Meds.ge » ყველა წამალი » დორენემი / dorenemi / DORENE

დორენემი / dorenemi / DORENE

112

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დორიპენემი-კარბაპენემების ჯგუფის სინთეზური ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, სტრუქტურით სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მსგავსია. დორიპენემი აინჰიბირებს ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზს და ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას ანაერობული და აერობული გრამდადებითი და გრაუარყოფითი ბაქტერიების წინააღმდეგ. იმიპენემთან და მეროპენემთან შედარებით, დორიპენემი 2-4ჯერ უფრო აქტიურია Pseudomonas aeruginosa-ს წინააღმდეგ. სამკურნალო საშუალების ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედება აიხსნება ბეტა-ლაქტამაზების უმრავლესობით ჰიდროლიზისადმი მდგრადობით (პენიცილინაზას და ცეფალოსპორინაზას ჩათვლით) და პენიცილინდამაკავშირებელი მრავალი ცილის ინაქტივაციის შესაძლებლობით, რაც იწვევს უჯრედის კედლის სინთეზის დარღვევას და შემდგომში ბაქტერიული უჯრედების დაღუპვას. დორიპენემს ყველაზე მაღალი აფინობა ახასიათებს Staphylococcus aureus –ის პენიცილინდამაკავშირებელი ცილის მიმართ. Escherichia coli da Pseudomonas aeruginosa-ს უჯრედებში დორიპენემი მყარად უკავშირდება პენიცილინდამაკავშირებელ ცილებს, რომლებიც მონაწილეობს ბაქტერიულ უჯრედის ფორმის შენარჩუნებაში.
ინ ვიტრო ცდებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალება სუსტად თრგუნავს სხვა ანტიბიოტიკების მოქმედებას, გრეთვე მისი მოქმედება არ ითრგუნება სხვა ანტიბიოტიკებით. აღწერილია ამიკაცინთან და ლევოფლოქსაცინთან სუსტი სინერგიზმი Pseudomonas aeruginosa-სთან მიმართებაში, აგრეთვე დაპტომიცინთან, ლინეზოპრილთან, ლევოფლოქსაცინთან და ვანკომიცინთან სინერგიზმი გრამდადებითი ბაქტერიების შემთხვვაში.

დორიპენემი აქტიურია შემდეგი გრამდადებითი აერობული ბაქტერიების წინააღმდეგ: Enterococcus faecalis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus aureus (მხოლოდ მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე), Staphylococcus epidermidis (მეტიცილინის მიმართ მგრძნობიარე), Streptococcus intermedius, Streptococcus constellatus, Streptococcus agalactiae, Streptococcus pneumonia (პენიცილინისადმი და ცეფტრიაქსონისადმი რეზისტენტული შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes, Streptococcus, viridans (პენიცილინისადმი ზომიერად მგრძნობიარე და რეზისტენტული შტამების ჩათვლით); გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიების წინააღმდეგ: Citrobacter freundii (ცეფტაზიდინისადმი არამგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Haemophilus influenza (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ან ამპიცილინისადმი რეზისტენტული შტამების ჩათვლით, რომელბიც არ გამოიმუშავებს ბეტა ლაქტამაზას), Escherichia coli (ლევოფლოქსაცინისადმი რეზისტენტული შტამების და ფართო სპექტრის ბეტა ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Enterobacter cloacae (ცეფტაზიდიმისადმი არამგრძნობიარე შტამების ჩათვლით), Enterobacter aerogenes, Klebsiella pneumonia, Klebsiella oxytoca, Morganella morganii, Proteus mirabilis (ფართო სპექტრის ბეტა ლაქტამაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Proveidencia stuartii, Salmonella-ს სახეობები, Shigella-ს სახეობები, Serrati marcescens (ცეფტაზიდიმისადმი არამგრძნობიარე შტამების ჩათვლით);

ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ: Bacteroides fragilis, Bacteroides caccae,Bacteroides uniformis, Bacteroides thetaiotaomicron. Nacteroides vulgates, Bacteroides ovatus, Bilophila wadsworthia, Peptostreptococcus magnus, Peptostreptococcus micros, Prevotella -ს სახეობები, Porphyrounas sutterella wadswothenis. დორიპენემისადმი გამძლეა მეტიცილინისადმი რეზისტენტული სტაფილოკოკები, Enterococcus faecium, Stenotrophomonas maltophila, Legionella spp. შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება ქონდეს:Acinobacter baumannii, Acinobaqter spp.. Burkholderia cepacia, Pseudomonas aeruginosa (ცეფტაზიდიმისადმი რეზისტენტული შტამების ჩათვლით).

ფარმაკოკინეტიკა

ჯანმრთელ მოხალისეებში კვლევებისას 1 საათის განმავლობაში 500მგ-ს შეყვანის შემდეგ დორიპენემის Cmax და AUC0-∞ -ს საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა დაახლოებით 23მკგ/მლ და 36მკგXსთ/მლ-ს. ჯანმრთელ მოხალისეებში კვლევებისას 4 საათის განმავლობაში 500მგ-ს და 1გს შეყვანის შემდეგ დორიპენემის Cmax და AUC0-∞ -ს საშუალო მნიშვნელობა შეადგენდა დაახლოებით 8მკგ/მლ-ს და 17მკგ/მლ-ს და 34მკგXსთ/მლ-ს და

68მკგXსთ/მლ-ს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში 7-10 დღის განმავლობაში ყოველ 8 საათში 500მგ-ს ან 1გ-ს მრავლობითი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ გამოვლენილი არ იყო დორიპენემის კუმულაციის ნიშნები

განაწილება

დორიპენემის პლაზმის ცილებთან კავშირი საშუალოდ შეადგენს 8,1%-ს და დამოკიდებული არ არის პლაზმაში მის კონცენტრაციაზე. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 16,8ლ-ს, რაც ახლოა ადამიანის უჯრედგარე სითხის მოცულობასთან (18,2ლ). დორიპენემი კარგად აღწევს რიგ ქსოვილებში და ბიოლოგიურ სითხეში, მაგალითად საშვილოსნოს ქსოვილში, რეტროპერიტონეალურ სითხეში, წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილებში, ნაღვლის ბუშტის ქსოვილებში და შარდში, სადაც აღწევს მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცეტრაციაზე (მიკ) მაღალ მაჩვენებელს.

მეტაბოლიზმი და გამოყოფა

დორიპენემის მიკრობიოლოგიურად არააქტიურ მეტაბოლიტად ბიოტრანსფორმაცია ხდება უპირატესად დეჰიდროპეპტიდაზა-1-ის მოქმედებით.

დორიპენემი პრაქტიკულად არ ექვემდებარება ციტოქრომ P450-ით განპირობებულ მეტაბოლიზმს, აგრეთვე არ თრგუნავს და არ აინდუცირებს CYPიზოფორმების- 1A2, 2A6, 2C9, 2C19, 2D6, 2E1 ან 3A4 აქტივობას, რაც გამოვლინდა ინ ვიტრო კვლევებში.

დორიპენემი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით უცვლელი სახით. ჯანმრთელ ახალგაზრდა მოზრდილებში პლაზმიდან დორიპენემის საშუალო ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 1 საათს, კლირენსი დაახლოებით 15,9 ლ/სთ-ს. თირკმლიდან საშუალო კლირენსი შეადგენდა 10,3 ლ/სთ-ს. ამ მაჩვენებლის სიდიდე და პრობენეციდთან ერთად გამოყენებისას დორიპენემის ელიმინაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება მიუთითებს რომ დორიპენემი ექვემდებარება როგორც გორგლოვან ფილტრაციას ისე თირკმლის სეკრეციას. ჯანმრთელ ახალგაზრდა მოზრდილებში, რომლებიც დორიპენემის ერთ დოზას (500მგ) იღებდნენ, 48 საათის შემდეგ დოზის 71% შარდში აღმოჩენილი იყო უცვლელი სახით და 15%-მეტაბოლიტის სახით. ახალგაზრდა ჯანმრთელ მოზრდილებში რადიოაქტიურად დანიშნული დორიპენემის ერთი (500მგ) დოზის შეყვანიდან ერთი კვირის შემდეგ განავალში აღმოჩენილი იყო საერთო რადიოაქტივობის 1%-ზე ნაკლები. დორიპენემის ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია ინტრავენური ინფუზიისას 1 საათის განმავლობაში 500მგ-2გ დოზისთვის და ინტრავენური ინფუზიისას 4 საათის განმავლობაშუ 500მგ-1გ დოზისთვის.

თირკმლის უკმარისობით დაავადებული პაციენტები

დორიპენემის ერთი დოზის (500მგ) შეყვანის შემდეგ თირკმლის მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი 51-79მლ/წთ), ზომიერად გამოხატული (კრეატინინის კლირენსი 31-50მლ/წთ) და მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი ≤31მლ/წთ) დაავადებულ პაციენტებში ჯანმრთელ, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ადამიანებთან შედარებით(კრეატინინის კლირენსი ≥80მლ/წთ) AUC 1,6 2,8 და 5,1-ჯერ იზრდებოდა. ამგვარად თირკმლის საშუალო და მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში საჭიროა დორიპენემის დოზის შემცირება.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით ამჟამად არ არსებობს მონაცემები დორიპენემის ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში. დორიპენემი პრაქტიკულად არ ექვემდებარება ღვიძლში მეტაბოლიზმს, ამიტომ სავარაუდოა, რომ ამ ორგანოს დარღვევა გავლენას არ ახდენს სამკურნალო საშუალების ფარმაკოკინეტიკაზე.

ხანდაზმული პაციენტები

ახალგაზრდა მოზრდილებთან შედარებით, ხანდაზმულებში დორიპენემის AUC 49%-ით იზრდებოდა. ეს ცვლილებები ძირითადად აიხსნება კრეატინინის კლირენსის ასაკობრივი ცვლილებებით. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში აუცილებელი არ არის დორიპენემის დოზის დაქვეითება.

სქესობრივი განსხვავებები

დორიპენემის Cmax და AUC მსგავსია მამაკაცებში და ქალებში. სქესის მიხედვით დოზის კორექცია საჭირო არ არის.

მიღების ჩვენება

გართულებული ინტრააბდომინური ინფექციები; შარდის გამომყოფი სისტემის გართულებული ინფექციები; საავადმყოფოს შიდა პნევმონია, ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციასთან (ფხვ) დაკავშირებული პნევმონიის ჩათვლით.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა დორიპენემის ან სხვა კარბაპენემების მიმართ;

მომატებული მგრძნობელობის მძიმე რეაქციები (მაგალითად ანაფილაქსიური რეაქციები, კანის მძიმე რეაქციები) სხვა ბეტა ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე.

ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

უსაფრთხოების ზომები

გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს დორიპენემის კლინიკური უსაფრთხოება ორსულობის დროს დადგენილი არ არის. ამიტომ დორიპენემი ორსულობის დროს არ უნდა გამოიყენონ იმ შემთხვევების გარდა, როდესაც გამოყენების პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფის შესაძლო რისკს. ყოველ შემთხვევაში სამკურნალო საშუალების მიღება აუცილებელია ექიმის პირდაპირი დაკვირვების ქვეშ.

სამკურნალო საშუალების ლაქტაციის პერიოდში გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები

ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებს, მათ შორის კარბაპენემებს, დაფიქსირებულია სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციების განვითარების შემთხვევები, ამგვარი რეაქციების განვითარების რისკი უფრო მაღალია ანამნეზში მომატებული მგრძნობელლობის რეაქციების მქონე პაციენტებში. ალერგიული რეაქციის განვითარებისას აუცილებელია სამკურნალო საშუალების მოხსნა და სიმპტომური თერაპიის დანიშვნა.

მომატებული მგრძნობელობის სერიოზული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი) საჭიროებს გადაუდებელ თერაპიას გლუკოკორტიკოსტეროიდების და პრესორული ამინების (ეპინეფრინი) შეყვანის ჩათვლით, აგრეთვე სხვა ზომების მიღებასაც როგორიცაა ოქსიგენოთერაპია, სითხის ინტრავენური შეყვანა, აგრეთვე აუცილებლობისას ანტიჰისტამინური საშუალებები, სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება.

დორიპენემის არჩევისას კონკრეტული პაციენტის მკურნალობისთვის აუცილებელია კარბაპენემების ჯგუფის ანტიბაქტეირული საშუალების გამოყენების მიზანშეწონილობის გათვალისწინება ინფექციის სიმძიმის, სხვა ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებების მიმართ რეზისტენტობის გავრცელების და კარბაპენემებისადმი მდგრადი მიკროორგანიზმებით მკურნალობის არჩევის რისკის გათვალისწინებით.

იმ ავადმყოფების მკურნალობისას, რომლებსაც გვიან დაეწყოთ ვენტილაციასთან-დაკავშირებული პნევმონია (ჰოსპიტალიზაციის 5 დღეზე დიდხანს), აგრეთვე საავადმყოფოსშიდა პნევმონიის განვითრების სხვა შემთხვევებისას, როდესაც საეჭვოა ან დადასტურებულია დაქვეითებული მგრძნობიარობის მქონე გამომწვევებით ინფიცირება, როგორიცაა Pსეუდომონას სპპ.

და Aცინებაქტერ სპპ. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ ანტიბიოტიკის შერჩევას და გამოყენებულ დოზას. Pსეუდომონას აერუგინოსა-თი გამოწვეულ ინფექციაზე ეჭვის ან მისი დადასტურების შემთხვევაში დორიპენემთან ერთად გამოყენებისას დაშვებული ჩვენების დროს შეიძლება დაინიშნოს ამინოგლიკოზიდები.

აღწერილია კრუნჩხვითი გულყრები, რომლებიც უფრო ხშირად აღინიშნა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადება (მაგ. ინსულტი ან ანამნეზში კრუნჩხვებით მიმდინარე გულყრები), თირკმლის ფუნქციის დარღვევა ან იღებდნენ 500მგ-ზე მაღალ დოზას.

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აუცილებელია თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი და აუცილებლობისას დორიპენემის დოზის კოერქცია.

რეკომენდებული არ არის დორიპენემის და ვალპროის მჟავას ერთდროული გამოყენება. დორიპენემი არ უნდა დაინიშნოს ინჰალაციის სახით, რადგან არსებობს პნევმონიტის განვითარების რისკი.

თითქმის ყველა ანტიბაქტერიული საშუალებით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს ჩლოსტრიდიუმ დიფფიცილე-TI გამოწვეული ფსევდომემბრანული კოლიტი, დორენემით მკურნალობის ფონზე დიარეის გამოვლინების შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ ფსევდომემრანული კოლიტის განვითარების შესაძლებლობა.

უნდა მოერიდონ როგორც დორენემით, ისე სხვა ანტიბიოტიკებით ხანგრძლივ მკურნალობას, რადგან შეიძლება აღინიშნოს არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების ჭარბი ზრდა. მკურნალობის დროს აუცილებელია ავადმყოფებზე ინტენსიური დაკვირვება.

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე რეკომენდებულია ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება. აუცილებელია ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის ჩატარებისთვის შესაბამისი ნიმუშების შერჩევა გამომწვევების გამოყოფის, მათი იდენტიფიკაციის და დორიპენემის მიმართ მგრძნობელობის განსაზღვრისთვის.

ამგვარი მონაცემების არ არსებობისას სამკურნალო საშუალებების ემპირული არჩევა უნდა მოხდეს ადგილობრივი ეპიდემიოლოგიური მონაცემების და მიკროორგანიზმების ადგილობრივი მგრძნობელობის სტრუქტურის მიხედვით.

თირკმლის ხანგრძლივი ჩანაცვლებითი თერაპიის დროს დორიპენემის მეტაბოლიტის ექსპოზიცია შეიძლება გაიზარდოს იმ დონემდე, რომლისთვისაც არ არსებობს ინ ვივო გამოყენების უსაფრთხოების მონაცემები. მოცემული მეტაბოლიტი არ ავლენს მიკრობიოლოგიურ აქტივობას, სხვა შესაძლებელი ფარმაკოლოგიური ეფექტები ამ დროისთვის უცნობია. აუცილებელია გვერდითი ეფექტების ინტენსიური მონიტორინგი პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ხანრძლივ ჩანაცვლებით თირკმლის თერაპიაზე.

გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ამ დროისთვის დადგენილი არ არის.

გამოყენების მეთოდი და დოზირება

დორენემი გამოიყენება მხოლოდ ინტრავენურად! დოზირების რეჟიმი და თერაპიის ხანგრძლივობა დგინდება ინფექციის ტიპის და სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმის მგრძნობელობის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.
ქვემო ცხრილში მოცემულია დორენემის რეკომენდებული დოზები ინტრავენურიინფუზიისთვის ინფექციის ტიპის მიხედვით.

ინფექცია

დოზა

ინექციის სიხშირე

ინფუზიის დრო, საათი

გართულებული
ინტრააბდომინური
ინფექციები

500 მგ

8 საათში ერთხელ

1

შარდის
გამომყოფი
სისტემის
გართულებული
ინფექციები
პიელონეფრიტის
ჩათვლით

500 მგ

8 საათში ერთხელ

1

საავადმყოფოსშიდა
პნევმონია,
ფილტვის
ხელოვნურ
ვენტილაციასთან
(ფხვ)
დაკავშირებული
პნევმონიის
ჩათვლით

500 მგ ან 1 გ *

8 საათში ერთხელ

1 ან 4 **



*დოზირების რეჟიმი შეიძლება გამოიყენონ პაციენტებში, რომლებშიც კრეატინინის კლირენსი ≥150მლ/წთ-ს შეადგენს ინფექციებისას, რომელბიც დაკავშირებულია არაფერმენტირებულ გრამუარყოფით მიკროორგანიზმებთან (როგორიცაა Pსეუდომონას სპპ. და Aცინობაცტერ სპპ.). შეიძლება გამოიყენონ 4 საათიანი ინფუზიის სახით 1გ 8 საათში ერთხელ. დოზირების მოცემული რეჟიმი დაფუძნებულია ფარმაკოდინამიკის და ფარმაკოკინეტიკის მონაცემებზე.
**4 საათიანი ინფუზია შეიძლება უფრო შესაფერისი იყოს ნაკლებად მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული ინფექციების მკურნალობისთვის, აგრეთვე განსაკუთრებით მძიმე ინფექციებისას.
თერაპიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 5-14 დღეს. საავადმყოფოს შიდა პნევმონიით დაავადებულ პაციენტებში, მათ შორის ვენტილაციასთან დაკავშირებული პნევმონიისას თერაპიის ხანგრძლივობა შეადგენს 10-14 დღეს.

უფრო ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.
დორენემის დოზირების რეკომენდაციები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

 

კრეატინინის
კლირენსი (მლ/წთ)

დოზირების

რეკომენდებული

რეჟიმი

>50-≤80

დოზის კორექცია

საჭირო არ არის

≥30-≤50

250მგ

ინტრავენურად

(საათზე დიდხანს)

8 საათში ერთხელ

>10-<30

250მგ (საათზე

დიდხანს) 12

საათში ერთხელ

თირკმლის მძიმე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში დორენემი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, შეზღუდული კლინიკური მონაცემების და ორგანიზმში დორიპენემის და მისი მეტაბოლიტის უფრო ხანგრძლივი ცირკულაციის პროგნოზირების გამო.
დორენემის დოზირების რეკომენდაციები დიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის:

ხანგრძლივი

ჩანაცვლებითი

თერაპია

კრეატინინის

შეფასებული

კლირენსი

(მლ/წთ)

დოზა

(მგ)

შეყვანის

სიხშირე

ინფუზიის

დრო1,2

სამიზნე

მაჩვენებლის

მიღწევა

(მიკ)

ხანგრძლივი

ვენო-ვენოზური

ჰემოფილტრაცია

≤30

250

12 საათში

ერთხელ

4 საათი

≤1მკგ/მლ

ხანგრძლივი

ვენო-ვენოზური

ჰემოფილტრაცია

<5

250

12 საათში

ერთხელ

4 საათი

≤1მკგ/მლ

ხანგრძლივი

ვენო-ვენოზური

ჰემოფილტრაცია

5-30

500

12 საათში

ერთხელ

4 საათი

≤1მკგ/მლ


1 თირკმლის მწვავე უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივ ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებიან ინფუზიის რეკომენდებული დრო შეადგენს 4 საათს, ამასთან აუცილებელია კარბაპენემების ექსტრარენალურ კლირენსის მომატების შესაძლებლობის გათვალისწინება.
2 თირკმლის ფუნქციის ქრონიკული დარღვევის მქონე პაციენტებში, რომლებიც  ხანგრძლივ ჩანაცვლებით თერაპიაზე იმყოფებიან შესაძლებელია 1 ან 4 საათიანი ინფუზიის ჩატარება. კვლევების თანახმად, 4 საათის განმავლობაში ინფუზია შეიძლება ჯობდეს იმიტომ რომ მაქსიმალურად გაიზარდოს პროცენტული დრო დოზირების ინტერვალის მიმდინარეობისას, როდესაც პლაზმაში დორიპენემის კონცენტრაცია აჭარბებს მინიმალურ მაინჰიბირებელ კონცენტრაციას (%თმიკ). მიკ>1მგ/მლ დოზის დროს რეკომენდაციები დადგენილი არ არის თირკმლის ხანგრძლივი ჩანაცვლებითი თერაპიის დროს დორიპენემის და დორიპენემის მეტაბოლიტის-M-1 შესაძლო დაგროვების გამო. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივ ჩამანაცვლებელ თერაპიაზე იმყოფებია, შეზღუდული კლინიკური მონაცემების და დორიპენემის M-1მეტაბოლიტის სისტემური ექსპოზიციის მომატების შესაძლებლობის გამო რეკომენდებულია უსაფრთხოების ინტენსიური მონიტორინგი.

დიალიზის სხვა ფორმებზე მყოფი პაციენტებისთვის რეკომენდაციების ფორმულირებისთვის ამ დროისთვის არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია. ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე და ხანდაზმულ პაციენტებში, რომელთა თირკმლის ფუნქციაც ნორმალურია, დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ჭესები ხსნარის მომზადებისა და შეყვანისთვის დორენემი უნდა შეიყვანონ ინტრავენურად ინფუზიის სახით. სამკურნალო საშუალება არ შეიცავს კონსერვანტებს, ამიტომ საინფუზიო ხსნარის მომზადებისას აუცილებელია ასეპტიკის სტანდარტული წესების დაცვა.

საინფუზიო ხსნრის მოსამზადებლად დორენემის ფლაკონის შიგთავსი იხსნება 10მლ საინექციო წყალში ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდში, ფრთხილად ანჯღრევენ ერთგვაროვანი სუსპენზიის წარმოქმნამდე. მიღებული სუსპენზიის გამოყენება არ შეიძლება დაუყოვნებლივ შეყვანისთვის! მიღებული სუსპენზია შპრიცის საშუალებით გადააქვთ სანფუზიო კონტეინერში, რომელიც შეიცავს 100მლ 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარს ან 5%-იან გლუკოზის ხსნარს. მიღებული ხსნარს ინტენსიურად ურევენ გამჭვირვალე სითხის წარმოქმნამდე.

სამკურნალო საშუალებების ხსნარების მომზადება უნდა ჩატარდეს უშუალოდ შეყვანამდე. გამოუყენებელი ხსნარის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

საჭიროზე ნაკლები დოზის შეყვანის პრევენციისთვის მომზადებული ხსნარი ბოლომდე უნდა ამოიღონ ფლაკონიდან! არ შეიძლება დორენემის სუსპენზიის და საინფუზიო ხსნარის გაყინვა!

გვერდითი მოქმედება

ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირი: თავის ტკივილი; ნაკლებად ხშირი:

კრუნჩხვების შეტევები.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხშირი: ფლებიტი.

საჭმლის გადამამუშავებელი სისტემის მხრივ: ხშირი: გულსირევა, დიარეა;

ნაკლებად ხშირი: ფსევდომემბრანული კოლიტი.

კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ: ხშირი: ქავილი, გამონაყარი; სიხშირე

უცნობია: ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი.

იმუნური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები; სიხშირე უცნობია: ანაფიალქსიური რეაქციები.

ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ: ხშირი: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ნაკლებად ხშირი: ნეითროპენია, თრომბოციტოპენია; სიხშირე უცნობია: ლეუკოპენია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია: ინტერსტიციალური პნევმონია.

სხვა: ხშირი: პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდოზი, ვაგინური კანდიდოზი.

გვერდითი რეაქციების გამოვლენისას დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს.

დოზის გადაჭარბება

დორიპენემის ინტრავენურად წვეთოვნად შეყვანისას დოზით 2გ 8 საათში ერთხელ 10-14 დღის განმავლობაში აღინიშნა პაპულო-ერითემატოზული გამონაყარის გამოვლენის შემთხვევები. პაპულო-ერითემატოზული გამონაყარი ქრებოდა დორიპენემის გამოყენების შეწყვეტიდან 10 დღის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბების შემთვევაში სამკურნალო საშუალების შეყვანა უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს სიმპტომური თერაპია თირკმელებით დორიპენემის სრულად გამოყოფამდე. ამასან უნდა გაკონტროლდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობა. დორიპენემი ორგანიზმიდან გამოიყოფა ჰემოდიალიზით. თუმცა ამ დროისთვის აღწერილი არ არის დორიპენემის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ჰემოდიალიზის გამოყენების შემთხვევა.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დორიპენემი აქვეითებს სისხლის პლაზმაში ვალპროის მჟავას კონცენტრაციას თერაპიულზე დაბალ დონემდე, რაც იწვევს ეპილეფსიური გულყრების არაადექვატურ კონტროლს. ეს ეთანხმება სხვა კარბაპენემების შემთხვევაში მიღებულ შედეგებს. მსგავს შემთხვევებში უნდა განიხილონ ალტერნატიული ანტიბაქტერიული ან კრუნჩხვის საწინააღმდეგო მკურნალობა.

პრობენეციდი კონკურენციას უწევს დორიპენემს თირკმლის მილაკებით სეკრეციისას და აქვეითებს მის თირკმლისმიერ კლირენსს. პრობენეციდის და დორენემის ერთდროული შეყვანა რეკომენდებული არ არის. გამორიცხული არ არის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც მილაკოვანი ექსკრეციით გამოიყოფა.

შენახვის პირობები და ვარგისობის ვადა

ინახება ნესტისაგან და სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა 2 წელი.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

შეფუთვა

500მგ ფლაკონში 10მლ მოცულობით.
5 ფლაკონი კოლოფში ან 36 ფლაკონი სტაციონარისთვის განკუთვნილ შეფუთვაში

კომენტარის დამატება