Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ტენდონიტი და მყესის სხვა დაზიანებები

ტენდონიტი და მყესის სხვა დაზიანებები

240

მყესი ქსოვილის ძლიერი ზონარია, რომელიც კუნთს ძვალთან ამაგრებს. მყესები კუნთების შეკუმშვისას ძვლებსა და სახსრებს მოძრაობაში ეხმარება.

მყესის დაზიანების ძირითადი სახეობებია:

  • ტენდონიტი - მყესის ანთება
  • ტენდინოპათია - მყესის თანდათანობითი გაცვეთა
  • ტენოსინოვიტი - მყესის შემომსაზღვრელი გარსის ანთება
  • მყესის გაგლეჯა - მყესის მოულოდნელი გაგლეჯა.

მყესის დაზიანება ძირითადად ხდება სპორტული, ან ისეთი აქტივობების დროს, რომლებიც მოიცავს სწრაფ, მკვეთრ მოძრაობებს, როგორიცაა ხტომა, ან სროლა, ან ასევე მყესის განმეორებითი გადატვირთვა, როგორიცაა სირბილი.

დაზიანება, ასევე შეიძლება გამოიწვიოს განმეორებითმა ყოველდღიურმა აქტივობებმა, როგორიცაა კომპიუტერის მაუსის ან კლავიატურის რეგულარულმა გამოყენებამ. ეს ცნობილია, როგორც განმეორებითი დაჭიმულობით გამოწვეული დაზიანება.

მყესის დაზიანების სიმპტომები

მყესის დაზიანება შესაძლებელია წარმოიშვას სხეულის სხვადასხვა ადგილას. ხშირად ვლინდება შემდეგ უბნებზე:

  • მხარი
  • იდაყვი
  • მაჯა
  • თითი
  • ბარძაყი
  • მუხლი
  • ქუსლის უკანა მხარე

მყესის დაზიანების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • ტკივილს, რომელიც უარესდება, როდესაც ამოძრავებთ დაზიანებულ ადგილს
  • დაზიანებული ადგილის გაშეშებას, რომელიც შეიძლება უარესდებოდეს დილაობით
  • სისუსტეს დაზიანებულ ადგილში, ან სახსრის მოძრაობის შეზღუდვას
  • გრძნობას, თითქოს მყესი იჭედება, ან ძნელად მოძრაობს
  • შეშუპებას, ზოგჯერ სიცხით ან სიწითლით
  • დაზიანებულ მყესზე წამონაზარდს.

მყესის გაგლეჯვის დროს, ძირითადად ვითარდება მოულოდნელი და ძლიერი ტკივილი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს მუდმივ ყრუ ტკივილში ან საერთოდ გაქრეს. დაზიანებული ადგილის მოძრაობა შეიძლება გახდეს უფრო ძნელი, ან საერთოდ შეუძლებელი.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

მყესის მსუბუქ დაზიანებებს ხშირად სახლის პირობებშიც შეგვიძლია ვუკურნალოთ (იხილეთ ქვემოთ) და ასეთი დაზიანებები ჩვეულებრივ რამდენიმე კვირაში გამოკეთდება.

მიმართეთ ექიმს, თუ სიმპტომები მწვავეა, ან არ დაიწყებს გამოკეთებას რამდენიმე კვირის განმავლობაში, ან თუ ფიქრობთ, რომ შეიძლება მყესი გაგლეჯილი იყოს.

ექიმი მყესის დაზიანების დიაგნოზის დასმას შეძლებს სიმპტომების გაანალიზებით და დაზიანებული ადგილის შემოწმებით. იშვიათად დიაგნოზის დასადასტურებლად, შეიძლება საჭირო გახდეს რენტგენის სხივებით გამოკვლევა, ულტრაბგერითი ან მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა.

მყესის დაზიანებასთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ზოგიერთი წამლები, როგორიცაა მაგალიტად ფლუოროქვინოლონის ანტიბიოტიკები და სტატინები, ამიტომ თუ ამ წამლებს იღებთ, ექიმმა შეიძლება შეგაწყვეტინოთ მათი მიღება.

მკურნალობა

თუ ფიქრობთ, რომ მყესი გაქვთ დაზიანებული, შეწყვიტეთ ვარჯიში ან ის აქტიურობა, რამაც გამოწვია ეს სიმპტომები და დაასვენეთ დაზიანებული ადგილი. როდესაც სიმპტომები დაიწყებს გაუმჯობესებას, შეგიძლიათ თანდათანობით დაუბრუნდეთ თქვენს ნორმალურ აქტიურობას.

სიმპტომების შემსუბუქებაში შესაძლოა დაეგხმაროთ ტკივილგამაყუჩებლები, მაგალითად პარაცეტამოლი და იბუპროფენი, ასევე პირსახოცში შეხვეული ყინულიანი პარკი. შეგიძლიათ პირსახოცში შეხვეული გაყინული ბოსტნეულის პარკიც გამოიყენოთ.

თენდონიტის უფრო ხანგრძლივი შემთხვევებისთვის რეკომენდაციას ფიზიოთერაპიას/physiotherapy, კორტიკოსტეროიდების ინექციებს ან შოკური ტალღის თერაპიას (shock wave therapy) უწევენ.

ზოგ შემთხვევაში, მყესის ხანგრძლივი ტკივილის დროს, როცა ტკივილი მკურნალობის შედეგად არ გაუმჯობესდა, მაგალითად ე.წ. აქილევსის თენდინოპათია ან ე.წ ტენისის მოთამაშის იდაყვი tennis elbow შესაძლოა რეკომენდაცია ქირურგიულ ოპერაციას გაუწიონ.

თენდონიტის პრევენცია

თუ სპორტით ხართ დაკავებული ან რეგულარულად ვარჯიშობთ, ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად უნდა გააკეთოთ მოთელვითი/გასახურებელი ვარჯიშები. ეს თქვენს სხეულს უფრო ძლიერი აქტივობისთვის მოამზადებს და თქვენ დაზიანების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. ასევე მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ ვარჯიშის დასრულების შემდეგ აუცილებელია ნელა გაგრილება და გაჭიმვა. წაიკითხეთ თუ როგორ უნდა გახურდეთ ვარჯიშამდე და როგორ უნდა გაიჭიმოთ ვარჯიშის შემდეგ, იხ. how to warm up before exercising and how to stretch after exercising.

თუ თენდონიტი ვარჯიშის ან სპორტული აქტივობების შედეგად წარსულშიც გაწუხებდათ, შესაძებელია ცხოვრების წესის სხვადასხვა ცვლილებით მისი განმეორების თავიდან არიდება შეძლოთ. მაგალითად, ამისთვის შესაძლოა სხვადასხვა აღჭურვილობა (მაგალითად სპეციალური ფეხსაცმელი) გამოიყენოთ ან თქვენი მეთოდების გასაუმჯობესებლად ან შესაცვლელად თქვენს მწვრთნელს გაესაუბროთ.

შეეცადეთ თავი აარიდოთ მუდმივად განმეორებად მოძრაობებს და რეგულარულად დაასვენეთ ასეთი ადგილები. ასევე დარწმუნდით, რომ თქვენი კომპიუტერის კლავიატურა, მაუსი და სამუშაო მაგიდა თქვენთვის კომფორტულია და არ გღლით მუშაობისას.

კომენტარის დამატება