Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

164

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) ფილტვის დაავადებათა ჯგუფის სახელია, რომელიც ქრონიკულ ბრონქიტს, ემფიზემასა და სასუნთქი გზების ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებას მოიცავს.

ასეთ პაციენტებს სუნთქვასთან დაკავშირებული სირთულეები აღენიშნებათ, რაც ძირითადად სასუნთქი გზების შევიწროებით - სასუნთქი გზების ობსტრუქციითაა გამოწვეული.

ფქოდ-ის ტიპიური სიმპტომებია:

  • ფიზიკური აქტივობის დროს, სუნთქვის გაძნელების ზრდა
  • ქრონიკული ხველა, ნახველით
  • გულმკერდის ხშირი ინფექციები.

რატომ ვითარდება ფქოდ?

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. ფქოდ-ის განვითარების ალბათობა თამბაქოს მოხმარებისა და ხანგრძლივობის მატებასთან ერთად იზრდება, რადგან თამბაქოს მოხმარება აღიზიანებს და ანთებითს ხდის ფილტვებს, რაც მის დანაწიბურებას იწვევს.

წლების განმავლობაში, ფილტვებში ანთება შეუქცევად ცვლილებებს იწვევს. სასუნთქი გზების კედლები სქელდება და უფრო მეტი ლორწო წარმოიქმნება. ფილტვებში საჰაერო პარკების ნაზი კედლის დაზიანება ემფიზემას იწვევს და ფილტვები ჩვეულ ელასტიურობას კარგავს. ასევე ნაწიბურდება და ვიწროვდება მცირე ზომის ჰაერგამტარი გზები. ეს სუნთქვის შეუძლებლობის სიმპტომებს, ხველას და ნახველის გამოყოფას იწვევს, რაც ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებასთანაა დაკავშირებული.

ფქოდ-ის ზოგიერთი შემთხვევა ბოლით, მტვრით, ჰაერის დაბინძურებითა და გენეტიკური დარღვევებითაა გამოწვეული, თუმცა მათი გავლენა იშვიათია.

ვის ემართება?

ფქოდ, გაერთიანებულ სამეფოში, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც, ძირითადად 35 წელს გადაცილებულ პირებს ემართებათ, თუმცა შემთხვევათა უმრავლესობის დიაგნოსტიკა 50 წლამდე არ ხდება.

ფიქრობენ, რომ გაერთიანებულ სამეფოში ამ დაავადების მქონე 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან დადასტურებული დიაგნოზი მხოლოდ 900 000 პირს აქვს, რადგან დაავადების მქონე პაციენტების უმრავლესობა ექიმთან არ მიდის. ხშირად ეს იმითაა გამოწვეული, რომ პაციენტები სიმტომების არსებობას შეცდომით „მწეველის ხველას“ მიაწერენ. ფქოდ-ით, უფრო მეტად მამაკაცები ავადდებიან, თუმცა შემთხვევათა რიცხვის მატება ქალებშიც შეინიშნება.

დიაგნოზირება

მნიშვნელოვანია, რომ ფქოდ-ის დიაგნოზირება რაც შეიძლება მალე მოხდეს, რათა

მკურნალობით დაავადების პროგრესი და ფილტვების მდგომარეობის გაუარესება შეაფერხოთ. ზემოთ აღნიშნული რომელიმე სიმპტომის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ ოჯახის ექიმს მიმართოთ.

ჩვეულებრივ, ფქოდ-ის დიაგნოსტიკა ექიმთან ვიზიტის შემდეგ ხდება, რომლის შემდეგ შეიძლება სუნთქვის ტესტი ჩაგიტარონ.

მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ ფილტვებში არსებული დაზიანების ალაგება შეუძლებელია, შეგიძლიათ დაავადების პროგრესი შეანელოთ. ამ დროს განსაკუთრებით ეფექტური თამბაქოს მოხმარების შეწყვეტაა.

ჩვეულებრივ, ფქოდ-ის მკურნალობა სიმპტომების მედიკამენტოზურ მკურნალობას მოიცავს, მაგალითად, სუნთქვის გაადვილების მიზნით ინჰალატორების გამოყენება.

ოპერაციულ ჩარევას მხოლოდ პაციენტთა მცირე ნაწილში მიმართავენ.

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების დიაგნოზით ცხოვრება

ფქოდ-ს ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე შეუძლია გავლენის მოხდენა, მაგრამ დახმარებით ამ გავლენის შემცირება შესაძლებელია.

მარტივი საფეხურები, მაგალითად ჯანმრთელობის შენარჩუნება, სუნთქვის ტექნიკის შესწავლა და პრეპარატების მიღება შესაძლებელია ფქოდ-ის სიმპტომების შემცირებაში დაგეხმაროთ.

გინდათ გაიგოთ მეტი?

  • იხილეთ ფილტვების ბრიტანული ფონდის ვებგვერდი:ფქოდ/COPD

შეიძლება თუ არა ფქოდ-ის პრევენცია?

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულ სამეფოში ფქოდ ყოველწლიურად25,000 ადამიანის სიკვდილსიწვევს, ჩვეულებრივ მძიმე შემთხვევების პრევენცია ცხოვრების წესის შეცვლითაა შესაძლებელი.

თუ ეწევით, თამბაქოს მოხმარებაზე უარის თქმა, დაავადების რისკის შესამცირებლად ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

კვლევებით დადგინდა, რომ თუ დამხმარე პრეპარატების, მაგალითად პლასტირების ან საღეჭი რეზინის გამოყენების პარალელურად, მოწევის შეწყვეტას NHS დახმარების სერვისით ცდილობთ, წარმატების შანსი 4-ჯერ უფრო მაღალია. ამის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ თქვენი ოჯახის ექიმს მიმართოთ, ან NHS თამბაქოსაგან თავისუფალი ვებგვერდი/NHS Smokefree იხილოთ. მოწევის შეწყვეტისთვის დარეკეთ უფასო ცხელ ხაზზე: 116001.

ასევე მნიშვნელოვანია მოერიდოთ თამბაქოს გამონაბოლქვთან კონტაქტს.

კომენტარის დამატება