Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » საკვერცხის კიბო

საკვერცხის კიბო

153

ყოველწლიურად ინგლისში საკვერცხის სიმსივნე დაახლოებით 7100 ქალს ემართება.

ქალებში საკვერცხის კიბო სიმსივნეებს შორის სიხშირით მეხუთე ადგილზეა, მკერდის კიბოს, ნაწლავის კიბოს, ფილტვის კიბოს  და საშვილოსნოს კიბოს შემდეგ.

საკვერცხის კიბო ყველაზე ხშირი მენოპაუზის (ძირითადად 50 წელს ზემოთ) შემდეგაა, თუმცა ეს შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საკვერცხის კიბოს სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადების მსგავსი იყოს, მისი ამოცნობა რთულია. თუმცა, არსებობს ადრეული სიმპტომები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. ადრეული სიმპტომები ხშირ შებერილობას, მენჯისა და მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილსა და კვების გართულებას მოიცავს.

თუ ეს სიმპტომები გაწუხებთ, განსაკუთრებით თუ ჩივილები ხანგრძლივად გრძელდება, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული ვიზიტი.

საკვერცხეები ქალის რეპროდუქციული სისტემის წყვილი ორგანოა, რომელიც შეიცავს და თვეში ერთხელ ათავისუფლებს კვერცხუჯრედს. ამ მოვლენას ოვულაცია ეწოდება.

საკვერცხის სიმსივნის სხვადასხვა ფორმები (Different types of ovarian cancer ლინკი ინგლისურ ენაზეა) საკვერცხეების სხვადასხვა ნაწილზე მოქმედებენ. ყველაზე ხშირი ფორმა საკვერცხის ეპითელიური სიმსივნეა, რომელიც საკვერცხის ზედაპირულ შრეებს აზიანებს. სტატიაში ყურადღება საკვერცხის ეპითელიურ სიმსივნეზე იქნება გამახვილებული.

საკვერცხის სიმსივნის გამომწვევი მიზეზები

საკვერცხის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ამ პათოლოგიის განვითარების რისკს სხვადასხვა ფაქტორები ზრდიან, მათ შორის ასაკი, საკვერცხიდან გამოთავისუფლებული კვერცხუჯრედების რაოდენობა, ოჯახის წევრებს შორის საკვერცხის ან ძუძუს კიბოს ისტორია. თუმცა, სიმსივნის არსებობის შემთხვევაში, 10 პაციენტიდან მხოლოდ ერთ ქალს აქვს გენეტიკური გამომწვევი მიზეზი.

საკვერცხის კიბოს მკურნალობა 

საკვერცხის კიბოს საუკეთესო მკურნალობა რამდენიმე ფაქტორზე, მაგალითად სიმსივნის სტადიასა და ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. საკვერცხის კიბოს ძირითადი მკურნალობა ქიმიოთერაპიას მოიცავს, თუმცა შესაძლოა ქირურგიისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციაც გახდეს საჭირო.

საკვერცხის კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ ასეთი სტატისტიკა არსებობს:

  • 100 პაციენტიდან 72 (72%) საკვერცხის კიბოს დიაგნოზირების შემდეგ მინიმუმ ერთი წელი იცოცხლებს
  • 100-დან დაახლოებით 46 (46%) ქალი მინიმუმ 5 წელი იცოცხლებს,
  • 100-დან 35 (35%) კი- მინიმუმ 10 წელს.

თუმცა, საკვერცხის შორსწასული ფორმის შემთხვევაში, ქალების გადარჩენის სიხშირე მცირდება.

სხვა კიბოების მსგავსად, გამოსავალი სიმსივნის სტადიაზეა დამოკიდებული, ანუ რამდენად შორსწასულია სიმსივნე დიაგნოზირებისას. საკვერცხის კიბოს პროგნოზის (outlook for ovarian cancer) შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ სიმსივნის შემსწავლელი ბრიტანული კვლევების ვებ-გვერდი იხილოთ (ინგლისურ ენაზე) Cancer Research UK.

საკვერცხის კიბოს სკრინინგი

საკვერცხის კიბოს სკრინინგის მეთოდები არსებობს, თუმცა ჯერ-ჯერობით ისინი სრულად არაა შესწავლილი. სკრინინგი მხოლოდ იმ ქალებისთვისაა ხელმისაწვდომი, ვისაც საკვერცხის კიბოს ოჯახური ისტორია ან მისი გამომწვევი დეფექტური გენები აქვს. ამჟამად, გაერთიანებულ სამეფოში,მაღალი რისკის მქონე ქალებსა და ზოგად პოპულაციაში სკრინინგის ეფექტურობას კლინიკური კვლევებით აფასებენ.

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საკვერცხის კიბოს ვერ ადგენს.

კომენტარის დამატება