Meds.ge » ყველა წამალი » ქოლდრინი / qoldrini / Coldrin

ქოლდრინი / qoldrini / Coldrin

261

შემადგენლობა

ქოლდრინი-წითელი A-ს ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს _ პარაცეტამოლი - 500 მგ,

ქლორფენირამინის მალეატი - 2 მგ, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - 5 მგ და კოფეინი - 30 მგ.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ბრტყელი ზედაპირის მქონე ტაბლეტი გამყოფი ჭდით.

მოქმედების მექანიზმი

კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ქლორფენირამინის მალეატი - H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი - ალფა1-ადრენომიმეტიკი ამცირებს ზედა სასუნთქი გზებისა და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ახასიათებს სისხლძარღვების შემავიწროებელი მოქმედება.

კოფეინი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს პარაცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას.

ჩვენება

- გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცხვირის გაჭედვა, ცემინება, კუნთების ტკივილი.

უკუჩვენება

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები

ქოლდრინი-წითელი A -ს დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.

ქოლდრინი-წითელი A -თი მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.

ქოლდრინი-წითელი A -სთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიურობას.

დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში სამჯერ. 24 საათის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 4 ტაბლეტი ქოლდრინი-წითელი A -ს მიღება, ხოლო მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს არანაკლებ  4 საათს. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.

გვერდითი მოვლენები

ქოლდრინი-წითელი A არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

შენახვის ვადა და პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

4 ტაბლეტი ბლისტერზე; 1 ბლისტერი - მუყაოს კონვერტში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყნება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე)

კომენტარის დამატება