სქესობრივად გადამდები დაავადებები
სქესობრივად გადამდები დაავადებები ერთი ადამიანიდან მეორეზე გადადის დაუცველი სქესობრივი ან გენიტალური კონტაქტის დროს.
ეს სტატია სქესობრივი გზით გადამდებ სხვადასხვა დაავადებებზე ზოგად მიმოხილვას იძლევა.
ქლამიდია
ქლამიდია არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული სქესობრივად გადამდები დაავადება დიდ ბრიტანეთში და მისი გადადება ადვილად ხდება სქესობრივი ურთიერთობის დროს. დაავადებული ადამიანების უმეტესობა არ განიცდის სიმპტომებს და შესაბამისად არ იციან, რომ არიან დაინფიცირებულები და ასე დამატებით ავრცელებენ დაავადებას.
ქალებში ქლამიდიას შეუძლია გამოიწვიოს:
- ტკივილი ან წვის შეგრძნება შარდვის დროს
- ვაგინალური (საშოდან) გამონადენი
- სქესობრივი ურთიერთობის დროს, ან მის შემდეგ, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- სისხლდენა სექსის შემდეგ
- სისხლდენა პერიოდებს შორის
- მძიმე პერიოდები.
კაცებში, ქლამიდიამ შესაძლოა გამოიწვიოს:
- წვის შეგრძნება შარდვის დროს
- თეთრი, მღვრიე ან გამჭვირვალე გამონადენი ასოს თავიდან
- ტკივილი და მგრძნობიარეობა სათესლე ჯირკვლებში
ქლამიდია ასევე შეიძლება გავრცელდეს სწორნაწლავში (უკანა ტანში), ყელში ან თვალებშიც.
ქლამიდის დიაგნოზირება ადვილად ხდება შარდის ანალიზის შედეგად. ეს ინფექცია ადვილად იკურნება ანტიბიოტიკების მიღებით, თუმცა იმ შემთხევაში თუ არ ვუმკურნალებთ, მან შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაავადებები, მათ შორის უნაყოფობაც (infertility).
წაკითხეთ მეტი ქლამიდიას (chlamydia) შესახებ.
გენიტალური მეჭეჭი
გენიტალური მეჭეჭი არის პატარა წამონაზარდი, რომელიც ჩნდება სასქესო ან ანალური არეეების გარშემო. მისი გამომწვევი მიზეზია ადამიანის პაპილომა ვირუსი.
მეჭეჭები ძირითადად უმტკივნეულოა, თუმცა შესაძლოა იწვევდეს ქავილსა და სიწითლეს. ზოგჯერ, მათ შესაძლოა გამოიწვიონ სისხლდენა.
დაავადების გადასადებად არაა აუცილებელი დაავადებულთან სქესობრივი კონტაქტი, რადგან ის კანის კანზე შეხებითაც გადადის.
არსებობს გენიტალური მეჭეჭების განკურნების რამდენიმე ფორმა, მათ შორისაა კრემები და კრიოტერაპია.
წაიკითხეთ მეტი გენიტალური მეჭეჭების (genital warts) შესახებ.
გენიტალური ჰერპესი
გენიტალური ჰერპესი არის გავრცელებული დაავადება, რომელსაც იწვევს ჰერპესის ვირუსი, რომელიც ასევე იწვევს ჰერპესის გამონაყარს.
ზოგიერთ ადამიანს ჰერპესის სიმპტომები უვლინდება ვირუსის შეყრიდან რამდენიმე დღეში. ეს სიმპტომებია პაარა წყლულების გაჩენა, რომელიც შესაძლოა იწვევდეს ქავილს ან შარდვის დროს იწვევდეს ტკივილს.
ინფექციის შეყრის შემდეგ ვირუსი დიდი ხნის განვავლობაში არაა აქტიური. თუმცა, გარკვეულმა ქმედებებმა შესაძლოა გამოიწვიოს ვირუსის გაღვიძება და გამონაყრის წარმოქმნა, თუმცა მისი ზომა აღარ იქნება ისეთივე როგორც თავდაპირველად.
ჰერპესის დიაგნოსტიკა ადვილია და მიუხედავად იმისა, რომ ის არ იკურნება, მისი სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია ანტივირუსული წამლებით.
წაიკითხეთ მეტი გენიტალური ჰერპესის შესახებ.
გონორეა
გონორეა არის სქესობრივად გადამდები დაავადება, რომლის გადაცემაც ადვილად ხდება სექსის დროს.
ქალების 50 და მამაკაცების 10 პროცენტი არ განიცდიან სიმპტომებს და არც იციან რომ არიან დაავადებულები.
ქალებში, გონორეას შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი და წვის შეგრძნება შარდვის დროს, ვაგიანლური გამონადენი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში სექსის დროს ან მის შემდეგ, სისხლდენა სექსის შემდეგ ან პერიოდებს შორის. მას ზოგჯერ შეუძლია გამოიწვიოს მძიმე პერიოდებიც.
მამაკაცებში, გონორეამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება შარდვის დროს, თეთრი, ყვითელი, ან მწვანე გამონადენი ასოს თავიდან და ტკივილი ან მგრძნობიარეობა სათესლე ჯირკვლებში.
გონორეა ასევე შესაძებელია განვითარდეს თვალებში, ყელსა და სწორ ნაწლავში.
გონორეის დიაგნოსტირება ადვილად ხდება შარდის ანალიზის შედეგად. ეს ინფექცია ადვილად იკურნება ანტიბიოტიკების მიღებით, თუმცა იმ შემთხევაში თუ არ ვუმკურნალებთ, მან შესაძლოა გამოიწვიოს მძიმე დაავადებები, მათ შორის უნაყოფობა (infertility).
წაიკითხეთ მეტი გონორეას შესახებ.
სიფილისი
სიფილისი არის ბაქტერიული ინფექცია რომელიც საწყის ეტაპზე იწვევს უმტკივნეულო, თუმცა მაღალინფექციურ ანთებას სასქესო ორგანოებზე ან პირის ღრუში. ანთება შესაძლოა გაგრძელდეს 6 კვირა.
მეორადი სიმპტომებია გამონაყარი, გაციების მაგვარი სიმპტომები, ან არაერთგვაროვანი თმის ცვენა. ეს სიმპტომები შეიძლება გაქრეს რამდენიმე კვირის განმავლობაში და შემდეგ დაავადება გადადის უსიმპტომო ფაზაში.
სიფილისის უკანასკნელი ეტაპი ჩვეულებრივ ვითარდება მრავალი წლის შემდეგ და შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დგომარეობები, როგორიცაა გულის პრობლემები, პარალიზება და სიბრმავე.
ჩვეულებრივ სიფილისის დიაგნოზირებისთვის შეიძლება გამოიყენონ მარტივი სისხლის ანალიზი. მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკებით, ძირითადად პენიცილინის ინექციებით.
როდესაც სიფილისის მკურნალობა ტარდება სწორად, გვიანდელი ფაზები აღარ ვითარდება.
წაიკითხეთ მეტი სიფილისის შესახებ.
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი
ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (აივ) გადადება ყველაზე ხშირად ხდება დაუცველი სექსის დროს. თუმცა მისი შეძენა შესაძლებელია დაავადებულის სისხლთან კონტაქტით, მაგალითად საერთო ნემსების გაზიარების დროსაც.
შიდსის ვირუსი უტევს და აზიანებს იმუნურ სისტემას და ურთულებს მას დაავადებებთან ბრძოლას. არ არსებობს მისი განკურნვის გზა, თუმცა არსებობს მედიკამენტები, რომლებიც ადამიანებს აძლევს ხანგრძლივი სიცოცხლის საშუალებას.
აივის ბოლო ეტაპი არის შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი), ამ დროს ადამიანის ორგანიზმს უკვე აღარ შეუძლია სიცოცხლისთვის საშიშ ინფექციებთან ბრძოლა.
აივ-ით დაავადებული ადამიანების უმეტესობა თავს ჯანმრთელად გრძნობს და არ აწუხებს სიმპტომები. აივ-ით პირველადი დაინფიცირების დროს შეიძლება განვითარდეს გრიპის მსგავსი სიმპტომები, ცხელებით, ყელის ტკივილით ან გამონაყარით. ეს ცნობილია როგორც სეროკონვერსიის დაავადება.
აივ ინფექციის დიაგნოზირება ხდება სისხლის ანალიზით.
წაიკითხეთ მეტი აივ და შიდსის შესახებ (HIV and AIDS and coping with a positive HIV test).
ტრიქომონიაზი
ტრიხომონიას იწვევს პარაზიტები, რომელსაც ვაგინალური ტრიქომონა ეწოდება. მისი გადაცემა ადვილად ხდება სექსის შედეგად და ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რომ ავად არის.
ქალებში, ვაგინალურ ტრიხომონიას შეუძლია გამოიწვიოს ქაფიანი ყვითელი ან გამჭვირვალე გამონადენი საშოდან, რომელსაც აქვს უსიამოვნო სუნი, ასევე იწვევს ტკივილს ან ქავილს საშოს გარშემო და ტკივილს შარდვის დროს.
კაცებში, ეს დაავადება იშვიათად იწვევს სიმპტომებს. შესაძლოა იგრძნობოდეს ტკივილი ან წვა შარდვის შემდეგ, თეთრი გამონადენი ასოს თავიდა, ან ჩუჩის ანთება.
ტრიხომონის დიაგნოზირება, ზოგჯერ შეიძლება რთული აღმოჩნდეს და საჭირო იყოს სპეციალიზირებულ კლინიკაში შარდის ან ნაცხის ანალიზის აღება. მისი მკურნალობა შესაძლებელია ანტიბიოტიკების საშუალებით.
წაიკითხეთ მეტი ტრიქომონიის შესახებ.
ბოქვენის ტილები
ბოქვენის ტილები ადვილად გადადის მეორე ადამიანზე ახლო გენიტალური კონტაქტის დროს. ისინი ძირითადად გხვდებიან ბოქვენის თმაში, მაგრამ შეილება ასევე იცხოვრონ იღლიის თმაში, ტანის თმაში, წვერში და იშვიათად წარბებში ან წამწამებში.
მკბენარი დახოხავს თმიდან თმაზე, მაგრამ არ შეუძლია გადახტეს ან გადაფრინდეს მეორე ადამიანზე. სიმპტომების შესამჩნევად, ადამიანს შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ბოქვენის ტილების დროს, ადამიანების უმეტესობა განიცდის ქავილს და შესაძლოა შეამჩნიონ მკბენარები ან კვერცხები თმებზე.
ბოქვენის მკბენრის მკურნალობა ჩვეულებრივ წარმატებით არის შესაძლებელი სპეციალური კრემებით ან შამპუნებით, რომლებიც აფთიაქებში იყიდება და არ არის საჭირო ბოქვენის ან სხეულის თმის გაპარსვა.
გაიგეთ მეტი ბოქვენის ტილების შესახებ (pubic lice).
მუნი
მუნს იწვევს მცირე ზომის ტკიპები, რომლებიც ბუდეს იდებენ კანში. მისი გადადება სხვა ადამიანზე შესაძლებელია სხეულის ახლო კავშირით, ან სქესობრივი გზით, ან ტანსაცმლით, საცვლებით, პირსახოცებით, ან თეთრეულითაც.
მუნით დაავადებულ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ძლიერი ქავილი, რომელიც უარესდება ღამით. ქავილი შეიძლება იყოს ბოქვენის არეში, მაგრამ ის ხშირად აღინიშნება თითებს შორის, მაჯებზე და მუხლებზე, იღლიებში, ან ტანზე და მკერდზე.
მუნის დროს შეიძლება აღინიშნოს გამონაყარი, ან მცირე ზომის ლაქები. ზოგიერთ ადამიანში მუნი შეიძლება შეეშალოთ ეგზემაშიც, რადგან ჩვეულებრივ, ტკიპების დანახვა ძალიან ძნელია.
მუნის მკურნალობა ჩვეულებრივ წარმატებით არის შესაძლებელი სპეციალური კრემებით, ან შამპუნებით, რომლებიც როგორც წესი იყიდება აფთიაქებში რეცეპტის გარეშე. ქავილი ზოგჯერ შეიძლება გაგრძელდეს, ეფექტური მკურნალობის შემდეგაც კი ცოტა ხნის განმავლობაში.
კომენტარის დამატება