ტრიქომონიაზი
ტრიქომონიაზი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (სგი), რომელსაც იწვევს პატარა პარაზიტი - ტრიქომონა ვაგინალისი (ტვ).
ტრიქომონიაზის სიმპტომები ძირითადად ვითარდება ინფიცირებიდან ერთი თვის განმავლობაში, თუმცა დაინფიცირებულთა თითქმის ნახევარს სიმპტომები საერთოდ არ აღენიშნება.
ტრიქომონიაზის სიმპტომები მსგავსია სქესობრივად გადამდები სხვა დაავადებების სიმპტომებისა, ამიტომ ზოგჯერ მისი დიაგნოზირება შეიძლება ძნელი აღმოჩნდეს.
სიმპტომები ქალებში
ქალებში ტრიქომონიაზმა შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერი:
- უჩვეულო გამონადენი საშოდან, რომელიც შეიძლება იყოს სქელი, თხელი, ან ქაფიანი და მოყვითალო-მომწვანო ფერის
- ჩვეულებრივთან შედარებით უფრო მეტი გამონადენი, რომელსაც შეიძლება ახასიათებდეს არასასიამოვნო, თევზის სუნი
- ტკივილი, ანთება (შეშუპება) და ქავილი საშოს გარშემო - ქავილი ზოგჯერ ბარძაყის შიდა ნაწილებზეც ვლინდება
- ტკივილი ან დისკომფორტი მოშარდვის ან სქესობრივი ურთიერთობის დროს.
სომპტომები მამაკაცებში
მამაკაცებში ტრიქომონიაზმა შეიძლება გამოიწვიოს ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ნებისმიერი:
- ტკივილი შარვის ან ეაკულაციის დროს
- ჩვეულებრივზე უფრო გახშირებული შარდვის სურვილი
- პენისიდან (სასქესო ასო) სქელი, თეთრი ფერის გამონადენი
- ტკივილი, შეშუპება და სიწითლე პენისის თავის გარშემო (ბალანიტი) ან ჩუჩაზე (ბალანო-პოსთიტი).
როდის მივმართოთ ექიმს
მიმართეთ პირადი ექიმს ან ადგილობრივ გენიტოურინალურ კლინიკას, თუ გაქვთ ტრიქომონიაზის სიმპტომები, ან ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ დაინფიცირებული.
ტრიქომონიაზის დიაგნოზი ძირითადად ისმევა გენიტალიების გამოკვლევის და საშოს ან პენისის ნაცხის ლაბორატორიული გამოკვლევებით.
თუ ტესტის შედეგად დადგინდა ტრიქომონიაზი, მაშინ აუცილებელია თქვენი ამჟამინდელი სექსუალური პარტნიორის გამოკვლევაც და მკურნალობა.
რა იწვევს ტრიქომონიაზს?
ტრიქომონიაზს იწვევს წვრილი ერთუჯრედოვანი პარაზიტი (ორგანიზმი რომელიც ცხოვრობს სხვა ცოცხალი ორგანიზმის ხარჯზე), რომელსაც ტრიქომონა ვაგინალისი ეწოდება.
ქალებში, პარაზიტი ძირითადად აინფიცირებს საშოს და შარდსადინარს (მილი, რომელსაც შარდი გარეთ გამოაქვს). კაცებში, ინფექცია ყველაზე ხშირად შარდსადინარს აინფიცირებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება პენისის თავის ან პროსტატის ჯირკვლის (შარდის ბუშტთან ახლოს მდებარე ჯირკვალი, რომელიც ეხმარება სპერმის გამოყოფას) დაინფიცირებაც.
პარაზიტი ძირითადად დაუცველი სექსის შედეგად ვრცელდება (სქესობრივი აქტი პრეზერვატივის გამოყენების გარეშე), თუმცა იგი ასევე შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს სექსუალური სათამაშოების მეშვეობით. არ არის აუცილებელი გყავდეთ მრავალი პარტნიორი, რათა ეს დაავადება გაგიჩნდეთ. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს აქტიური სექსუალური ცხოვრება, შეიძლება გადაედოს ტრიქომონიაზი და შემდეგ უკვე თვითონ გახდეს ამ დაავადების გამავრცელებელი.
ეს დაავადება არ გადაეცემა კოცნის, ჩახუტების, პირსახოცის, ტუალეტის დასაჯდომის, საზიარო ჭურჭლის, ანალური და ორალური სექსის მეშვეობით.
ტრიქომონიაზის საუკეთესო პრევენცია არის უსაფრთო სექსი. რაც ნიშნავს, რომ ყოველთვის უნდა გამოიყენოთ პრეზერვატივი როდესაც გაქვთ სქესობრივი კავშირი.
ტრიქომონიაზის მკურნალობა
ტრიქომონიაზი მკურნალობის გარეშე არ ქრება, მაგრამ მისი მკურნალობა ანტიბიოტიკების საშუალებით საკმაოდ ეფექტურად არის შესაძლებელი. ქალებისა და მამაკაცების უმეტესობას მკურნალობენ ანტიბიოტიკი - მეტრონიდაზოლით, რომელიც ინიშნება დღეში 2 ჯერ 5-7 დღის განმავლობაში.
მნიშვნელოვანია ანტიბიოტიკების მთელი კურსის ბოლომდე დასრულება, ასევე ამ დროს უნდა მოერიდოთ სქესობრივ კავშირს, სანამ არ მოხდება ინფექციის ბოლომდე ალაგება, რომ თავიდან აირიდოთ ხელახალი დაინფიცირება.
სავალდებულოა თქვენი სქესობრივი პარტნიორის მკურნალობაც.
ტრიქომონიაზის გართულებები
ტრიქომონიაზის გართულებები იშვიათია, თუმცა ზოგიერთი ქალი შესაძლებელია აღმოჩნდეს დამატებით პრობლემების განვითარების რისკის ქვეშ.
თუ ტრიქომონიაზი ფეხმძიმობის პერიოდში გაგივითარდათ, მაშინ არსებობს ნაადრევად მშობიარობის (ორსულობის 37 კვირამდე მშობიარობა) ან დაბალ წონიანი ნაყოფის შობა.
კომენტარის დამატება