რადიაცია
რადიაცია არის ზოგადი ტერმინი, რომელიც აღნიშნავს ნებისმიერი ფორმის ენერგიას, რომელიც სივრცეში მოძრაობს ტალღის ან ნაწილაკის სახით.
ყოველი ჩვენგანი იღებს გარკვეულ ფონურ რადიაციას ისეთი ნატურალური წყაროებიდან, როგორებიცაა მიწა, კლდეები და ქვები. წყალი და ზოგიერთი საკვებიც კი (მათ შორის ბანანი, კარტოფილი და თხილიც) შეიცავს რადიაციის მცირე რაოდენობას.
თუმცა, ფონური რადიაცია იმდენად უმნიშვნელოა, ჯანმრთელობის პრობლემებს ნაკლებად გამოიწვევს.
რადიაციის ტიპები
არსებობს ორი ტიპის რადიაცია, რომლებიც შესაძლოა ასოცირებულნი იყვნენ ჯანრთელობის რისკებთან. ესენია:
- არამაიონიზირებული რადიაცია (დაბალი ენერგია)
- მაიონიზირებელი რადიაცია (მაღალი ენერგია).
ჩვეულებრივ, გარკვეული სამედიცინო კვლევების ჩატარების დროს, ადამიანი იღებს მაიონიზირებელ რადიაციას, მაგრამ ამ დროს რადიაცია იმდენად მცირეა, რომ პრობლემის განვითარების შანსი ძალიან დაბალია.
არამაიონიზირებელი გამოსხივება
არამაიონიზირებელი გამოსხივების მაგალითებია:
- ულტრაიისფერი გამოსხივება
- ხილული სინათლე
- ინფრაწითელი გამოსხივება
- მიკროტალღები
- რადიო და რადარის ტალღები
- უკაბელო ინტერნეტკავშირი (wifi)
- მობილური ტელეფონის სიგნალები.
ნორმალურ პირობებში ყოველდღიურად მიღებული არამაიონიზირებელი გამოსხივების ზიანის დასასაბუთებლად არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება. თუმცა, არამიონიზირებელი გამოსხივების ზოგიერთი ფორმა პოტენციურად საშიშია.
ულტრაიისფერი სხივები
არამაიონიზირებელი გამოსხვების მთავარ და დამტკიცებულ საფრთხეს წარმოადფენს ულტრაიისფერი (UV) სხივებით გამოწვეული კანის დაზიანება. UV სხივები ძირითადად მოემართება მზისგან, მაგრამ ასევე წარმოიქმნება სოლარიუმში და სპეციალური ნათურების მიერ. UV სხივების მცირე რაოდენობით მიღება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის - მზის სხივები ეხმარება ორგანიზმს ვიტამინი D-ს წარმოსაქმნელად, რომელიც ძალზე მნიშვნელოვანია ძვლების სიძლიერისა და სიჯანსაღის შესანარჩუნებლად. თუმცა, UV დიდი დოზით მიღება შესაძლოა იყოს საზიანო. ამას შეუძლია გამოიწვიოს მზისგან დამწვრობა, ისევე როგორც გაზარდოს მელანომისა და არამელანომური კანის კიბოს განვითარების რისკი.
სატელეკომუნიკაციო ხელსაწყოები
ზოგიერთი ადამიანი დღემდე კამათობს ისეთი სატელეკომუნიკაციო ხელსაწყოების არამაიონიზირებელი გამოსხივების პოტენციურ საფრთხესთან დაკავშირებით, როგორებიცაა მობილური ტელეფონები ან უკაბელო ინტერნეტი.
ჯერჯერობით არც ბრიტანეთისა და არც საერთაშორისო კვლევებს არ აღუნიშნავს ამ ხელსაწყოებთან ასოცირებული ჯანმრთელობის რისკები.
ახლა გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს მობილური ტელეკომუნიკაციებისა და ჯანმრთელობის კვლევების პროგრამის (Mobile Telecommunications and Health Research (MTHR) Programme) სახელით ცნობილი კვლევის პროგრამა. მის მონაწილეთა მიერ 2007 და 2012 წლებში მოწოდებულ ცნობებში არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მობილური ტელეფონის მოკლეხნიანი გამოყენება ზრდის კიბოს განვითარების რისკს ან მოქმედებს თავის ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
ეს მოსაზრება განმტკიცდა შემდგომი კვლევებით, რომლებიც ასევე უარყოფენ რაიმე კავშირის არსებობას მობილურ ტელეფონებსა და კიბოს მსგავს პრობლემებს შორის.
თუმცა, რადგანაც მტკიცებულება ემყარება მობილურის მოხმარების მხოლოდ ბოლო 20 წლის მონაცემებს, კიდევ არსებობს გარკვეული ეჭვები გრძელვადიანი რისკების ან ასოცირებული პრობლემების შესახებ.
წაიკითხეთ სრულად მობილური ტელეფონის უსაფრთხოებაზე (mobile phone safety).
მაიონიზირებელი გამოსხივება სამედიცინო კვლევებსა და მკურნალობაში
მაიონიზირებელი გამოსხივება ბევრად უფრო ძლიერი ფორმაა, ვიდრე არამაიონიზირებელი და უჯრედების დაზიანების ალბათობა უფრო დიდია. მაიონიზირებელი გამოსხივების მიღებამ შესაძლოა გაზარდოს კიბოს რისკი. მაღალმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება, მათ შორის რადიაციული დამწვრობები.
ყველაზე გავრცელებული წყარო ადამიანის მიერ შექმნილ მაიონიზირებელ რადიაცებს შორის არის გარკვეული სამედიცინო კვლევები და მკურნალობები.
თუმცაღა ეს ცუდად ჟღერს, მედიცინაში გამოყენებული გამოსხივება მკაცრად კონტროლდება და რადიაციით გამოწვეული ნებისმიერი პრობლემის განვითარების რისკი ძალიან მცირეა.
მაიონიზირებელი გამოსხივების გამოყენების მაგალითები მკურნალობასა და დიაგნოსტირებაში:
- კვლევები, როგორებიცაა რენტგენი და CT სკანირება (CT scans) - შინაგანი ორგანოების გამოსახულების მისაღებად გამოიყენება მაიონიზირებელი გამოსხივების მცირე რაოდენობა
- ბირთვული მედიცინა - მაგალითად: მსუბუქად რადიოაქტიური ნივთიერება შეიძლება შეიყვანება სისხლის მიმოქცევაში, რათა სკანირებისას გამოსახულება უკეთესად გამოჩნდეს
- რადიოთერაპია (radiotherapy) - ჩვეულებრივი კიბოს მკურნალობა, რომლის დროსაც გამოიყენება მაიონიზირებელი გამოსხივება კიბოს უჯრედების მოსაკლავად.
გამოსხივების რაოდენობის გამოთვლა
სამედიცინო კვლევებისას მიღებული დასხივების დოზების განსაზღვრა ხდება ერთეულებით, მილისიევერტით (mSv).
რადიაციის სხვადასხვა დოზის მაგალითები:
- ერთჯერადი გულ-მკერდის რენტგენოგრაფია (0.014 mSv) - ექვივალენტურია სამი დღის ფონური რადიაციისა (წაიკითხეთ მეტი რენტგენის სხივების შესახებ)
- მამოგრამა (0.4 mSv) - გამოსხივების რაოდენობა ორივე ძუძუს მამოგრაფიის (რენტგენოგრაფიის ტიპი, რომელსაც იყენებენ ძუძუს კიბოს სკრინინგისთვის) დროს; ძუძუს კიბოს აღმოჩენის შესაძლებლობა გადაწონის პროცესის განმავლობაში მიღებული გამოსხივებით გამოწვეულ რისკებს
- ბუნებრივი რადიაცია (2.7 mSv) - გაერთიანებულ სამეფოში ყოველწლიურად მიღებული საშუალო გამოსხივება ბუნებრივი წყაროებიდან
- ზურგის ტვინის კომპიუტერულ-ტომოგრაფიული სკანირება (10 mSv) - თავისა და გულ-მკერდის სკანირებისას დოზირება ნაკლებია; CT კვლევის სარგებელი უხშირესად გადაწონის ნებისმიერ პოტენციურ რისკს. (წაიკითხეთ დაწვრილებით CT სკანირების რისკების შესახებ (risks of CT scans))
- გამოსხივებასთან მუშაობა (20 mSv) - გამოსხივებასთან მომუშავე პერსონალისთვისგაერთიანებულ სამეფოში ლეგალურად წელიწადში დასაშვები ლიმიტი (დადგენილია მაიონიზირებელი რადიაციების რეგულაციებით 1999წ,); თუმცა, მომუშავეთა უმეტესობა იღებს ბევრად ნაკლებ გამოსხივებას.
გსურთ გაიგოთ მეტი?
- GOV.UK: (patient dose information )
- ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აღმასრულებელი ორგანო : (ionising radiation FAQs)
- მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია : (what is ionising radiation?)
პროფესიული რისკი
რადიაციასთან რეგულარულად მომუშავე პერსონალის რისკებთან დაკავშირებით არსებობს წინააღმდეგობრივი მტკიცებულება. ამ კატეგორიაში შედიან ბირთვულ ენერგიასთან მომუშავე და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც იყენებენ ისეთ რადიოაქტიურ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა რენტგენოგრაფია და CT სკანერი.
ზოგიერთი კვლევა ამტკიცებს, რომ რადიაციასთან მომუშავე პირებისთვის უფრო მაღალია კიბოს, გულის დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკი. მაშინ როდესაც, სხვა კვლევები საპირისპიროზე, ანუ ამ კატეგორიის ხალხისთვის რისკის სიმცირეზე, მიგვანიშნებენ.
უსაფრთხოების ზომების გაუმჯობესების შემდეგ დადგინდა, რომ რადიაციასთან მომუშავეთა მხოლოდ 6%-ს აქვს ალბათობა მაიონიზირებელი გამოსხივების მაღალი დოზების (100 mSv ან მეტი) მიღებისა თავიანთი კარიერის განმავლობაში. ეს ფაქტი უნდა ამცირებდეს შემდგომი პრობლემების განვითარების შანსებს.
უახლესი მტკიცებულებები არ არსებობს იმის თაობაზე, რომ რადიაციასთან მომუშავე პერსონალის ბავშვებისთვის იზრდება რისკი ისეთი სერიოზული დაავადებების განვითარებისა, როგორებიცაა თანდაყოლილი დეფექტი ან ლეიკემია.
კომენტარის დამატება