ტინიტუსი
ტერმინი ტინიტუსი, გამოხატავს ნებისმიერ ხმას, რომელიც ადამიანს ესმის თავისი ორგანიზმის სიღრმიდან და ეს ხმა აღემატება დანარჩენ, ორგანიზმის გარეთ არსებული წყაროდან გავრცელებულ ხმებს.
ამასთანავე, ტინიტუსი ხშირად დახასიათებულია როგორც „ზარის რეკვის ხმა ყურებში“, რამდენიმენაირი ხმა შეიძლება იყოს აღქმული, მათ შორის:
- გუგუნი
- ზუზუნი
- კრაჭუნი (კბილის)
- შიშინი
- სტვენა
- სისინი.
ზოგიერთ ადამიანს ესმის მუსიკის ან სიმღერის მსგავსი ხმები და ზოგიერთს კი პულსირებული, ამ უკანასკნელს ეწოდება პულსური ტინიტუსი.
ბევრი ადამიანი სწავლობს, თუ როგორ იცხოვროს ტინიტუსთან ერთად, ხშირად ამან შეიძლება იქონიოს მნიშვნელოვანი გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე. მაგალითად შეიძლება იმოქმედოს კონცენტრაციაზე, გამოიწვიოს ძილის პრობლემებიანდეპრესია.
რამდენად სერიოზულია ეს?
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტინიტუსი თავისი არსით არ არის საზიანო და შეიძლება გამოსწორდეს დროთა განმავლობაში. თუმცაღა არ არსებობს მკურნალობის ისეთი გზა, რომელიც იქნება ერთნაირად უმჯობესი ყველასთვის. თუ ძირითადი გამომწვევი მიზეზი დადგინდება, ხშირ შემთხვევაში ეფექტური მკურნალობაც იქნება შესაძლებელი.
ტინიტუსის დიაგნოზირება
აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ გამუდმებით გესმით ხმები როგორიცაა ზუზუნი, გუგუნი, ზარის ხმა ან რეგულარულად გაქვთ ეპიზოდები, როცა გესმით ეს ხმები.
ის გკითხავთ ამ ხმებზე და შეამოწმებს თქვენს ყურებს. შეიძლება გაგაგზავნოთ ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტთან ან აუდიოლოგისტთან (სპეციალისტი სმენის დარღვევებში).
სპეციალისტი ჩაგიტარებთ სხვადასხვა გამოკვლევებს, შესაძლო ძირითადი მიზეზის გამოსავლენად. ასევე გადახედავენ თქვენს სამედიცინო ისტორიას და გკითხავენ უფრო ზუსტად როგორი ტიპის ხმა გესმით და რა სიმწვავისაა ის.
რა იწვევს ტინიტუსს?
ტინიტუსი შეიძლება თანდათანობით, დროთა განმავლობაში, ან უეცრად განვითარდეს. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ ხშირად ხდება სხემის დაქვეითებასთან ერთად.
ტინიტუსი ხშირად დაკავშირებულია:
- ასაკთან დაკავშირებულ სმენის დაქვეითებასთან
- შიდა ყურის დაზიანებასთან, რომელიც გამოწვეულია ღმამაღალი ხმების დიდი ხნის განმავლობაში მოსმენით
- ყურის გოგირდის დაგროვებასთან
- შუა ყურის ინფექციებთან
- მენიერის დაავადებასთან, მდგომარეობა, რომელიც ასევე იწვევს სმენის დაქვეითებას და ვერტიგოს (თავბრუსხვევის შეგრძნებას
- ოტოსკლეროზი - მემკვიდრეობითი მდგომარეობა, როდესაც შუა ყურში ძვლის ანომალიური ზრდა იწვევს სმენის დაკარგვას.
თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ტინიტუსის მქონე სამიდან ერთ ადამიანს საერთოდ არ აქვს რაიმე გარკვეული პრობლემა ყურებთან ან სმენასთან დაკავშირებული.
ვის ემართება?
ადამიანთა უმრავლესობას, ხმამაღალი ხმების მოსმენის შემდეგ, მაგალითად მუსიკალურ კონცერტზე ყოფნის შემდეგ, ემართება ტინიტუსი მცირე ხნით.
ტინიტუსი შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, მათ შორის ბავშვებსაც, მაგრამ უფრო ხშირია 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
ტინიტუსის მკურნალობა
ამ მომენტისათვის არ არსებობს მკურნალობის ისეთი გზა, რომელიც იქნება ერთნაირად ეფექტური ყველასთვის. თუმცა გრძელდება კვლევები, რომ ეფექტური მკურნალობის შესაქმნელად.
თუ ტინიტუსის ძირითად გამომწვევ მიზეზს აღმოვაჩენთ, მკურნალობაც უფრო ეფექტური გახდება. მაგალითად თუ ყურის გოგირდია მომატებული, ყურის წვეთები ან ყურის ამორეცხვა (ჰერმეტიზებული წყლის გამოყენებით, რომ მოაშოროს ყურის გოგირდი) იქნება რეკომენდირებული.
თუ სპეციფიური გამომწვევი ვერ იქნა მიკვლეული, მაშინ ფოკუსირება მოხდება ყუველდღიურ კონტროლზე. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- ხმოვან თერაპიას - ტინიტუსის ხმებისგან ყურადღების გადასატანად ნეიტრალური ხმების მოსმენა
- კონსულტაციები - თერაპიის სახეობა, რომელიც ადამიანებს ასწავლის თავიანთი მდგომარეობის შესახებ და მათი გამკლავების შესაძლო ეფექტურ გზებს
- შემეცნებით-ქცევითი თერაპია - ამ ტიპის თერაპია მიზნად ისახავს პაციენტის აზრის შეცვლას თავისივე მდგომარეობაზე, ამის შემდგეგ მათ შეეძლებათ გამონახონ უფრო ეფექტური გზები მასთან ბძროლაში
ასევე შეიძლება დამხმარე აღმოჩნდეს თვით-დახმარების ეთოდებიც, როგორებიცაა რელაქსაციის ტექნიკები ან ძილის მოწესრიგება.
კომენტარის დამატება