ფეხის სპაზმები
ფეხის სპაზმი ხშირი და ძირითადად უვნებელი შემთხვევაა, რომლის დროსაც ფეხის კუნთები უცებ იჭიმება და მტკივნეული ხდება.
ამ დროს უმეტესწილად წვივის კუნთები იჭიმება, თუმცა ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაგემართოთ, მათ შორის ტერფების და ბარძაყების კუნთებზეც.
სპაზმის გავლის შემდეგ ფეხი რამდენიმე საათს შეიძლება გტკიოდეთ. 4-დან 3 შემთხვევა ღამით ძილსი დროს ხდება.
რა იწვევს ფეხის სპაზმს?
ფეხის სპაზმი შეიძლება გაურკვეველი მიზეზითაც მოხდეს და ამ შეთხვევას იდიოპათიურ ფეხის სპაზმი ეწოდება. თუმცა ის შეიძლება ჯანმრთელობის რაიმე მდგომარეობის სიმპტომი ან გართულება იყოს, ამას მეორადი ფეხის სპაზმი ეწოდება.
მეორედი ფეხის სპაზმის გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
- ორსულობა (pregnancy)
- ვარჯიში
- ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად სტატინები (statins)(ქოლესტერინის დონის დამწევი მედიკამენტები)
- ღვიძლის დაავადება.
სპაზმის დროს კუნთი უცებ იკუმშება (მოკლდება), რაც ტკივილს იწვევს. სპაზმის დროს შეკუმშული კუნთის კონტროლი არ შეგიძლიათ.
სპაზმი რამდენიმე წამიდან 10 წუთამდე შეიძლება გაგრძელდეს. სპაზმის შემდეგ კუნთის კონტროლს ისევ შეძლებთ.
როდის მივმართოთ ექიმს
თუ ფეხის სპაზმი ხელს გიშლით ყოველდღიურ ცხოვრებაში, მიმართეთ ექიმს. მაგალითად თუკი ძილის დროს სპაზმი ხშირად გაღვიძებთ.
ექიმი თქვენი სიმპტომების შესახებ გკითხავთ და ფეხს გაგისინჯავთ. გკითხავთ სხვა სიმპტომებიც ხომ არ გაქვთ, როგორიცაა დაბუჟება ან შეშუპება, რაც შეიძლება ფეხის მეორადი სპაზმის ნიშანი იყოს.
ასეთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი ანალიზების ჩატარება, როგორიცაა სისხლის და შარდის ანალიზები, სხვა მიზეზების გამოსარიცხად.
ფეხის სპაზმის მკურნალობა
ფეხის სპაზმის შემთხვევების უმეტესობას ვარჯიშით მკურნალობენ. ფეხის რეგულარული ვარჯიში სპაზმების ეპიზოდებს საგრძნობლად შეამცირებს.
გაჭიმვა
ფეხის კუნთების გასაჭიმად დადექით კიბის საფეხურზე ტერფის წინა ნაწილით, ისე რომ საფეხურზე იდოს ტერფის წინა ნახევარი, უკანა ნახევარი კი იყოს ჰაერში. შემდეგ ნელა ჩამოიწიეთ, რომ ქუსლი ჩამოსცდეს საფეხურის დონეს. გაჩერდით ასე რამდენიმე წამი და შემდეგ ნელა აიწიეთ საწყის პოზიციამდე და ასე გაიმეორეთ რამდენიმეჯერ.
მედიკამენტები ძირითადად მხოლოდ იმ შემთხვევებშია საჭირო, თუ სპაზმი ვარჯიშით არ იხსნება.
თუ ფეხის მეორად სპაზმი გაქვთ, გამომწვევი მიზეზის მკურნალობა ამ მდგომარეობასაც შეამსუბუქებს.
ორსულობის დროს დაწყებული ფეხის სპაზმები, მშობიარობის შემდეგ გაივლის.
ფეხის სპაზმების მკურნალობა, რომელიც ღვიძლის დაავადებითაა გამოწვეული უფრო რთულია და მკურნალობის კურსმა შეიძლება ისეთი წამლებიც მოიცვას, როგორიცაა კუნთების რელაქსანტები.
ფეხის სპაზმის პრევენცია
თუ ფეხის სპაზმი ხშირად გაქვთ, კუნთის რეგულარული დაჭიმვით შესაძლებელია მისი პრევენცია, ან სპაზმების სიხშირის შემცირება. ასევე შეიძლება დაგეხმაროთ წვივის კუნთების დაჭიმვა ძილის წინ.
მოცემული რჩევები შეიძლება ღამის სპაზმის თავიდან აცილებაში დაგეხმაროთ:
- თუ ზურგზე წევხართ, დარწმუნდით, რომ ფეხის თითები ზევით არის მიმართული - ამისთვის ტერფებთან შეგიძლიათ დაიდოთ ბალიშები, რომ ტერფები შეინარჩუნოთ ვერტიკალურად
- თუ მუცელზე წევხართ, გადაკიდეთ ტერფები საწოლიდან - ეს ფეხის კუნთის მოდუნებაში დაგეხმარებათ და სპაზმს თავიდან აგარიდებთ
- გადასაფარებელში, საბანში ან ზეწარში მჭირდოდ არ გაეხვეთ.
ვის ემართება ფეხის სპაზმები?
ძნელია ზუსტად შეფასება, თუ ვის ემართება ეს მდგომარეობა, რადგან ადამიანთა უმეტესობა არ მიდის ექიმთან ამ პრობლემის გამო.
თუმცა, ძირითადად იდენტიფიცირებულია ორი ჯგუფი, ვისაც ფეხის სპაზმები ყველაზე ხშირად უვითარდება, ესენია:
- 60 წელს გადაცილებული ადამიანები - შეფასებულია, რომ 60 წელს გადაცილებული ადამიანების მესამედს აღენიშნება ფეხის სპაზმები; ამათგან 40%-ს ეს მდგომარეობა კვირაში სამჯერ ან უფრო ხშირად უვითარდება
- ორსული ქალები - ორსული ქალების მესამედს აღენიშნება ფეხის სპაზმები, ძირითადად ორსულობის ბოლო ტრიმესტრში (27-ე კვირიდან მშობიარობამდე).
თუმცა, სპაზმები შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანს, მათ შორის ბავშვებსაც კი. მდგომარეობა თანაბრად ვლინდება ქალებშიც და კაცებშიც.
კომენტარის დამატება