Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ფეხის მოტეხილობა

ფეხის მოტეხილობა

645

ფეხის მოტეხილობაძლიერი ტკივილით, შეშუპებით ან დალურჯებით ხასიათდება და ჩვეულებრივ, ამ ფეხით გავლას ვერ შეძლებთ. მძიმე მოტეხილობის დროს, ფეხს შეიძლება უცნაური ფორმა ჰქონდეს და ძვალი შეიძლება კანის გარეთაც კი იყოს გამოსული.

ფეხის მოტეხვის დროს შეიძლება „გატეხვის“ ხმა გაიგოთ და მისგან გამოწვეულმა შოკი და ტკივილმა შეიძლება ცნობიერების დაკარგვა, თავბრუსხვევა ან გულისრევა გამოიწვიოს.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენ, ან თქვენს გვერდით მყოფ ადამიანს ფეხი მოტეხილი აქვს, დაუყოვნებლივ მიმართეთ უახლოესი კლინიკის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების განყოფილებას. თუ ფეხით სიარული არ შეგიძლიათ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

ფეხის მოტეხილობის ტიპები

ფეხის მოტეხილობის ზოგიერთი ტიპი სხვებთან შედარებით ძალიან სერიოზულია- ეს დამოკიდებულია მოტეხილობის ადგილმდებარეობაზე, თუ როგორ მოხდა ძვლის მოტეხვა და დაზიანდა, თუ არა გარშემო არსებული ქსოვილი. მოტეხილობის ყველაზე გავრცელებული ფორმები ქვემოთაა აღწერილია.

  • ზეწოლის შედეგად განვითარებული მოტეხილობა - პატარა ზომის ბზარები ძვალში, რაც ფეხის გადაჭარბებული დატვირთვით არის გამოწვეული. ხშირია ათლეტებში
  • მოტეხილობა წანაცვლების გარეშე, ან ხაზოვანი მოტეხილობა - ძვლის მოტეხილობა გარშემო ქსოვილების მცირედი დაზიანებით.
  • მოტეხილობა ძვლების ცდომით - მოტეხილი ძვლის ორი ნაწილი ცალ-ცალკე გადაადგილდება (წანაცვლდება)
  • მრავლობითი მოტეხილობა - ძვლის მოტეხვა ერთდროულად რამდენიმე ადგილზე აღინიშნება (ნამსხვრევებად ქცევა)
  • ღია, ან რთული მოტეხილობა - რთული მოტეხილობაა, როდესაც მოტეხილი ძვალი კანიდან გამოდის, ან საწყისი დაზიანება ძვლის მოტეხილი ძვლის გამოჩენას იწვევს.

მოტეხილი ფეხის მკურნალობა

გაუნძრევლად ყოფნა

თავდაპირველად ექიმი მოგცემთ ტკივილგამაყუჩებლებს და შემდეგ შესაძლებელია მოტეხილი ფეხის ფიქსაციას შეეცადოს, რათა სწორი პოზიციის შერჩევა და შემდგომი დაზიანების პრევენცია მოახდინოს. ძლიერი ტკივილის დროს თქვენ შეიძლება გასაყუჩებლად სპეციალური აირი, ჰაერი ან უფრო ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები გაგიკეთონ წვეთოვნით. ხშირად მოტეხილობის შესაფასებლად რენტგენის/X-rayგადაღება ხდება საჭირო.

ჩვეულებრივ, ზეწოლის, ცდომილების გარეშე, ან ხაზოვანი მოტეხილობის (როდესაც ძვლები ერთ ხაზზე რჩება) მკურნალობა თაბაშირის დადებით შეიძლება. ეს ძვალს სწორ მდებარეობას ანიჭებს და შესაძლებელი ხდება მისი შეხორცება. ძლიერი შეშუპების დროს შესაძლებელია ნახვევი არ გაკეთდეს მოტეხილობისთანავე, მაგრამ ფეხი არტშანით უნდა დააფიქსირონ.

თქვენ შეიძლება სახლში წასაღები ტკივილგამაყუჩებლებით მოგამარაგონ და თაბაშირის მოვლის შესახებ ინფორმაცია გაგაცნონ. თაბაშირის მოვლის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის იხ. როგორ მოვუაროთ თაბაშირიან სახვევს.

რედუქცია

თუ ძვლები ერთმანეთს აცდენილია (გადანაცვლებული), შესაძლებელია, მათი სწორ ადგილზე დაბრუნების მიზნით შესაძლოა არაქირურგიული მანიპულაცია „მჭიდრო რედუქცია“ გამოიყენონ.

ზოგჯერ, პროცედურის დაწყებამდე ფეხის გასაუტკივარებლად ადგილობრივი ან რეგიონული საანესთეზიო საშუალებები გამოიყენება. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა ზოგადი საანესთეზიო საშუალების გამოყენებაც გახდეს საჭირო (რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცედურის დროს დაგაძინებენ).

მას შემდეგ, რაც ძვლებს სწორ პოზიციაში დააბრუნებენ, თაბაშირის დადებაც გახდება შესაძლებელი (იხილეთ ზემოთ).

ქირურგიული ოპერაცია

ყველაზე მძიმე მოტეხილობების მკურნალობის საუკეთესო საშუალება ქირურგიული ჩარევაა, რომელიც ძვლების სწორ პოზიციაში დაბრუნებას და ფიქსაციას უზრუნველყოფს. ქირურგებს ძვლების ფიქსაცია გრძელი მავთულების, ფირფიტების, ხრახნების ან ღერძის გამოყენებით შეუძლიათ, რაც ღია რედუქციისა და დახურული ფიქსაციის სახელით არის ცნობილი. ჩვეულებრივ, მეტალის ამოღება არ ხდება, თუ ეს უკანასკნელი პრობლემებს არ ქმნის.

იშვიათ შემთხვევებში, მოტეხილ ძვალს მეტალის ხრახნებით გარეგან საშუალებებს (გარეგანი ფიქსატორი) ამაგრებენ, ეს ფიქსაციას აადვილებს. ხრახნებს ფეხიდან მოტეხილობის შეხორცების შემდეგ იღებენ.

ოპერაციის შემდეგ ფეხზე თაბაშირს ადებენ, რაც მოტეხილობის შეხორცებას ეხმარება. (იხ.  ზემოთ).

შემდგომი მეთვალყურეობა

მოტეხილობის მდგომარეობის შესამოწმებლად კლინიკაში ორთოპედთან ვიზიტებზე დაგიბარებენ, ეს თქვენი მოტეხილობის მონიტორინგისთვისაა საჭირო. ჩვეულებრივ ეს ვიზიტები მკურნალობიდან 1-2 კვირის შენდეგ ხორციელდება.

ჩვეულებრივ, მძიმე მოტეხილობები 3-6 თვის განმავლობაში ხორცდება, მაგრამ შეიძლება შემდგომი დაკვირვებების ჩატარება წლის განმავლობაში რამდენიმე თვეში ერთხელ ან მომდევნო წელსაც გახდეს საჭირო. ხშირად პროგრესის შესამოწმებლად შემდგომი რენტგენოლოგიური გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია.

გამოჯანმრთელება

ექიმიგირჩევთ თუ როგორ უნდა ამოძრაოთ ფეხი და შემდეგ, როდის დატვირთოთ ზეწოლით.

მცირე მოტეხილობის შეხორცებას დაახლოებით 6-8 კვირა სჭირდება, ამ დროის განმავლობაში სანამ ფეხზე ზეწოლას შეძლებთ, შეგიძლიათ ყავარჯნები, ან ეტლი გამოიყენოთ. კლინიკაში ნებისმიერი სამოძრაო ტექნიკის უსაფრთხოდ გამოყენებას გასწავლიან.

უფრო მძიმე მოტეხილობების სრულ შეხორცებას 3-6 კვირა დასჭირდება. ზოგიერთ მოტეხილობას, განსაკუთრებით ღია ან რთულ მოტეხილობებს შესახორცებლად უფრო დიდი დროს სჭირდებათ.

კუნთებში ძალის, მოძრაობისა და მოქნილობის აღსადგენად ან შესანარჩუნებლად კლინიკამ შესაძლოა ფიზიოთერაპიის რეგულარული ვიზიტები შემოგთავაზოთ. ეს თაბაშირის მოხსნამდე და მის შემდეგ კონკრეტული ვარჯიშების გაკეთებას მოიცავს. გამოჯანმრთელების პროცესის შეფერხების თავიდან არიდების მიზნით, ფიზიოთერაპევტის რჩევის გათვალისწინება მნიშვნელოვანია.

ჩვეულებრივ, დაზიანებით გამოწვეული ტკივილი, ძვლის სრულ შეხორცებამდე ქრება, ასე რომ რეგულარულ აქტივობას, მაგალითად სპორტს ან ხელსაქმეს თავდათან უნდა დაუბრუნდეთ.

თაბაშირის მოხსნამდე საჭესთან ჯდომისგან თავი უნდა შეიკაოთ. მიიღეთ რჩევა ექიმისგან როდის იმის შესახებ თუ როდის შეძლებტ მანქანის მართვას.

გართულებები

ფეხის მოტეხილობის დროს ოპერაციამდელი, ოპერაციის დროს აღმოცენებული და ოპერაციის შემდგომი გართულებებების განვითარების რისკები არსებობს. ესენია:

  • მოტეხილობის გარშემო არსებული კუნთების, ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანება - ეს შეიძლება საწყისი დაზიანების (ხშირად ძვლის ბასრი კიდით არის გამოწვეული) ან ოპერაციის დროს მოხდეს. ამან შეიძლება მოძრაობის, ან შეგრძნების დაკარგვა გამოიწვიოს, ან გავლენა მოახდინოს კიდურის სისხლმომარაგებაზე.
  • ძვლის ინფექცია - რისკი ოპერაციის, ან ღია მოტეხილობის დროს იზრდება. ამან შეიძლება მნიშვნელოვნად გაახანგრძლივოს შეხორცების პროცესი. ინფექციის მკურნალობა ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი, მაგრამ შეიძლება ოპერაციის ხელმეორედ გაკეთება გახდეს საჭირო.
  • მწვავე კომპარტმენტული სინდრომის - ეს არის მტკივნეული და პოტენციურად სერიოზული პათოლოგია, რომელიც დახურულ კუნთოვან ბოჭკოებში  სისხლდენით, ან შეშუპებითაა გამოწვეული (კუნთის „კომპარტმენტი“). ეს მდგომარეობა შეიძლება მოტეხილობიდან ძალიან მალე, თაბაშირის დადების ან ოპერაციის შემდეგ განვითარდეს. ეს პათოლოგია გადაუდებელ მკურნალობას საჭიროებს, ქირურგიულ პროცედურას გადაუდებელი ფასციოტომია ეწოდება.

 

იშვიათად, ძვალი სათანადოდ არ ხორცდება, რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს დამატებითი/ხელმეორე ოპერაციის ჩატარება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ოპერაციის დროს ძვლების არათანაბარი დგომით, შეხორცებამდე ძვალზე მძიმე წონის მოქმედებით, დაზიანების ბუნებით, ან თამბაქოს მოხმარებით.

ქვედა კიდურის ძვლები

ფეხის ოთხი ძვლისგან შედგება, ესენია:

  • Femur (ბარძაყის ძვალი) – სხეულის ყველაზე გრძელი ძვალი, რომელიც თეძოდან მუხლის სახრამდეა გადაჭიმული.
  • Patella (კვირისტავი) – მცირე ზომის ძვალი, რომელიც იცავს მუხლს და კუნთებს წვივის დიდ ძვალთან აკავშირებს. ძვლების მოტეხილობის მხოლოდ 1% მოიცავს კვირისტავის მოტეხილობებს
  • Tibia (დიდი წვივის ძვალი) - სქელი ძვალი, რომელიც მუხლის

  • სახსრსა და კოჭს შუა მდებარეობს. დიდი წვივის ძვალი იჭერს სხეულის ზეწოლას უძლებს და ყველაზე ხშირად სწორედ მისი მოტეხილობა ვითარდება.
  • Fibula – დიდი წვივის გასწვრივ მდებარეობს, ფეხის გარეთა მხარეს. მცირე წვივის დაზიანება ხშირად დიდი წვივის მოტეხილობის დროს ვითარდება.

 

ჩვეულებრივ, ბარძაყის ძვლის ზედა ნაწილის მოტეხილობის კლასიფიცირება, როგორც მენჯის მოტეხილობა ისე ხდება.

მოტეხილი კოჭიშეიძლება დიდი და მცირე წვივის ქვედა ბოლოს მოტეხილობასაც მოიცავდეს.

კომენტარის დამატება