Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რჩევები » საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი

138

საშვილოსნოს ყელის სკრინინგის ტესტი (წინათ ნაცხის ტესტად მოიხსენიებდნენ) საშვილოსნოს ყელზე ანომალური უჯრედების აღმოჩენის მეთოდია. საშვილოსნოს ყელი არის საშვილოსნოს შესასვლელი ღიობი, რომელიც უერთდება საშოს.

საშვილოსნოს ყელის ანომალური უჯრედების აღმოჩენით და დროულად მოშორებით შესაძლოა თავიდან ავიცილოთ საშვილოსნოს ყელის სიმსივნის/cervical cancer განვითარება.

გამოკვლევა ანომალიური უჯრედების არსებობაზე

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი სიმსივნის ტესტი არაა, ის საშვილოსნოს ყელის უჯრედების ჯანრმთელობას/სიჯანსაღეს ამოწმებს. ქალების უმრავლესობას ყველაფერი ნორმაში აქვს, თუმცა 20 ქალიდან ერთს საშვილოსნოს ყელის უჯრედების გარკვეული ანომალური ცვლილებები აღენიშნება.

ამ ცვლილებების უმრავლესობა სიმსივნეს არ გამოიწვევს და უჯრედები ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდებიან. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ანომალური უჯრედების მოშორება, რომ ისინი არ გადაიქცნენ სიმსივნურ უჯრედებად.

ყოველწლიურად, დიდ ბრიტანეთში, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის დაახლოებით 3000 შემთხვევის დიაგნოზი ისმება, რაც ქალებში დიაგნოზირებული სიმსივნეების 2%-ს შეადგენს.

საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარება შესაძლოა ნებისმიერ ასაკობრივ ჯგუფში მოხდებს, თუმცა ყველაზე ხშირად ეს პათოლოგია 30-45 წლის სქესობრივად აქტიურ ქალებს ემართებათ. 25 წლამდე გოგონებში სიმსივნის განვითარება ძალიან იშვიათია.

საშვილოსნოს ყელის სკრინინგის პროგრამა

საშვილოსნოს ყელის სკრინინგის მიზანი სიმსივნით დაავადებული ქალების რაოდენობისა და ამ პათოლოგიით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობის შემცირებაა.

სკრინინგის პროგრამა 1980-იან წლებში შემუშავდა, რის შემდეგაც საშვილოსნოს ყელის სიმსივნის რაოდენობრივი მაჩვენებელი ყოველწიულად დაახლოებით 7%-ით მცირდება.

საშვილოსნოს ყელის სკრინინგი სასურველია მოხდეს შემდეგი ინტერვალებით:

  • 25-49 წლის ასაკის ქალებში - 3 წელიწადში ერთხელ
  • 50-64 წლის ასაკის ქალებში - 5 წელიწადში ერთხელ
  • 65 წელზე უფროს ქალებში - მხოლოდ იმ ქალებისთვის არის საჭირო, რომლებსაც არ გაუკეთებიათ სკრინინგი ან თუ წინა სქრინინგზე აღმოაჩნდათ პათოლოგიური უჯრედები.

რეგულარული სკრინინგი იმას ნიშნავს, რომ საშვილოსნოს ყელის უჯრედების ნებისმიერი ანომალური ცვლილება ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირდება და საჭიროების შემთხვევაში, სიმსივნის განვითარების შესაჩერებლად, იწყება მკურნალობა.

გაიგეთ მეტი, თუ რატომ არის საჭირო საშვილოსნოს ყელის სკრინინგი და თუ როდის უნდა გაიკეთოთ ის.

საშვილოსნოს ყელის სკრინინგის ტესტი

სკრინინგის ტესტის ჩატარებას 5 წუთი სჭირდება. საშოს კედლების შიგნიდან გასაღებად და საშვილოსნოს ყელის დასანახად, საშოში სპეციალურ ინსტრუმენტს-სპეკულუმს ნაზად მოათავსებენ.

საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან ზოგიერთი უჯრედის ასაღებად პატარა, რბილ ფუნჯს იყენებენ.

ამის შემდეგ, საშვილოსნოს ყელის უჯრედების ნიმუშს ლაბორატორიაში გააგზავნიან, სადაც მას მიკროსკოპის ქვეშ ანომალურ უჯრედებზე შეამოწმებენ.

ზოგიერთი ქალისთვის პროცედურა არაკომფორტული ან უხერხულია, მაგრამ ქალების უმეტესობა ამ პროცედურის დროს ტკივილს არ განიცდის.

ადამიანის პაპილომა ვირუსზე შემოწმება

საშვილოსნოს ყელის უჯრედების ცვლილებებს ხშირად ადამიანის პაპილომავირუსი/human papilloma virus (HPV) იწვევს. ამ ვირუსის 100-ზე მეტი სხვადასხვა სახეობა არსებობს. ზოგიერთი მათგანი მაღალი, ხოლო ზოგიც დაბალი რისკის შემცველია. HPV-16 და HPV-18 საშვილოსნოს ყელის სიმსივნის ყველაზე მაღალი რისკის მქონედ მიიჩნევა.

თუ საშვილოსნოს ყელის სკრინინგის დროს აღებული ნიმუში უჯრედების დაბალი ხარისხის ან ზღვრული რაოდენობის ანომალიებით ხასიათდება, ამ ნიმუშს ავტომატურად ადამიანის პაპილომა ვირუსზეც ამოწმებენ. თუ ამ ნიმუშში ეს ვირუსი აღმოჩნდა, დამატებითი გამოკვლევებისთვის კოლპოსკოპია (colposcopy)და საჭიროების შემთხვევაში, მკურნალობა იქნება საჭირო. თუ ვირუსი არ აღმოჩნდა, მაშინ პაციენტს შეუძლია ჩვეულებრივ გააგრძელოს გეგმიური შემომწბები ზემოთ აღნიშნული პერიოდულობით.

თუ ნიმუში უფრო მნიშვნელოვან უჯრედულ ცვლილებებს ასახავს, კოლპოსკოპიას პაპილომა ვირუსზე გამოკვლევის გარეშე დანიშნავენ.

ზოგიერთ საავადმყოფოში, თავდაპირველად ატარებენ ადამიანის პაპილომა ვირუსზე გამოკვლევას. ამ შემთხვევებში, ანომალურ უჯრედებზე ნიმუშს მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოწმებენ, თუ ნიმუშში აღმოაჩენენ ადამიანის პაპილომა ვირუსს. თუ ვირუსივერ იპოვეს, მაშინ სკრინინგის გაკეთება ისევ ზემოთაღნიშული გეგმის მიხედვით იქნება რეკომენდირებული (ანუ 3-5 წელიწადში ერთხელ, ასაკის გათვალისიწნებით).

კომენტარის დამატება