Meds.ge » ყველა წამალი » პოზმოქსი / pozmoqsi / POSMOX

პოზმოქსი / pozmoqsi / POSMOX

103

1. რა არის პოზმოქსი და რისთვის გამოიყენება

პოზმოქსი არის ანტიბიოტიკი, რომელიც კლავს ინფექციის გამომწვევ ბაქტერიას. ის შეიცავს ორ სხვადასხვა პრეპარატს ამოქსიცილინს და კლავულანის მჟავას. ამოქსიცილინი მიეკუთვნება პენიცილინის ჯგუფის წამლებს, რომელთა მოქმედების (აქტივობის) შეჩერებაც შესაძლებელია. პრეპარატის მეორე აქტიური კომპონენტი (კლავულანის მჟავა) ხელს უშლის მის დეაქტივაციას. 

 

პოზმოქსი მოზრდილებსა და ბავშვებში ინიშნება შემდეგი ინფექციების მკურნალობისათვის.  

• სინუსიტი და ყურის ანთება

• რესპირატორული ტრაქტის ინფექციები

• შარდსასქესო ტრაქტის ინფექციები

• რბილი ქსოვილებისა და კანის ინფექციები დენტალური ინფექციების ჩათვლით

• ძვლისა და სახსრების ანთებები

 

2. ვიდრე გამოიყენებთ პოზმოქსს

არ გამოიყენოთ პოზმოქსი თუ:

• ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე)  ხართ ამ ამოქსიცილინის, კლავულანის მჟავის, პენიცილინის ან პოზმოქსის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია ნაწილი 6-ში).  

• თუკი ოდესმე გქონიათ მწვავე ალერგიული რეაქცია  (ჰიპერსენსიტიურობა) ნებისმიერ სხვა ანტიბიოტიკზე. მათ შორის გამონაყარი კანზე ან კისრისა და სახის შეშუპება.

• თუკი გქონიათ პრობლემები ღვიძლზე, ან გადაგიტანიათ ბოტკინი (სიყვითლე) ანტიბიოტიკების მიღებისას.

 

 

→ არ გამოიყენოთ პოზმოქსი თუ რომელიმე ზემოთჩამოთვლილი მდგომარეობებიდან თქვენ გეხებათ.
თუ დარწმუნებული არ ხართ,  გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან ვიდრე გამოიყენებთ პოზმოქსს. 

 

განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ  პოზმოქსის გამოყენებას:

გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე თუ

• გაქვთ ინფექციური მონონუკლეოზე

• მკურნალობთ ღვიძლზე ან თირკმელებზე

• ვერ შარდავთ რეგულარულად.  

 

თუ დარწმუნებული არ ხართ, გეხებათ თუ არა რომელიმე ზემოთჩამოთვლილთაგან გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

 

ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გამოიკვლიოს ბაქტერიის ტიპი, რომელიც იწვევს ინფექციას თქვენს შემთხვევაში.

შედეგებიდან გამომდინარე შესაძლოა დაგინიშნოთ სხვადასხვა სიძლიერის ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა ან სხვა პრეპარატი. 

 

სიფრთხილის ზომები

პოზმოქსმა შესაძლოა გაართულოს არსებული მდგომარეობები, ან გამოიწვიოს სერიოზული გვერდითი ეფექტები. მათ შორის ალერგიული რეაქციები, კონვულსიები და მსხვილი ნაწლავის ანთება. სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ გარკვეულ სიმპტომებს პოზმოქსის მიღებისას ნებისმიერი სახისრისკის ან პრობლემების თავიდან ასარიდებლად. იხილეთ ‘მდგომერეობები, რომლებსაც სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ’ ნაწილი 4-ში.  

 

შარდისა და სისხლის ანალიზი

თუკი უნდა ჩაიტაროთ სისხლის ანალიზი (მაგალითად სისხლის წითელი უჯრედების მდგომარეობის ანალიზი ან ღვიძლის ფუნქციის ანალიზი) ან შარდის ანალიზი (გლუკოზაზე) აცნობეთ ექიმს რომ იღებთ პოზმოქსს. ეს იმის გამოა, რომ პოზმოქსმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამგვარი ანალიზის შედეგებზე.

 

სხვა წამლების მიღება

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუკი იღებდით ან იღებთ სხვა პრეპარატებსაც. მათ შორის წამლებს, რომლებიც რეცეპტის გარეშე გაიცემა ან მცენარეულ პრეპარატებს. 

თუკი იღებთ ალოპურინოლს (პოდაგრისათვის) პოზმოქსთან ერთად მეტად სავარაუდოა ალერგიული რეაქციები კანზე. 

თუკი იღებთ პრობენეციდს (პოდაგრისათვის), თქვენმა ექიმმა შესაძლოა შეცვალოს პოზმოქსის დოზა.

თუკი პოზმოქსთან ერთად მიიღებთ სისხლის შედედების საწინააღმდეგო პრეპარატს (როგორიცაა ვარფარინი) აუცილებელი იქნება დამატებით სისხლის ანალიზის ჩატარება.

პოზმოქსმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს მეთოტრექსანის (სიმსივნის ან რევმატოიდული დაავადებების სამკურნალო პრეპარატი) მოქმედებაზე 

 

ორსულობა და ლაქტაცია

თუკი ორსულად ხართ ან ფიქრობთ რომ შესაძლოა ორსულად იყოთ, ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ჰკითხეთ რჩევა ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი წამლის მიღებამდე.  


მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვაზე გავლენა

პოზმოქსმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები და სიმპტომები, რომელთა გამოც თქვენ შესაძლოა ვერ მართოთ მანქანა.

არ მართოთ მანქანა ან სხვა სახის მექანიზმები ვიდრე უკეთ არ იგრძნობთ თავს.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია  პრეპარატის პოზმოქსი 875მგ+125მგ ფხვნილი სუსპენზიისათვის შიგნით მისაღებად პაკეტებში შემავსებლებზე. 

 

ის შეიცავს ასპარტამს (E951) რომელიც ფენილალანინის წყაროს წარმოადგენს. ის შესაძლოა საზიანო იყოს პაციენტებისათვის ფენილკეტონურიით. 

 

3. როგორ მივიღოთ პოზმოქსი

ყოველთვის მიიღეთ პოზმოქსი ექიმის დანიშნულებისამებრ. კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ არ ხართ დარწმუნებული. 

მოზრდილები და ბავშვები 40კგ-ზე ზევით

 

პოზმოქსი 875მგ+125მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

• ჩვეულებრივი დოზა – 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში

• დიდი დოზა– 1 ტაბლეტი სამჯერ დღეში

• პოზმოქსი 875მგ+125მგ ფხვნილი სუსპენზიისათვის შიგნით მისაღებად 

• ჩვეულებრივი დოზა – 1 პაკეტი ორჯერ დღეში

• დიდი დოზა– 1 პაკეტი სამჯერ დღეში

 

 

ბავშვები, რომლებიც იწონიან  40კგ-ზე ნაკლებს

6 წლის და 6 წელზე ქვემოთ ასაკის ბავშვებისათვის სასურველია მკურნალობა ამოქსიცილინი/კლავულანის მჟავა ფხვნილი სუსპენზიისავის შიგნით მისაღებად პედიატრიულ პაკეტებში.  

 

კითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ  აპირებთ მისცეთ პოზმოქსი 875მგ+125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ბავშვებს რომლებიც 40 კგ-ზე ნაკლებს იწონიან. 

 

მისცეთ პოზმოქსი 875მგ+125 მგ პაკეტები რეკომენდებული არ არის. 

 

პაციენტები ღვიძლის ან თირკმლის დაავადებით

• თირკმელებზე პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შეცვლა. ექიმმა შესაძლოა განსხვავებული დოზა ან სხვა წამალი შეგირჩიოთ. 

• ღვიძლის პრობლემების შემთხვევაში შესაძლეებლია უფრო ხშირი სისიხლის ანაიზის ჩატარება იმის დასადგენად თუ როგორ მუშაობს თქვენი ღვიძლი. 

 

როგორ მივიღოთ პოზმოქსი

ტაბლეტები:

• გადაყლაპეთ მთლიანი ტაბლეტი წყალთან ერთად ჭამის წინ ან ჭამამდე ცოტა ხნით ადრე. 

• დოზებს შორის თანაბრად დაიცავით ინტერვალები, სულ მცირე 4 საათის გამოტოვებით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 სატის განმავლობაში. 

• არ მიიღოთ პოზმოქსი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ კვლავაც ცუდად იგრძნობთ თავს მიმართეთ ექიმს. 

 

პაკეტები:

• პოზმოქსის მიღებამდე ცოტა ხნით ადრე გახსენით პაკეტი და მისი შიგთავსი გახსენით ნახევარ ჭიქა წყალში. 

• მიიღეთ ჭამის წინ ან ჭამამდე ცოტა ხნით ადრე. .

• დოზებს შორის თანაბრად დაიცავით ინტერვალები, სულ მცირე 4 საათის გამოტოვებით. არ მიიღოთ 2 დოზა 1 სატის განმავლობაში. 

• არ მიიღოთ პოზმოქსი 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. თუ კვლავაც ცუდად იგრძნობთ თავს მიმართეთ ექიმს. 

 

თუკი იმაზე მეტი პოზმოქსი მიიღეთ ვიდრე უნდა მიგეღოთ.

თუკი მეტისმეტად ბევრი პოზმოქსი მიიღეთ, შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების არსებობა: ნაწლავური აშლილობა (ღებინების შეგრძნება, ღებინება, დიარეა) ან კონვულსიები. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. წაიღეთ პრეპარატის ყუთი და აცვენეთ ექიმს. 

 

თუკი დაგავიწყდათ პოზმოქსის მიღება

თუკი დაგავიწყდათ პოზმოქსის მიღება, მიიღეთ ის როგორც კი გაგახსენდებათ. შემდეგი დოზა მეტიმეტად მალე არ მიიღოთ. დაიცადეთ დაახლოებით 4 საათი შემდეგი დოზის მიღებამდე. 

 

თუკი შეწყვეტთ პოზმოქსს 

მიიღეთ პოზმოქსი მკურნალობის დასრულებამდე იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თავს უკეთ იგრძნობთ. ინფექციასთან ბრძოლისათვის ყველა დოზა აუცილებებლია. თუკი რომელიმე ბაქტერია დარჩება, შესაძლოა ამან ინფექციის გამეორება გამოიწვიოს. 

 

თუკი დამატებით რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ ამ პრეპარატის შესახებ, ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 


4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც ყველა სხვა წამალს, პოზმოქსსაც შესაძლოა ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში. 

 

სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ შემდეგ მდგომარეობებს

ალერგიული რეაქციები:

• გამონაყარი კანზე

• სისხლძარღვთა ანთება (vasculitis), რომელიც შესაძლოა გამოხატული იყოს წითელი ან მეწამული ფერის ამობურცული ლაქებით კანზე, მაგრამ შესაძლოა აღმოჩნდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც.  

• ცხელება, ტკივილი სახსრებში, ჯირკვლების შეშუპება ყელში, იღლიებსა ან საზარდულში

• შეშუპება, ზოგჯერ სახისა და პირის მიდამოებში (angioedema), რომელიც აძნელებს სუნთქვას

• კოლაფსი 

 

→ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუკი შენიშნეთ რომელიმე ასეთი სიმპტომი. შეწვიტეთ პოზმოქსის მიღება. 

 

ნაწლავების ანთება

ნაწლავების ანთება, რაც გამოიწვევს წყლისმაგვარ დიარეას, ჩვეულებრივ სისხლთან და ლორწოსთან ერთად, მუცლის ტკივილს, და/ან ცხელებას.  

 

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოვლინდეს 1-დან 10 პაციენტში

• დიარეა(მოზრდილებში).

 

ხშირი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოვლინდეს 1-დან 10-მდე პაციენტში

• კანდიდოზი (candida – საშოს, პირის ღრუსა და კანის ნაკეცების სოკოვანი ინფექცია)

• გულისრევის შეგრძნება (გულისრევა)  განსაკუთრებით პრეპარატის დიდი დოზებით მიღებისას: ამგვარი სიმპტომების შემთხვევაში მიიღეთ პოზმოქსი კვების წინ. 

• ღებინება

• დიარეა (ბავშვებში).

 

იშვიათი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოვლინდეს 1-დან 100 პაციენტში

• გამონაყარი კანზე, ქავილი

• ამობურცული გამონაყარი ქავილით (ჭინჭრის ციება)

• საჭმლის მონელების დარღვევა

• თავბრუსხვევა

• თავისტკივილი

იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

• ღვიძლის მიერ გამომუშავებული გარკვეული სუბსტანციების(ფერმენტების) ზრდა.

 

ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები

შესაძლოა გამოვლინდეს 1-დან 1000 პაციენტში

• გამონაყარი კანზე, რომელიც შესაძლოა დაწყლულდეს და ვიზუალურად ჰგავდეს მცირე ზომის სამიზნეებს (ცენტრალური მუქი წერტილით, შედარებით ღია ფერის არეთი ირგვლივ და მუქი რკალით კიდეებზე– erythema multiforme-მრავალფორმიანი ერითემა)

→ ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

იშვიათი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:

• სისხლის შედედებისათვის აუცილებელი უჯრედების დაბალი მაჩვენებელი

• სისხლის თეთრი უჯრედების დაბალი მაჩვენებელი. 

 

სხვა გვერდითი მოვლენები

სხვა გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ძალიან მცირე რეოდენობის პაციენტებში, მაგრამ მათი სიხშირე დადგენელი არ არის.

• ალერგიული რეაქციები (იხილეთ ზემოთ)

• ნაწლავების ანთება (იხილეთ ზემოთ)

• სერიოზული რეაქციები კანზე:

- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანზე წყლულებითა და აქერცლილი კანით, განსაკუთრებით პირის, ცხვირის თვალებისა და გენიტალიების  ირგვლივ (სტივენს ჯონსონის სინდრომი), და უფრო მწვავე ფორმა კანის ინტენსიური აქერცვლით (სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტი (ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი)

- ფართოდ გავრცელებული გამონაყარი კანზე მცირე ზომის ჩირქოვანი წყლულებით (ბულოზური ექსფოლიაციური დერმატიტი)

- წითელი, ქერცლოვანი გამონაყარი კანზე, კანქვეშ ჩაღრმავებებით და წყლულებით (exanthemous pustulosis).

 

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს თუ შენიშნეთ რომელიმე გვერდითი მოვლენა.

• ღვიძლის ანთება (hepatitis)

• ბოტკინი, რომელიც გამოწვეულია სისხლში ბილირუბინის (ღვიძლის მიერ  გამომუშავებული  ნივთიერება) გაზრდით, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და თვალის სკლერას გაყვითლება.

• თირკმელეში მილების ანთება

• სისხლის შედედების პერიოდის გახანგრძლივება

• ჰიპერაქტიურობა

• კონვულსიები (პაციენტებში, რომლებიც პოზმოქსს დიდი დოზებით იღებენ ან რომლებსაც თირკმლის პრობლემები აწუხებთ)

• შავი თმიანი ენა

• ლაქები კბილებზე (ბავშვებში), რომლებიც როგორც წესი ჯაგრისით გაწმენდისას შორდება.

გვერდითი მოვლენები, რომლებიც შესაძლოა გამოვლინდეს შარდის ანდ სისხლის ანალიზში:

• სისხლის თეთრი უჯრედების მკვეთრი შემცირება

• სისხლის წითელი უჯრედების მკვეთრი შემცირება (ჰემოლიზური ანემია)

• კრისტალები შარდში.

 

თუკი გამოვლინდა გვერდითი მოვლენები

→ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუკი რომელიმე გვერდითი მოვლენა დამძიმდა და შემაწუხებელი გახდა, ან თუ შენიშნეთ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში. 

 

5. როგორ შევინახოთ პოზმოქსი

შეინახეთ თავდაპირველ შეფუთვაშუ სინათლისა და ნესტისაგან დაცვისათვის არაუმეტეს 25°C-ზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

არ შეინახოთ პოზმოქსი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.  

 

წამლების გადაყრა დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნაგავსა და კანალიზაციაში. ჰკითხეთ ექიმს ან ფარმაცევტს როგორ მოვუაროთ წამლებს, რომლებიც აღარ გვჭირდება. ეს ღონისძიებები გაგვეხმარება გარემოს დაცვაში.


6. დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს პოზმოქსი
პოზმოქსი  875 მგ+125 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ სუბსტანციას: 875 მგ ამოქსიცილინის ექვივალენტურ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს და 125 მგ კლავულანის მჟავის ექვივალენტურ  კალიუმის კლავულანატს. 

სხვა ინგრედიენტები: კრემნიუმის კოლოიდურ დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მიკროკრისტალურ ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ფტალის მჟავის ეთერი, დიმეტიკონი.  

 

პოზმოქსი875 მგ+125 მგ ფხვნილი სუსპენზიისათვის შიგნით მისაღებად

თითოეული პაკეტი შეიცავს:

აქტიურ სუბსტანციას: 875 მგ ამოქსაცილინის ექვივალენტურ ამოქსიცილინ ტრიჰიდრატს და 125 მგ კლავულანის მჟავის ექვივალენტურ  კალიუმის კლავულანატს. 

სხვა ინგრედიენტები: კრემნიუმის კოლოიდურ დიოქსიდი, ფორთოხლის არომატი, ასპარტამი

კომენტარის დამატება