ლავომაქსი / lavomaqsi / LAVOMAX
ფარმაკოლოგიური თვისებები
ლავომაქსი ინტერფერონის ინდუქტორია, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმში ალფა, ბეტა და გამა ინტერფერონის წარმოქმნას. ასტიმულირებს ძვლის ტვინის ღეროვან უჯრედებსა და ანტისხეულების გამომუშავებას, აძლიერებს იმუნიტეტს. ანტივირუსული მოქმედება უკავშირდება ინფიცირებულ უჯრედებში ვირუს-სპეციფიკური ცილების გადაცემის ინჰიბირებას, რაც განაპირობებს ვირუსების რეპროდუქციის შეჩერებას.
ჩვენებები
უროგენიტალური ქლამიდიოზი, ციტომეგავირუსული ინფექცია, უროგენიტალური ჰერპესული ინფექცია, ბაქტერიული ვაგინოზი.
მიღების წესები და დოზები
ჰერპესული და ციტომეგავირუსული ინფექციისას ინიშნება თითო ტაბლეტი I და II დღეს, ხოლო ყოველი შემდგომი ტაბლეტი დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 20 ტაბლეტს.
უროგენიტალური ქლამიდიოზისას: თითო ტაბლეტი I და II დღეს, ხოლო ყოველი შემდგომი ტაბლეტი დღეგამოშვებით. მკურნალობის კურსი შეადგენს 10 ტაბლეტს.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა და ლაქტაცია
კომენტარის დამატება