Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » სპერმის ნაკლებობა

სპერმის ნაკლებობა

415

სპერმის ნაკლებობა, რომელსაც ასევე ოლიგოზოოსპერმიას უწოდებენ, ნიშნავს რომ მამაკაცს 1 მილილიტრ სპერმაში 15 მილიონზე ნაკლები სპერმატოზოიდი აქვს.

სპერმის ნაკლებობა ართულებს ბუნებრივად ჩასახვას, თუმცა მაინც შეიძლება მოხდეს წარმატებული დაორსულება.

სპერმასთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის სპერმის რაოდენობა და ხარისხი საკმაოდ ხშირია და დაახლოებით ყოველ მესამე დაორსულების მსურველ წყვილებში აღინიშნება.

დიაგნოზირება

თუ ერთი წლის განმავლობაში ვერ ახერხებთ მეუღლის დაორსულებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. ის გამოიკვლევს თქვენი სტერილურობის პრობლემას, ჩაგიტარებთ სპერმის გამოკვლევას, მასში არსებული სპერმატოზოიდების რაოდენობის და ხარისხის დასადგენად.

თუ გამოკვლევებამ პირველ ცდაზე არასასურველი შედეგი აჩვენა, აუცილებელია მისი ხელმეორედ ჩატარება.

საუკეთესო შემთხვევაში, სპერმის გამეორებითი ანალიზი უნდა გაკეთდეს პირველი ტესტირებიდან სამ თვეში, მაგრამ თუ სპერმის რაოდენობა ძალიან დაბალია, ან საერთოდ არ არსებობს, აუცილებელია განმეორებითიანალიზის სასწრაფოდ ჩატარება.

სპერმის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზები

ხშირ შემთხვევაში სპერმის ნაკლებობის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება, მაგრამ ზოგჯერ ეს დაკავშირებულია:

  • ჰორმონალურ დარღვევასთან როგორიცაა, ჰიპოგონადიზმი (ჰორმონების შემცირებული გამომუშავება)
  • გენეტიკურ დარღვევასთან, როგორიცაა კლაიპენტლერის სინდრომი, რომლის დროსაც მამაკაცი იბადება ქალისდამატებითი  ქრომოსომით
  • სათესლეების ჩამოშვებისდეფექტთან ბავშვობის დროს
  • მამაკაცის გენიტალური ტრაქტის სტრუქტურულ პრობლემებთან - მაგალითად მილები,რომლებიც სპერმას ატარებენ, შესაძლებელია დაავადდეს ან დაზიანდეს, ან არ არსებობდეს დაბადებისას
  • გენიტალური ინფექციებით როგორიცაა, ქლამიდია, გონორეაპროსტატიტი (პროსტატის ინფექციები)
  • ვარიკოცელე (სათესლეში გაფართოებული ვენები)
  • სათესლეებზე ან მის საზარდულზე ჩატარებული ოპერაცია
  • სათესლეების გადახურება
  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, სიგარეტის მოწევა და მარიხუანას ან კოკაინის მოხმარება
  • გარკვეული მედიკამენტები, როგორიცაა ტესტოსტერონის ჩამნაცვლებელი თერაპია, ხანგძლივიანაბოლური სტეროიდების გამოყენება, სიმსივნის სამკურნალო საშუალებები (ქიმიოთერაპია) და ზოგიერთი ანტიბიოტიკები  და ზოგიერთი ანტიდეპრესანტები. 

სამკურნალო საშუალებები

თუ თქვენ,ან თქვენს პარტნიორს გაქვთ სპერმის ნაკლებობა და გსურთ ბავშვის ყოლა, ექიმმა საწყის ეტაპზე შეიძლება გირჩიოთ რომ გააგრძელოთ დაორსულების მცდელობა ბუნებრივად. მრავალი წყვილისთვის წარმატებული ორსულობა დგება მეორე წლიდან.

დაორსულების შანსს გაზრდის:

  • სქესობრივი ურთიერთობის ქონა 2 ან 3 დღეში ერთხელ მაინც
  • ალკოჰოლის მოხმარების შემცირება და სიგარეტის მოწევის შეწყვეტა
  • კარგ ფორმაში ყოფნა, რეგულარული ვარჯიში და ჯანსაღი და ბალანსირებული დიეტით კვება.

გონადოტროპინული წამლები

თუ გონადოტროპინული ჰორმონის დაბალი რაოდენობა გაქვთ (ეს ჰორმონი ასტიმულირებს სპერმის წარმოქმნას) საჭიროა დაგენიშნოთ გონადოტროპინული წამლებით მკურნალობა, რათა გაიუმჯობესოთ უნაყოფობა.

თუ სპერმის ნაკლებობის,ან რაიმე დარღვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, ამ შემთხვევაში არ დაგენიშნებათ ჰორმონებით მკურნალობა, რადგანაც ეს მეთოდი ვერ გააუმჯობესებს დაორსულების შანსს.

კომენტარის დამატება