Meds.ge » ყველა წამალი » ოქსოლინი / oqsolini / Oxoline

ოქსოლინი / oqsolini / Oxoline

291

მალამო შეიცავს:
ტეტრაოქსოტეტრაჰიდრონაფტალინი , ანტივირუსული საშუალება.
არწერილობა:  ღია ყვითელი ფერის მალამო, გარეგანი ნაზალური გამოყენებისათვის
 

ფარმაკოლოგიური თვისებები
გააჩნია ვირუციდული აქტივობა, გრიპის ვირუსთან ურთიერთქმედების შედეგად. ხელს უშლის უჯრედებში ვირუსის გამრავლებას.  ეფექტურია უბრალო ჰერპესის,  საშიში ჰერპესის ვირუსების დროს,  ადენოვირუსის დროს. მალამოს არ გააჩნია ტოქსიური და ადგილობრივ გამაღიზიანებელი მოქმედება
 

ჩვენებები:
მალამო გამოიყენება გრიპისა და ვირუსული დაავადებების სამკურნალოდა და საპროფილაქტიკოდ.
ვირუსული ან სავარაუდოდ ვირუსული ეტიოლოგიის დერმატოზების სამკურნალოდ  ბუშტუკოვანი მარტივი ლიქენის , საშიში ლიქენის, მეჭეჭების, კონტაგეოზური მოლუსკის, დიურინგის ჰერპეტოფორმული დერმატიტის , ქიცვისებრი ლიქენის  დროს.
 
უკუჩვენებები
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა
 
მიღების წესი და დოზირება
უბრალო და საშიში ჰერპესის , კონტაგიოზური მოლუსკის დროს 3% ოქსოლინის მალამო ინიშნება დღეში 2–3 ჯერ დღეში. მეჭეჭების მოსაშორებლად მეჭეჭებზე წაისვით  მალამო დღეში 2–3 ჯერ  2 კვირა– 2 თვე.ზემოდან იდებენ ქაღალდს.
გრიპის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება ოქსოლინის ნაზალური მაზი. ყოველდღიურად 2–3 ჯერ დღეში დაიტანება ცხვირის ლორწოვანზე.
ვირუსული რინიტის მკურნალობა: ცხვირის ლორწოვანზე დაიტანება 0,25% –იანი მაზი 2–3 ჯერ დღეში, 3–4 დღის განმავლობაში.
თვალის ვირუსული დაავადებები: 0,25% მაზი ოქსოლინი დაიტანება ქუთუთოზე , ძილის წინ
 

გვერდითი მოვლენები
კანის წვა და ქავილი
 

გამოშვების ფორმა:  
10 გრამიანი 0,25 % ტუბი, მაზი

კომენტარის დამატება