Meds.ge » ყველა წამალი » ციპრო-G / cipro-G / Cipro-G

ციპრო-G / cipro-G / Cipro-G

125

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - ციპროფლოქსაცინის  500 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, პოლივინილპიროლიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სილიციუმის დიოქსიდი. 

მოქმედების მექანიზმი
ფტორქინოლონის ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიმიკრობული საშუალება. მოქმედებს ბაქტერიციდულად. იგი არღვევს ბაქტერიის დნმ-ის რეპლიკაციასა და უჯრედული ცილის სინთეზს. ციპროფლოქსაცინი მოქმედებს როგორც გამრავლების, ისე სიმშვიდის ფაზაში მყოფ მიკროორგანიზმებზე.
ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარეა შემდეგი გრამუარყოფითი მიკროორგანიზმები: Escherichia coli, Salmonella spp., Shigella spp., Proteus spp., Morganella morganii, Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Yersinia spp., Vibrio spp., Campilobacter spp., Hafnia spp., Providencia stuartii, Haemophilus influenzae, Pasteurella multocida, Pseudomonas spp., Gardnerella spp., Neisseria spp., Moraxella catarrhalis, Acinetobacter spp. 
ასევე აქტიურია უჯრედშიდა მიკროორგანიზმების მიმართ: Legionella pneumophila, Brucella spp., Chlamydia trachomatis, Listeria monocytogenes, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium kansasii, Mycobacterium avium-intracellulare; 
ციპროფლოქსაცინისადმი მგრძნობიარეა შემდეგი გრამდადებითი მიკროორგანიზმები:Streptococcus spp. (მათ შორის Streptococcus pyogenes, Streptococcus agalactiae), Staphylococcus spp. (მათ შორის Staphylococcus aureus, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus), Corynebacterium diphtheriae, Listeria monocytogenes. Streptococcus პრეპარატისადმი ზომიერად მგრძნობიარეა: pneumoniae, Enterococcus faecalis.
მეტიცილინისადმი მდგრადი სტაფილოკოკების უმრავლესობა მდგრადია ციპროფლოქსაცინის მიმართაც.
პრეპარატისადმი რეზისტენტულია: Corynebacterium spp., Bacteroides fragilis, Pseudomonas cepacia, Pseudomonas maltophila, Ureaplasma urealyticum, Clostridium difficile, Nocardia asteroides..
ციპროფლოქსაცინის გამოყენებისას არ ვითარდება რეზისტენტობა სხვა ანტიბიოტიკების მიმართ, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ფერმნეტ ჰირაზას ინჰიბიტორებს. ამიტომ ციპროფლოქსაცინი მაღალეფექტურია ამინოგლიკოზიდებისადმი, პენიცილინებისადმი, ცეფალოსპორინებისა და ტეტრაციკლინისადმი მდგრადი ბაქტერიების მიმართ. 

ფარმაკოკინეტიკა
ციპროფლოქსაცინი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ახანგრძლივებს პრეპარატის შეწოვას. პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-2 სთ-ში. ციპროფლოქსაცინი ადვილად აღწევს ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის  მაღალ კონცენტრაციას აღწევს ნაღვლის წვენში, ფილტვებში, თირკმლებში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში, საშვილოსნოში, სათესლე სითხეში, წინამდებარე ჯირკვალში, ნუშისებრ ჯირკვლებში, ენდომეტრიუმში, ფალოპის მილსა და საკვერცხეებში. ასევე, კარგად აღწევს თვალის სითხეებში, ძვალში, ბრონქულ სეკრეტში, ნერწყვში, კანში, კუნთებში, პლევრაში, პერიტონეუმსა და ლიმფაში. ზურგის ტვინში პრეპარატი მცირე რაოდენობით ხვდება. ციპროფლოქსაცინი გადის პლაცენტის ბარიერს. პრეპარატი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ღვიძლში. ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, ნაწილობრივ ფეკალურ მასასთან ერთად. T1/2 შეადგენს 3-5 საათს. 
თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს T1/2 ხანგრძლივდება 12 საათამდე.

ჩვენება
პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები: 
- შარდ-სასქესო  სისტემის ინფექციები (მათ შორის გართულებული);
- სასუნთქი სისტემის ინფექციები;
- მცირე მენჯის ორგანოთა ანთებითი დაავადებანი (მათ შორის ადნექსიტი და პროსტატიტი);
- შუა ყურის, ცხვირის დანამატი ღრუების, ხახისა და ხორხის ინფექციები;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის (მათ შორის ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის გამომტანი სადინრების) ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების, ძვალ-სახსართა ინფექციები;
- პერიტონიტი;
- სეპტიცემია.

უკუჩვენება
- ორსულობა, ლაქტაცია;
- ბავშვთა და მოზარდთა ასაკი;
- ციპროფლოქსაცინის ან ქინოლონის ჯგუფის პრეპარატებისადმი მომატებული  მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
ავადმყოფებში, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ეპილეფსია, კრუნჩხვითი სინდრომი, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და ორგანული დაზიანებანი, ციპრო-G მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით ინიშნება. 
პრეპარატით მკურნალობისას ხანგრძლივი დიარეის შემთხვევაში საჭიროა კურსის შეწყვეტა და ფსევდომემბრანული კოლიტის გამორიცხვა.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს პაციენტებმა უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის სითხეები.
ციპროფლოქსაცინის მიღების ფონზე მყესების ტკივილის ან ტენდოვაგინიტის პირველივე ნიშნების გამოვლინებისას, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა, რადგან ფტორქინოლონებით მკურნალობისას აღწერილია მყესების ანთებითი დაზიანების და გაგლეჯის ერთეული შემთხვევები. 
პაციენტებში, თირკმლის ფუნქიის დარღვევით, ციპრო-G საწყის ეტაპზე ინიშნება საშუალო თერაპიული დოზით, ხოლო შემდეგ ამცირებენ კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს პაციენტები უნდა მოერიდნონ მზეზე ყოფნას და ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას.

ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ციპროფლოქსაცინით მკურნალობის დროს, პაციენტებმა სიფრთხილე უნდა დაიცვან ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვისას, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს საჭიროებენ (განსაკუთრებით ალკოჰოლთან ერთად მიღებისას).

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ორსულობის დროს ციპრო-G უკუნაჩვენებია. 
ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ძუძუთი კვების შეწყვეტა.

დოზის გადაჭარბება
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, პაციენტების მდგომარეობის მუდმივი კონტროლი, საჭიროებისას სიმპტომური მკურნალობა. საჭიროა ორგანიზმის საკმარისი რაოდენობის სითხით უზრუნველყოფა. ჰემოდიალიზი და პერიტონეალური დიალიზი მხოლოდ მცირე რაოდენობის(დაახლოებით 10%) ციპროფლოქსაცინს გამოდევნის.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ერთდროულად ციპროფლოქსაცინისა და რკინის პრეპარატების ან ანტაციდური საშუალებების (რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს, კალციუმს, ალუმინს) გამოყენებისას მცირდება მისი შეწოვის ინტენსივობა. ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნისას საჭიროა 4 საათიანი ინტერვალის დაცვა.
ციპრო-G ზრდის პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციას, ხოლო ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში ზრდის სისხლდენის ხანგრძლივობას.
ციპროფლოქსაცინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდების(აცეტილსალიცილის მჟავას გარდა) ერთდროულად გამოყენებისას იზრდება კრუნჩხვების განვითარების რისკი.
ციპროფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროული დანიშვნისას იზრდება ნეფროტოქსიკური მოქმედება.
მეტოკლოპრამიდი აჩქარებს ციპროფლოქსაცინის აბსორბციას, ხოლო ურიკოზური პრეპარატები ახანგრძლივებენ სისხლის პლაზმაში ციპროფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს.
სხვა ანტიმიკრობულ საშუალებებთან (ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკები, ამინოგლიკოზიდები, კლინდამიცინი, მეტრონიდაზოლი) ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სინერგიული მოქმედება.
ციპრო-G კომბინაციაში გამოიყენება აზლოცილინთან და ცეფტაზიდიმთან Pსეუდომონას სპპ.-თი გამოწვეული ინფექციების დროს; მეზლოცილინთან, აზლოცილინთან და სხვა სხვა ბეტა-ლაქტამურ ანტიბიოტიკებთან - სტრეპტოკოკული ინფექციების დროს; იზოკსაზოლპენიცილინებთან და ვანკომიცინთან - სტაფილოკოკური ინფექციების დროს; მეტრონიდაზოლთან და კლინდამიცინთან - ანაერობული ინფექციების დროს. 

დოზირება და მიღების წესი
პრეპარატის დოზა დამოკიდებულია ინფექციური პროცესის ლოკალიზაციასა და სიმძიმეზე, ასევე გამომწვევის მგრძნობელობაზე.
- საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები............................................250 მგ დღეში ორჯერ
- საშარდე გზების გართულებული ინფექციები..............................................500 მგ დღეში ორჯერ
- მძიმე ინფექციები (მათ შორის პნევმონია, ოსტეომიელიტი).................500 მგ დღეში ორჯერ
- სხვა ინფექციები.........................................................................................................500-750 მგ დღეში ორჯერ
- სალმონელების ბაცილომტარებლობა.................................................................750 მგ დღეში ორჯერ

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკური სურათის დინამიკასა და ბაქტერიოლოგიური კვლევის შედეგებზე. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება ტემპერატურის ნორმალიზაციიდან და კლინიკური სიმპტომების გაქრობიდან კიდევ სამი დღის განმავლობაში. მწვავე გონორეასა და ცისტიტის შემთხვევაში მკურნალობა ტარდება ერთი დღის განმავლობაში, საშარდე გზებისა და მუცლის ღრუს ინფექციების დროს - 7 დღემდე, ოსტეომიელიტის დროს - 2 თვემდე, სხვა შემთხვევაში - 7-14 დღე.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, ანორექსია, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის ტრანზიტორული მატება, ქოლესტაზური სიყვითლე;
ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობის შეგრძნება, გაღიზიანებადობა, ტრემორი, უძილობა, კოშმარული სიზმრები, ოფლიანობა, ცნობიერების დარღვევა, დეპრესია, ჰალუცინაციები, ფსიქოზური რეაქციების სხვა გამოვლინებები, შაკიკი, გულის წასვლა, ცერებრალური არტერიების თრომბოზი.
მგრძნობელობის ორგანოების მხრივ: გემოს შეგრძნების დარღვევა, მხედველობის დარღვევა(დიპლოპია, ფერების აღქმის დარღვევა), შუილი ყურებში, სმენის დაქვეითება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემას მხრივ: ტაქიკარდია, გულის რიტმის დარღვევა, არტერიული წნევის დაქვეითება, სახეზე წამოხურება.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ლეიკოპენია, გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, შარდოვანასა და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება;
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემატურია, კრისტალურია, დისურია, პოლიურია, შარდის შეკავება, ჰემატურია, გლომერულონეფრიტი;
ალერგიული რეაქციები: კანის ქავილი, გამონაყარი, პაპულური გამონაყარი, კანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევები, ექსუდაციური მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონისა და ლაიელის სინდრომი;
სხვადასხვა: კანდიდოზი, ართრალგია.

ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 3 წელი.
ინახება 10-25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 500 მგ, 10 ტაბლეტი ბლისტერში, მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით)

კომენტარის დამატება