ფაღარათი (დიარეა)
დიარეა არის მდგომარეობა, როდესაც კუჭში ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გადიხართ, ან განავალი ჩვეულებრივზე უფრო თხევადია.
ეს მდგომარეობა დრო და დრო ნებისმიერადამიანს ემართებადაარარისსანერვიულო. თუმცა, შეიძლება იყოს უსიამოვნო და გამაღიზიანებელი სანამ გადაივლის, რასაც რამდენიმე დღიდან ერთ კვირამდე სჭირდება.
რა იწვევს დიარეას?
დიარეის გამომწვევი ბევრი სხვადასხვა მიზეზია, მაგრამ მათში ყველაზე გავრცელებულია ნაწლავის ინფექცია გასტროენტერიტი, მოზრდილებშიც და ბავშვებშიც.
გასტროენტერიტი შეიძლება გამოწვეული იყოს:
- ვისუსით-მაგალითად ნოროვირუსი, ან როტავირუსი
- ბაქტერიით, როგორიცაა მაგალითად კამპილობაქტერია (Campylobacter) და ეშერიხია კოლი (ე. კოლი), რომლებიც ხშირად არის დაბინძურებულ საკვებში
- პარაზიტით - როგორიცაა პარაზიტი, რომელიც იწვევს გარდიაზს (giardiasis), რომელიც ვრცელდება დაბინძურებული წყლით.
ეს ინფექციები ზოგჯერ შეიძლება შეგვეყაროს საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში სადაც ზოგადი ჰიგიენის ნორმები ძალიან დაბალ დონეზეა. ეს ცნობილია, როგორც მოგზაურტა დიარეა.
დიარეა ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს შფოთვით, საკვებით გამოწვეული ალერგიით, წამლებით, ან გრძელ ვადიანი მდგომარეობებით, როგორიცაა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
რა უნდა მოიმოქმედოთ დიარეის დროს
დიარეის შემთხვევების უმრავლესობა მკურნალობის გარეშე გაივლის, რამდენიმე დღეში. თუმცა, დარეამ შეიძლება გამოიწვიოს დეჰიდრატაცია, ამიტომ სანამ ის ბოლომდე გაივლის აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხეების მიღება (მცირე რაოდენობით, ყლუპ-ყლუპად, მაგრამ ხშირად). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს არ დაემართოთ დეჰიდრატაცია. თუ არის ამის საშიშროება, ფარმაცევტმა შეიძლება გირჩიოთ ორალური რეჰიდრატაციული ხსნარები.
მყარი საკვების მიღება შესაძლებელია მაშინვე როდესაც ამას შეძლებთ. თუ ბავშვი, რომელსაც აქვს დიარეა, გყავთ ძუძუთი კვებაზე, ან კვებავთ ბოთლით, დიარეის მიუხედავად უნდა გააგრძელოთ ჩვეულებრივი კვების რეჟიმი.
დიარეის დროს, ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის აუცილებელია, დიარეის დროს და მისი ბოლო ეპიზოდიდან სულ მცირე 48 საათის განმავლობაში სახლში დარჩენა.
დიარეის შესამცირებლად არსებობს წამლები, როგორიცაა მაგალითად ლოპერამიდი, თუმცა მისი მიღება, როგორც წესი, არ არის აუცილებელი და მათი უმეტესი ტიპები არ შეიძლება ბავშვებისთვის.
როდის არის საჭირო ექიმთან ვიზიტი
ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, თუ დიარეა განსაკუთრებით ხშირია, ან ძალიან მწვავდება, ან ის დაკავშირებულია სხვა სიმპტმებთანაც, როგორებიცაა:
- სისხლი განავალში
- მუდმივი ღებინება
- მუდმივი ან მწვავე მუცლის ტკივილი
- წონის დაკარგვა
- დეჰიდრაციის ნიშნები - რომელიც მოიცავს ძილიანობას, იშვიათ შარდვას, დაბნეულობას, ან თავბრუსხვევას
- მუქი, ან შავი ფერის განავალი - რომელიც შეიძება შიდა სისხლდენის ნიშანი იყოს.
ექიმს ასევე უნდა მიმართოთ, თუ დიარეა გრძელდება დიდ ხანს, რადგან ეს შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს. უმეტეს შემთხვევებში დიარეამ უნდა გაიაროს ერთი კვირის განმავლობაში.
დიარეას პრევენცია
დიარეა ხშირად გამოწვეულია ინფექციით. შესაბამისად რისკების შესამცირებლად საჭიროა ჰიგიენის მაღალი სტანდარტების დაცვა.
მაგალითად:
- დიბანეთ ხელები საგულდაგულოდ, თბილი წყლით და საპნით, ტუალეტის შემდეგ, ჭამამდე ან საჭმლის მომზადებამდე
- გაწმინდეთ ტუალეტის ჩასარეცხი და საჯდომი სადეზინფექციო საშუალებებით დიარეის ყოველი ეპიზოდის შემდეგ
- მოერიდეთ პირადი მოხმარების ნივთების, პირსახოცების და საცვლების ოჯახის სხვა წევრებთან გაზიარებას.
ასევე აუცილებელია ჰიგიენის ნორმების დაცვა მოგზაურობისას, მაგალითად მოერიდეთ ბოლომდე მოუმზადებელ (ნახევრად, ან უმ საკვებს) და არ დალიოთ ონკანის წყალი, თუ არ ხართ დარწმუნებული მის უსაფრთხოებაში.
კომენტარის დამატება