Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთა

196

საკეისრო კვეთის დროს,  ბავშვის საშვილოსნოდან ამოყვანა ქირურგიურლი გზით ხდება. ამისთვის ქალის მუცლის ქვევითა ნაწილზე კეთდება განაკვეთი.

ოპერაცია შეიძლება იყოს:

  • გეგმიური -  როდესაც ორსულობისას ოპერაციის ჩვენებაა
  • სასწრაფო  - როდესაც მშობიარობის დროს შექმნილი ვითარება ოპერაციას საჭიროებს.

საკეისრო კვეთა ეპიდურალური ან სპინალური ანესთეზიით კეთდება. ამ დროს, სხეულის ქვევითა ნაწილი მთლიანად გათიშულია.  ოპერაცია 40-50 წუთს გრძელდება, მაგრამ გადაუდებელ შემთხვევებში შეიძლება უფრო მალეც ჩატარდეს. ზოგიერთ შემთხვევაში საკეისრო კვეთას ზოგადი ანსთეზიის ქვეშ აკეთებენ.

როდის შეიძლება გახდეს საჭირო საკეისრო კვეთა

საკეისრო კვეთას იმ შემთხვევაში აკეთებენ, თუკი ფიზიოლოგიური მშობიარობა, დედას ან მის ნაყოფს რისკის ქვეშ აყენებს. მაგალითად თუ:  

  • მშობიარობა ბუნებრივად არ მიმდინარეობს
  • გაქვთ პლაცენტა პრევია (როდესაც პლაცენტა საშვილოსნოს ქვევითაა და მის შესასვლელს ახშობს)
  • მანამდე გქონდათ გაკეთებული ორი ან უფრო მეტი საკეისრო კვეთა
  • ნაყოფი მენჯით წინ მდებარეობს (მშობიარობისას პირველი ფეხები მოდის).

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მითითებები

2011 წელს, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნულმა ინსტიტუტმა (National Institute for Health and Clinical Excellence (NICE)) გამოაქვეყნა ახალი გაიდლაინები საკეისრო კვეთაზე. ეს მითითებები მიზნად ისახავს ქალებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის კვლევებზე დაფუძნებული სწორი ინფორმაციის მიღებაა.

NICE რამდენიმე, ახალი რეკომენდაცია:

  • ზოგიერთ ქალს ვინც არის აივ დადებითი (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით დაავადებული) და ასევე იმ ქალებს ვისაც წარსულში გაკეთებული ჰქონდათ საკეისრო კვეთა, აუცილებლად უნდა შესთავაზონ ფიზიოლოგიური მშობიარობა
  • ქალებს ინფექციის პრევენციის მიზნით ოპერაციამდე (და არა შემდეგ) უნდა მისცენ ანტიბიოტიკები
  • თუკი ქალი ნერვიულობს და ფიზიოლოგიურ მშობიარობას საკეისროს ამჯობინებს, სამედიცინო წარმომადგენელმა ფსიქიკური მხარდაჭერა უნდა აღმოუჩნოს და დაამშვიდოს
  • თუ ქალი მაინც ითხოვს საკეისრო კვეთას, სიტუაციის გაანალიზების და განსჯის შემდეგ, უნდა დაინიშნოს გეგმიური საკეისრო კვეთა, თუკი ქალი თვლის, რომ ეს მისთვის უკეთესია
  • თუ მეანს არ სურს გეგმიური საკეისრო კვეთის ჩატარება, მან ორსული ქალი უნდა მიმართოს იმ მეანთან, რომელიც თანახმა იქნება საკეისროს ჩატარებაზე.

წაიკითხეთ NICE-ს გაიდლაინები საკეისრო კვეთაზე (NICE 2011 guidelines on caesarean section).

რისკები

როგორც ყველა ოპერაციას, საკეისრო კვეთასაც თან ალხავს სხვადასხვა რისკები, როგორიცაა ჭრილობის დაინფიცირება ან ნაყოფისთვის სუნთქვის სიძნელეების განვითარება.

გამოჯანრმთელება

ფიზიოლოგიურისგან განსხვავებით საკეისრო კვეთის შემდეგ გამოჯანმრთელების პერიოდი უფრო ხანგრძლივია. ოპერაციის შემდეგ 3-4 დღე დაგჭირდებათ საავადმყოფოში დარჩენა (ფიზიოლოგიური მშობიარობის შემთხვევაში, სამშობიაროში დარჩენა ძირითადად 1-2 დღეა საშირო).

კომენტარის დამატება