Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » რჩევები » საშარდე ტრაქტის ინფექციები (სტი) ბავშვებში

საშარდე ტრაქტის ინფექციები (სტი) ბავშვებში

144

ინფექცია საკმაოდ ხშირად ვითარდება საშარდე ტრაქტში, მაგრამ ყოველთვის არ არის სერიოზული და მათი მკურნალობა ანტიბიოტიკებით ეფექტურადაა შესაძლებელი.

საშარდე ტრაქტს წარმოადგენს შარდის წარმომქმნელი და გამომყოფი ორგანოები და მათი დამაკავშირებელი მილები. შესაბამისად ის შედგება თირკმელებისგან, თირკმელებისა და შარდის ბუშტის დამაკავშირებელი მილებისგან (შარდსაწვეთები), შარდის ბუშტისგან და საბოლოოდ შარდსადენი მილიდან (ურეთრა - მილი, რომლის საშუალებითაც შარდი საბოლოოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან).

თირკმელების ინფექციები (პიელონეფრიტი) ან ურეთერების (შარდსაწვეთების) ინფექციები ცნობილია, როგორც ზედა საშარდე ტრაქტის ინფექციები. შარდის ბუშტის ინფექციები (ცისტიტი), ან ურეთრის (შარდსადენის) ინფეცქიები, კი როგორც ქვედა საშარდე ტრაქტის ინფექციები.

ზედა საშარდე ტრაქტის ინფექციები უფრო საშიშია, რადგან არსებობს შანსი, რომ მან გამოიწვიოს გრძელ-ვადიანი პრობლემები, როგორიცაა თირკმლის დანაწევრება და სისხლის მაღალი წნევა (ჰიპერთენზია). თუმცა, მკურნალობის დროულად ჩატარების შემთხვევაში ამ პრობლემების რისკი მცირეა.

ნიშნები და სიმპტომები

ბავშვებში საშარდე ტრაქტის ინფექციების დადგენა შეიძლება რთული იყოს, რადგან სიმპტომები შეიძლება ბუნდოვანი იყოს და ასევე პატარა ბავშვებმა შეიძლება ვერ მოახერხონ თავიანთი სიმპტომების ადვილად დადასტურება.

საშარდე ტრაქტის ინფექციის (სტი) სიმპტომები ჩვილებსა და ბავშვებში შეიძლება მოიცავდეს:

  • შარდვის დროს ტკივილს ან წვის შეგრძნებას
  • გახშირებულ შარდვის მოთხოვნილებას
  • ღებინებას
  • მაღალ ტემპერატურას (ცხელებას)
  • გაღიზიანებას
  • ლოგინში ჩასველებას (როდესაც გადაჩვეულები არიან ჩასველებას)
  • ტკივილს მუცლის, გვერდის, ან წელის ქვედა ნაწილში
  • შარდის არასასიამოვნო სუნს
  • სისხლს შარდში.

როდის მივმართოთ სამედიცინო დახმარებას

ყოველთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ოჯახის ექიმს ბავშვის საშარდე ტრაქტის ინფექციაზე ეჭვის არსებობისას.

უმეტეს შემთხვევაში ეს არ არის ინფექციის სერიოზული ან სახიფათო ფორმა, მაგრამ მაინც აუცილებელია პროფესიონალის მიერ დასმული დიაგნოზი და დროული მკურნალობა, ინფექციის არსებობის დროის და გართულებების რისკის შესამცირებლად.

ექიმს დიაგნოზის დასმა შეეძლება ბავშვის გამოკითხვით, შემოწმებით და ინფექციაზე შარდის შემოწმებით.

რა იწვევს საშარდე ტრაქტის ინფექციებს ბავშვებში?

ბავშვებში საშარდე ტრაქტის ინფექციების უმრავლესობა გამოწვეულია საჭმლის მომნელებელ სისტემაში არსებული ბაქტერიების ურეთრაში (შარდსადენში) შეღწევით.

ეს შემთხვევა მრავალი გზითაა შესაძლებელი, მაგრამ ეს ხშირად ხდება, როდესაც ბავშვი კუჭში გასვლის შემდეგ იწმინდავს უკანა ტანს და შემდეგ დაბინძურებული ტუალეტის ქაღალდი ხვდება გენიტალიებზე. ეს უმეტესწილად ემართებათ გოგონებს, ვიდრე ბიჭებს, რადგან გოგონებში ანუსი უფრო ახლოა შარდსადენთან.

ხშირად არ არსებობს რაიმე მიზეზი, თუ რატომ უვითარდებათ ეს პრობლემა უფრო მეტად ზოგიერთ ბავშვს და არ უვითარდებათ სხვებს, თუმცა ეს ზოგჯერ ხდება საშარდე სისტემიდან შარდის დინების პრობლემის გამო, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შარდის შეკავება, სადაც ბაქტერია უფრო ადვილად მოხვდება.

მაგალითად საშარდე ტრაქტის ინფექციები უფრო ხშირია ბავშვებში, ვისაც აქვს:

  • კუჭის შეკრულობა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შარდის ბუშტზე დაწოლა და შეაფერხოს შარდის ნორმალურად გამოდინება
  • შარდსაწვეთის სარქველის პრობლემები, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს შარდის არასწორი მიმართულებით დინება, ზედა მიმართულებით.

ვის ემართება?

ბავშვობის ასაკში საშარდე ტრაქტის ინფექციები შედარებით ხშირია.

ეს მდგომარეობა უფრო ხშირია ექვს თვემდე ასაკის ბიჭებში, მაგრამ ამის შემდეგ უფრო ხშირდება გოგონებში. შეფასებულია, რომ 16 წლამდე ასაკის მიღწევამდე 30-დან 1 ბიჭს ექნება ეს მდგომარეობა გადატანილი და 10-დან ერთ გოგოს.

მკურნალობა

საშარდე ტრაქტის ინფექციები, ბავშვების უმრავლესობაში ანტიბიოტიკებით თერაპიის შედეგად განიკურნება 24-დან 48 საათის განმავლობაში და არ გამოიწვევს გრძელვადიან პრობლეებს.

უმეტესობა შემთხვევებში მკურნალობა მოიცავს ანტიბიოტიკების, აბების სახით მიღებას სახლის პირობებში. ქვედა საშარდე ტრაქტის ინფექციებისთვის, ძირითადად რეკომენდირებულია ანტიბიოტიკების სამ-დღიანი კურსი. ხოლო, ზედა საშარდე ტრაქტის ინფექციებისთვის 7-დან 10 დღემდე კურსი.

სიფრთხილის მიზნით, სამ თვემდე ასაკის და შედარებით მძიმე სიმპტომების მქონე ბავშვებს ათავსებენ საავადმყოფოში, რამდენიმე დღით, ანტიბიოტიკების ინტრავენურად (წვეთოვნის საშუალებით) გადასასხმელად.

როგორ შეიძლება პრევენცია

ბავშვებში საშარდე ტრაქტის ინფექციების პრევენცია ყოველთვის არ არის შესაძლებელია, მაგრამ არის გზები რაც ამცირებს მისი განვიტარების რისკს:

  • გოგონებს უნდა ასწავლოთ კუჭში გასვლის შემდეგ უკანა ტანი გაიწმინდონ წინიდან უკანა მიმართულებით და ბიჭებს კი უნდა ასწავლოთ ასოს ჩუჩის რეგულარული გასუფთავება
  • დარწმუნდით, რომ ბავშვი საკმარისი რაოდენობის სითხეებს სვამს და რეგულარულად დადის ტუალეტში
  • ბავშვმა უნდა ატაროს ბამბის მოშვებული საცვალი და არ გამოიყენონ მჭიდროდ მორგებული სინტეთიკური (ნეილონის) საცვლები
  • კუჭის შეკრულობის თავიდან ასაცილებლად უნდა მიიღონ საკმარისი რაოდენობის ბოჭკოვანი საკვები.

ბავშვებს, რომლებსაც აქვთ საშარტე ტრაქტის პრობლემა, რომელიც ზრდის საშარდე ტრაქტის ინფექციების განვითარების რისკს, როგორიცაა მაგალითად დაზიანებული სარქველი, რის გამოც შარდი არასწორი მიმართულებით მიედინება, შეიძლება დაენიშნოს ანტიბიოტიკების დაბალი დოზა გრძელვადიან პერიოდში, მომავალი ინფექციების თავიდან ასაცილებლად.

კომენტარის დამატება