უვეიტი
უვეიტი თვალის შუა გარსის ანთებაა, რომელსაც უვეა ან უვეალური ტრაქტი ეწოდება.
უვეა შედგება ირისის (თვალის ფერადი ნაწილი), წამწამოვანი სხეულისა (ირისის უკან მდებარე კუნთოვანი წრე) და ქოროიდისგან (შრე, რომელიც ამაგრებს ბადურას).
უვეიტის სიმპტომები მოიცავს:
- მტკივნეული წითელი თვალი - ტკივილი შესაძლოა მერყეობდეს მსუბუქსა და ძლიერ დისკომფორტს შორის, მხედველობის დაძაბვამ, ან რაიმე საგანზე კონცენტრირებამ შეიძლება ტკივილის გაუარესება გამოიწვიოს; შესაძლოა მომატებულმა მგრძნობელობამ შეგაწუხოთ ან სისხლნაჟღენთი შენიშნოთ.
- მხედველობის გაბუნდოვნება, შემღვრევა - ეს შეიძლება გამოვლინდეს სხვა სიმპტომების შემდეგ
- სინათლის მიმართ მგრძნობელობა (ფოტოფობია)
- გამოხატული ან ახლად წარმოქმნილი მოძრავი გამოსახულებები (ჩრდილები, ობობის ქსელები, წერტილები ან ბადე, რომლებიც მხედველობის ველში მოძრაობენ)
- პერიფერიული მხედველობის დაკარგვა (მხედველობის ველის ორივე მხარეს საგნების დანახვის უნარი)
- გუგა სხვა ფორმისაა, ან სინათლეზე ექსპოზიციისას არ ვიწროვდება
- თავის ტკივილები.
უვეიტმა შეიძლება იმოქმედის ერთ ან ორივე თვალზე და სიმპტომები შეიძლება უცბათ განვითარდეს, ან რამდენიმე დღის განმავლობაში ეტაპოვრივად.
ქრონიკული უვეიტის დროს ადამიანებს მხედველობასთან დაკავშირებული სიმპტომები უფრო უვლინდებათ და მათი თვალები გარეგნულად ნორმალური ჩანს, ხოლო პაციენტებს, ვისაც უვეიტი უცბათ უვითარდებათ, ძირითადად აქვთ უფრო მეტი ტკივილი და მგრძნობელობა.
როდის უნდა მივმართოთ სამედიცინო დახმარებას
თვალის მუდმივი ტკივილის ან მხედველობის უჩვეულო ცვლილების აღმოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს, განსაკუთრებით, თუ უვეიტის წინა ეპიზოდების ისტორიას აღნიშნავთ.რაც უფრო ადრე დაიწყებთ უვეიტის მკურნალობას, მით უფრო წარმატებული იქნება მისი თერაპია.
ოჯახის ექიმმა შესაძლოა ოფთალმოლოგთან გაგაგზავნოთ, რომელიც თვალის დაავადებების მკურნალი ექიმია. ოფთალმოლოგი მიკროსკოპისა და სინათლის (მიმართული სპეციალური სანათით) გამოყენებით უფრო დეტალურად შეისწავლის თვალს და უვეიტის დიაგნოსტიკის შემთხვევაში შესაძლოა დამატებითი გამოკვლევების ჩატარება გირჩიოთ.
გამოკვლევები შეიძლება თვალის რენტგენსა და სისხლის ანალიზებს მოიცავდეს. უვეიტის გამომწვევი მიზეზის დადგენა მნიშვნელოვანია მისი მკურნალობის შესადგენად.
რატომ ვითარდება უვეიტი?
უვეიტის გამომწვევი მრავალი პოტენციური მიზეზი არსებობს, თუმცა ყველა შემთხვევაში კონკრეტული გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა ვერ ხდება.
მრავალ შემთხვევაში უვეიტს იმუნური სისტემის (ორგანიზმის დაავადებებისა და ინფექციებისგან დამცველი ბუნებრივი სისტემა) პრობლემებს უკავშირებენ. უცნობ მიზეზთა გამო, ზოგჯერ თვალის იმუნური სისტემა ჰიპერაქტიული ხდება.
უვეიტის უფრო იშვიათი გამომწვევები თვალის ინფექცია ან დაზინებაა. ეს პათოლოგია შესაძლოა თვალის ოპერაციის შემდეგაც განვითარდეს.
უვეიტის ტიპები
უვეიტის სხვადასხვა ტიპები არსებობს, რაც იმაზეა დამოკიდებული, თვალის რა ნაწილია მოცული:
- წინა უვეიტი - უვეიტის ყველაზე ხშირ ფორმას ირისის (ირიტი) ან ირისისა და წამწამოვანი სხეულის ანთება (ირიდოციკლიტი) წარმოადგენს, რომელიც 4- დან 3 შემთხვევას მოიცავს. ეს მდგომარეობა ხშირად უცბათ ვითარდება, იწვევს ტკივილს და დაწითლებას და შეიძლება განმეორებითი ხასიათის იყოს
- შუა უვეიტი - წამწამოვანი სხეულისა და ბადურას თვალის მინისებრი სხეულის უკან მდებარე ადგილის ანთება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობაში მოძრავი სხეულები და დაბინდული მხედველობა
- უკანა უვეიტი - თვალის უკანა მხრის, ქოროიდისა და ბადურის ანთება. ამან შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის პრობლემები.
ზოგ შემთხვევაში, უვეიტი თვალის წინა და უკანა მხარეს მოიცავს. ამას პანუვეიტი ეწოდება.
როგორ მკურნალობენ უვეიტს?
უვეიტის ძირითადი მკურნალობა სტეროიდულ მედიკამენტებს (კორტიკოსტეროიდები) მოიცავს, რომლებიც შეუძლიათ თვალში ანთების შემცირება.
მკურნალობისთვის რამდენიმე განსხვავებული სტეროიდული მედიკამენტი გამოიყენება, რაც უვეიტის ტიპზეა დამოკიდებული. თვალის წვეთები თვალის წინა ნაწილის ანთების დროს გამოიყენება, თვალის უკანა და შუა ნაწილის უვეიტის დროს კი ინექციები, აბები და კაფსულები.
ზოგ შემთხვევაში დამატებითი მკურნალობა ხდება საჭირო. მკურნალობა ტკვილგამაყუჩებელ თვალის წვეთებს, იმუნოსუპრესანტებსა და ოპერაციასაც კი შეიძლება მოიცავდეს.
რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს უვეიტი
უვეიტი შეიძლება იყოს:
- მწვავე - მკურნალობის შემდეგ სწრაფად ალაგდება
- განმეორებითი - როცა განმეორებით ეპიზოდებს რამდენიმე თვიანი შუალედია
- ქრონიკული - როცა მდგომარეობა ხანგრძლივია ან ხანგრძლივ მკურნალობასსაჭიროებს.
გართულებები
მიუხედავად იმისა, რომ უვეიტის შემთხვევათა უმრავლესობა მკურნალობას ემორჩილება და გართულებებს არ იწვევს, გართულებების მცირე რისკი მაინც არსებობს.
რისკი მაღალია იმ ადამიანებში ვისაც შუა ან უკანა უვეიტი აქვს, ან უვეიტის მრავლობითი ეპიზოდი ჰქონია.
უვეიტის გართულებები თვალის შეუქცევად დაზიანებასა და მხედველობის ნაწილობრივ დაკარგვას მოიცავს.
დადგენილია, რომ დიდ ბრიტანეთში უვეიტის მძიმე ფორმები 10 დან 1 შემთხვევაში მხედველობის დაზიანებას იწვევენ.
კომენტარის დამატება