Meds.ge » ყველა წამალი » ლასტინემი-ჰუმანითი / lastinemi-humaniti / LASTINEM - HUMANITY

ლასტინემი-ჰუმანითი / lastinemi-humaniti / LASTINEM - HUMANITY

94

სავაჭრო დასახელება
ლასტინემი-ჰუმანითი
LASTINEM - HUMANITY

საერთაშორისო არადაპატენტებული  დასახელება
იმიპენემი/ცილასტატინი

სამკურნალწამლო ფორმა
ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად. 

შემადგენლობა
ყოველი ფლაკონი შიეცავს:

აქტიური ნივთიერებები: 
იმიპენემის 500 მგ-ს, ცილასტატინის ნატრიუმს ექვივალენტურს 500 მგ ცილასტატინისა.

დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ბიკარბონატი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალებები, კარბაპენემები.

ათქ. კოდი : J01DH51

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
იმეპენემის ი/ვ შეყვანისას, დოზებით 250მგ, 500მგ, 1000მგ შეყვანისას მაქსიმალური კონცენტრაცია Сmах მიიღწევა 20 წუთის განმავლობაში და შეადგენს - 14-24, 21-58 და 41-83მკგ/მლ-ს, შესაბამისად. ცილასტატინის ი/ვ შეყვანისას დოზით 250, 500 ან 1000მგ Сmах მიიღწევა 20 წუთის განმავლობაში და შეადგენს - 15-25, 31-49 და 56-80მკგ/მლ-ს, შესაბამისად. იმეპენემის ცილებთან კავშირი შეადგენს - 20%-ს, ცილასტატინის - 40%-ს. სწრაფად და კარგად ნაწილდება ქსოვილებში და სითხეებში. უმაღლესი კონცენტრაციები მიიღწევა პლევრის სითხეში, პერიტონეალურ და ინტერსტიციულ სითხეში და რეპროდუქციულ ორგანოებში. დაბალ კონცენტრაციებში აღინიშნება თავ-ზურგტ-ვინის სითხეში. განაწილების მოცულობა მოზრდილებში - 0.24-0.31 ლ/კგ, ბავშვებში 2-12 წლამდე - 0,7ლ/კგ, ახალშობილებში - 0.4-0.5ლ/კგ. ცილასტატინის მიერ იმეპანემის მილაკოვანი სეკრეციის ბლოკირება იწვევს მისი თირკმლისმიერი მეტაბიოლიზმის ინჰიბირებას და  შეუცვლელი სახით შარდში დაგროვებას.
ცილასტატინი მეტაბოლიზდება N-აცეტილურ  ნაერთამმდე. ი.ვ. შეყვანისას იმეპენემის და ცილასტატინის ნახევარგამოყოფის (T1/2) პერიოდია,  მოზრდილებში - 1 საათი, ბავშვები 2-12 წლის - 1-1.2 საათი, ახალშობილებში, იმეპენემის  T1/2  - 1.7-2.4 საათი, ცილასტატინის - 3.8-8.4 სთ; თირკმლის ფუნქციის დარღვევისას იმეპენემის T1/2 - 2.9-4 საათი, ცილასტატინის - 13.3-17.1 საათი.
გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (70-76%, 10 საათის განმავლობაში)  გორგლოვანი ფილტრაციით (2/3) და აქტიური მილაკოვანი სეკრეციით (1/3); 1-2% გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით და 20-25% არათირკმლისმიერი  გზით (მექანიზმი უცნობია). იმეპენემი და ცილასტატინი სწრაფად და ეფექტურად (73-90%) გამოიყოფა  ჰემოდიალიზით (3-საათიანი წყვეტილი ჰემოფილტრაციით გამოიყოფა შეყვანილი დოზის 75%).

ფარმაკოდინამიკა
ლასტინემი-ჰუმანითი - მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან.
იმიპენემი - თიენამიცინის წარმოებული - არის ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების- კარბაპენემების ახალი კლასის პირველი წარმომადგენელი.
იმიპენემი აინჰიბირებს ბაქტერიული უჯრედის კედლის სინთეზს და აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება ფართო სპექტრის აერობული და ანაერობული გარმ-დადებითი და გრამ-უარყოფითი პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ. იმიპენემი აქტიურია ისეთი გრამ-დადებითი სახეობების მიმართ, რომელთა მიმართაც ადრე აქტიური იყვნენ მხოლოდ მოქმედების ვიწრო სპექტის მქონე ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები. 
ნატრიუმის ცილასტატინი - სპეციფიკური ფერმენტი, აინჰიბირებს იმიპენემის მეტაბოლიზმს თირკმელებში და მნიშვნელოვნად ზრდის უცვლელი იმიპენემის კონცენტრაციას საშარდე სისტემაში.
ლასტინემი-ჰუმანითის მოქმედების სპექტრი მოიცავს Pseudomonas aeruginosa, Staphylococcus aureus, Enterococcus faecalis და Bacteroides fragilis, სხვადასხვა შემადგენლობის პრობლემური პათოგენური მიკროორგანიზმების ჯგუფს, რომლებიც რეზისტენტულია სხვა ანტიბიოტიკების მიმართ.
ლასტინემი-ჰუმანითი რეზისტენტულია ბაქტერიული ბეტა-ლაქტამაზით დაშლის მიმართ, რაც  მას ეფექტურს ხდის ბევრ მიკროორგანიზმთან მიმართებაში, როგორიც არის Pseudomonas aeruginosa, Serratia spp. და Enterobacter spp., რომლებიც მდგრადია უმრავლესი ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ.
ლასტინემი-ჰუმანითის ანტიმიკრობული სპექტრი მოიცავს ფაქტიურად ყველა მნიშვნელოვან პათოგენურ მიკროორგანიზმს. In vitro ლასტინემი-ჰუმანითი აქტიურია აერობული გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმრთ: Achromobacter spp., Acinetobacter spp. (ადრე Mima - Herellea), Aeromonas hydrophila, Alcaligenes spp., Bordetella bronchicanis, Bordetella bronchiseptica, Bordetella pertussis, Brucella melitensis, Campylobacter spp., Capnocytophaga spp., Citrobacter spp. (მათ შორის Citrobacter diversus, Citrobacter freundii), Eikenella corrodens, Enterobacter spp. (მათ შორის Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter cloacae), Escherichia coli, Gardnerella vaginalis, Haemophilus influenzae (მათ შორის შტამები, რომლებიც წარმოქმნიან ბეტა-ლაქტამაზას), Haemophilus ducreyi, Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella spp. (მათ შორის Klebsiella oxytoca, Klebsiella pneumoniae, Klebsiella ozaenae), Moraxella spp., Morganella morganii (ადრე Proteus morganii), Neisseria gonorrhoeae (მათ შორის პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები), Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Proteus spp. (მათ შორის Proteus mirabilis, Proteus vulgaris), Plesiomonas shigelloides, Providencia spp. (მათ შორის Providencia rettgeri /ранее Proteus rettgeri/, Providencia stuartii), Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Pseudomonas pseudomallei, Pseudomonas putida, Pseudomonas stutzeri), Salmonella spp. (მათ შორის Salmonella typhi), Serratia spp. (მათ შორის Serratia proteamaculans /ადრე Serratia liquefaciens/, Serratia marcescens), Shigella spp., Yersinia spp. (მათ შორის Yersinia enterocolitica, Yersinia pseudotuberculosis);
აერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Bacillus spp., Enterococcus faecalis, Erysipelothrix rhusiopathiae, Listeria monocytogenes, Nocardia spp., Pediococcus spp., Staphylococcus aureus (მათ შორის პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები), Staphylococcus epidermidis (მათ შორის პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები), B ჯგუფის Staphylococcus saprophyticus, Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus agalactiae), C, G ჯგუფის Streptococcus spp. Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans (მათ შორის ალფა და გამა ჰემოლიზური შტამები); ანაერობული გრამუარყოფითი ბაქტერიები: Bacteroides spp., Bacteroides distasonis, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaomicron, Bacteroides uniformis, Bacteroides vulgatus, Bilophila wadsworthia, Fusobacterium spp., Fusobacterium necrophorum, Fusobacterium nucleatum, Porphyromonas asaccharolytica (ადრე Bacteroides asaccharolytica), Prevotella bivia (ადრე Bacteroides bivius), Prevotella disiens (ადრე Bacteroides disiens), Prevotella intermedia (ადრე Bacteroides intermedius), Prevotella melaninogenica (ადრე Bacteroides melaninogenicus), Veillonella spp.; ანაერობული გრამდადებითი ბაქტერიები: Actinomyces spp., Bifidobacterium spp., Clostridium spp. (მათ შორის Clostridium perfringens), Eubacterium spp., Lactobaccilus spp., Mobilincus spp., Microaerophilic streptococcus, Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Propionibacterium spp. (მათ შორის Propionibacterium acnes); სხვადასხვა: Mycobacterium fortuitum, Mycobacterium smegmatis.
ლასტინემი-ჰუმანითის მიმართ რეზისტენტულია Xanthomonas maltophilia (ადრე Pseudomonas maltophilia) და Pseudomonas cepacia-ს სხვადასხვა შტამები, ასევე Streptococcus faecium და მეთიცილინის მიმართ რეზისტენტული სტაფილოკოკები .
In vitro ტესტები მიუთითებენ, რომ ლასტინემი-ჰუმანითი სინერგიულად მოქმედებს ამინოგლიკოზიდების ჯგუფის Pseudomonas aeruginosa  ზოგიერთი იზოლატის ანტიბიოტიკის წინააღმდეგ.
ლასტინემი-ჰუმანითის ეფექტურობა პათოგენური მიკროორგანიზმების ფართო სპექტრის გამო ნაჩვენებია პოლიმიკრობული და შერეული აერობული/ანაერობული ინფექციების მკურნალობისას, ასევე პირველადი თერაპიისთვის, დაავადების ბაქტერიული გამომწვევების განსაზღვრამდე.

გამოყენების ჩვენებები
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადების მკურნალობა:
- მუცლის ღრუს ინფექციები;
- ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
- გინეკოლოგიური ინფექციები;
- სეპტიცემია (არ არის რეკომენდებული პრეპარატის ი/მ ინექციის ფორმით მიღება);
- შარდსასქესო სისტემის ინფექციები
- ძვლების და სახსრების ინფექციები
- კანის და რბილი ქსოვილების იფნექციები
- ინფექციური ენდოკარდიტი (არ არის რეკოემდნდებული პრეპარატის ი/მ ინექციის ფორმით მიღება);
- შერეული ინფექციები (მათ შორის Bacteroides fragilis-ით გამოწვეული).
ლასტინემი-ჰუმანითი არ არის ნაჩვენები მენინგიტის სამკურნალოდ.
ლასტინემი-ჰუმანითი ნაჩვენებია ზოგიერთი პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან პოსტოპერაციული ინფექციის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.

გამოყენების წესი და დოზები
ლასტინემი-ჰუმანითის საშუალო დღიური დოზა და შეყვანის მეთოდი განისაზღვრება ინფექციის სიმძიმის მიხედვით და ნაწილდება რამდენიმე თანაბარ მიღებად, მიკროორგანიზმების მგრძნობელობის ხარისხის, თირკმელების ფუნქციის და სხეულის მასის გათვალისწინებით.
ქვემოთ მოყვანილი პრეპარატის დოზები, რომელიც გათვლილია  70კგ სხეულის მასის  და თირკმელების ნორმალურ ფუნქციის მქონე პაციენტისთვის. პაციენტებში სხეულის შედარებით ნაკლები მასით და კკ ≤70მლ/წთ/1.73 მ2, საჭიროა დოზის პროპორციული შემცირება.
დაუშვებელია ი/მ ფორმის გამოყენება ი.ვ. სახით.
პრეპარტის ი.ვ. შეყვანა სასურველია ბაქტერიული სეფსისის, ენდოკარდიტის ან სხვა მწვავე ან სიცოცხლისთვის საშიში ინფექციის თერაპიის საწყის ეტაპზე, მათ შორის ქვედა სასუნთქი გზების ინფექციების, რომელიც გამოწვეულია Pseudomonas aeruginosa-ს მიერ და ისეთი მწვავე გართულებების დროს, როგორიცაა შოკი.
მოზრდილებში საშუალო თერაპიული დოზა ი/ვ ინფუზიის დროს შეადგენს 1-2 გ/დღეში (იმიპენემზე გათვლით), გაყოფილი 3-4 ინფუზიად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4გ ან 50მგ/კგ სხეულის მასის უფრო ნაკლებზე დაყრდნობით. თუმცა, თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე მუკოვისციდოზით დაავადებულმა პაციენტებმა გაიარეს პრეპარატით მკურნალობის კურსი დოზით 90მგ/კგ დღეში, რამოდენიმე შეყვანით, რის შედეგადაც საერთო დოზა არ აჭარბებდა 4გ/დღეში.
ცხრილში მითითებულია იმიპენემის რეკომენდებული დოზები ი.ვ. ინფუზიის სახით, ინფექციის სიმძიმის მიხედვით.

ცხრილი 1.

ინფექციის სიმძიმის ხარისხი

იმიპენემის დოზა     

ინფუზიებს შორის ინტერვალები

საერთო დღ.            დოზა

 

მსუბუქი

250მგ

6სთ

1გ

საშუალო

500მგ

8სთ

1.5გ

1გ

12სთ

2გ

მძიმე (ძლიერ მგრძნობიარე შტამები)

500მგ

6სთ

2გ

მძიმე და/ან სიცოცხლისთვის საშიში

(ნაკლებად მგრძნობიარე შტამები,

მათ შორის Pseudomonas aeruginosa)

1გ

8სთ

3გ

1გ

6სთ

4

ლასტინემი-ჰუმანითის ≤500მგ დოზების შეყვანა უნდა მოხდეს ი/ვ 20-30 წუთის განმავლობაში, >500მგ  დოზების - 40-60 წუთის განმავლობაში. პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ გულისრევა გადასხმის დროს, უნდა მოხდეს შეყვანის სიჩქარის შემცირება.
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკისთვის პრეპარატის შეყვანა უნდა მოხდეს ი/ვ-ად დოზით 1 გ ანესთეზიის დაწყებისას და დოზით 1 გ  ოპერაციიდან 3 საათის შემდეგ. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში, მაღალი რისკის დროს (მაგ. ოპერაცია მსხვილ ნაწლავზე) უნდა მოხდეს დამატებით 500მგ შეყვანა ნარკოზიდან 8 და 16 საათის შემდეგ.
იმიპენემის დოზები ი/ვ ინფუზიისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევის და >70კგ სხეულის მასით მქონე პაციენტებისთვის მოცემულია ცხრილში 2.

ცხცრილი 2

დღიური დოზა ინფექციის სიმძიმის მიხედვით*

დღიური დოზის გამოთვლა კკ-ის მიხედვით (მლ/წთ/1.73 მ2)

41-70

21-40

6-20

1 გ

250 მგ 8 საათის შემდეგ

 250მგ 12 საათის შემდეგ

250მგ 12 საათის შემდეგ

1.5 გ

250მგ 6 საათის შემდეგ

250მგ 8 საათის შემდეგ

250მგ 12 საათის შემდეგ

2 გ

500მგ 8 საათის შემდეგ

250მგ 6 საათის შემდეგ

250მგ 12 საათის შემდეგ

3 გ

500მგ 6 საათის შემდეგ

500მგ 8 საათის შემდეგ

500მგ 12 საათის შემდეგ

4 გ

750მგ 8 საათის შემდეგ

500მგ 6 საათის შემდეგ

500მგ 12 საათის შემდეგ

*იხ. ცხრილი 1.
ლასტინემი-ჰუმანითის გამოყენება დაუშვებელია პაციენტებში კკ-ით <5მლ/წთ/1.73მ2, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც დანიშნულია ჰემოდიალიზი ყოველ 48 საათში ერთხელ. როგორც იმიპენემი, ასევე ცილასტატინი გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით. ლასტინემი-ჰუმანითი გამოიყენება ჰემოდიალიზის სეანსის დასრულებიდან 12-საათის შემდეგ. ამ დრომდე არ არსებობს საკმარისი მონაცემები იმის შესახებ, რომ მოხდეს რეკომენდაციის გაწევა ლასტინემი-ჰუმანითის გამოყენების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან პერიტონეალურ დიალიზზე.
3 თვეზე მეტი ასაკის ბავშვებში, 40კგ-ზე ნაკლები სხეულის წონით, პრეპარატი ინიშნება დოზით 15მგ/კგ ყოველი 6 საათის შემდეგ. საერთო დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 2გ-ს. შეიყვანება ი/ვ ინფუზიის სახით. 40კგ-ზე მეტი სხეულის მასის დროს პრეპარატი ინიშნება მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზებით.

ხსნარის მომზადება ი/ვ ინფუზიისთვის 
ფლაკონში უნდა დაემატოს 100მლ გამხსნელი. გამხსნელის სახით შეიძლება გამოვიყენოთ: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარი; 5% დექსტროზას ხსნარი; 10% დექსტროზას ხსნარი; 5% დექსტროზას და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი; 5% დექსტროზას და 0.45% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი; 5% დექსტროზას და 0.225% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი; 5% დექსტროზას და 0.15% კალიუმის ქლორიდის ხსნარი; 5% და 10% მანიტოლის ხსნარი. მიღებული ხსნარი (იმიპენემის კონცენტრაცია 5მგ/მლ) უნდა შეინჯღრეს გამჭვირვალე ხსნარის მიღებამდე. ხსნარის სხვადასხვა სახის შეფერილობა ყვითელიდან უფერომდე გავლენას არ ახდენს პრეპარატის მოქმედებაზე.
ლასტინემი-ჰუმანითის ხსნარის მოსამზადებლად არ გამოიყენება რძემჟავას მარილების შემცველი ხსნარები (ლაქტატი).
შეყვანის ი/მ მეთოდი გამოიყენება როგორც ალტერნატიული საშუალება, როდესაც უმჯობესია ი/მ შეყვანა.
პრეპარატი ი/მ ინიშნება დოზებით 500-750მგ (იმიპენემზე გათვლით) ყოველ 12 საათში ერთხელ (ინფექციის სიმძიმის, პათოგენური მიკროორგანიზმების მგრძნობელობის და პაციენტის მდგომარეობის მიხედვით); მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 1.5გ. პრეპარატის მაღალი დოზებით  დანიშვნის აუცილებლობის შემთხვევაში  უნდა მოხდეს ი/ვ შეყვანა.
Neisseria gonorrhoeae-ს მიერ გამოწვეული ურეთრიტის და ცერვიციტის მკურნალობისას, ლასტინემი-ჰუმანითის შეყვანა ხდება ერთჯერადად ი/მ დოზით 500მგ.
ი/მ ინექციის დანიშვნისას პაციენტებში კკ >20მლ/წთ/1.73მ2, დოზის კორექცია საჭირო არ არის. 
ლასტინემი-ჰუმანითის უსაფრთხოება და ეფექტურობა პაციენტებში კკ<20მლ/წთ/1.73მ2 და ბავშვებში არ შესწავლილა.
ხსნარის მომზადება ი/მ შეყვანისთვის
ფხვნილის შერევა ხდება 2მლ 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარში (ადრენალინის გარეშე) ან საინექციო წყალში ან ფიზიოლოგიურ ხსნარში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მომზადებულ ხსნარს აქვს თეთრი ან მოყვითალო ფერი.

გვერდითი მოვლენები. 
ადგილობრივი რეაქციები: ი/ვ შეყვანისას - ერითემა, ტკივილი და ინფილტრატები შეყვანის ადგილას, თრომბოფლებიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები, მულტიფორმული ერითემა, ანგიონევროზული შეშუპება, იშვიათად - ექსფოლიაციური დერმატიტი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, დიარეა; ტრანსამინაზების, ბილირუბინის ან/და შრატისმიერი ტუტე ფოსფატაზას აქტივობის ზომიერი მომატება, კბილების შეფერადება; იშვიათად - ფესევდომემბრანული კოლიტი, ჰეპატიტი.
ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: ეოზინოფილია, ლეიკოპენია, ნეიტროპენია (აგრანულოციტოზის ჩათვლით), თრომბოციტოპენია, თრომბოციტოზი, ჰემოგლობინის დონის შემცირება. ზოგჯერ შეინიშნებოდა კუმბსის ტესტის პირდაპირი დადებითი პასუხი.
საშარდე სისტემის მხრივ: შეინიშნებოდა შრატისმიერი კრეატინინის და შარდოვანას აზოტის დონის მომატება; იშვიათად - ოლიგურია/ანურია, პოლიურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა. შეინიშნებოდა შარდის ფერის ცვლილება (მოცემული მოვლენა უსაფრთხოა და არ უნდა შეგვეშალოს ჰემატურიაში).
ცენტრალური  და პერიფერული ნერვული სისტემის მხრივ: ლასტინემი-ჰუმანითის ი/ვ ინფუზიის დანიშვნისას (როგორც ბეტა-ლაქტამების ჯგუფის სხვა ანტიბიოტიკებით მკურნალობისას) შეინიშნებოდა მიოკლონიის, ფსიქიკური დარღვევების, მათ შორის ჰალუცინაციების, ცნობიერების დარღვევის, ეპილეფსიური შეტევების, პარესთეზიის, გემოვნების დარღვევის შემთხვევები.
ლასტინემი-ჰუმანითი, როგორც წესი კარგად გადაიტანება. კონტროლირებადი კლინიკური კვლევების ჩატარებისას, ლასტინემი-ჰუმანითიმ გამოავლინა იგივე ამტანობა, როგორც ცეფაზოლინის, ცეფალოტინის და ცეფოტაქსიმის მიღებისას. გვერდითი მოვლენები იშვიათად საჭიროებენ თერაპიის შეწყვეტას და როგორც წესი, ზომიერი ხასიათის და გარდამავალია; მწვავე გვერდითი მოვლენები იშვიათად შეინიშნებოდა.
ინექციის ადგილზე ადგილობრივი რეაქციები წარმოადგენენ ლასტინემი-ჰუმანითის მეტ-ნაკლებად გავრცელებულ გვერდით ეფექტებს.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
ლასტინემი-ჰუმანითის ი/მ ინექციის ხსნარის სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდთან ერთად გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ადგილობრივი ამიდური საანესთეზიო საშუალებების მიმართ, ასევე მძიმე შოკის ან პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევის დროს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. ფარმაცევტული ურთიერთქმედება.
ლასტინემი-ჰუმანითის ი/ვ ხსნარს გააჩნია ქიმიური შეუთავსებლობა რძემჟავას მარილებთან (ლაქტატი), მისი მომზადება დაუშვებელია რძემჟავას მარილების  შემცველ გამხსნელებში.
ლასტინემი-ჰუმანითის ხსნარი ი/ვ შერევა დამატება სხვა ანტიბიოტიკების ხსნარებთან  დაუშვებელია .

განსაკუთრებული მითითებები
ლასტინემი-ჰუმანითიმ გამოავლინა ეფექტურობა ისეთი ინფექციური დაავადების წინააღმდეგ, რომლებიც გამოიწვეული იყო ბევრი ცეფალოსპორინების მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით. ისეთი ცეფალოსპორინებს მიეკუთვნება: ცეფაზოლინი, ცეფოპერაზონი, ცეფალოტინი, ცეფატიზიდიმი, ცეფოქსიტინი, ცეფოტაქსიმი, მოქსალაქტამი, ცეფამანდოლი და ცეფტრიაქსონი.  ამინოგლიკოზიდების (გენტამიცინი, ამიკაცინი, ტობრამიცინი) და/ან პენიცილინების (ამპიცილინი, კარბენიცილინი, პენიცილინი-G, ტიკარცილინი, პიპერაცილინი, აზლოცილინი, მეზლოცილინი) მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმებით გამოწვეული ბევრი ინფექციური დაავადება ასევე რეაგირებდა ლასტინემი-ჰუმანითით მკურნალობაზე.
ლასტინემი-ჰუმანითი წარმატებით გამოიყენება დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ონკოლოგიურ პაციენტებში.
არსებობს რამოდენიმე კლინიკური და ლაბორატორიული მონაცემი ნაწილობრივი ჯვარედინი ალერგიის შესახებ, ლასტინემი-ჰუმანითის და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების, პენიცილინების და ცეფალოსპორინების გამოყენებისას. შეინიშნებოდა მძიმე რეაქციები (მათ შორის ანაფილაქსია) უმეტესობა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების გამოყენებისას. ლასტინემი-ჰუმანითით თერაპიის დაწყებამდე უნდა მოხდეს ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ ადრე არსებული ალერგიული რეაქციების შესახებ  სათანადო ანამნეზის შეკრება. მკურნალობის პერიოდში ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი თერაპია.
თითქმის ყველა ანტიბიოტიკით მკურნალობისას შეინიშნებოდა ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარება; მისი სიმძიმე შესაძლოა ვარირებდეს მსუბუქიდან, მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ ფორმამდე. ამიტომ, კუჭ-ნაწლავის დაავდების მქონე პაციეტნებში, განსაკუთრებით კოლიტის დროს, ლასტინემი-ჰუმანითი ინიშნება სიფრთხილით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსევდომემბრანული კოლიტის დიაგნოზის გამორიცხვა, როდესაც, როდესაც ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე ვითარდება დიარეა. უნდა მოხდეს ყველა შესაძლო ვარიანტის განხილვა ისეთ შემთვევებშიც კი, როდესაც კვლევების მიხედვით მტკიცდება, რომ კოლიტის პირველად მიზეზს წარმოადგენს Clostridium difficile-ს წარმოქმნილი ტოქსინები. აუცილებელია სხვა მიზეზების გათვალისწინებაც.
ცნს-ის მხრივ გვერდითი მოვლენები ლასტინემი-ჰუმანითის მიღებისას ხშირად შეინიშნებოდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ხდებოდა თირკმლის ფუნქციას და სხეულის მასაზე დამოკიდებული რეკომენდებული დოზების მომატება. მსგავსი დარღვევები, როგორც წესი, შეინიშნებოდა ცნს-ის დარღვევების (თავის ტვინის ტრავმები ან ანამნეზში გულყრები)  მქონე პაციენტებში,  ან/და თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, როდესაც შესაძლებელია პრეპარატის დაგროვება. შესაბამისად, საჭიროა დოზირების რეკომენდებული რეჟიმის მკაცრი დაცვა. კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატებით თერაპია უნდა შენარჩუნდეს ანამნეზში გულყრების მქონე პაციენტებში.
თერაპიის პროცესში  ტრემორის, მიოკლონიის ან გულყრების განვითარებისას, პაციენტებს უნდა ჩაუტარდეთ ნევროლოგის კონსულტაცია და საჭიროებისას კრუნჩხვის საწინააღმდეგო თერაპიის დანიშვნა. ცნს-ის ფუნქციის დარღვევის სიმტპომების შენარჩუნების შემთხვევაში, ლასტინემი-ჰუმანითის დოზები უნდა შემცირდეს ან  შეწყდეს მიღება.
მენინგიტზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი ანტიბიოტიკების დანიშვნა.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, განსაკუთრებით ცნს-ის დაავადების დროს, ლასტინემი-ჰუმანითის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც თერაპიის სავარაუდო სარგებელი აჭარბებს თირკმლის უკმარისობის გაძლიერების პოტენციურ რისკს.

გამოყენება პედიატრიაში
ლასტინემი-ჰუმანითის გამოყენება შესაძლებელია სეფსისით დაავადებულ ბავშვებში. თერაპიის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული, თუ არ არის ეჭვი მენინგიტზე.
არ გამოიყენება 3 თვემდე ასაკის ბავშვებში და ბავშვებში, თირკმელების ფუქნციის დარღვევებით (შრატისმიერი კრეატინინი >2მგ/დლ).
გამოყენება თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს
იმიპენემის დოზები ი/ვ ინფუზიისთვის თირკმელების ფუნქციის დარღვევის და სხეულის მასის >70კგ ქონე პაციენტებში .

დღიური დოზა ინფექციის სიმძიმის მიედვით

დღიური დოზის გამოთვლა კკ-ის მიხედვით (მლ/წთ/1.73 მ2)

41-70

21-40

6-20

1 გ

250მგ 8საათის შემდეგ

250მგ 12 საათის შემდეგ

250მგ 12საათის შემდეგ

1.5 გ

250მგ 6 საათის შემდეგ

250მგ 8 საათის შემდეგ

250მგ 12 საათის შემდეგ

2 გ

500მგ 8 საათის შემდეგ

250მგ 6 საათის შემდეგ

250მგ 12საათის შემდეგ

3 გ

500 მგ 6 საათის შემდეგ

500მგ 8 საათის შემდეგ

500მგ 12 საათის შემდეგ

4 გ

750მგ 8 საათის შემდეგ

500მგ 6 საათის შემდეგ

500მგ 12 საათის შემდეგ

ლასტინემი-ჰუმანითის მიღება დაუშვებელია პაციენტებში <5მლ/წთ/1.73მ2 კკ-ით, გარდა ისეთ შემთხვევებისა, როდესაც დანიშნულია ჰემოდიალიზი ყოველ 48 საათში. როგორც იმიპენემი, ასევე ცილასტატინი გამოიყოფა სისხლის მიმოქცევიდან ჰემოდიალიზის დროს. ლასტინემი-ჰუმანითის დანიშვნა უნდა მოხდეს ჰემოდიალიზის სეანსის დასრულებიდან 12-საათის შემდეგ. ამ დრომდე არ არსებობს საკმარისი ცნობები იმისათვის, რომ რეკომენდაცია გაეწიოს ლასტინემი-ჰუმანითის გამოყენებას პერიტონეალურ დიალიზზე მყოფ პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია
ლასტინემი-ჰუმანითის გამოყენების უსაფრთოხება ორსულობის დროს არ შესწავლილა, ამიტომ, ლასტინემი-ჰუმანითი ინიშნება მხოლოდ ისეთ შემთვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის ბავრად აჭარბებს ნაყოფზე პოტენციურ რისკს.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა აქტიური ნივთიერებები დედის რძეში. ლაქტაციის დროს ლასტინემი-ჰუმანითის მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

სამკურნალო საშუალების ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
 არ ჩატარებულა კვლევები სამკურნალო საშუალების ზემოქმედების შესახებ ავტოტრანსპორტის ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე, მაგრამ პაციენტი უნდა იყოს ფრთხილად ცნს-ს მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით.

ჭარბი დოზირება
ამ დრომდე არ ყოფილა შეტყობინება ლასტინემი-ჰუმანითის ჭარბი დოზირების შესახებ.
ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მოხსნა და სიმპტომური თერაპიის ჩატარება. პრეპარატი გამოიყვანება ჰემოდიალიზით.

წამლის ფორმა და შეუთვა
საინფუზიო ხსნარის მოსამზადებელი ფხვილი ფლაკონში; 1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
ი/ვ ხსნარის განზავების შემდეგ, ინახება 4 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°C) ან 24 საათი მაცივარში (4°C ტემპერატურაზე).

ვარგისობის ვადა 
2 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით

კომენტარის დამატება