Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტოქსიკური შოკის სინდრომი

ტოქსიკური შოკის სინდრომი

142

ტოქსიკური შოკის სინდრომი (ტშს) არის იშვიათი მაგრამ სიცოცხლისთვის სახიფათო ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერიები Staphylococcus aureus და Streptococcus pyogenes.

ეს ბაქტერიები, ჩვეულებრივ, ბინადრობენ კანზე, ცხვირსა და პირის ღრუში, სადაც არიან უვნებლები, მაგრამ შეუძლიათ სისხლის მიმოქცევაში მოხვედრა და ტოქსინების გამოყოფა.

ტოქსინები აზიანებენ ქსოვილებს, კანსა და ორგანოებს, და შეიძლება დაარღვიონ ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს ფუნქციონირება.

როგორ უნდა მოიქცეთ

ტშს არის გადაუდებელი მდგომარეობა და სიმტპომების გამოვლენის შემთხვევაში ოჯახის ექიმს უნდა მიმართოთ რაც შეიძლება სწრაფად.

თუ ექიმი ივარაუდებს, რომ გაქვთ ტოქსიკური შოკის სინდრომი,გადაგაგზავნიან საავადმყოფოში და შეიძლება მოგათავსონ ინტენსიური ზედამხედველობის ქვეშ (intensive care unit). ამის მიზანია ინფექციასთან ბრძოლა ანტიბიოტიკებით და ორგანიზმის ფუნქციონირების ხელშეწყობა.

როგორ დიაგნოზირდება ტოქსიკური შოკის სინდრომი?

არ არსებობს ერთი რაიმე კონკრეტული კვლევა ტოქსიკური შოკის სინდრომის დასადგენად. დიაგნოზი დასტურდება ტიპიური სიმპტომების შეფასებით და დაზიანებული ორგანოს უკმარისობის აღმოჩენით.

ორგანოს ფუნქციის შეფასება შეიძლება სხვადასხვა გზით, მათ შორის სისხლისა და შარდის გამოკვლევით:

ტოქსიკური შოკის სინდრომის დიაგნოზის დადასტურება შეიძლება როდესაც:

  • გაქვთ სხეულის მაღალი ტემპერატურა, 38.9C ან მეტი
  • გაქვთ სისხლის დაბალი წნევა (low blood pressure), კოლაფსი და თავბრუსხვევა
  • გაქვთ გავრცელებული, ბრტყელი, წითელი გამონაყარი კანზე
  • სამი ან მეტი ორგანო დაზიანდა ინფექციით
  • სტაფილოკოკით ან სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია აშკარაა ან ძალზე ჰგავს მას.

თუ ყველა ზევით ჩამოთვლილი სახეზეა, სავარაუდოა ტოქსიკური შოკის სინდრომი.

ვინ არის რიკს-ჯგუფში?

ტოქსიკური შოკის სინდრომი ყველას შეიძლება განუვითარდეს - ქალებს, მამაკაცებსა და ბავშვებს. თუმცა, გაუგებარი მიზეზების გამო აღსანიშნავია შემთხვევათა დიდი რაოდენობა იმ ქალებში, რომლებიც მენსტრუალური ციკლის დროს ხმარობენ ტამპონს, განსაკუთრებით „კარგად შემწოვ“ ტამპონს.

ტოქსიკური შოკის სინდრომი ასევე შეიძლება განვითარდეს დაინფიცირებული ძირმაგარას (boil), ნაკბენის (insect bite) ან ჭრილობის გამოც. ზოგჯერ ის ასოცირებულია კანის დამწვრობებთან (burn or scald), რომლების მეშვეობითაც ორგანიზმში ხვდება ბაქტერია და ათავისუფლებს ტოქსინებს.

ტოქსიკური შოკის სინდრომის რისკი უფრო მაღალია ახალგაზრდებში. სავარაუდოდ, ეს იმიტომ ხდება, რომ ასაკოვან ხალხს უვითარდება იმუნიტეტი ბაქტერიის წარმოქმნილი ტოქსინების წინააღმდეგ.

გამოსავალი

ტოქსიკური შოკის სინდრომი სერიოზული, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა.  მკურნალობის გარეშე შოკისა და ორგანოების დაზიანების კომბინაციამ შეიძლება სიკვდილი გამოიწვიოს - განსაკუთრებით სტრეპტოკოკით ინფიცირების დროს.

მისი ადრეული დიაგნოსტირებისა და ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში, გამოჯანმრთელების შანსი საკმაოდ მაღალია და მდგომარეობის გაუმჯობესება, ძირითადად, 48 სთ-ში იგრძნობა. თუმცა, სტრეპტოკოკთან ასოცირებული ტოქსიკური შოკის სინდრომი შეიძლება მძიმედ მიმდინარეობდეს და სწრაფად პროგრესირდეს ორგანული უკმარისობა.

გამოჯანმრთელებულ პირს შეიძლება ეს მდგომარეობა გაუმეორდეს.

კომენტარის დამატება