Meds.ge » ყველა წამალი » ფეპორინი-ჰუმანითი / feporini - humaniti / Feporin-HUMANITY

ფეპორინი-ჰუმანითი / feporini - humaniti / Feporin-HUMANITY

107

სავაჭრო დასახელება:
ფეპორინი - ჰუმანითი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: 
ცეფეპიმი

სამკურნალწამლო ფორმა: 
ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

შემადგენლობა
თითოეული ფლაკონი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:  ცეფეპიმის ჰიდროქლორიდი ექვივალენტური 500 მგ/1 გ/2 გ ცეფეპიმისა. 
დამხმარე ნივთიერება: არგინინი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი და ათქ კოდი: 
ანტიბაქტერიული საშუალებები. ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკია. 

ათქ კოდი : J01DH02.

ფარმაკოლოგია და ტოქსიკოლოგია
ფარმაკოლოგიური ეფექტები:
ცეფეპიმი არის მეოთხე თაობის ფართო სპექტრის ცეფალოსპორინის ჯგუფის ანტიბიოტიკია, მისი ბაქტერიული ეფექტი მიიღწევა ბაქტერიის ციტოდერმის ბიოსინთეზის დათრგუნვით. ინ ვიტრო ტესტის მიხედვით, პრეპარატი ეფექტურია როგორც გარმდადებითი, ასევე გრამუარყოფითი ბაქტერიის მიმართ. რეზისტენტულია უმრავლესობა ბეტა ლაქტამაზას ჰიდროლიზის მიმართ. მისი სამიზნე მოლეკულაა პენიცილინთან დაკავშირებული ცილა სომატურ უჯრედებში.
In vitro და კლინიკური კვლევებით დადასტურდა პროდუქტის ეფექტურობა შემდეგი მიროორგანიზმების წინააღმდეგ.

გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები:
Klebsiella pneumoniae, Escherichia coli, Proteus mirabilis, Pseudomonas aeruginosa.

გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები:
Staphylococcus aureus (მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამებისთვის მხოლოდ), Pyogenic streptococcus (A ჯგუფის  streptococcus), Streptococcus pneumoniae.
პრეპარატი in vitro აქტიურია შემდეგი სახის უმეტესი მიკროორგანიზმების მიმართ, მაგრამ ინფექციური დაავადების არასათანადო ან მკაცრი კლინიკური მკურნალობით.

გრამუარყოფითი აერობული მიკროორგანიზმები:
Acinetobacter calcoaceticus, C. freundii, C. diversus, E.agglomerans, Haemophilus influenzae (გავრცელებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზას ჩათვლით), Hafnia alvei, Klebsiella, Moraxella catarrhalis (გავრცელებული სპექტრის ბეტა-ლაქტამაზას ჩათვლით), ჩვეულებრივი Proteus, Proteus rettgeri, Providencia stuartii, და Serratia marcescens.
პრეპარატი არ არის აქტიური უმეტესობა ოლიგოტროფული ერთუჯრედიანი შტამების მიმართ.

გრამდადებითი აერობული მიკროორგანიზმები:
Staphylococcus epidermidis (მხოლოდ მეთიცილინის მიმართ მგრძნობიარე შტამები), Saprophytic staphylococcus, Streptococcus agalactiae ( B ჯგუფის streptococcus).
ენტეროკოკის უმეტესობას, როგორიცაა Enterococcus faecalis და მეთიცილინ-რეზისტენტულ სტაფილოკოკს გააჩნიათ პრეპარტის მიმართ რეზისტენტობა.

ანაერობული მიკროორგანიზმები:
გრამუარყოფითი bacillus (მათ შორის Bacteroides fragilis, სხვა bacteroides და fusiformis), გრამდადებითი და გრამუარყოფითი კოკები (მათ შორის peptococcus, peptostreptococcus, და Verllonella), გრამდადებითი bacillus (მათ შორის Clostridium, Eubacterium და Lactobacillus).

ტოქსიკოლოგიური კვლევები:
გენეტიკური ტოქსიკოლოგია: არც in vivo და არც in vitro კვლევებში არ გამოვლენილა პროდუქტის გენეტიკური ტოქსიურობა.
რეპორდუქციული ტოქსიკურობა:  ნაყოფიერებაზე და რეპოროდუქციაზე არ შეინიშნებოდა  აშკარა ეფექტი ექსპერიმენტის ჩატარებისას თაგვებში, ვირთხებსა და კურდღლებში პრეპარატის 1200, 1000, 100მგ/კგ (სხეულის ფართობის მიხედვით,  იყო ადამიანისთვის  რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზიაზე 1-4-ჯერ მეტი დოზის ექვივალენტური) . მაგრამ არ არსებობს სათანადო და მკაცრი კვლევის მონაცემები ორსულებში , ამიტომ ცხოველებისა და ადამიანების კორელაცია უცნობია.

ფარმაკოკინეტიკა
შეინიშნება ხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა, როდესაც პრეპარატის გამოყენება ხდება ინტრავენური ინფუზიის სახით, ერთჯერადი დოზით 0.25გ-2გ. საშუალო პლაზმური ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდია 2.0±0.3 სთ, სხეულის საერთო კლირენსი შედაგენდა 120.0±8.0მლ/წთ. ინტრამუსკულარული ინექციის შემდეგ სისხლში პრეაპარატის პიკური კონცენტრაცია მიიღწევა არის 1.5 სთ-ში. ფარმაკოკინეტიკა ხაზოვანია, როდესაც მიიღება პრეპარატის 0.5 – 2.0გ. ცეფიპიმის კლინიკური დოზების მიღებისას 9 დღის განმავლობაში არ ვლინდება პრეპარატის კუმულაცია.
ცეფეპიმი  შრატის ცილებთან უკავშირება 20%, და ამ მაჩვენებელზე არ მოქმედებს სისხლში პრეპარატის კონცენტრაცია. წონასწორულ მდგომარეობაში ცეფეპიმის განაწილების საშუალო მოცულობაა 18.0±2.0 ლ, სამკურნალო კონცენტრაცია მიიღწევა შარდში, ნაღველში, პერიტონეალურ სითხეებში, ტრაქეის ლორწოვან გარსში, ნახველში, პროსტატის სითხეში და ნაღვლის ბუშტში. ცეფეპიმს აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში მენინგიტის დროს.
ცეფეპიმი ძირითადად გამოიყოფა თირკმლით. მცირე რაოდენობა გარდაიქმნება N-მეთილპიროლიდინად და საბოლოოდ მეტაბოლიზდება N-მეთილპიროლიდინის ოქსიდად (NMP-N-ოქსიდი). ცეფეპიმი და მისი მეტაბოლიტი ძირითადად გამოიყოფა თირკმლით, შარდის შემოწმებისას გამოვლინდა,  რომ მიღებული ცეფეპიმის 85% გამოიყოფოდა სუფთა პრეპარატის სახით, NMP – 1%, ხოლო NMP-ოქსიდი 6,8% და ხეფეპიმის იზომერი 2.5%.
ცეფეპიმის მცირე რაოდენობა ასევე გამოიყოფოდა სარძევე ჯირკვალში.
2 თვიდან 11 წლამდე ასაკის პაციენტებში ინტრავენური ცეფეპიმის მიღებისას ორგანიზმის საერთო კლირენსი და დისტრიბუციის მოცულობა წონასწორულ მდომარეობაში შეადგენდა 3.3± 0.1 ლ/კგ. საშუალო თირკმლისმიერი კლირენსი შეადგენდა 2.0±1.1 მლ/წთ/კგ 60.4±30.4% ცეფეპიმის სახით შარდში. სხეულის წონის მიხედვით კლირენსის სიჩქარე და დისტრიბუციის მოცულობა არ ყოფილა განსხვავებული, მიუხედავად ბავშვების ასაკის და სქესისა. 50მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით მიღებისას 12 საათიანი ინტერვალებით, არ შეინიშნებოდა პრეპარატის აკუმულაცია; მიუხედავად ინტერვალის 8 საათამდე შემცირებისა, Cmax  წონასწორულ მდომარეობაში, AUC და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 15%-ით. ბავშვებში AUC 50მგ/კგ ინტრავენური ინექციის სახით მიღებისას მსგავსი იყო მოზრდილებში 2 გ მიღებისას. პრეპარატის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა ინტრამუსკულარული ინექციისას შეადგენდა 82.3±15%.
>65 წლის პაციენტებში პრეპარატის საერთო კლირენსი  მცირდება.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ცეფეპიმის საერთო კლირენსი დამოკიდებულია თირკმლის კრეატინინის კლირენსზე. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, საშუალო ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი შედგენს 13.5±2.7 საათს. უწყვეტ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციეტნებში, ცეფეპიმის ნახევარგამოყოფის პერიოდია 19.0±2.0 სთ. ამიტომ, თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში უნდა მოხდეს დოზის და/ან ინტერვალის კორექცია.
ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ჩვენებები:
პრეპარატი ინიშნება მოზრდილებსა და 2 თვიდან ასაკის ბავშვებში მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. 
• სასუნთქი გზების ინფექციები (პნევმონიის და ბრონქიტის ჩათვლით), 
• საშარდე გზების ინფექციები (გაურთულებელი და გართულებული)როგორიცაა ნეფროპიელიტი), 
• კანის და რბილი ქსოვილების არაკომპლექსური ინფექციები, 
• მუცლის ღრუს კომპლექსური ინფექციები (პერიტონიტის და სანაღვლე გზების ინფექციების ჩათვლით), 
• გინეკოლოგიური ინფექციები
• სეპტიცემია 
• ემპირიული თერაპიის სახით ცხელების და ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში 
• ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა ოპერაციული ჩარევების შემდეგ.
ბაქტერიული ინფექციის არსებობაზე ეჭვის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ბაქტერიული კულტურის და პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის ტესტი, მაგრამ ვინაიდან ცეფეპიმი არის ფართო სპექტრის მოქმედების მქონე პრეპარატი, ცეფეპიმით მონოთერაპიის დაწყება შესაძლებელია პრეპარატზე მგრძნობელობის ტესტის შედეგების მიღებამდე. რეკომენდებულია სხვა ანტიანაერობული საშუალების დანიშნვნა, როგორიცაა მეტრონიდაზოლი საწყისი მკურნალობისთვის, როდესაც არის  ეჭვი ანაერობული ბაქტერიის არსებობაზე. მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება  ბაქტერიული კულტურის და პრეპარატის მგრძნობელობაზე ტესტის შედეგი, ინიშნება სათანადო მკურნალობა.

გამოყენების წესი და შემადგენლობა
პროდუქტის მიღება შესაძლებელია როგორც ინტრავენური წვეთოვანის, ასევე ღრმა ინტრამუსკულური ინექციის სახით.
მოზრდილებში, >16 წლის ზევით ასაკის ან ≥ 40კგ წონის ბავშვებში, პაციენტის მდგომარეობის მიხედვით, მიიღება 1-2გ ყოველ 12 საათში ერთხელ ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის გზით 7-10 დღის განმავლობაში; საშარდე გზების მსუბუქი ან ზომიერი ინფექციის დროს, მიიღება 0.5-1გ ყოველ 12 საათში ერთხელ ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის გზით ან ინტრამუსკულური ინექციის სახით 7-10 დღის განმავლობაში. მწვავე და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციების დროს დოზა შესაძლოა გაიზარდოს  2გ-მდე ყოველ 8 საათში ერთხელ ინტრავენური  წვეთოვანი ინფუზიის გზით 10 დღის მანძილზე; ცხელების და ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ემპირიული თერაპიის დროს დოზა შეადგენს 2გ ყოველ 8 საათში ერთხელ ინტრავენური ინფუზიის სახით 7-10 დღის მანძილზე. ცხელების ალაგების და ნეიტროპენიის არსებობის შემთხვევაში უნდა მოხდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის აუცილებლობის შეფასება.
2 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს მოზრიდლებისას, ანუ 2გ-ს დღეში. >40კგ წონის ბავშვებში მიიღება მოზრდილების დოზა. საშუალო დოზა შეადგენს 40მგ/კგ, 12 საათში ერთხელ მიღებით 7-14 დღის განმავლობაში. ბავშვებში ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევაში რეკომენდებული დოზა შეადგენს 50მგ-ს/კგ-ზე, ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის სახით  8 საათიანი ინტერვალებით. ბავშვებში ცხელების და ნეიტროპენიის მქონე პაციენტებში ემპირიული თერაპიის დროს დოზა შეადგენს 50მგ/კგ 12 საათიანი ინტერვალებით. <2 თვის ჩვილებში გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ხოლო დოზა შეადგენს 50მგ/კგ. თუმცა, > 2თვის ბავშვებში მონაცემების მიხედვით 30მგ/კგ 8-12 საათიანი ინტერვალებით მიღება 1-2 თვის ბავშვების დოზის შესაბამისია. 2 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის და მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით.
ბავშვებში ღრმა ინტრამუსკულური ინექციის გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია. ჰეპატიტით დაავადებულ პაციენტებში უნდა მოხდეს  დოზირების კორექცია. თირკმლის უკმარისობისას და კკს <60მლ/წთ შემთხვევაში, საჭიროა დოზის კორექცია კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით:

თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინეტებისთვის პრეპარატის მიღების რეკომენდებული  სქემა

კრეატინინის კლირენსი (მლ/წთ)

რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა

>60, ნორმალური სქემა

0.5გ ყოველ 12 საათში ერთხელ

1გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ

2გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ

2გ ყოველ 8 სთ-ში ერთხელ

30-60

0.5გ ყოველ 24 საათში ერთხელ

1გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

2გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

2გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ

11-29

0.5გ ყოველ 24 საათში ერთხელ

0.5გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

1გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

2გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

<11

0.5გ ყოველ 24 საათში ერთხელ

0.25გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

0.5გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

1გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

ჰემოდიალიზი

0.5გ ყოველ 24 საათში ერთხელ

0.5გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

0.5გ ყოველ 24 სთ-ში ერთხელ

0.5გ ყოველ 12 სთ-ში ერთხელ

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში შესაძლებელია დარტყმითი დოზის 1გ პირველ დღეს მიღება და შემდეგ 0.5გ დღეში. შეყვანა უნდა მოხდეს ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ პრეპარატის მიღების ფიქსირებული დროის განსაზღვრით

 

 

 

 

თუ ცეფეპიმით მკურნალობის დროს საჭიროა ჰემოდიალიზის პროცედურის ჩატარება, 3 საათიანი დიალიზის შემდეგ გამოიდევნება ცეფეპიმის დოზის 68%. იხ. ზემოთ ცხრილი ცეფეპიმის დოზისთვის. მუდმივ პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში რეგულარული დოზების მიიღება უნდა მოხდეს ყოველ 48 საათში ერთხელ.
პრეპარატის ინტრავენური შეყვანა: მწვავე ან სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში, უნდა მოხდეს პრეპარატის ინტრავენური შეყვანა.
ინტრავენური წვეთოვანი ინფუზიის ხსნარის მოსამზადებლად პრეპარატის 1-2გ იხსნება 50-100 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის  ხსნარში, 5% ან 10% გლუკოზას საინექციო ხსნარში, ნატრიუმის ლაქტატის საინექციო ხსნარში, 5% გლუკოზას და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის შერეულ საინექციო ხსნარში, რინგერ ლაქტატის და 5% გლუკოზას შერეულ საინექციო ხსნარში. პრეპარატის კონცენტრაცია არ უნდა აჭარბებდეს 40მგ/მლ. დამზადებული ხსნარის შეყვანა უნდა მოხდეს 30 წუთის განმავლობაში.
ინტრამუსკულური ინექცია: პრეპარატის 0.5გ იზსნება 1.5მლ საინექციო ხსნარში, ან 1გ 3.0 მლ-ში და შეიყვანება ღრმად კუნთში (როგორიცაა დუნდულო ან გვერდითი კვადრიცეპსი). 

გვერდითი მოვლენები
პრეპარატი ზოგადად კარგად გადაიტანება. 
გვერდითი მოვლენები იშვიათია და მსუბუქი ხარისხისაა.
კუჭ-ნაქლწვის ტრაქტის მხრივ: დიარეა, გულისრევა, ღებინება, კოლიტი (ფსევდომემბრანული კოლიტის ჩათვლით); იშვიათად- მუცლის ტკივილი, ყაბზობა, გემოს აღქმის დარღვევა.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, იშვიათად-ანაფილაქსია.
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, იშვიათად-თავბრუსხვევქ, პარესთეზია, ერთეულ შემთხვევებში- გულყრები.
კანის მხრივ: იშვიათად- კანის გაწითლება. ბავშვებში ხშირად- გამონაყარი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: შესაძლოა განვითარდეს ანემია.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზას, საერთო ბილირუბინის მომატება, ეოზინოფილია, პროთრომბინის დროის მატება; იშვიათად- შარდოვანას აზოტის და/ან კრეატინინის გარდამავალი მატება, ტრანზიტორული ტრომბოციტოპენია, ლეიკოპენია და ნეიტროპენია; ხშირად- კუმბსის ტესტის  დადებითი რეაქცია.
სხვა: სხეულის ტემპერატურია მომატება, ვაგინიტი, ერითემა, იშვიათად- გენიტალური ქავილი, არასპეციფიური კანდიდოზი.
ადგილობრივი რეაქციები: ფლებიტი, ანთება და ტკივილის შეყვანის ადგილას.
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: დიარეა, კანზე გამონაყარი და ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა ფლებიტი, ტკივილი ინექციის ადგილას და ანთება. 
ასევე შესხვა სახის გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, ალერგიები, ქავილი, ცხელება, პარესთეზია და თავის ტკივილი. თირკმლის უკმარისობის მქონე პაცინტებში ცეფეპიმის დოზების არასათანადო კორექციის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ენცელოპათია, კუნთების სპაზმი და ეპილეფსია. ეპილეფსიის განვითარების შემთხვევაში, უნდა შეწყდეს მიღება და აუცილებლობის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს ანტიკონვულსიური თერაპია. პრეპარტის მიღებისას იშვიათად შესაძლებელია კრუნჩხვები, ძილიანობა, ნერვული დაძაბულობა და თავის ტკივილი ბავშვებში მენინგიტის დროს, თუმცა მათი განვითარება ძირითადად გამოწვეულია მენინგიტით და არ უკავშირდება პროდუქტს.
ასევე იშვიათად შეინიშნება ენტერიტი (ფსევდომემბრანული ენტერიტის ჩათვლით) და პირის ღრუს კანდიდოზური ინფექცია.
პროდუქტთან ასოცირებული ლაბორატორიული ანალიზების გადახრები ძირითადად გარდამავალია და ქრება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მოცემული გადახრები მოიცავს შრატში ფოსფორის მომატებას ან შემცირებას, ტრანსამინაზას (ALT და/ან AST) მომატებას, ეოზინოფილური გრანულოციტების რაოდენობის მომატებას და პროთრომბინის დროის გახანგრძლივებას. ტუტე ფოსფატაზას, სისხლის შარდოვანაში აზოტის, კრეატინინის, კალიუმის და საერთო ბილირუბინის მომატებას, სისხლში კალციუმის და სისხლის წითელი უჯრედების შემცირებას. ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფეპიმი ასევე იწვევს ჰემამებას, გრანულოციტების და თრომბოციტების შემცირებას.
ცეფალოსპორინის კლასის ანტიბიოტიკებს ასევე შეუძლიათ გამოიწვიონ სტივენს-ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროზი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ტოქსიკური ნეფროპათია, აპლაზური ანემია, ჰემოლიზური ანემია, სისხლდენა, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ქოლესტაზი) და სისხლის უჯრედების შემცირება.

უკუჩვენებები
პროდუქტის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში ცეფეპიმის ან L-არგინინის, ცეფალოსპორინების, პენიცილინის ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენებამდე უნდა მოხდეს პაციენტის ანამნეზის შემოწმება ცეფეპიმის , სხვა ცეფალოსპორინების, პენიცილინის ან სხვა ტიპის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ალერგიიის არსებობის გამოსავლენად. ალერგიის ისტორიის მქონე პაციენტებში, პრეპარატის გამოყენება უნდა მოხდეს სისფრთხილით.
ფართო სპექტრის ანტიბიოტიკმა შესაძლოა გამოიწვიოს ფსევდომემბრანული კოლიტი. დიარეას განვითარებისას აუცილებელია ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა. მსუბუქ შემთხვევებში უნდა მოხდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტა, მაშინ, როდესაც ზომიერი და მწვავე შემთხვევების დროს საჭიროა სპეციფიური მკურნალობა. ცეფეპიმის დანიშვნა კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს, განსაკუთრებით ენტერიტის დროს უნდა მოხდეს სიფრთხილით.
სხვა ტიპის ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების მსგავსად, ცეფეპიმს შეუძლია გამოიწვიოს პროთრომბინის დროის შემცირება. რისკის ჯგუფის პაციენტებში (ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა, ცუდი კვება და ანტიბიოტიკებით თერაპია) უნდა მოხდეს პროთრომბინის დროის შემოწმება და აუცილებლობის შემთხვევაში ეგზოგენური K ვიტამინის დანიშვნა.
პრეპარატში შემავალი არგინინის ჭარბი დოზირებისას, მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 33-ჯერ მაღალი დოზის მიღებისას, შესაძლოა განვითარდეს მეტაბოლური დარღვევები და  შრატში კალიუმის გარდამავალი მომატება. დაბალი დოზის ეფექტი დაუდგენელია.
თირკმლის უკმარისობის დროს  (კკს ≤ 60მლ/წთ), დოზა და ინტერვალი უნდა კორექტირდეს თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.
პრეპარატის ამინოგლიკოზიდებთან ან შარდმდენებთან ერთად მიღებისას, უნდა გაძლიერდეს კლინიკური დაკვირვება და თირკმლის ფუქნციის მონიტორინგი თირკმლის ტოქსიურობის ან ოტოტოქსიურობის ეფექტის თავიდან ასაცილებლად.

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებში ჩატარებულ  ტოქსიკურობისა და ტერატოგენულობის კვლევებში, დადგინდა, რომ ცეფეპიმს არ გააჩნია ტოქსიურობა და ტერატოგენული ეფექტი ან ემბრიონზე ტოქსიურობა, ორსულებში პრეპარატის გამოყენების შესახებ კლინიკური მონაცემები არასაკმარისია. პრეპარატი გამოიყენება ორსულობის დროს მხოლოდ როდესაც მოსალოდნელი სარგებელი ბევრად აღემატება ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ცეფეპიმი მცირე დოზის გადადის დედის რძეში და მისი გამოყენება ლაქტაციის დროს უნდა მოხდეს სიფრთხილით.

გამოყენება გერიატრიაში
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციეტნტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის; თირკმლის უკმარისობის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში საჭიროა დოზის კორექცია თირკმლის ფუნქციის შესაბამისად.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცეფეპიმის ერთდროული გამოყენება დაუშვებელია შემდეგი პრეპარატების შემცველ ხსნატებთან: მეტრონიდაზოლი, ვანკომიცინი, გენტამიცინი, ტობრამიცინი, ნეტილმიცინის სულფატი, ამინოფილინი, ამპიცილინი.
ცეფეპიმის კონცენტრაცია აჭარბებს 40მგ/მლ. დაუშვებელია მისი დამატება ამპიცილინის ხსნარზე. თუ არსებობს მოცემული ანტიბიოტიკების ცეფეპიმთან ერთად გამოყენების ჩვენება, მათი მიღება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე.
ცეფეპიმს შეუძლია გამოიწვიოს ცრუ დადებითი რეაქცია გლიკოზურიის ტესტზე. პრეპარატით მკურნალობის დროს რეკომენდებულია გლუკოზას ოქსიდაზას რეაქციის გამოვლენის მეთოდის გამოყენება. 

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას ინიშნება სიმპტომური მკურნალობა. შესაძლოა დიალიზის გამოყენება. 

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25˚С ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა: პრეპარატი მოთავსებულია შუშის ფლაკონში, 1 ფლაკონი/ყუთში, 5 ფლაკონი/ყუთში, 10 ფლაკონი/ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ვარგისობის ვადა
24 თვე

კომენტარის დამატება