Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტკივილი მენსტრუაციის დროს (დისმენორეა მენსტრუაციის ტკივილი)

ტკივილი მენსტრუაციის დროს (დისმენორეა მენსტრუაციის ტკივილი)

139

ქალების უმეტესობას, მენსტრუაციის დროს, აწუხებს მენსტრუაციული ტკივილი, ცხოვრების რომელიღაც ეტაპზე მაინც. ამ ტკივილის პერიოდს დისმენორეა ეწოდება.

მენსტრუაციის ტკვილი კუნთის სპაზმს ჰგავს, რომელიც მუცლის ქვევითა ნაწილში ვითარდება, მაგრამ შეიძლება ზურგზე და გვერდებზეც გავრცელდეს. ზოგჯერ ტკივილი ინტენსიური სპაზმებით გამოიხატება, ზოგჯერ კი უფრო დიდხანს გრძლედება, მაგრამ უფრო მოყუჩებულია.

ტკივილი სისხლდენასთან ერთად იწყება და როგორც წესი 48-72 საათი გრძელდება.

რატომ ემართებათ

ტკივილს მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს კუნთის შეკუმშვა იწვევს. ეს საშვილოსნოს კედლის სისხლძარღვებს ავიწროვებს და მცირე ხნით კეტავს მათ, რაც შესაბამისად იწვევს საშვილოსნოს ჟანგბადით მომარაგების შეწყვეტას და იწვევს ტკივილს.

იშვიათად, ტკივილი შეიძლება სხვა თანმხლები დაავადებით იყოს გამოწვეული, როგორიცაა ენდომეტრიოზი ან მენჯის ღრუს ანთებითი დაავადება. ეს ცნობილია, როგორც მეორადი დისმენორეა.

რამდენად ხშირია ეს მდგომარეობა?

მენსტრუაციის დროს ტკივილი ძალიან ხშირია. კვლევების მიხედვით მენსტრუაციის დროს, ქალების 90%-მდე განიცდის ტკივილს და დისკომფორტს.

რადგან ეს ტკივილი სხვადასხვა ქალში სხვადასხვანაირად ვლინდება, მისი კატეგორიზაცია ძნელია, მაგრამ ერთი კვლევის მიხედვით, რომელიც სიმპტომებს იკვლევდა 400-ზე მეტ ქალში დადგინდა, რომ ქალების 20%-ისთვის ტკივილი საშუალო სიძლიერის იყო, 2%-ისთვის კი ძლიერი.

სხვა კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ ქალების 14%-ს მენსტრუაციის დროს ხშირად არ შეეძლოთ სამსახურში წასვლა, ტკივილის გამო.

თუმცა, თუ ტკივილი არ არის გამოწვეული სხვა თანმდევი მდგომარეობით, ის ასაკის მატებასთან ერთად თანდათან მსუბუქდება.

მრავალი ქალი ტკივილის შემსუბუქებას გრძნობს ბავშვის გაჩენის შემდეგ.

რა მოვიმოქმედოთ

მტკივნეული მენსტრუაციის შემთხვევების უმეტესობის მკურნალობა სახლშიც შესაძლებელია. ურეცეპტოდ გასაცემი, უამრავი ტკივილგამაყუჩებელია ხელმისაწვდომი. ასევე არსებობს თვით-დახმარების მეთოდებიც, რომლებმაც შეიძლება შეამსუბუქოს ტკივილი, როგორებიცაა თბილი საფენის დადება, ან მსუბუქი ვარჯიში.

თუ მენსტრუაცია ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, გაესინჯეთ ექიმს. ის დაადგენს სხვა მიზეზი ხომ არ იწვევს ტკივილს.

კომენტარის დამატება