ტეტანუსი
ტეტანუსი ბაქტერიის მიერ გამოწვეული სერიოზული, თუმცა იშვიათი მდგომარეობაა. იგი ძირითადად ვითარდება მაშინ, როდესაც მიწაში მყოფი ბაქტერია, ჭრილობიდან შეიჭრება ორგანიზმში.
მკურნალობის გარეშე განვითარდება ტეტანუსის გართულებებიდა ამან შეიძლება სიკვდილიც გამოიწვიოს. თუმცა, დღესდღეისობით, დიდ ბრიტანეთში ვაქცინირებისა და მკურნალობის ეფექტური მეთოდების საფუძველზე სიკვდილიანობა საგრძნობლად შემცირდა. ინგლისსა და უელსში, 2013 წელს ტეტანუსის მხოლოდ 7 შემთხვევა დაფიქსირდა და არცერთს არ გამოუწვევია სიკვდილი.
რა იწვევს ტეტანუსს
ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერიაა კლოსტრიდიუმ ტეტანი (Clostridium tetani). ამ ბაქტერიებს ორგანიზმის გარეთ დიდი ხნით შეუძლიათ ცხოვრება და ხშირად გვხვდება მიწაში და ცხოველების ნაკელში, მაგალითად ცხენის ან ძროხის განავალში.
ტეტანუსის ბაქტერია ორგანიზმში აღწევს ჭრილობიდან და იწყებს სწრაფად გამრავლებას, რის დროსაც გამოყოფენ ტოქსინებს, რომლებიც მოქმედებენ ნერვებზე და იწვევენ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა კუნთების გაშეშება და სპაზმები.
ბაქტერიას შეუძლია ტეტანუსის გამოწვევა, თუ ორგანიზმში მოხვდებიან:
- ჭრილობიდან ან ნაკაწრებიდან
- დაზიანებული კანიდან (კანის გახევის ადგილიდან)
- დამწვრობიდან
- ცხოველის ნაკბენიდან
- პირსინგის, ტატუს ან ინექციის გაკეთების დროს
- თვალის დაზიანებიდან
- დაბინძურებული წამლების ინექციის შედეგად.
ღრმა ჭრილობები, რომლებშიც მოცვდა ჭუჭყი ან უცხო სხეულები, დიდი ალბათობით გამოიწვევენ ტეტანუსს, მაგრამ ეს მდგომარეობა ასევე შეიძლება განვითარდეს მსუბუქი ჭრილობიდანაც კი, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერ შენიშნოთ.
ტეტანუსი არ გადადის ადამიანიდან ადამიანზე.
ტეტანუსის ნიშნები და სიმპტომები
ტეტანუსის სიმპტომები, ჩვეულებრივ ვითარდება ინფიცირებიდან 4-21 დღის შემდეგ. საშუალოდ იწყება 10 დღის შემდეგ.
მთავარი სიმპტომები მოიცავს:
- ყბის კუნთების დაჭიმულობას (ჩაკეტილ ყბას) - ამან შეიძლება გააძნელოს პირის გაღება
- კუნთების მტკივნეულ სპაზმებს - ამან შეიძლება გააძნელოს სუნთქვა და ყლაპვა
- მაღალ ტემპერატურას (სიცხე): 38C ან უფრო მაღალი
- ოფლიანობას
- გახშირებულ გულისცემას (ტაქიკარდია).
მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, სიმპტომები უარესდება მომდევნო რამდენიმე საათში და დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები, როგორიცაა გაგუდვა ან გულის გაჩერება.
როდის უნდა მიმართოთ ექიმს?
აუცილებლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ჭრილობა და ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოს დაინფიცირებული, განსაკუთრებით კი, თუ:
- ჭრილობა არის ღრმა
- ჭრილობაში შეაღწია ჭუჭყმა ან უცხო სხეულმა
- არ ხართ ვაქცინირებული ტეტანუსის წინააღმდეგ
- არ ხართ დარწმუნებული ხართ თუ არა სრულად ვაქცინირებული ტეტანუსის წინააღმდეგ.
ექიმი შეაფასებს ჭრილობას და გადაწყვეტს არის თუ არა საჭირო ჰოსპიტალში გადამისამართება.
აუცილებლად დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს, ან დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ გაგივითარდათ მძიმე სიმპტომები, როგორიცაა კუნთების ძლიერი გაშეშება ან სპაზმები.
ტეტანუსის მკურნალობა
თუ გაქვთ ღრმა ჭრილობა და ტეტანუსის გამომწვევი ბაქტერიით დაინფიცირების რისკი დიდია, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ ვაქცინაცია. ამ დროს გაგიკეთებენ მედიკამენტ ტეტანუსის იმუნოგლობულინს (ტი). თუ წარსულში არ იყავით სრულად აცრილი ტეტანუსზე, ექიმმა შეიძლება გაგიკეთოთ ტეტანუსის ვაქცინაც.
ტეტანუსის იმუნოგლობულინი წარმოადგენს მედიკამენტს, რომელიც შეიცავს ტეტანუსის ბაქტერიის გამანადგურებელ ანტისხეულებს. ეს წამალი მოქმედებს დაუყოვნებლივ, მაგრამ არ იძლევა გრძელვადიან დაცვას ტეტანუსისგან.
თუ განვითარდა ტეტანუსის სიმპტომები, მაშინ საჭირო გახდება საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს:
- ტეტანუსის იმუნოგლობულინს და ანტიბიოტიკებს
- ჭრილობიდან უცხო სხეულის (მაგალითად ჭუჭყის) ან მკვდარი ქსოვილების მოშორება (თუ ასეთი არსებობს)
- კუნთების გაშეშების და სპაზმების შესამსუბუქებელ წამლებს, როგორიცაა კუნთების დამამშვიდებლები და მოსადუნებელი წამლები
- სუნთქვის დახმარებას ხელოვნური სავენტილაციო აპარატის საშუალებით (სასუნთქი აპარატი)
- მკვებავი ნივთიერებების შეყვანა კუჭში ჩადგმული მილით, ან წვეთოვანის საშუალებით.
ადამიანთა უმრავლესოვა, რომლებსაც უვითარდებათ ტეტანუსის სიმპტომები, საბოლოოდ მაინც იკურნებიან, თუმცა ამას შეიძლება კვირები ან თვეებიც დასჭირდეს.დიდ ბრიტანეთში, ყოველი 7-10 ადამიანიდან, რომლებსაც უვითარდებათ ტეტანუსის სიმპტომები 1 იღუპება ამ მდგომარეობით.
ტეტანუსის ვაქცინაცია
დიდ ბრიტანეთში, ტეტანუსისგან დასაცავ ვაქვინაციას აკეთებენ NHS-ის ბავშვთა ვაქცინაციის პროგრამით.
ტეტანუსის ვაქცინაციის სრული კურსი მოიცავს ხუთ დოზას, რომლებიც ძირიტადად კეთდება შემდეგი გეგმის მიხედვით:
- პირველ სამ დოზას უკეთებენ 5- 1-ში ვაქცინას ორ, სამ და ოთხი თვის ახალშობილებს
- ამას მოყვება 4 -1-შისკოლამდელი ბავშვების ვაქცინირება დაახლოებით ოთხი წლის ასაკში
- და ბოლო აცრას უკეთებენ 13 და 18 წლის 3 -1-შითინეიჯერმოზარდებს.
ინექციების ამ სრული კურსის შემდეგ ადამიანს ტეტანუსის წინააღმდეგ გამოუშავდება ხანგრძლივი იმუნიტეტი. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ, ან თქვენს შვილს გექნებათ ღრმა ან დაბინძურებული ჭრილობა, სასურველია მიაკითხოთ სამედიცინო დაწესებულებას, რჩევის მისაღებად.
თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ ჩატარებული გაქვთ ვაქცინირების სრული კურსი, მაგალითად, თუ დაბადებული ხართ სხვა ქვეყანაში, რჩევისთვის სასურველი იქნება მიაკითხოთ თქვენს პირად ექიმს.
ტეტანუსის ვაქვინაცია მოგზაურობისას
ტეტანუსი გავრცელებულია მთელს მსოფლიოში. ყველა ის ადგილი, სადაც დაზიანების შემთხვევაში გაძნელდება სამედიცინო დახმარების პოვნა, მოიაზრება მაღალ რისკიან ადგილად.
თუ გეგმავთ მოგზაურობას, გადაამოწმეთ, რომ თქვენს ვაქცინაციას ვადა არ აქვს გასული. იმ ქვეყნის გათვალისწინებით, სადაც თქვენ გეგმავთ წასვლას, შესაძლოა დაგჭირდეთ გარკვეული ვაქცინების დამატებითი დოზების გაკეთება.
ტეტანუსის ვაქცინა რეკომენდირებულია ყველასთვის, ვისაც:
- აქამდე არ გაუკეთებია აცრები
- არ ჩაუტარებია აცრების სრული კურსი (დიდ ბრიტანეთში აუცილებელია ტეტანუსის ვაქცინის ხუთივე დოზის მიღება)
- დაგეგმილი აქვს მოგზაურობა დაბალი სამედიცინო განვითარების მქონე ქვეყნებში და ვისაც ბოლო აცრა 10 წელზე უფრო დიდი დროის განმავლობაში აქვს გაკეთებული.
თუ თქვენ ისეთ ადგილას გეგმავთ მოგზაურობას, სადაც სამედიცინო დაწესებულებები ნაკლებად ხელმისაწვდომია, ან ტეტანუსის ბოლო ვაქცინის შემდეგ 10 წელზე მეტი დროა გასული, დაგჭირდებათ დამატებითი ვაქცინის დოზის გაკეთება (მაშინაც კი, თუ თქვენ უკვე ჩატარებული გაქვთ ვაქცინირების სრული კურსი). ეს კეთდება თავდაცვის მიზნით, იმ შემთხვევისთვის, თუ მიიღებთ ჭრილობას და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ჩატარება შეუძლებელი იქნება.
კომენტარის დამატება