Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტვინის შერყევა (კონტუზია)

ტვინის შერყევა (კონტუზია)

281

კონტუზია (ტვინის შერყევა) ტვინის ფუნქციის უეცარი, მაგრამ ხანმოკლე დაკარგვაა, რომელიც ხშირად დარტყმის, ან თავზე მიყენებული სხვა სახის დაზიანებების დროს აღინიშნება. კონტუზია, თავის ტვინის ყველაზე გავრცელებული, მაგრამ ყველაზე ნაკლებად სერიოზული დაზიანებაა.

კონტუზიის სამედიცინო ტერმინი თავის ტვინის მინორული ტრავმული დაზიანებაა.

კონტუზიის სიმპტომებია:

  • ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა
  • მეხსიერების დაკარგვის პერიოდები
  • მხედველობის დარღვევა, მაგალითად „ვარკსკვლავები თვალებში“ ან ბუნდოვანი მხედველობა
  • დაბნეულობის პერიოდები, სულელური გამომეტყველება ან თავის დაზიანების შემდეგ კითხებზე პასუხების დაყოვნება.

ტვინის შერყევა დიაგნოზირდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტვინის სკანირების შემდეგ, ტვინი ნორმალურია და არ აღინიშნება სისხლდენა, ან შეშუპება.

როდის უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას

კონტუზიის დიაგნოზირება უნდა მოახდინოს მხოლოდ და მხოლოდ თავის დაზიანებების შეფასებაში გამოცდილმა პროფესიონალმა ექიმმა. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ მხოლოდ მათ შეეძლებათ გამორიცხონ ტვინის ისეთი სერიოზული დაზიანებები, რომლებიც საჭიროებს ტვინის სკანირებას ან ოპერაციას.

აუცილებლად უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას, თუ ვინმეს თავის დაზიანების შემდეგ განუვითარდება შემდეგი სიმპტომები:

  • ცნობიერების დაკარგვა მოკლე პერიოდით
  • მეხსიერების დაკარგვა, როდორიცაა მაგალითად თავის დაზიანებამდე ან დაზიანების შემდეგ, მომხდარის ვერ გახსენება
  • დაზიანების შემდეგ, გაგრძელებადი თავის ტკივილები
  • ქცევის ცვლილებები, როგორიცაა გაღიზიანებულობა, გონებაგაფანტულობა, ყურადღების ადვილად დაკარგვა, ან გარე სამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვა - ეს განსაკუთრებით ხშირი ნიშანია ხუთ წლამდე ბავშვებში
  • დაბნეულობა
  • ძილიანობა, როდესაც წესით ფხიზლად უნდა იყოს
  • წონასწორობის დაკარგვა და სიარულის პრობლემები
  • ადამიანების ნათქვამის გააზრების სიძნელე
  • მეტყველების გაძნელება, როგორიცაა ენის დაბმა
  • წერის ან კითხვის პრობლემები
  • თავის დაზიანების შემდეგ ღებინება
  • მხედველობის პრობლემები, როგორიცაა გაორებული მხედველობა
  • სხეულის ნაწილში ძალის დაკარგვა, მაგალითად სისუსტე ხელში ან ფეხში
  • ცხვილიდან ან ყურიდან გამჭვირვალე სითხის გამონადენი (ეს შეიძება იყოს ცერებროსპინალური სითხე, რომელიც შემოსაზღვრავს ტვინს)
  • უეცრად განვითარებული სიყრუე ერთ ან პრივე ყურში
  • თავზე ან სახეზე რაიმე სახის ჭრილობა.

ნასვამი ადამიანი, წაქცევის ან თავის დარტყმის შემდეგ აუცილებლად უნდა მივიდეს სასწრაფო დახმარებისთვის სამედიცინო პუნქტში, რადგან მისი სიმპტომები შეიძლება გამოეპაროთ სხვებს.

აუცილებლად დაუყოვნელივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ადამიანი, რომელმაც მიიღო თავის დაზიანება:

  • ტრავმის შემდეგ ისევ უგონოდაა
  • აღენიშნება გულყრები და კრუნჩხვები
  • აღენიშნება სისხლდენა ერთი, ან ორივე ყურიდან
  • ტრავმის შემდეგ აღებინა
  • უჭირს ფხიზლად ყოფნა, საუბარი ან ნათქვამის გაგება.

ადამიანს თავის დაზიანებისადმი მგრძნობიარეს ხდის გარკვეული დეტალები:

  • 65 წელს გადაცილებული ადამიანები
  • ადრე არსებული თავის ტვინის ქირურგიული ოპერაცია
  • მდგომარეობა, რომელიც აადვილებს სისხლდენა, როგორიცაა მაგალითად ჰემოფილია
  • მდგომარეობა, რომელიც სისხლს მიდრეკილს ხდის შედედებისადმი, როგორიცაა თრომბოფილია
  • ანტიკოაგულანტური წამლების მიღება, როგორიცაა ასპირინი და ვარფარინი, რომ მოხდეს სისხლის კოლტების პრევენცია.

არსებობს მეთოდები, რითაც შეძლებთ ტვინის შერყევის სიმპტომების შემსუბუქებას, სახლის პირობებში, მათ შორის:

  • შეშუპების შემცირების მიზნით, დაზიანების ადგილზე ცივი საფენები დაიდეთ - შეიძლება გამოგადგეთ პირსახოცში გახვეული გაყინული ბოსტნეული, ან ყინულები, მაგრამ არავიტარ შემთხვევაში არ დაიდოთ ყინული პირდაპირ კანზე
  • ტკივილის მართვის მიზნით მიიღეთ პარაცეტამოლი. არ მიითოთ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლები, როგორიცაა იბუპროფენი, ან ასპირინი, რადგან ამათ შეიძლება გამოიწვიონ სისხლდენა
  • მოერიდეთ ალკოჰოლის, ან რეკრეაციული პრეპარატების მიღებას.

გამოჯანმრთელება

ტვინის შერყევის შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აუცილებელია ინტენსიური მეთვალყურეობა. ეს ძირითადად საჭიროა 48 საათის განმავლობაში.

დაკვირვება აუცილებელია, რადგან ტვინის შერყევისათვის დამახასიათებელი სიმპტომები შეიძლება უფრო სერიოზული პათოლოგიების ნიშნები იყოს, მაგალითად:

  • სისხლდენა თავის ქალას ძვლებსა და თავის ტვინს შორის (სუბდურული ჰემატომა/subdural haematoma)
  • სისხლდენა თავის ტვინის ზედაპირზე (სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა/subarachnoid haemorrhage)

პერსპექტივა

მაშინ როცა სამედიცინო ტერმინი „თავის ტვინის მინორული ტრავმული დაზიანება“ შეიძლება სერიოზულად ჟღერდეს, ჩვეულებრივ ტვინის დაზიანების რეალური ხარისხი მინიმალურია და ხანგრძლივ პრობლემებს, ან გართულებებს არ იწვევს ხოლმე.

არსებობს იმის დადასტურება, რომ კონტუზიის განმეორებითმა ეპიზოდებმა შესაძლოა მენტალურ უნარებთან დაკავშირებული ხანგრძლივი პრობლემები და დემენცია/dementia გამოიწვიოს. დემენციის ეს ფორმა ქრონიკული ტრავმული ენცეფალოპათის სახელწოდებითაა ცნობილი.

თუმცა, ეს ფაქტორი მხოლოდ ისეთი პროფესიონალი ათლეტებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს, როგორებიც მოკრივეები (ზოგჯერ ქრონიკულ ტრავმულ ენცეფალოპათიას „მოკრივეების ტვინს“ უწოდებენ) არიან.

პოსტ-კონტუზიური სინდრომი ნაკლებად შესწავლილი მდგომარეობაა, რომლის დროსაც კონტუზიის სიმპტომები შეიძლება რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე გაგრძელდეს.

ვინ იმყოფება რისკის ქვეშ?

კონტუზიის შემთხვევების უმრავლესობა 5-14 წლის ბავშვებში აღინიშნება. ამის გამომწვევი 2 უხშირესი მიზეზი სპორტისა და ველოსიპედის ტარებისას მომხდარი უბედური შემთხვევებია.

შედარებით მოზრდილ პოპულაციაში, კონტუზიის გამომწვევი უფრო გავრცელებული მიზეზი დაცემა და სატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული უბედური შემთხვევაა.

პირები, რომლებიც რეგულარულად მისდევენ გუნდურ სპორტს, მაგალითად ფეხბურთსა და რაგბს, კონტუზიის განვითარების შედარებით მაღალი რისკი აქვთ.

კომენტარის დამატება