Meds.ge » ყველა წამალი » ტეიკოპლანინი-TF / teiikoplanini-TF / Teicoplanin-TF

ტეიკოპლანინი-TF / teiikoplanini-TF / Teicoplanin-TF

103

გამოშვების ფორმა:  
ფხვნილი ინტრავენური და ინტრამუსკულური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად  200 მგ, 400 მგ.
აღწერილობა: მოყვითალო  ფერის ამორფული ფხვნილი.

შემადგენლობა:
1 ფლაკონი შეიცავს:
ტეიკოპლანინის 200 ან 400 მგ-ს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
გლიკოპეპტიდების  ჯგუფის ანტიბიოტიკი.
ათქ კოდი: J01XA02

ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
ტეიკოპლანინი-TF - რთული გლიკოპეპტიდია, რომელიც წარმოიქმნება Actinoplanes  teichomiceticus-ის მიერ.  ტეიკოპლანინი გახლავთ ექვსი მონათესავე, სხვადასხვა ანტიბაქტერიული აქტივობის  მქონე შენაერთის კომპლექსი. ტეიკოპლანინი-TF -ის ანბაქტერიული მოქმედება განპირობებულია უჯრედის კედლის ბიოსინთეზის ინჰიბირებით. ანტიბიოტიკს შეუძლია  ბაქტერიული უჯრედის მემბრანის განვლადობისა და რნმ-ის სინთეზის შეცვლა. 
ტეიკოპლანინი-TF აქტიურია გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Enterococcus spp., Staphylococcus spp., Streptococcus spp., Clostridium spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterium acnes, Corynebacterium  jeikeium.
აქტინომიცეტები, ჰეტეროფერმენტატული  ლაქტობაცილები,  Leuconostoc,  Nocardia asteroids, Pediococcus, ასევე გრამუარყოფითი აერობები, ქლამიდიები, მიკობაქტერიები,  მიქოპლაზმები, რიკეტსიები,  ტრეპონემები  რეზისტენტურია ტეიკოპლანინი-TF -ს მიმართ. ტეიკოპლანინი-TF არააქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ, ვინაიდან ამ ბაქტერიების გარეთა მემბრანის ლიპიდური შრე არ აძლევს საშუალებას, რომ ანტიბიოტიკის დიდმა მოლეკულამ მიაღწიოს პეპტიდოგლიკანის შრეს. რეზისტენტობა ვითარედება ნელა, არ გააჩნია ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ჯგუფის ანტიბიოტიკებთან.

ფარმაკოკინეტიკა
ინტრავენური და ინტრამუსკულური შეყვანის შემდეგ (3-6 მგ/კგ) ტეიკოპლანინი-TF ბიოშეღწევადობაშეადგენს 90%-ს, პლაზმის ცილებთან მისი კავშირი 90-95%-ს აღწევს. შიგნით მიღებისას ტეიკოპლანინი- TF ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. 
ტეიკოპლანინი-TF კარდაგ აღწევს ფილტვებში, ძვლებში, რბილ ქსოვილებში. ტეიკოპლანინი-TF ნელა აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. 
ტეიკოპლანინი-TF -ის ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 33-დან 160 საათამდე. ანტიბიოტიკის 80%-მდე გამოიყოფა თირკმლებით.
ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ კლინიკურ შემთხვევებში. თირკმლის უკმარისობისას ტეიკოპლანინი-TF -ით მკურნალობის სქემა იცვლება თირკმლის გამომყოფი ფუნქციის დარღვევის სიმძიმესთან კორელაციაში. საშუალოდ გამოხატული თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი >21-80 მლ/წთ) გამოიყენება ჩვეულებრივი დოზის ნახევარი. მაგრამ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში სისხლში სამკურნალო საშუალების დონე იცვლება და ხშირად ვერ ხერხდება მისი დადგენა კრეატინინის კლირენსის მიხედვით. ასეთ შემთხვევაში დოზირების რეჟიმი დგინდება სისხლში ტეიკოპლანინი-TF -ის დონის მუდმივი მონიტორირების საფუძველზე.

გამოყენების ჩვენებები
ტეიკოპლანინი-TF -ის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული  ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, მათ შორის მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობის დროს: კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; ძვლებისა და სახსრების ინფექციები; ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები; ჰოსპიტალური და სხვა პნევმონიები; შარდგამომყოფი სისტემის გაურთულებელი და გართულებული ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები; სეპტიცემია. მოზრდილებში დამატებით გამოიყენება ენდოკარდიტის, მუდმივი ამბულატორიული პერიტონული დიალიზით გამოწვეული პერიტონიტის დროს; ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებზე ალერგიის შემთხვევაში ინფექციური ენდოკარდიტის პროფილაკტიკისთვის; სტომატოლოგიაში და ზოგადი ანესთეზიით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზებზე ქირურგიული ჩარაევების დროს; შარდ-სასქესო და კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ქირორგიული ჩარევების დროს.
ტეიკოპლანინი-TF გამოიყენება ალერგიის შემთხვევაში პენიცილინისა და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ, სხვა ანტიბიოტიკებით  (მათ შორის პენიცილინები და ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები) არაეფექტური მკურნალობისა და მათ მიმართ აუტანლობის დროს.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა ტეიკოპლანინი-TF მიმართ, ორსულობა, ლაქტეციის პერიოდი.
სიფრთხილის ზომები

განსაკუთრებული მითითებანი
სიფრთხილით ინიშნება ვანკომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელიბისას (შესაძლებელია ჯვარედინი ალერგია).
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია.
დიდი დოზებით და ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციების, სისხლის სურათის, სმენის მუდმივი კონტროლი (განსაკუთრებით მკურნალობის პირველ თვეში და ანამნეზში დარღვევების არსებობის დროს).
ტეიკოპლანინი-TF გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ოტო-, ჰემატო-, ჰეპატო- და ნეფროტოქსიურობის შემთხვევები.
ოტო-, ნეფრო- და ნეიროტოქსიურ სამკურნალო პრეპარატებთან (ამინოგლიკოზიდები, კოლისტინი, ამფოტერიცინი B, ციკლოსპორინი, ცისპლატინი, ფუროსემიდი და ეტაკრინის მჟავა) ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული. ამ პრეპარატებით მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა თირკმლის ფუნქციისა და სმენის განმეორებითი კვლევა.
ვანკომიცინის მიღებასთან დაკავშირებული „წითელი კაცის სინდრომის“ არსებობა ანამნეზში არ წარმოადგენს ტეიკოპლანინი-TF-ით მკურნალობის უკუჩვენებას. 
პედიატრიაში გამოყენება
ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა ტეიკოპლანინი-TF -ს დონის მუდმივი მონიტორირება.

ორსულობა და ლაქტაცია
ტეიკოპლანინი-TF-ის  გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ამ შემთხვევაში ტეიკოპლანინი-TF-ის ოტოტოქსიურობის გამო საჭიროა ახალშობილის სმენის ფუნქციის შემოწმება.
ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება
ტეიკოპლანინი-TF-ით მკურნალობისას უნდა მოერიდოთ სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და რთულ მექანიზმებთან მუშაობას თავბრუსხვევის    განვითარების რისკის გამო.

გამოყენების წესი და დოზირება
ტეიკოპლანინი-TF-ის დღიური დოზა და შეყვანის მეთოდი დამოკიდებულია გამომწვევის მგრძნობელობაზე, ინფექციის სამძიმეზე და პაციენტის თირკმლის ფუნქციის მდგომარეობაზე.
ტეიკოპლანინი-TF შეიყვანება ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად (3-5 წთ-ის განმავლობაში ბოლუსური ინექციის  ან 15-30 წთ-ის განმავლობაში ინფუზიის სახით).
ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები; კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები; შარდგამომყოფი სისტემის ინფექციები; ყელ-ყურ-ცხვირის და სხვა საშუალო სიმძიმის ინფექციები: საწყისი დარტყმითი დოზა მოზრდილებში და თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში პირველი 1-3 ინექციისთვის შეადგენს 400 მგ ინტრავენურად ან კუნთში ყოველ 12 საათში; შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა- 200 მგ ინტრავენურად ან კუნთში ერთხელ დღეში.
სეპტიცემია, ძვლებისა და სახსრების  ინფექციები; ენდოკარდიტი, სასუნთქი გზების გართულებული ინფექციები; სხვა მძიმე ინფექციები: საწყისი დარტყმითი დოზა მოზრდილებში და თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში პირველი 3-5 ინექციისთვის შეადგენს 800 მგ ინტრავენურად ან კუნთში ყოველ 12 საათში; შემდეგ შემანარჩუნებელი დოზა- 12 მგ/კგ-მდე ინტრავენურად ან კუნთში ერთხელ დღეში.
ორტოპედიული და ყბა-სახის ქირურგიული ჩარევების შემდეგ ინფექციური გართულებების თავიდან აცილების მიზნით ინიშნება დოზით 400მგ ერთჯერადად ნარკოზის დროს.
სეპტიცემიისა და ინდოკარდიტის შემანარჩუნებელ თერაპიისას  ინტრამუსკულურ შეყვანაზე გადასვლა დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ მიმდინარეობაზე.
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, თუ ტეიკოპლანინის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია მაღალია (4-8 მგ/ლ) ბაქტერიული დატვირთვის გათვალისწინებით, და როდესაც სისხლის პლაზმაში პრეპარატის ფარმოკინეტიკის პროგნოზირება გართულებულია (დიდი ფართობის დამწვრობა, ინტენსიური თერაპია და ა.შ.), ასევე დაბალი ქსოვილური განაწილების დროს (ძვლები, გულის სარკველები) სარეკომენდაციო დარტყმითი დოზაა 3-5 ინექცია 12 მგ/კგ ყოველ 12 საათში. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება შემანარჩუნებელი დოზა  12 მგ/კგ-მდე და მეტი.
ოპტიმალური დოზის მისაღწევად საჭიროა სისხლის პლაზმაში ანტიბიოტიკის კონცენტრაციის განსაზღვრა. საწყისი დოზების მიღებისას უნდა განისაზღვრებოდეს   ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია, სანამ არ იქნება მიღწეული სტაბილური ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია არანაკლები 20-30 მგ/ლ-სა (მაღალხარისხოვანი თხევადი ქრომატოგრაფიით) ან 30-40 მგ/ლ-სა (იმუნოფერმენტული ანალიზით). ასევე ხდება კონტროლი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ამ კონცენტრაციების სტაბილურობის დადგენის მიზნით.
2 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ/კგ-ს ინტრავენურად ყოველ 12 საათში 3 ინექცია, შემდეგ 6-10 მგ/კგ ინტრავენურად დღეში ერთხელ; 2 თვემდე ასაკის ბავშვებში- 16 მგ/კგ (30 წთ-იანი ინტრავენური ინფუზიის სახით) პირველ დღეს, შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 8 მგ/კგ-ს დღეში ერთხელ.
საშუალო სიმძიმის და მძიმე ინფექციების დროს საწყისი დოზების მიღებისას უნდა განისაზღვრებოდეს   ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია სანამ არ იქნება მიღწეული სტაბილური ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია არანაკლები 10 მგ/ლ-სა (მაღალხარისხოვანი თხევადი ქრომატოგრაფიით) ან 15 მგ/ლ-სა (იმუნოფერმენტული ანალიზით).ასევე ხდება კონტროლი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ამ კონცენტრაციების სტაბილურობის დადგენის მიზნით.
ფსევდომემბრანული კოლიტისას ტეიკოპლანინი-TF ინიშნება დოზით 100-200მგ დღეში 2 ჯერ 7-14 დღის განმავლობაში. ტეიკოპლანინი-TF-ს სარეკომენდაციო დოზა გახსნის შემდეგ მიიღება შიგნით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე მოზრდილებში და ხანდაზმულებში დოზის კორექცია იწყება მე-4 დღიდან ტეიკოპლანინი-TF პლაზმური კონცენტრაციის არანაკლებ 10მგ/ლ-სა შენარჩუნების მიზნით.
კრეატინინის კლირენსის 30-80 მლ/წთ შემთხვევაში შემანარჩუნებელი დოზა ან ნახევრდება ან გამოიყენება 2 დღეში ერთხელ.
30 მლ/წთ-ზე ნაკლები კრეატინინის კლირენსის მქონე ან დიალიზზე მყოფ პაციენტებში გამოიყენება დოზის მესამედი ყოველდღე ან მთელი დოზა 3 დღეში ერთხელ. ტეიკოპლანინი-TF არ გამოიყვანება დიალიზის მეშვეობით.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის და პერმანენტული პერიტონული დიალიზით გამოწვეული მეორადი პერიტონიტის მქონე მოზრდილებში და ხანდაზმულებში სარეკომენდაციო დოზირებაა 20მგ სადიალიზო სითხის 1 ლ-ზე, საწყისი დარტყმითი დოზა შეადგენს 200 მგ-ს. 
საშუალო სიმძიმის და მძიმე ინფექციების დროს საწყისი დოზების მიღებისას უნდა განისაზღვრებოდეს   ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია სანამ არ იქნება მიღწეული სტაბილური ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია არანაკლები 10 მგ/ლ-სა (მაღალხარისხოვანი თხევადი ქრომატოგრაფიით) ან 15 მგ/ლ-სა (იმუნოფერმენტული ანალიზით).ასევე ხდება კონტროლი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ამ კონცენტრაციების სტაბილურობის დადგენის მიზნით.
განსაკუთრებით მძიმე შდემთხვევაბში, თუ ტეიკოპლანინის მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია მაღალია (4-8 მგ/ლ) ბაქტერიული დატვირთვის გათვალისწინებით, და როდესაც სისხლის პლაზმაში პრეპარატის ფარმოკინეტიკის პროგნოზირება გართულებულია (დიდი ფართობის დამწვრობა, ინტენსიური თერაპია და ა.შ.), ასევე დაბალი ქსოვილური განაწილების დროს (ძვლები, გულის სარკველები) საწყისი დოზების მიღებისას უნდა განისაზღვრებოდეს   ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია სანამ არ იქნება მიღწეული სტაბილური ნარჩენი პლაზმური კონცენტრაცია არანაკლები 20-30 მგ/ლ-სა (მაღალხარისხოვანი თხევადი ქრომატოგრაფიით) ან 30-40 მგ/ლ-სა (იმუნოფერმენტული ანალიზით). ასევე ხდება კონტროლი შემანარჩუნებელი თერაპიის დროს ამ კონცენტრაციების სტაბილურობის დადგენის მიზნით.
ხსნარის დამზადების წესი
ტეიკოპლანინი-TF - ს 200 ან 400 მგ იხსნება გამხსნელის 3მლ-ში. გამხსნელად გამოიყენება: ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იანი ხსნარი, რინგერ-ლაქტატის ხსნარი, გლუკოზის 5%-იანი ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0,18%-იანი ხსნარი, გლუკოზის 4%-იანი ხსნარი, 1,36% ან 3,86% გლუკოზის შემცველი სადიალიზო ხსნარი. გამხსნელი შეიყვანება ფლაკონში ნელი ტემპით, შემდეგ ფლაკონი ნაზად უნდა შეინჯღრეს ფხვნილის სრულ გახსნამდე ისე, რომ არ წარმოიშვას ქაფი. თუ წარმოიშვა ქაფი, ფლაკონი უნდა გააჩეროთ ვერტიკალურ მდგომარეობაში, სანამ მისი რაოდენობა არ შემცირდება.
მიღებული ხსნარი გამოიყენება ინტრამუსკულური გამოყენებისთვის.
ინფუზიის სახით პრეპარატის გამოყენებისთვის მიღებულ ხსნარს ემატება გამხსნელი 100 მლ-მდე.
შიგნით მისაღებად ტეიკოპლანინი- TF -ს 200 ან 400 მგ იხსნება 10 მლ წყალში.
საჭიროზე ნაკლები დოზის შეყვანის თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი  უნდა გაიხსნას ბოლომდე. გამხსნელი ფლაკონში შეიყვანება ნელა, რომ არ წარმოიშვას ბუშტუკები. ქაფის წარმოქმნისას ფლაკონს აჩერებენ ვერტიკალურ მდგომარეობაში არანაკლებ 15 წთ-ის განმავლობაში. მიღებული ხსნარი უნდა მთლიანად გამოღებულ იქნას ფლაკონიდან. 

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ერითემა, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანაფილაქტოიდური რეაქციები (ანგიონევროტული შეშუპება, ბრონქოსპაზმი, ანაფილაქტური შოკი), ჭინჭრის ციება, ექსფოლიატური დერმატიტი.
კანი და კანქვეშა ქსოვილები: კანის მძიმე ბულოზური რეაქციები (სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი, განსაკუთრებულ შემთხვევებში- მულტიფორმული ერითემა).
ღვიძლის მხრივ: ტრანსამინაზების ან/და ტუტე ფორფატაზის დროებითი მომატება.
სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხრივ:  ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია (ზორჯერ მძიმე) ან აგრანულოციტოზი (შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ), რომელიც უფრო ხშირად ვითარდება დიდი დოზებით მკურნალობისას და თერაპიის პირველ თვეს.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დიარეა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: კრეატინინის დონის დროებითი მომატება, თირკმლის უკმარისობა, რომელიც ვითარდება მძიმედ მიმდინარე ინფექციებისას, ძირითადი დაავადების მქონე პაციენტებში ან ნეფროტოქსიური სხვა პრეპარატების   მიღებისას.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სმენის დაქვეითება, ყურებში ხმაური, ვესტიბულური დარღვევები, არსებობს შეტყობინებები გულყრების შემთხვევებზე.
ადგილობრივი რეაქციები: ტკივილი შეყვანის ადგილას, ფლებიტი, ერითემა, აბსცესი.
სხვადასხვა: სუპერინფექცია (არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების რაოდენობის ზრდა).

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: გვერდითი მოვლენების გაღრმავება.
მკურნალობა: სიმპტომურია. ტეიკოპლანინი-TF არ გამოიყვანება ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის საშუალებით.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ინექციის სახით დაუშვებელია ტეიკოპლანინი-TF-ს და  ამინოგლიკოზიდების ერთდროული გამოყენება. მათი ერთდროული გამოყენება შესაძლებელია სადიალიზო ხსნარში უწყვეტი ამბულატორიული პერიტონული დაილიზით გამოწვეული პერიტონიტის სამკურნალოდ. 
პოტენციურად ნეირო-, ნეფრო- და ოტოტოქსიურ  სამკურნალო პრეპარატებთან (ამინოგლიკოზიდები,ამფოტერიცინი B, ციკლოსპორინი,  ფუროსემიდი,      კოლისტინი,   ცისპლატინი და ეტაკრინის მჟავა) ერთდროული გამოყენებისას  შესაძლებელია ტოქსიური მოქმედების გაძლიერება.
INR -თან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილება. დაფიქსირებულია ანტიკოაგულური აქტივობის ზრდის მრავალი შემთხვევა პერორალური ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე.
ინფექციისა და გამოხატული ანთებითი პროცესის დროს პაციენტის ხანდაზმული ასაკი და საერთო მძიმე მდგომარეობა რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 2°C -დან 8°C-მდე  ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა -2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 

აფთიაქიდან გაცემის წესი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შეფუთვა
200 ან 400 მგ   10 მლ-იან ფლაკონში. 
5 ფლაკონი შეფუთვაში ან 36 ფლაკონი კოლოფში (სტაციონარული შეფუთვა)

კომენტარის დამატება