Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი

163

ტოქსოპლაზმოზი არის ინფექცია, რომელსაც იწვევს პარაზიტი სახელად Toxoplasma gondii (T. gondii).

ინფექცია გავრცელებულია მთელ მსოფლიოში, მათ შორის გაერთიანებულ სამეფოშიც, მაგრამ მისი შემთხვევები იშვიათად აღირიცხება, რადგან უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ინგლისსა და უელსში ყოველწლიურად 350 შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მაჩვენებელი რეალურად 350,000-ს აღწევს. 

კვლევების მიხედვით გაერთიანებული სამეფოს ყოველი მესამე მცხოვრები ინფიცირდება ტოქსოპლაზმოზით ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მაგრამ ეს შეუმჩნეველი რჩება.

არის თუ არა ტოქსოპლაზმოზი სახიფათო?

ტოქსოპლაზმოზი, როგორც წესი, არაა საშიში დაავადება, რადგან იმუნური სისტემა ნორმალურ პირობებში უმკლავდება ინფექციას და აფერხებს მის გამო რაიმე სერიოზული ადვადმყოფობის განვითარებას. ინფიცირების შემდეგ ადამიანთა უმეტესობას უყალიბდება იმუნიტეტი სიცოცხლის ბოლომდე.

თუმცა, ის შეიძლება სერიოზული პრობლემების გამომწვევი იყოს:

  • ქალებისთვის, რომლებმაც ინფექცია ორსულობისას შეიძინეს - ტოქსოპლაზმოზმა შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის შეწყვეტა (miscarriage) ან მკვდრადშობადობა ან ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ნაყოფზე და განაპირობოს სერიოზული გართულებები (თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი)
  • იმუნოდეფიციტური პირებისთვის, იმათთვის ვინც გადაინერგა ორგანო, აქვს აივ-ინფექცია (HIV) და იტარებენ ქიმიოთერაპიას (chemotherapy) -ამ შემთხვევაში ინფექცია შეიძლება გავრცელდეს თვალებზე, გულზე, ფილტვებსა და თავის ტვინში.

თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზი იშვიათია გაერთიანებულ სამეფოში. დაახლოებით, 1 ბავშვი 10,000-30,000-დან იბადება ამ მდგომარეობაში.

როგორ შეიძლება ტოქსოპლაზმოზი შეიძინოთ?

ტოქსოპლაზმოზის გამომწვევი პარაზიტი გვხვდება ინფიცირებული კატის ფეკალურ მასებში და ხორცში.

დაინფიცირება შეიძლება, თუ პარაზიტი მოხვდება პირის ღრუში - მაგალითად:

  • უმი, შებოლილი ან ნახევრად უმი ხორცის მომზადებისას ან ჭამისას- განსაკუთრებით ცხვირს ან ღორის ხორცის
  • გაურეცხავი ხილისა და ბოსტნეულის მირთმევისას ან დაინფიცირებული კატის ფეკალური მასებით დაბინძურებული წყლის დალევისას
  • შემთხვევით დაბინძურებული მიწის პირში მოხვედრისას ან კატის ქოთანთან კონტაქტისას.

ტოქსოპლაზმოზი არ გადაეცემა ადამიანიდან ადამიანს. იშვიათ შემთხვევებში ინფექცია შეიძლება გავრცელდეს ინფიცირებული ორგანოს გადანერგვისას ან ორსულობისას დედისგან შეიძლება გადაეცეს ნაყოფს.

გამოკვლევები ტოქსოპლაზმოზის დიაგნოსტირებისთვის

პარაზიტი T. gondii-ს აღმოსაჩენად შეიძლება გაკეთდეს სისხლის ანალიზი.

კველევები ტარდება, თუ არსებობს ინფიცირების რისკები და გაქვთ სიმპტომები ან ხართ სერიოზული პრობლემების რისკის ქვეშ. მაგალითად, კლვევები რეკომენდირებული იქნება, თუ გაქვთ აივ-ინფექცია.

გაერთიანებულ სამეფოში ორსულობისას კვლევა ტოქსოპლაზმოზის დასადასტურებლად რუტინულად არ ტარდება. თუ ეჭვობთ, რომ დაინფიცირდით ორსულობისას, გაესაუბრეთ ბებიაქალს, ოჯახის ექიმს ან მეანს შემდგომ კვლევებზე.

ტოქსოპლაზმოზის მკურნალობა

სხვა მხრივ ჯანმრთელ ადამიანში ტოქსოპლაზმოზი არ მოითხოვს რაიმე მკურნალობას.

ინფექციის სამკურნალოდ მედიკამენტები საჭირო ხდება მხოლოდ მძიმე შემთხვევების დროს ან გართულებების პრევენციისათვის იმ პაციენტებში, რომლებსაც რისკ-ფაქტორები გააჩნიათ. რისკ-ფაქტორია მაგალითად: დასუსტებული იმუნური სისტემა. სამკურნალოდ გამოყენებული ძირითადი წამლებია პირიმეთამინი (Pyrimethamine) სულფადიაზინთან (Sulfadiazine) ერთად ან აზითრომიცინი (azithromycin) დამოუკიდებლად.

ტოქსოპლაზმოზით პირველად დაინფიცირებულ ორსულ ქალებს შეიძლება დაენიშნოს მედიკამენტი ნაყოფისთვის ინფექციის გადაცემის ან ბავშვის დაზიანების რისკის შესამცირებლად. თუმცა, ასეთ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობის ეფექტურობა დამტკიცებული არ არის.

ტოქსოპლაზმოზის პრევენცია

ტოქსოპლაზმოზის განვითარების რისკის შესამცირებლად არსებობს რამდენიმე გზა.

ესენია:

  • მებაღეობისას, განსაკუთრებით მიწასთან შეხებისას, ხელთათმანების ტარება
  • საჭმლის მომზადებამდე ხელების დაბანა
  • უმი ან ნახევრად უმი ხორცის თავიდან აცილება
  • უმი ხორცის მომზადების შემდეგ სამზარეულოს იმ აქსესუარების კარგად გარეცხვა, რომლებიც გამოიყენეთ
  • ჭამამდე ხილისა და ბოსტნეულის კარგად გარეცხვა
  • კატის ქოთნის გასუფთავება ყოველდღე
  • კატის ფეკალიებთან და მიწასთან პირდაპირი კონტაქტის თავიდან აცილება.

ეს ნორმები უნდა დაიცვათ განსაკუთრებით მაშინ, თუ ორსულად ხართ ან გაქვთ დაქვეითებული იმუნური სისტემა.

კომენტარის დამატება