Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტრაქეოსტომია

ტრაქეოსტომია

341

ტრაქეოსტომია არის კისრის წინა ნაწილში განაკვეთის გაკეთება, რათა მოხდეს მილის ჩადგმა ტრაქეაში და სუნთქვის აღდგენა.

საჭიროების შემთხვევაში, მილი შეიძლება ჟანგადის წყაროსთან და სასუნთქ აპარატთან დაკავშირდეს.

მილი შეიძლება ყელსა და სასულეში დაგროვებული სითხის გამოსადევნადაც გამოვიყენოთ.

რატომ მიმართავენ ტრაქეოსტომიას

ტრაქეოსტომია შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა მიზეზის გამო, ესენია:

  • ფილტვებისთვის ჟანგბადის მიწოდება, თუ პაციენტი ვერ სუნთქავს ნორმალურად რაიმე ტრავმის ან კუნთების სისუსტის გამო.
  • ადამინისთვის სუნქთვის საშულების მიცემა, თუ სასუნთქი გზები დახშულია - ეს შეიძლება გამოიწვიოს შეშუპებამ, სიმსივნემ ან უცხო სხეულმა
  • ასპირაციის (საკვების ან სითხის ფილტვებში მოხვედრის) რისკის შემცირება, თუ პაციენტს უჭირს დახველება.

მრავალ შემთხვევაში, ტრაქეოსტომია იგეგმება წინასწარ და კეთდება საავადმყოფოში. თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება საჭირო გახდეს მისი ჰოსპიტალის გარეთ დაუყოვნებლივ ჩატარება. მაგალითად, რაიმე ავარიის დროს.

როგორ ტარდება პროცედურა

გეგმიური ტრაქეოსტომია, როგორც წესი, კეთდება ზოგადი ანესთეზიით. ეს ნიშნავს, რომ პროცედურის დროს გეძინებათ და ვერაფერს იგრძნობთ.

ექიმი ან ქირურგი მილის ჩადგმამდე ყელში ნემსით ან სკალპელით გააკეთებს განაკვეთს.

გადაუდებელ შემთხვევებში ტრაქეოსტომია კეთდება ადგილობრივი ანესთეზიით, თუ არ არის დრო ზოგადი ანესთეზიის გასაკეთებლად. ეს ნიშნავს, რომ პროცედურის დროს პაციენტს ეღვიძება, მაგრამ ძლიერ ტკივილს ვერ იგრძნობს.

საავადმყოფოში დარჩენა რამდენიმე დღე ან კვირა იქნება საჭირო. ზოგჯერ, მილის ამოღება და ჭრილობის დახურვა შესაძლებელია ჰოსპიტალის დატოვებამდეც. თუმცა, მილის დატოვება შეიძლება სამუდამოდ იყოს საჭირო, თუ პაციენტს აქვს რაიმე გრძელვადიანი პათოლოგია, რომელიც ხელს უშლის სუნთქვაში.

ტრაქეოსტომით ცხოვრება

ჩვეულებრივი ცხოვრების სტილის ქონა მუდმივი ტრაქეოსტომის მილითაც არის შესაძლებელი, მაგრამ ადაპტირებისათვის დროა საჭირო. პაციენტთა უმეტესობას თავიდან უჭირს ლაპარაკი, ჭამა, ვარჯიში და მილის სანათურის სისუფთავის და გამავლობის შენარჩუნება.

საავადმყოფოს დატოვებამდე ექიმმა პაციენტს უნდა აუხსნას, თუ როგორ უნდა მოეპყრონ ტრაქეოსტომას.

რისკები და გართულებები

ტრაქეოსტომია, ზოგადად, უსაფრთხო და ეფექტური პროცედურაა. თუმცა, ყველა სამედიცინო მანიპულაციის მსგავსად, არსებობს ისეთი გართულებების განვითარების მცირე რისკი, როგორებიცაა სისხლდენა, ინფექცია და სუნქთვის გაძნელება

კომენტარის დამატება