Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ფილტვის კიბო

ფილტვის კიბო

213

ფილტვის კიბო სიმსივნის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ტიპია. დიდ ბრიტანეთში ამ დიაგნოზს, ყოველწლიურად დაახლოებით 44,500 ადამიანს უსვამენ.

ფილტვის კიბოს ჩვეულებრივ, ადრეულ სტადიაში არ აქვს სიმპტომები და ნიშნები, მაგრამ ბევრ ადამიანს საბოლოოდ მაინც უვითარდება სიმპტომები, როგორიცაა:

  • ხანგრძლივი ხველა
  • სისხლის ამოხველება
  • ჰაერის ნაკლებობა გახანგძლივებულად
  • აუხსნელი დაღლილობა და წონის დაკარგვა
  • ხველებისას ან სუნთქვისას ტკივილი

თქვენ უნდა მიხვიდეთ ოჯახის ექიმთან როდეასც ეს სიმპტომები აღმოგაჩნდებათ.

ფილტვის სიმსივნის ტიპები

ფილტვის კიბო, რომელიც იწყება ფილტვში, ფილტვის პირველად კიბოს უწოდებენ, ხოლო კიბოს, რომელიც იწყება სხეულის სხვა ადგილას, და შემდეგ ვრცელდება ფილტვებში, უწოდებენ ფილტვების მეორად კიბოს. ეს გვერდი განიხილავს ფილტვის პირველად კიბოს.

ფილტვის პირველადი კიბოს ორი ძირითადი ტიპი არსებობს, ესენი კლასიფიცირდება სიმსივნის წარმომშობი უჯრედების სახეობების მიხედვით:

  • დიდ-უჯრედული ფილტვის კიბო - ეს ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომელიც გვხვდება შემთხვევათა 80%-ზე მეტში და შეიძლება იყოს ან ქერცლოვანი უჯრედული კარცინომა, ან ადენოკარცინომა ან დიდ უჯრედული კარცინომა
  • მცირე-უჯრედული ფილტვის კიბო - უფრო ნაკლებად გავრცელებული ტიპი, რომელიც უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდება.

ფილტვის კიბოს მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია კიბოს სახეობაზე.

ვის ემართება

ფილტვის კიბო ძირითადად ემართებათ ხანში შესულებს. ის იშვიათია 40 წელზე ნაკლები ასაკის  ადამიანებში და დაავადებულთა რაოდენობა მკვეთრად იზრდება ასაკის მატებასთან ერთად. ფილტვის კიბო ყველაზე ხშირია 70-74 წლის ადამიანებში.

მიუხედავად იმისა, რომ ფილტვის კიბო შეიძლება განუვითარდეს არამწეველ ადამიანებსაც, ამ ტიპის კიბოს გამომწვევი მთავარი მიზეზი სწორედ სიგარეტის მოწევაა. ფილტვის კიბოთი დაავადებულთა 85%-ზე მეტი სიგარეტის მწეველია). ეს ხდება იმიტომ, რომ მოწევისას ადამიანი შეისუნთქავს მრავალ სხვადასხვა ტოქსიკურ ნივთერებას.

ფილტვის კიბოს მკურნალობა

ფილტვის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს ტიპზე, მის გავრცელებაზე და პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

თუ დაავადებას ადრე აღმოაჩენენ და სიმსივნური უჯრედები მცირე არეშია, მაშინ ქირურგიული ჩარევით ამოკვეთენ ამ უბანს.

თუ ქირურგია არაა გამოსადეგი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მაშინ მის ნაცვლად შეიძლება რეკომენდირებული იყოს სიმსივნური უჯრედების განადგურება რადიოთერაპიის საშუალებით.

თუ სიმსივნე გავრცელებულია ფართო არეებში, და რადიოთერაპია ან ქირურგიული ჩარევა არაა ეფექტური, მაშინ იყენებენ ქიმიოთერაპიას.

პერსპექტივა

რადგან ფილტვის კიბო არ იწვევს შესამჩნევ სიმპტომებს იქამდე, სანამ არ გავრცელდება მთლიან ფილტვში, ან სხეულის სხვა ნაწილებში, პერსპექტივა საკმაოდ არასაიმედოა.

დიაგნოზირების შემდეგ 3-დან 1 ადამიანი იცოცხლებს ერთი წელი მაინც, ხოლო 20-დან 1 ადამიანი კი ათი წელი მაინც.

თუმცა, გადარჩენის პროგნოზი შეიძლება ძალიან იცვლებოდეს სხვადასხვა ადამიანებში, იმაზე დამოკიდებულებით, თუ რამდენად გავრცელებული იქნება კიბო დიაგნოზის მომენტში. ადრეული დიაგნოზირება ძალიან მნიშვნელოვანია

კომენტარის დამატება