Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტკივილი მკერდის არეში

ტკივილი მკერდის არეში

214

გულმკერდის არეში ტკივილი შესაძლებელია გამოწვეული იყოს ნებისმიერი მიზეზით დაწყებული კუნთის ტკივილით, დამთავრებული გულის შეტევით, ამიტომ მისი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

როდის უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას

აუცილებლად დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ გაგივითარდათ უეცარი მწვავე ტკივილი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით კი თუ:

  • გაქვთ სიმძიმის, დაჭერის ან დაპრესვის შეგრძნება
  • ტკივილი გრძელდება 15 წუთზე მეტ ხანს
  • ტკივილი გადაეცემა სხეულის სხვა ნაწილებს, როგორიცაა მკლავები, ზურგი, ან ყბა
  • გაქვთ სხვა სიმპტომებიც, როგორიც არის სუნთქვის უკმარისობა, გულისრევის შეგრძნება, ოფლიანობა ან ხველა სისხლის ამოხველებით
  • გაქვთ კორონარული გულის დაავადების რისკი, მაგალითად, თუ ბრძანდებით მწეველი, ჭარბწონიანი, ან გაქვთ მაღალი წნევა (ჰიპერტენზია), დიაბეტი, ან მაღალი ქოლესტერინი.

თუ დისკომფორტი არ იყო ძლიერი, ან მალევე შემსუბუქდა, უმჯობესი იქნება თუ მიხვალთ თქვენს ექიმთან ან დარეკავთ 112-ზე.

შეიძლება თუ არა საქმე გვქონდეს გულის პრობლემასთან?

მკერდის ტკივილი ყოველთვის გულის პრობლემების შედეგად არ იწყება, მაგრამ ის შეიძლება ზოგჯერ იყოს სიმპტომი შემდეგი პრობლემების:

  • სტენოკარდია - როდესაც გულის კუნთების მომმარაგებელი სისხლის მიწოდება იზღუდება
  • გულის შეტევა - როდესაც გულის გარკვეულ ნაწილში მიმავალი სისხლის წყარო უეცრად იბლოკება

ამ ორივე მიზეზმა შესაძლებელია გამოიწვიოს ყრუ, ძლიერი, ან შემბოჭავი ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც შესაძლებელია ვრცელდებოდეს მკლავებზე, კისერზე, ყბაზე, ან ზურგზე. მათ ასევე შეიძლება გამოიწვიონ დამატებითი სიმპტომები, როგორებიცაა სუნთქვის შეკრულობა და გულისრევა.

ამ მდგომარეობებს შორის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი არის ის, რომ სტენოკარდიით გამოწვეული გულმკერდის ტკივილი პროვოცირებულია ფიზიკური აქტივობით, ან ემოციური სტრესით და უმჯობესდება რამდენიმეწუთიანი დასვენების შემდეგ.

თუ ადრე გქონდათ სტენოკარდიის დიაგნოზი დასმული, ტკივილი შესაძლებელია შეგიმსუბუქოთ თქვენი სტენოკარდიის წამლებმა.

სიმპტომები, რომლებიც გრძელდება 15 წუთზე მეტ ხანს, მოსვენებულ მდგომარეობაში და მოიცავს ოფლიანობას და ღებინებას დიდი ალბათობით გამოწვეულია გულის შეტევით.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ ან სხვა ადამიანს აქვს გულის შეტევა, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს

არ ინერვიულოთ თუ არ ხართ დარწმუნებული არის თუ არა ეს ნამდვილად გულის შეტევა. უმჯობესია სამედიცინო პერსონალი მივიდეს გამოძახების ადგილზე და დამოწმდეს, რომ ეს იყო მართლა თქვენი შეცდომა, ვიდრე მივიდნენ მაშინ , როდესაც უკვე დაგვიანებულია სიცოცხლის გადარჩენა.

თუ გაქვთ სტენოკარდიული შეტევა და ეს დიაგნოზი ადრეც გქონდათ დასმული, მიიღეთ ის მედიკამენტი, რომელიც გქონდათ ადრე გამოწერილი. თუ პირველმა დოზამ არ გამოიღო შედეგი, მეორე განმეორებითი დოზის მიღება შეგიძლიათ პირველი დოზის მიღებიდან 5 წუთის შემდეგ.

თუ მეორე დოზის მიღებიდან 5 წუთში კიდევ არ იგრძენით გაუმჯობესება აუცილებლად დარეკეთ 112-ზე და მოითხოვეთ სასწრაფო დახმარება.

გულმკერდის არეში ტკივილის მთავარი გამომწვევები

უმეტეს შემთხვევაში ასეთი ტიპის ტკივილი არ არის გულის მიერ გამოწვეული და არ წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ პრობლემას. ხშირ მიზეზები ჩამოთვლილია ქვემოთ.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ეს ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ინფორმაციის მისაღებად, რომ შეგექმნათ აზრი თუ რისგან შეიძლება იყოს გამოწვეული ტკივილი, მაგრამ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს დიაგნოზის დასასმელად. არ ეცადოთ დიაგნოზის თქვენ თვითონ დასმა!

გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (გერდ)

გულძმარვა და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადება (გერდ) – ხშირი მდგომარეობაა, როდესაც მჟავა კუჭიდან ამოდის საყლაპავ მილში. ამ დაავადების ძირითადი სიმპტომები მოიცავს:

  • მწველ მკერდის ტკივილს (გულძმარვა)
  • უსიამოვნო გემო პირის ღრუში, რომელიც გამოწვეულია კუჭის სიმჟავის პირში ამოსვლით

ეს სიმპტომები, როგორც წესი ხდება ჭამის შემდეგ და უარესდება თუ ძლირად მოიხრებით, ან დაწვებით.

ამ შემთხვევას უწოდებენ გულძმარვას და გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის დაავადებას. ის ძალიან მარტივად შეიძლება განიკურნოს ცხოვრების წესის შეცვლის შედეგად და თუ საჭირო გახდა მედიკამენტოზური მკურნალობით.

იხილეთ მეტი გასტრო-ეზოფაგური-რეფლუქსის დაავადების მკურნალობის შესახებ.

ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ გულისმიერი ტკივილიც შეიძლება განვითარდეს წოლის დროს. მაგალითად, სტენოკარდიული დეკუბიტუსი, არის გულის უკმარისობის გართულება, რაც იწვევს ჩხვლეტისა და მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულის გარშემო.

უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ გულმკერდის არეში უცნობი ეტიოლოგიის ტკივილი დაწოლილ მდგომარეობაში.

ძვლის ან კუნთების ტკივილი

თუ თქვენი მკერდი მტკივნეულია და მგრძნობიარე დაჭერის მიმართ, ის შესაძლებელია გამოწვეული იყოს მკერდის კედლის კუნთების დაჭიმულობით კუნთების დაჭიმულობით. შესძლებელია ტკივილი იყოს გასაოცრად მტკივნეული, მაგრამ დასვენებასთან ერთად ნელ-ნელა ქრება. ტკივილი გაქრება და კუნთი აღდგება დროთა განმავლობაში.

თუ აღგენიშნებათ ტკივილი, შესიება და დაჭიმულობა ნეკნების გარშემო და ტკივილი უარესდება დაწოლისას, ასევე აღგენიშნებათ ღრმა სუნთქვა, ხველა, ან ცემინება, შესაძლებელია ეს გამოწვეული იყოს მდგომარეობით, რომელსაც კოსტოქონდრიტი ეწოდება (მკერდის ძვალთან ნეკნების შეერთების ადგილას არსებული სახსრების ანთება). სიმპტომები უნდა შემსუბუქდეს რამდენიმე კვირის განმავლობაში და შესაძლებელია შემსუბუქდეს ტკივილგამაყუჩებლებით.

გაღიზიანება და პანიკური შეტევები

ტკივილი გულმკერდის არეში შეიძლება გამოწვეული იყოს სხვა მიზეზებითაც, როგორიც არის გაღიზიანება, ან  პანიკური შეტევები. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, გულის რითმის დარღვევა, თავბრუსხვევა და ოფლიანობა.

პანიკური შეტევების უმრავლესობა გრძელდება 5-დან 20 წუთამდე. გრძელვადიან პერიოდში, შესაძლებელია იგრძნოთ შვება თუ მიმართავთ პროფესიონალ ფსიქოლოგს ფსიქოლოგიური თერაპიისთვის, ან წამლების დასანიშნად, ან ორივე ერთად. წაიკითხეთ მეტი პანიკური შეტევების გამკლავებაზე.

ფილტვების დაავადებები

თუ გაქვთ მკერდის მწვავე ტკივილი, რომელიც უარესდება ჩასუნთქვის და ამოსუნთქვის დროს და თან ახლავსსხვა სიმპტომები, როგორიცაა ხველა და სუნთქვის შეკრულობა, ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს დაავადებებით, რომელიც გავლენას ახდენს ფილტვებზე და მის შემომსაზღვრავ ქსოვილებზე. ეს დაავადებებია:

  • პნევმონია – ფილტვების ანთება, რომელიც უმეტესწილად გამოწვეულია ინფექციით
  • პლევრისი (pleurisy) – ფილტვების გარემომცველი მემბრანის ანთება

პნევმონიის არამწვავე შემთხვევების განკურნება შესაძლებელია ანტიბიოტიკებით, დასვენებით და დიდი რაოდენობით სითხეების მიღებით. ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სხვა დამატებითი ჯანმრთელობის პრობლემები, პნევმონია შესაძლებელია მიმდინარეობდეს მწვავედ და მათ შესაძლებელია დასჭირდეთ ჰოსპიტალური მკურნალობა.

პრევრისის მკურნალობა დამოკიდებული იქნება მის გამომწვევ მიზეზზე. თუ ის გამოწვეულია ვირუსული ინფექციით, ის ხშირად მკურნალობის გარეშე გაივლის, ხოლო თუ ის გამოწვეულია ბაქტერიული ინფექციით, როგორც წესი დასჭირდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა.

ამ შემთხვევაშიც, თუ ამ დაავადებასთან ერტად პაციენტს აღენიშნება სუსტი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ან რაიმე სხვა დაავადება შესაძლებელია საჭირო გახდეს მათი საავადმყოფოში გადაყვანა სამკურნალოდ.

სხვა შესაძლო მიზეზები

მკერდის ტკივილის შესაძლებელია ბევრი სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, რომლებიც მოიცავენ:

  • ჰერპესი  - ეს არის ნერვების და მის გარშემო არსებული კანის ინფექცია, რომელიც იწვევს მტკივნეულ გამონაყარს, რომელიც გადაიზრდება მუწუკებში, რომელიც ქავილს იწვევს.
  • მასტიტი - არის სარძევე ჯირკვლის ტკივილი და შესიება, რომელიც გამოწვეულია ინფექციით და ხშირად გხვდება ძუძუთი კვების პერიოდში.
  • მწვავე ქოლეცისტიტი – ნაღვლის ბუშტის ანთება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი მწვავე ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში, რომელიც ვრცელდება მარჯვენა მხრისკენ
  • კუჭის წყლული – კუჭის ამომფენი ქსოვილის გარღვევა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მწველი, ან ღრღნის მსგავსი ტკივილი მუცელში
  • პულმონარული ემბოლია (pulmonary embolism) – გულიდან ფილტვში სისხლის მიმწოდებელი სისხლძარღვის დაცობა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ძალიან მწვავე/გაუსაძლისი მკერდის ტკივილი, რომელიც შეიძლება უარესდებოდეს ჩასუნთქვის დროს, ასევე შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეკავება, ხველა და თავბრუსხვევა.
  • პერიკარდიტი - გულის პარკუჭის ანთება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს უეცარი მწვავე ტკივილი მკერდის არეში, ან უფრო ყრუ ტკივილის მსგავსი. ტკივილი როგორც წესი, უარესდება დაწოლისას.

ამ დაავადებებიდან ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ძალიან სერიოზული. ამიტომ აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს მკერდის ტკივილის ნებისმიერი ფორმით განვითარებისას, რომ სწორად მოხდეს თქვენი დიაგნოზირება.

კომენტარის დამატება