Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ფსორიაზული ართრიტი

ფსორიაზული ართრიტი

358

ფსორიაზული ართრიტი ვლინდება ფსორიაზის (psoriasis) მქონე ზოგიერთ ადამიანში. ეს მდგომარეობა იწვევს დაზიანებული სახსრების ანთებას (შეშუპებას), დაჭიმულობას და ტკივილს.

ფსორიაზის მსგავსად, ფსორიაზული ართრიტიც ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც შეიძლება თანდათანობით გაუარესდეს. მძიე შემთხვევებში, არსებობს სახსრების სამუდამო დაზიანების რისკიც, რასაც შეიძლება დასჭირდეს ქირურგიული მკურნალობა. თუმცა, ადრეული დიაგნოზირების და შესაბამისი და დროული მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია გაუარესების შენელება და სახსრების მუდმივი დაზიანების რისკების პრევენცია, ან მინიმიზირება მაინც.

სიმპტომები

ფსორიაზული ართრიტის დროს, ტკივილი, შეშუპება და დაჭიმულობა შეიძლება სხეულის ნებისმიერ სახსარში გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად გვხვდება ხელების, ტერფების, მუხლების, კისრის, ზურგის და იდაყვების სახსრებზე.

მდგომარეობის სიმძიმე სხვადასხვა ადამიანებში შეიძლება ძლიერ განსხვავდებოდეს; ზოგიერთ ადამიანს შეიძლება გაურთულდეს მრავალი სახსარი, ზოგიერთს კი აღენიშნებოდეს მხოლოდ მსუბუქი სიმპტომები, ერთ ან ორ სახსარში.

ასევე შესაძლებელია აღინიშნებოდეს სიმპტომების გაუმჯობესების (ცნობილი როგორც რემისია) და გაუარესების (რელაპსი) ეპიზოდები.

რელაპსის პერიოდების წინასწარი გამოცნობა შეიძლება ძალიან ძნელი იყოს, მაგრამ მათი გამოვლენის დროს ხშირად შესაძლებელია მათი მართვა მედიკამენტებით.

როდის მივმართოთ ექიმს?

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ სახსრების მუდმივი ტკივილი, შეშუპება ან დაჭიმულობა.

თუ გაქვთ ფსორიაზის დიაგნოზი დასმული, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ რეგულარული შემოწმებები წელიწადში ერთხელ მაინც და აუცილებლად უთხარით ექიმს, სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ.

ფსორიაზული ართრიტის გამომწვევი მიზეზები

ფსორიაზის მქონე ადამიანების დაახლოებით 25-40%-ს უვითარდება ფსორიაზული ართრიტი.

ეს ძირითადად ვითარდება ფსორიაზის დიაგნოზირებიდან 10 წლის განმავლობაში, თუმცა ზოგიერთ ადამიანს სახსრების პრობლემები შეიძლება გამოუვლინდეს ფსორიაზის აღმოჩენამდეც.

ფსორიაზის მსგავსად ფსორიაზული ართრიტიც მოიაზრება, რომ ვითარდება იმუნური სისტემის მიერ შეცდომით ჯანსაღ ქსოვილებზე შეტევით. თუმცა, არ არის ცნობილი, თუ რატომ ემართებათ ეს მდგომარეობა ფსორიაზით დაავადებული ადამიანების მხოლოდ ერთ ნაწილს და არ უვითარდებათ ყველას.

დიაგნოზირება

თუ ექიმი ფიქრობს, რომ შეიძლება გქონდეთ ართრიტი, ის გამოკვლევისთვის მიგმართავთ რევმატოლოგთან.

დიდი ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაციის ვებგვერდზე მოიპოვება ფსორიაზის სკრინინგის გამოკვლევის ინფორმაცია: http://www.bad.org.uk/shared/get-file.ashx?id=1655&itemtype=document.

ეს კითხვარი პაციენტმა უნდა შეავსოს ყოველწლიურად და მიუტანოს ექიმს, რაც ექიმს დაეხმარება პაციენტის სწორ მიმართვიანობაში.

რევმატოლოგს შეეძლება ფსორიაზული ართრიტის დიაგნოზირება, თუ პაციენტს აქვს ფსორიაზი და ასევე სახსრების პრობლემები. რევმატოლოგს ასევე შეეძლება რომ გამორიცხოს ართრიტის სხვა სახეობებიც, როგორებიცაა რევმატიული ართრიტი და ოსტეოართრიტი.

სხვადასხვა გამოკვლევები დაეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში, მათ შორის:

  • სისხლის ანალიზები - რომ შემოწმდეს ანთების ნიშნები და სისხლში სპეციალირი ანტისხეულების არსებობა, რაც ჩნდება სხვა სახის ართრიტების დროს
  • რენტგენოგრაფია, ან სხვა სკანირებები სახსრების გამოსაკვლევად.

ფსორიაზული ართრიტის მკურნალობა

ფსორიაზული ართრიტის შემთხვევაში მკურნალობის მთავარი მიზანია სიმპტომების შემსუბუქება, გაუარესების შენელება და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება.

ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს მოიცავს სხვადასხვა სახის მედიკამენტებს, რომლებიც ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს ფსორიაზის სამკურნალოდ. იდეალურ შემთხვევაში უმჯობესია ერთი სახის მედიკამენტის მიღება როგორც ფსორიაზის ასევე ფსორიაზული ართრიტის სამკურნალოდ.

სამკურნალოდ გამოყენებული ძირითადი მედიკამენტები განხილულია ქვემოთ და მოიცავს:

  • ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდულ წამლებს
  • კორტიკოსტეროიდებს
  • დაავადების შემცვლელ ანტი-რევმატიულ წამლებს
  • ბიოლოგიურ თერაპიას.

ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული წამლები

ექიმმა პირველ რიგში შეიძლება დანიშნოს ანთების საწინააღმდეგო არა-სტერიოდული მედიკამენტები ტკივილის, გაშეშების და ანთების სამკურნალოდ.

ამ წამლების ორი სახეობა არსებობს და ისინი ოდნავ განსხვავებული გზებით მოქმედებენ:

  • ტრადიციული ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული წამლები, როგორიცაა იბუპროფენი, ნაპროქსენი ან დიკლოფენაკი
  • COX-2ინჰიბიტორები (ხშირად უწოდებენ ცოქსიბს)ესენია ცელეკოქსიბი ან ეთორიკოქსიბი.

როგორც ყველა მედიკამენტს, ამ წამლებსაც ახასიათებს გვერდითი ეფექტები. ამის გამო ექიმმა რისკების შესამცირებლად უნდა მიიღოს უსაფრთხოების ზომები და დანიშნოს სიმპტომების გასაკონტროლებლად ეფექტური რაც შეიძლება მცირე დოზა და რაც შეიძლება მცირე ხნით.

გვერდითი ეფექტები ძირითადად მოქმედებენ კუჭზე და ნაწლავებზე და შეიძლება მოიცავდეს მოუნელებლობას და კუჭის წყლულებს. ამის გამო ამ წამლებთან ერთად ხშირად ინიშნება წამლების სახეობა, რომლებსაც პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებს უწოდებენ, რომლებიც კუჭის დაცვას ეხმარება კუჭის სიმჟავის შემცირების გზით.

წაიკითხეთ მეტი ანთების საწინააღმდეგო არა-სტეროიდული მედიკამენტების შესახებ.

თუ მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული წამლები არ იქება ეფექტური, მაშინ შეიძლება რეკომენდირებული იყოს ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი მედიკამენტი.

სტეროიდული მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები)

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტების მსგავსად სტეროიდები ეხმარებიან ტკივილის, გაშეშების და შეშუპების შემცირებაში.

თუ პაციენტს ანთება ან შეშუპება აღენიშნება მხოლოდ ერთ სახსარში, მაშინ მათი ინექცია შესაძლებელია პირდაპირ სახსარში. ეს დაეხმარება სწრაფ გაუმჯობესებას და ექნება მინიმალური გვერდითი ეფექტები. მისი ეფექტურობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე.

კორტიკოსტეროიდების მიღება ასევე შესაძლებელია აბების ან კუნთში ინექციის გზით, რაც იმოქმედებს მრავალ სახსარზე. თუმცა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია უფრო მნიშვნელოვანი გვერიდითი ეფექტების გამოვლინება და ამის გამო ექიმები უფრო სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ამ მეთოდს.

დაავადების შემცვლელი ანტი-რევმატული მედიკამენტები (დშარმ) (disease-modifying anti-rheumatic drugs (DMARDs))

ეს წამლები ამსუბუქებს ფსორიაზული ართრიტის სიმპტომებს და ანელებს მის განვითარებას. რაც უფრო ადრე დაიწყება ამ წამლები მიღება, მით უფრო ეფექტურად იმოქმედებენ ისინი.

ლეფლუნომიდი (leflunomide) პირველ მედიკამენტად გამოიყენება ფსორიაზული ართრიტის დროს. თუმცა, სულფასალაზინი (sulfasalazine) ან მეტოტრექსატი (methotrexate) არის ალტერნატიული წამლები.

ამ მედიკამენტებს ეფექტის მისაღწევად შეიძლება დასჭირდეს კვირები ან თვეებიც კი, ამიტომ აუცილებელია განაგრძოთ მისი მიღება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ ხედავთ მის ეფექტურობას.

ბიოლოგიური მკურნალობა

ბიოლოგიური წამლებით მკურნალობა არის ფსორიაზული ართრიტის მკურნალობის ახალი მეთოდი.

ამ მეთოდით მკურნალობას პაციენტებს სთავაზობენ, თუ:

  • ფსორიაზული ართრიტი არ ექვემდებარება დშარმ-ის მინიმუმ 2 სხვადასხვა ტიპით მკურნალობას
  • პაციენტი ვერ ინკურნება დშარმ-ის მინიმუმ 2 სხვადასხვა ტიპით.

ბიოლოგიური წამლები ბლოკავენ ნივთიერებებს სისხლში, რომლებიც პასუხისმგებლები არიან იმუნური სისტემის გააქტიურებაზე.

პაციენტს შეიძლება შესთავაზონ შემდეგი ბიოლოგიური მედიკამენტები:

  • ადალიმუმაბი (adalimumab),
  • აპრემილასტი (apremilast)
  • ცერტოლიზუმაბი (certolizumab)
  • ეთანერცეპი (etanercep)
  • გოლიმუმაბი (golimumab)
  • ინფლიქსიმაბი (infliximab)
  • სეკუკინუმაბი (secukinumab)
  • უსტეკინუმაბი (ustekinumab).

წაიკითხეთ მეტი ამ წამლების შესახებ ფსორიაზის მკურნალობის სტატიაში (treatment of psoriasis).

ბიოლოგიური წამლების გვერდითი ეფექტები ძირითადად გამოიხატება ამ წამლების ინექციის ადგილზე კანის რეაქციაში, როგორიცაა სიწითლე, შეშუპება ან ტკივილი, თუმცა ეს რეაქციები არ არის ძირითადად სერიოზული.

მიუხედავად ამისა, ბიოლოგიურმა წამლებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს სხვა გვედრითი ეფექტებიც, მათ შორის პრობლემები ღვიძლზე, თირკმელებში ან სისხლის რაოდენობაში, ამიტომ მათი მიღების შემთხვევაში აუცილებელია რეგულარული სისხლის ან შარდის გამოკვლევები.

ბიოლოგიურმა მედიკამენტებმა ასევე შეიძლება გაზარდოს ინფექციებისადმი მიდრეკილება, ამის გამო მათი მიღების დროს აუცლიებელია დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ექიმს ინფექციის ნებისმიერი ნიშნის შესახებ, როგორებიცაა:

  • ყელის ტკივილი
  • სიცხე (მაღალი ტემპერატურა)
  • დიარეა (ფაღარათი).

ბიოლოგიური მედიკამენტები თავდაპირველად რეკომენდირებულია რომ დაინიშნოს 3 თვის ხანგრძლივობით. შემდეგ კი თუ დადასტურდა მათი ეფექტურობა, შეიძლება მათი გაგრძელება. თუ არ იქნება ეფექტური, ექიმი პაციენტს ურჩევს მის შეწყვეტას ან ალტერნატიულ ბიოლოგიურ მედიკამენტს.

დაკავშირებული დაავადებების მკურნალობა

ისევე როგორც ფსორიაზის და სხვა ანთებითი ართრიტული დაავადებების დროს, პაციენტს შეიძლება ჰქონდეს სხვა დაავადებების განვითარების გაზრდილი შანსები, როგორიცაა მაგალითად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები არის გულისა და სისხლძარღვების მდგომარეობების საერთო ტერმინი, როგორებიცაა გულის დაავადება და ინსულტი.

ფსორიაზული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის აუცილებელია სისხლის ანალიზების და ქოლესტერინის ანალიზის ყოველწლიურად ჩატარება, რომ შემოწმდეს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკები და საჭიროების შემთხვევაში მოხდეს მათი დროული მკურნალობა.

ძირითად შემთხვევებში პაციენტებსაც შეუძლიათ დაეხმარონ საკუთარ ჯანმრთელობას:

  • ფიზიკურ აქტიურობასა და დასვენებაში კარგი ბალანსის დაცვით
  • ჭარბწონიანობის შემთხვევაში წონის დაკლებით
  • სიგარეტისთვის თავის დანებებით
  • ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვით.

კომენტარის დამატება