიაქში გაცემის წესი
III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)

კომენტარის დამატება