Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ენცეფალიტი

ტკიპის ნაკბენით გამოწვეული ენცეფალიტი

167

ტკიპის მიერ გამოწვეული ენცეფალიტი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც ადამიანზე გადადის ობობის მსგავსი პარაზიტის ნაკბენით, რომელსაც ტკიპა ეწოდება.

ტკიპის მიერი ენცეფალიტის სიმპტომები წააგავს გრიპს და შეიძლება მოიცავდეს

  • მაღალ ტემპერატურას (სიცხეს)
  • თავის ტკივილს 
  • გადაღლილობას 
  • კუნთების ტკივილს.

ეს სიმპტომები ძირითადად გრძელდება 8 დღემდე, რის შემდგომაც ადამიანთა უმეტესობა მთლიანად გამოჯანმრთელდება. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს უვითარდება უფრო სერიოზული სიმპტომები, რაც გამოწვეულია ვირუსის გავრცელებით ტვინის დამცავი ფენის ქსოვილში, რომელიც ფარავს თავისა და ზურგის ტვინს (მენინგიტი) ან თვითონ ტვინში (ენცეფალიტი).

ამ “მეორე სტადიის” სიმპტომები მოიცავს:

  • მენტალური სტატუსის ცვლილებას, როგორიცაა დაბნეულობა, ძილიანობა და დისორიენტაცია
  • კრუნჩხვებს
  • მკვეთრ შუქზე მგრძნობელობის მომატებას
  • ლაპარაკის უუნარობას
  • პარალიზს (სხეულის განსაზღვრული ნაწილის მოძრაობის უუნარობა).

თუ ტკიპის მიერი ენცეფალიტი მიაღწევს ამ დონეს, ძირითადად საჭირო ხდება ჰოსპიტალური მკურნალობა. ეს სიმპტომები შესაძლოა შემსუბუქდეს რამოდენიმე კვირაში, მაგრამ სრულ გამოჯანმრთელებას შესაძლოა დასჭირდეს თვეები ან წლებიც კი და ასევე არსებობს გრძელვადიანი გართულებების განვითარების რისკებიც (იხილეთ ქვემოთ).

შეფასებულია, რომ 100-იდან ერთი შემთხვევა სიკვდილით მთავრდება.

როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დახმარებას

თუ დაბრუნდით მსოფლიოს ისეთი ადგილიდან სადაც გავრცელებულია ეს დაავადება და გაქვთ გრიპის მსგავსი სიმპტომები აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ასევე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, იმ შემთხვევაში თუ ასეთ სარისკო ადგილას მოგზაურობის დროს გიკბინათ ტკიპამ და არ ხართ ტკიპისმიერი ენცეფალიტის საწინააღმდეგოდ აცრილი, ან თუ კბენის შემდეგ გაგივითარდებათ გამონაყარი ან სიცხე.

ტკიპისმიერი ენცეფალიტის შორსწასული შემთხვევები საჭიროებენ გადაუდებელ მკურნალობას საავადმყოფოში. აუცილებლად დარეკეთ 112-ზე (ან ლოკალურ დახმარების ნომერზე, იმის მიხედვით თუ რომელ ქვეყანაში ხართ) და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაგივითარდათ გრიპის მსგავსი სიმპტომები, რომლებიც სწრაფად უარესდება და მოქმედებს თქვენს გონებრივ მდგომარეობაზე.

რისკის შემცველი ადგილები

ამ დაავადების გამავრცელებელი ტკიპები არ არიან დიდ ბრიტანეთში და ამიტომ დიდ ბრიტანეთში დაინფიცირების რისკი არ არსებობს. თუმცა, ეს რისკი არსებობს ევროპაში და აზიაში. ძირითადად ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.

ასევე არსებობს ტკიპის მიერი ენცეფალიტის ორი ქვე სახეობა, რომლებიც აღმოჩენილია აღმოსავლეთ რუსეთში და აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, განსაკუთრებით კი ჩინეთის და იაპონიის ტყიან რეგიონებში.

იხლიეთ Tick Alert და National Travel Health Network and Centre (NaTHNaC) ვებგვერდები, რომლებზეც აღნიშნულია ის ადგილები სადაც გავრცელებულია ეს დაავადება.

როგორ ვრცელდება ინფექცია

ტკიპები ცხოვრობენ ტყეებში, ხეებში, ბალახებში, მდინარის ნაპირებზე, მინდვრებში და ა.შ. ისინი მარტივად შესაძლოა აღმოჩნდენ გამვლელის ტანსაცმელზე, ან კანზე.

დაავადებით შესაძლებელია დაინფიცირდეთ თუ გიკბინათ დაინფიცირებულმა ტკიპამ. ვირუსი არსებობს ტკიპის ნერწყვში, რომელიც ასევე შეიცავს ნატურალურ ანესთეტიკს, ასე რომ შეიძლება ვერც იგრძნოთ მისი ნაკბენი.

ტკიპამ შესაძლოა გიკბინოთ წელიწადის ნებისმიერ დროს, მაგრამ მისი აქტივობა მომატებულია გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისში.

იშვიათ შემთხვევებში ეს დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს არაპასტერიზირებული რძის დალევამაც, განსაკუთრებით დაინფიცირებული თხის რძის დალევამ.

რამდენად ხშირია ტკიპის მიერი ენცეფალიტი?

დიდ ბრიტანეთში 2013/14 წლებში ტკიპისმიერი ენცეფალიტის მხოლოდ 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

თუმცა, ეს დაავადება უფრო ხშირია ისეთ ადგილებში სადაც ეს ტკიპა ბინადრობს, ამიტომ საჭიროა მივიღოთ სიფრთხილის ზომები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობებით მსოფლიოში, ყოველწლიურად დაახლოებით 10000 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, მაგრამ რეალური რიცხვი გაცილებით დიდია, რადგანაც შემთხვევათა უმეტესობა არაა რეგისტრირებული.

როგორ იკურნება ტკიპის მიერი ენცეფალიტი

თუ ექიმი ფიქრობს რომ შესაძლოა გქონდეთ ეს დაავადება, ის დანიშნავს სისხლის ანალიზს ან ლუმბალურ პუნქციას (რა დროსაც ზურგის ტვინის სითხეს იღებენ), რომ დადგინდეს ხართ თუ არა ინფიცირებული.

ამჟამად, არ არსებობს ტკიპის მიერი ენცეფალიტის მკურნალობის საშუალება, დახმარება მხოლოდ სიმპტომურად მიმდინარეობს, სანამ სიმპტომები თავისით არ გაივლის.

თუ დაგიდგინდათ ტკიპის მიერი ენცეფალიტი, მკურნალობის საჭიროება არ არსებობს, გარდა სიმპტომების შესამსუბუქებლად ტკივილგამაყუჩებლების გამოყენებისა, როგორიცაა იბუპროფენი ან პარაცეტამოლი.

საავადმყოფოში დაწოლა საჭირო ხდება ძირითადად იმ შემთხვევებში, თუ განვითარდა მეორე რიგის სიმპტომები. ასეთ შემთხვევაში, საავადმყოფოში დაგენიშნებათ ინტრავენური მკურნალობა, სასუნთქი აპარატი სუნთქვის დასახმარებლად და ჰოსპიტალური მზრუნველობა.

გაიგეთ მეტი ვირუსული მენინგიტის მკურნალობასა და ენცეფალიტის მკურნალობაზე.

შესაძლო გართულებები

ინფექციის ტვინში გავრცელებით გამოწვეულმა მეორე რიგის სიმპტომებმა შესაძლებელია გამოიწვიოს გრძელვადიანი (და შესაძლოა მუდმივიც) გართულებები, როგორიცაა:

  • მეხსიერების პრობლემები
  • კონცენტრაციის პრობლემები და ყურადღების დეფიციტი
  • ქცევის თვისებების შეცვლა, მეტად იმპულსურობა და განსჯის უნარის დაკარგვა.

ეს სიმპტომები ვითარდება დაავადებული ადამიანების 10 პროცენტში.

ტკიპის მიერი ენცეფალიტის პრევენცია

პრევენციისთვის საუკეთესო გზა არის აცრა, განსაკუთრებით მაშინ, თუ აპირებთ ისეთ ადგილზე გამგზავრებას სადაც გავცელებულია ტკიპა.

ვაქცინა საკმაოდ ეფექტურია და 10 დან 9 შემთხვევაში დადებითი ეფექტი აქვს.

თუმცა, აცრის მიუხედავად მაინც აუცილებელია მიიღოთ სიფრთხილის ნორმები როგორიცაა:

  • ატაროთ გრძელ სახელოებიანი ტანსაცმელი და საველე პირობებში სიარულის დროს შარვალი გქონდეთ წინდებში ჩატანებული
  • გამოიყენოთ ტკიპების საწინააღმდეგო საშუალებები
  • ხშირად შეიმოწმოთ სხეულზე ისეთი ადგილები სადაც ტკიპები ეკვრებიან ადამიანს, ესენია თმის ზოლი ყურის უკან, იდაყვების გარშემო, მუხლის უკანა ნაწილები, საზარდულები და იღლიები.

კომენტარის დამატება