ტონზილიტი
ტონზილიტი (გლანდების ანთება) არის ნუშისებრი ჯირკვლების ანთება. ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ინფექციებით, თუმცა, იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს ბაქტერიულმა ინფექციებმაც.
იგი ბავშვებში გავრცელებული ინფექციების ყველაზე ხშირი ტიპია, თუმცა ზოგჯერ ემართებათ მოზრდილებსაც.
ტონზილიტის სიმპტომებია:
- ყელის ტკივილი რომელიც უარესდება ყლაპვისას
- ყურის ტკივილი
- მაღალი ტემპერატურა 38C და მეტი
- ხველება
- თავის ტკივილი.
სიმპტომები ძირითადად ქრება სამ-ოთხ დღეში.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
ტონზილიტი, როგორც წესი, სერიოზულ მდგომარეობას არ წარმოადგენს. ექიმთან მხოლოდ მაშინ უნდა მიხვიდეთ, თუ სიმპტომები:
- გრძელდება ოთხ დღეზე მეტ ხანს და არ უმჯობესდება
- მძიმედ მიმდინარეობს- მაგალითად, თუ ტკივილის გამო გიჭირთ კვება, ან სმა, ან გექმნებათ სუნთქვის პრობლემები.
ექიმი გაგისინჯავთ ყელს და შეგეკითხებათ სიმპტომების შესახებ. აუცილებლობის შემთხვევაში, დიაგნოზის დასადასტურებლად, შეიძლება საჭირო გახდეს ყელიდან ნაცხის აღებაც. ანალიზის პასუხებს, როგორც წესი რამდენიმე დღე სჭირდება.
თუ ტონზილიტი ბაქტერიული ინფექციითაა გამოწვეული, ექიმმა შეიძლება დანიშნოს ანტიბიოტიკები. ბაქტერიული ინფექციის ტიპიური ნიშანები მოიცავს თეთრი, ჭირქით სავსე ბუჭტუკებს ნუშისებრ ჯირკვლებზე (გლანდებზე), ხველის არ ქონა და შეშუპებული ან მგრძნობიარე ლიმგური ჯირკვლები.
თუ მძიმე ტონზილიტი განვითარდა თინეიჯერობის ან ზრდასრულობის ასაკში, ექიმმა შეიძლება დანიშნოს სისხლის ანალიზი ინფექციურ მონონუკლეოზზე შესამოწმებლად.
ნიშისებრი ჯირკვლები (გლანდები)
ნუშისებრი ჯირკვლები, ორი პატარა ჯირკვალია და მდებარეობენ ყელის ორივე მხარეს. პატარა ბავშვებში მას ბაქტერიული ინფექციების წინააღმდეგ დამცველობითი ფუნქცია აქვს.
როდესაც ტონზილების დაინფიცირება მოხდება, ისინი ინფექციას იზოლირებას გაუკეთებენ და ხელს შეუშლიან ორგანიზმში გავრცელებაში.
რაც უფრო მოძლიერდება იმუნური სისტემა, ეს ჯირკვლები უფრო ნაკლები მნიშვნელობის ხდება და დროთა განმავლობაში დაპატარავდებიან. ადამიანთა უმრავლესობაში, ორგანიზმს შეუძლია ინფექციებთან ბრძოლა ამ ჯირკვლების გარეშეც.
ნუშისებრი ჯირკვლების ამოჭრა მხოლოდ მაშინაა რეკომენდირებული, თუ ისინი გარკვეულ პრობლემებს იწვევენ, როგორიცაა მაგალითად ანთების ხშირი ან მძიმე შემთხვევები (იხილეთ ქვემოთ).
რა იწვევს ტონზილიტს?
შემთხვევათა უმეტესობაში ტონზილიტი ვირუსული ინფექციებითაა გამოწვეული, როგორიცაა გაციების, ან გრიპის ვირუსები (ინფლუენზა).
ზოგიერთ შემთხვევაში ტონზილიტს იწვევს ბაქტერიული ინფექციები, მაგალითად A ჯგუფისსტრეპტოკოკული ბაქტერია.
ამ ტიპის ინფექციები ადვილად ვრცელდება, ამგვარად ძალიან მნიშვნელოვანია მისი გავრცელების და სხვებზე გადადებისგან თავის არიდება შემდეგი გზებით:
- მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, როგორიცაა სამსახური, სკოლა, ან საბავშვო ბაღი, სანამ თქვენი ექიმი გეტყვით, რომ დაბრუნება უსაფრთხოა (ეს ძირითადად სიმპტომების გაქრობის შემდეგ ხდება)
- დახველების და დაცემინების დროს პირზე აიფარეთ ერთჯერადი ცხვირსახოცი ან ხელსახოცი და მაშინვე გადააგდეთ
- დაობანეთ ხელები ჭამამდე, ტუალეტიდან გამოსვლის შემდეგ, ან თუ შესაძლებელი იქნება ხველებისა და ცემინების შემდეგაც.
ტონზილიტის მკურნალობა
ტონზილიტის სპეციფიური მკურნალობა არ არსებობს, სიმპტომების შემსუბუქება შესაძლებელია შემდეგი რჩევების გათვალისწინებით:
- ტკივილის მოსახსნელად მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი
- მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე
- ბევრი დაისვენეთ.
თუ ანალიზის პასუხები ბაქტერიულ გამომწვევს დაგიდასტურებთ, შესაძლოა ექიმმა გამოგიწეროთ ორალური ანტიბიოტიკების მოკლე კურსი.
თუ ეს არაეფექტური აღმოჩნდება, შეიძლება ინტრავენური (პირდაპირ ვენაში გაკეთებით) ანტიბიოტიკოთერაპია დაგჭირდეთ საავადმყოფოში.
ქრონიკული ტონზილიტი
შემთხვევათა უმეტესობაში, ტონზილიტი 1 კვირის განმავლობაში გაივლის. თუმცა, ბავშვებისა და მოზრდილების მცირე ნაწილს შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში გაუგრძელდეს, ან შეუბრუნდეს. ამას ქრონიკული ტონზილიტი ეწოდება და შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
ქირურგიული ჩარევა ძირითადად, მხოლოდ მაშინაა რეკომენდირებული, თუ პაციენტს აღენიშნა მრავლობითი მძიმე ტიპის ტონზილიტები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ან თუ ეს განმეორებითი ეპიზოდები ხელს უშლიან მას ნორმალურ აქტივობებში.
ტონზილიტის გართულებები
ტონზილიტი იშვიათად რთულდება და გართულებებს ძირითადად ბაქტერიული ტონზილიტი იწვევს.
ამ დროს ინფექცია ვრცელდება ორგანიზმის სხვა ნაწილზე. შესაძლო გართულებები მოიცავს
- შუა ყურის ინფექციას - როდესაც დაფის აპკსა და შიდა ყურს შორის არსებული სითხე ინფიცირდება ბაქტერიით
- ანგინა (პერიტონზილური აბსცესი) - აბსცესი (ჩირქგროვა), რომელიც ყალიბდება ყელის კედელსა და ერთ-ერთ ნუშისებრ ჯირკვალს შორის
- ძილის ობსტრუქციული აპნოე - როდესაც ყელის კედელი ძილის დროს დუნდება და იწვევს სუნთქვის სიძნელეებს და ცუდ ძილს.
ტონზილიტის სხვა გართულებები იშვიათია და ძირითადად ვითარდება, თუ თანმდევი ბაქტერიული ინფექცია მკურნალობის გარეშე დავტოვეთ. ეს გართულებებია:
- ქუნთრუშა - მდგომარეობა, რომელიც იწვევს გამორჩეულ მოვარდისფრო-მოწითალო გამონაყარს კანზე
- რევმატიული ცხელება - ეს იწვევს მთელს ორგანიზმში გავრცელებულ ანთებას და სიმპტომებს, როგორიცაა სახსრების ტკივილი, გამონაყარი და ორგანიზმის უკონტროლო მოძრაობებს
- გლომერულონეფრიტი - თირკმლის ფილტრების ინფექცია (შეშუპება), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ღებინება და მადის დაკარგვა.
კომენტარის დამატება