Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტრიმეთილამინურია (თევზის სუნის სინდრომი)

ტრიმეთილამინურია (თევზის სუნის სინდრომი)

473

ტრიმეთილამინურია არის იშვიათი გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს სხეულის  არასასიამოვნოგაძლიერებულ სუნს. ამ დროს ადამიანს ასდის დამპალი თევზის, ფეკალიების ან ნაგვის სუნი.

სუნი წარმოიქმნება მაშინ, როდესაც სხეულს აღარ შეუძლია ტრიმეთილამინის დაშლა. ეს არის სუნიანი ნივთიერება რომელიც წარმოიქმნება ნაწლავში, განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი იღებს კონკრეტული ქოლინით მდიდარ საკვებს.

სიმპტომები და ნიშნები

ტრიმეთილამინურიის დროს, ტრიმეთილამინი გროვდება სხეულში და იწვევს ძლიერ სუნს ოფლში, ნერწყვში შარდში და ვაგინალურ სითხეში. სხვა სიმპტომები, როგორც წესი, არ არსებობს.

ზოგიერთ ადამიანს ეს სუნი მუდამ აქვს, თუმცა ძირითადადად იგი დროთა განმავლობაში სხვადასხვაგვარად გამოიხატება.

თავდაპირველად ეს სუნი ბავშვობის ასაკში შეიმჩნევა, როდესაც ბავშვს ძუძუს წოვას ანებებინებენ თავს. ამის მიზეზი სხვადასხვა საკვებია რომელიც არის დაკავშირებული სუნთან (დეტალურად იხილეთ ქვემოთ). თუმცა ზოგჯერ იგი მოზრდილ ასაკშიც ვლინდება. ტრიმეთილამინურიის მქონე ზოგიერთ ბავშვს აქვს ამ დაავადების დროებით ფორმა, რომელიც თვეების ან წლების შემდეგ თავისით ქრება.

გამომწვევი მიზეზები

ჩვენ ნაწლავში არსებული ბაქტერია გვეხმარება ისეთი ცილების მონელებაში, რომლებსაც შეიცავს კვერცხი, ლობიო და ზღვის პროდუქტები. ამ პროცესის დროს ბაქტერია წარმოქმნის ძლიერი სუნის მქონე ქიმიურ ნივთიერებას, რომელსაც ტრიმეთილამინი ეწოდება.

ნორმალურ შემთხვევაში ღვიძლი წარმოქმნის ენზიმს (ცილას), ფლავინის-შემცველ მონოოქსიდაზა 3-ს (ფმო3), რომელიც შლის ტრიმეთილამინს უსუნო ტრიმეთილამინ ნ-ოქსიდის მოლეკულებად. ბევრ ადამიანს აქვს ფმო3-ის გენი, რომელიც აწვდის ინსტრუქციას ღვიძლს ამ ენზიმის (ცილის) წარმოსაქმნელად.

გენის დარღვევა

ტრიმეთილამინურიით დაავადებულ უმეტეს პაციენტებს ფმო3-ის ენზიმი არ აქვთ, ან მათი ფმო3 გენი არ მუშაობს ისე როგორც სხვა ადამიანებში, რაც ტრიმეთილამინის სხეულში დაგროვებას უწყობს ხელს.

ძირითადად ეს დაავადება არის მემკვიდრული და ვლინდება მაშინ, როდესაც ორივე მშობლებისგან აქვს მიღებული დაზიანებული ფმო3-ის გენი. მარტივად რომ ვთქვათ ორივე მშობელი ამ დაავადების მატარებელია. დაავადების მატარებელ მშობლებს შესაძლოა არ ჰქონდეთ სიმპტომები, ან შეიძლება ჰქონდეთ ამ დაავადების ეპიზოდური ან სუსტი სახით გამოვლინებები.

დადგენილია რომ დიდ ბრიტანეთში მოსახლეობის დაახლოებით 1% ამ დაავადების მატარებელია.

სხვა გამომწვევი მიზეზები

ტრიმეთილამინურიის მქონე ყველა ადამიანს არ აქვს ფმო3-ის გენის დარღვევა. ზოგიერთი შემთხვევა შესაძლოა გამოწვეული იყოს საკვებში კონკრეტული ცილების ჭარბი რაოდენობის მიღებით ან ნაწლავში ბაქტერიის სიმრავლით, რომელიც ტრიმეთლამინს წარმოქმნის.

იშვიათი შემთხვევები დაკავშირებულია ღვიძლის ან თირკმლის დაავადებასთან, რომლის დროსაც ხდება ფმო3-ის ენზიმის დაბალი აქტიურობა.

ეს დაავადება ქალებს უფრო ხშირად ემართებად ვიდრე კაცებს. ეს შეიძლება იმიტომ, რომ ქალის სასქესო ჰორმონები, როგორიცაა პროგესტერონი და ესტროგენი აძლიერებენ სიმპტომებს. ზოგიერთი შემთხვევაში სიმპტომები უარესდება სქესობრივი მომწიფების დროს და ასევე ქალებში კონკრეტულ პერიოდებში:

  • მენსტრუაციულ პერიოდამდე ან პერიოდის შემდეგ
  • კონტრაცეპტიული აბების მიღების შემდეგ
  • მენოპაუზის დროს.

ამ დაავადების დროებით სიმპტომები მცირე რაოდენობით ვლინდება ნაადრევად დაბადებულ ბავშვებში.

სტრესი და საკვები ასევე მოქმედებს სუნის გამოვლენაზე.

როგორ ხდება ტრიმეთილმინურიის დიაგნოზის დასმა?

ტრიმეთილამინურიის დიაგნოზირება ხდება შარდის ანალიზით, სადაც ზომავენ ტრიმეთილამინის (თევზის სუნის წარმომქმნელი ნივთიერება) და ტრიმეთილამინ ნ-ოქსიდის (უსუნო ვერსია) თანაფარდობას.

ამ ტესტის დროს ხდება ქოლინის ტაბლეტების გამოყენება და შარდიდან ნიმუშის აღება მომდევნო 24 საათის განმავლობაში.

ტრიმეთილამინურიის დროს, შარდში ტრიმეთლამინის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება.

დაავადების მატარებლების ტესტირება

თუ ვარაუდობენ რომ ხართ ტრიმეთლამინურიის დარღვეული გენის მატარებელი, შეიძლება ჩაგიტარონ „ტმა ჩელენჯი“ (ამას ასევე ეწოდება  „ტმა დატვირთვის ტესტი“)

ამაში შედის ტრიმეთილამინის (ტმა) აბის მიღება და შემდეგ შარდიდან მისი გამოდევნის დაკვირვება. მატარებელი ტრიმეთილამინის 20-30 % -ს გამოდევნის შარდიდან, როდესაც არამატარებელი 13%-ზე ნაკლებს, დანარჩენს კი გადაამუშავებს.

ზოგჯერ ბავშვებში, გამოკვლევების დროს, ტრიმეთილამინის აბის ჩანაცვლება ხდება ქოლინით მდიდარი საკვებით, როგორებიცაა:

  • მარილიანი წყლის თევზი
  • კვერცხი
  • გამომცხვარი ლობიო, ან სოიო
  • ღვიძლი.

ასევე შესაძლებელია გენეტიკური ტესტის ჩატარებაც და ფმო3 დარღვეული გენის ნახვა. წაიკითხეთ მეტი გენეტიკური ტესტის შესახებ.

როგორ ხდება ტრიმეთილამინურიის მკურნალობა?

დღესდღეობით არ ხდება ტრიმეთილამინურიის განკურნება, თუმცა შესაძლებელია სიმპტომების გაუმჯობესება ცხოვრების სტილის ცვლილებით და თუ აუცილებლობამ მოითხოვა ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტების მიღებით.

საკვები

თქვენ შეგიძლიათ სუნის შემცირება ტრიმეთილამინის, ქოლინის და ტრიმეთილამინ ნ-ოქსიდის შემცველი საკვების თავიდან არიდების მეშვეობით. რაც ნიშნავს, რომ უნდა მოერიდოთ შემდეგ საკვებს:

  • ხორბალზე და სიმინდზე მკვებავი ძროხის რძე
  • კვერცხი
  • ღვიძლი
  • თირკმელი
  • ბარდა
  • ლობიო
  • მიწის თხილი
  • სოიოს პროდუქტები
  • ბრუსელის კომბოსტო
  • ბროკოლი
  • კობოსტო
  • ყვავილოვანი კომბოსტო
  • ზღვის პროდუქტები (თევზი და კიბოსნაირები), თუმცა გამდინარე წყლის თევზი დასაშვებია
  • ლეციტინი და მისი შემცველი თევზის ზეთის დანამატები

მედიკამენტები

დაბალი დოზით ანტიბიოტიკების მიღება ამცირებს ბაქტერიის რაოდენობას ნაწლავში და აკეთებს ტრიმეთილამინის წარმოქმნის სუპრესიას, თუმცა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის განვითარების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა მათი მიღება პერიოდულობით, ან მათი ცვლა 2 კვრაში ერთხელ.

ლაქსატივები ასწრაფებენ საკვების ნაწლავებში გადაადგილებას, რაც შეაფერხებს ტრიმეთილამინის წარმოქმნას.

შარდში მისი რაოდენობის შემცირება, შესაძლებელია შემდეგი დანამატების მიღებით:

  • 750 მგ ნახშირი დღეში 2 ჯერ 10 დღის განმავლობაში
  • 60 მგ სპილენძის ქლოროფილინი (Chlorophyllin) დღეში 3 ჯერ 3 კვირის განმავლობაში.
  • რიბოფლავინი (vitamin B2), რათა მოხდეს ფმო3 ენზიმის აქტივაციის გაძლიერება

აუცილებლად მიმართეთ ექიმს რეჩევისთვის სანამ გადაწყვიტავთ რომელიმე ზემოთხსენებული მედიკამენტის, ან დანამატის მიღებას.

ცხოვრების სტილის საზომი

კარგი იქნება ისეთი აქტივობის თავიდან არიდება, რაც იწვევს ზედმეტ ოფლიანობას. მაგალითად სტრესი და ინტენსიური ვარჯიში. შეეცადეთ ივარჯიშოთ მსუბუქად და ისწავლოთ როგორ გაუმკლავდეთ სტრესს.

გამოიყენეთ 5,5-დან 6,5-მდე pH-ს მქონე შამპუნი და საპონი. მათი საშუალებით კანიდან და თმიდან მოიშორებთ ტრიმეთილამინის კვალს.

კონსულტაცია

ტრიმეთილამინურიამ შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის ცვლილება და იმოქმედოს ცხოვრების ხარისხზე. ამ დროს დეპრესია და სოციალური იზოლაცია ხშირია.

ფსიქოლოგთან საუბარი დაგეხმარებათ დეპრესიის და სხვა სიმპტომების მოგვარებაში.

კომენტარის დამატება