ტვინის სიკვდილი
ტვინის სიკვდილი ნიშნავს, როდესაც ადამიანის ტვინის ღეროს არანაირი აქტიურობა აღარ აქვს და მუდმივად დაკარგა გონებაზე მოსვლის შესაძლებლობა და სუნთქვის უნარი.
ეს შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადამიანი მიერთებულია ხელოვნური სუნთქვის აპარატზე და მისი საშუალებით მისი გული ცემს და ჟანგბადიც მოძრაობს მის სისხლში.
ადამიანის სიკვდილის დადასტურება ხდება მაშინ, როდესაც მისი ტვინის ღეროს ფუნქცია საბოლოოდ დაიკარგება.
სიკვდილის დადასტურება
წარსულში სიკვდილის ‘დიაგნოზს’ პირდაპირ სვამდნენ - თუკი გული არ ცემდა და
ადამიანი არ სუნთქავდა. თუმცა, თავის მხრივ, სისხლის მიწოდების გაჩერების გამო ტვინის ღეროს ჟანგბადის მიწოდება შეუწყდება და თავის ფუნქციას მალევე დაკარგავს.
ახლა სიკვდილის დადასტურება უფრო რთული პროცესია, რადგან ტვინის ღეროს ფუნქციის დაკარგვის შემდეგაც შესაძლებელია, ადამიანის გულის ცემა ხელოვნურად შეინარჩუნონ. ამას ხელოვნური სუნთქვის აპარატით აკეთებენ, რომლის საშუალებითაც სხეულის ჟანგადით მომარაგება ხდება.
თუმცა, თუ ტვინის ღერომ თავისი ფუნქცია დაკარგა, მისი აღდგენის შანსი არ არსებობს, ამიტომაც ადრე თუ გვიან, აპარატის მიუხედავადაც კი გულის ცემა შეწყდება.
ოჯახის წევრების და მეგობრებისთვის ზედმეტი ტკივილის მიყენებისგან თავის ასარიდებლად, ტვინის ღეროს ფუნქციის დაკარგვის დადასტურების შემდეგ სუნთქვის აპარატს თიშავენ.
ტვინის ღერო
ტვინის ღერო ტვინის ყველაზე ქვედა ნაწილია, რომელიც ზურგის ტვინს (ნერვული ქსოვილის სვეტი, რომელიც ხერხემალშია მოთავსებული) უკავშირდება.
ტვინის ღერო არეგულირებს ორგანიზმის ავტომატური ფუნქციების უმეტესობას, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლისთვის. ესენია:
- სუნთქვა
- გულის ცემა
- სისხლის წნევა
- ყლაპვა.
ტვინის ღერო ასევე მონაწილეობას იღებს სხეულსა და ტვინს შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესში. ის დიდ, როლს ასრულებს ტვინის ძირითად ფუნქციებში, როგორიცაა ცნობიერება და მოძრაობა.
ტვინის ღეროს სიკვდილის შემდეგ, უკვე შეუძლებელია გონებაზე მოსვლა. ამასთან ერთად ორგანიზმს აღარ ექნება დამოუკიდებლად სუნთქვისა და არსებობის უნარი და შესაბამისად მოკვდება.
როგორ ხდება ტვინის სიკვდილი?
ტვინის სიკვდილი შეიძლება მოხდეს, როდესაც ტვინს შეუწყდება სისხლის და/ან ჟანგბადის მიწოდება. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:
- გულის გაჩერება - ამ დროს ტვინს სისხლი და შესაბამისად ჟანგბადი აღარ მიეწოდება
- გულის შეტევა - საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ამ დროს გულის სისხლმომარაგება უეცრად იბლოკება
- ინსულტი - საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, ამ დროს ტვინის სისხლომარაგება ირღვევა
- სისხლის კოლტი (blood clot)- სხეულის რომელიმე სისხლძარღვის დაბლოკვა. ამ დროს სხეულის გარკვეული ნაწილის სისხლმომარაგება აღარ ხდება.
ტვინის სიკვდილის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს:
- თავის მძიმე ტრავმა (severe head injury)
- ინფექცია, როგორიცაა ენცეფალიტი (ტვინის ვირუსული ინფექცია)
- ტვინის სიმსივნე (ტვინში უჯრედების უკონტროლო ზრდა)(brain tumour).
ვეგეტატიური მდგომარეობა
ტვინის სიკვდილსა და ვეგეტატიურ მდომაორებას (persistent vegetative state) შორის, რომელიც შეიძლება ტვინის მძიმე დაზიანების შემდეგ განვითარდეს, არის მნიშვნელოვანი განსხვავება.
ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყომფა ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება თვალები გაახილოს, თუმცა რეაქცია არ ჰქონდეს მის გარშემო მომხდარზე.
იშვიათ შემთხვევაში, პაციენტებს შეიძლება ჰქონდეთ რეაქცია, რომელიც ტვინის სკანირებით შეიძლება დაფიქსირდეს, მაგრამ ვერ შეძლონ გარე სამყაროსთან კონტაქტის დამყარება.
თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავება ვეგეტატიურ მდგომარეობასა და ტვინის სიკვდილს შორის ის არის, რომ ვეგეტატიურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში ტვინის ღერო ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს, რომ:
- ცნობიერების რაღაც ფორმა შეიძლება არსებობდეს
- დამოუკიდებლად სუნთქვის შესაძლებლობა ძირითადად შესაძლებელია
- არსებობს გამოჯანმრთელების მცირე შანსი, რადგან ტვინის ღეროს ძირითადი ფუნქციები შეიძლება შენაჩუნებული იყოს.
ტვინის სიკვდილის შემთხვევაში გამოჯანმრთელების შანსი არ არსებობს, რადგან ამ დროს ადამიანს დამოუკიდებლად სუნთქვაც კი აღარ შეუძლია.
ტვინის სიკვდილის დადასტურება
მიუხედავად იმისა, რომ ეს იშვიათია, ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება შეცდომით დასვან ტვინის სიკვდილის დიაგნოზი.
ეს შემთხვევები მოიცავს:
- წამლის გადაჭარბებული რაოდენობის მიღებას (განსაკუთრებით ბარბიტურატებს)
- ჰიპოთერმიის მძიმე ფორმას - ამ დროს სხეულის ტემპერატურა 28C-ს ქვევითაა.
ამის გამო, მრავალი სახის ტესტი ტარდება იმისთვის, რომ დადასტურდეს ტვინის ღეროს სიკვდილი. ამ ტესტებს შორისაა ორივე თვალში ნათურის ჩანათება, რომ ნახონ აქვს თუ არა ადამიანს რეაქცია შუქზე.
კომენტარის დამატება