Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ქსეროსტომია (პირის ღრუს სიმშრალე)

ქსეროსტომია (პირის ღრუს სიმშრალე)

263

იშვიათ შემთხვევებში, თუ ხართ დეჰიდრირებული, ან ნერვიულობთ, პირის სიმშრალე ნორმალურია, მაგრამ მუდმივი პირის სიმშრალე შეიძლება იყოს ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემის ნიშანი.

თუ აღგენიშნებათ უჩვეულო პირის სიმშრალე (ქსეროსტომია), აუცილებლად უნდა მიმართოთ სტომატოლოგს, ან თქვენს ოჯახის ექიმს, რომ გაიგონ ამის გამომწვევი მიზეზი.

რამ შეიძლება გამოიწვიოს პირის სიმშრალე?

პირის სიმშრალე შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც პირის ღრუში არსებული სანერწყვე ჯირკვლები არ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ნერწყვს.

ეს ხშირად არის დეჰიდრატაციის ნიშანი, რაც ნიშნავს, რო ორგანიზმს არ გააჩნია საკმარისი რაოდენობის სითხე, რომ წარმოქმნას საჭირო რაოდენობის ნერწყვი. პირის სიმშრალე ასევე ხშირია ნერვიულობის ან შფოთვის დროს.

ზოგჯერ პირის სიმშრალე შეიძლება გამოწვეული იყოს თანმდევი პრობლემით ან ჯანმრთელობის მდგომარეობით, როგორებიცაა:

  • წამლები - სხვადასხვა წამლებს შეუძიათ პირის სიმშრალის გამოწვევა, მათ შორის ანტიდეპრესანტებს, ანტიჰისტამინებს და შარდმდენებს; წამლის მიღებამდე აუცილებლად ყურადღებით წაიკითხეთ წამლის მოხმარების ინსტრუქცია, რომელიც მოყვება წამალს, რომ გაიგოთ ახასიათებს თუ არა კონკრეტულ წამალს პირის სიმშრალე, როგორც მისი გვერდითი ეფექტი
  • ცხვირის გაჭედვა - ცხვირის გაჭედვის დროს, ძილში პირით სუნთქვის შედეგად შეიძლება გამოშრეს პირი
  • დიაბეტი - ქრონიკული მდგომარეობა, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის დონის ზედმეტად მაღალ დონეს
  • რადიოთერაპია თავზე და კისერზე - ამან შეიძლება გამოიწვიოს სანერწყვე ჯირკვლების ანთება (მუკოზიტი)
  • შოგრენის სინდრომი (Sjögren's syndrome) - მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა უტევს და აზიანებს სანერწყვე ჯირკვლებს.

დიაგნოზის დასმა ექიმს გაუადვილდება, თუ მოუყვებით დამატებითი სიმპტომების და ნებისმიერი სახის მკურნალობის შესახებ რაც ჩატარებული გქონდათ, ან იტარებთ ამჟამად.

რა პრობლემების გამოწვევა შეუძლია პირის სიმშრალეს?

ნერწყვი მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირის ღრუს სიჯანსაღის შენარჩუნებაში. თუ გაქვთ პირის სიმშრალე, შეიძლება დამატებით აღგენიშნებოდეთ სხვა პრობლემებიც, როგორიცაა:

  • პირში შეშუპების შეგრძნება
  • ტუჩების სიმშრალე
  • ცუდი სუნი პირიდან (ჰალიტოზი)
  • გემოს შემცირებული აღქმა
  • პირის ღრუს განმეორებადი ინფექციები, როგორიცაა პირის ღრუს რძიანა
  • კბილების კარიესი და ღრძილების დაავადება
  • მეტყველების, ჭამის და ყლაპვის გაძნელება.

ძალიან მნიშვნელოვანია პირის ღუს კარგი ჰიგიენის შენაჩუნება, თუ გაქვთ პირის სიმშრალე, რომ შეამციროთ კბილების პრობლემების განვითარების რისკები. ასევე მნიშვნელოვანია რეგულარული ვიზიტი სტომატოლოგთან და ნებისმიერი პრობლემის დროული მკურნალობა.

პირის სიმშრალის მკურნალობა

თანმხლები მიზეზის მკურნალობა

თუ ექიმმა ან სტომატოლოგმა შეძლო პირის სიმშრალის გამომწვევი მიზეზის აღმოჩენა, ამ მიზეზის მუკრნალობით პირის სიმშრალის პრობლემაც მოგვარდება.

მაგალითად, თუ პირის სიმშრალის გამომწვევ მიზეზად ეჭვობენ წამლების მიღებას, ექიმმა შეიძლება გირჩიოთ ამ წამლის დოზის შემცირება, ან მისი ალტერნატიული ვარიანტის მოძებნა.

ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებებით, მაგალითად გაჭედილი ცხვირისთვის შეიძლება ცხვირის გამხსნელების გამოყენება, ხოლო დიაბეტისთვის ინსულინის.

თვითდახმარება

პირის ღრუს დასატენიანებლად შესაძლებელია მარტივი მეთოდების გამოყენება, მაგალითად:

  • გაზარდეთ დღის განმავობაში მიღებული სითხეების რაოდენობა - რეგულარულად მოსვით ცივი წყალი ან უშაქრო სასმელები
  • წუწნეთ უშაქრო კანფეტები, ან დაღეჭეთ უშაქრო კევი - ეს შეიძლება დაეხმაროს სანერწყვე ჯირკვლების სტიმულირებას, რომ წარმოქმნან მეტი ნერწყვი
  • წუწნეთ ყინული კუბები - ყინული დადნება ნელ-ნელა და დაატენიანებს პირის ღრუს
  • მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მათ შორის ალკოჰოლის შემცველ პირის სავლებ საშუალებებს - ალკოჰოლმა შეიძლება გააუარესოს პირის სიმშრალე.

ნერწვის შემცვლელები და სტიმულატორები

თუ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები არ დაგეხმარებათ, ექიმმა ან სტომატოლოგმა შეიძლება გირჩიოთ ხელოვნური ნერწყვის შემცვლელების გამოყენება, რომ დაიტენიანოთ პირის ღრუ. ეს საშუალებები იყიდება სპრეის, გელის ან აბების ფორმით. მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი სიხშირით, მათ შორის საკვებთან ერთად, ან კვებებს შორის პერიოდში.

თუ პირის სიმშრალე გამოწვეულია რადიოთერაპიით ან შოგრენის სინდრომით, შეიძლება გამოგიწერონ წამალი, სახელად პილოკარპინი (pilocarpine). ეს წამალი აბის ფორმით მიიღება, დღეში რამდენიმეჯერ და ასტიმულირებს სანერწყვე ჯირკვლებს, მეტი ნერწყვის გამოსაყოფად. თუმცა, პილოკარპინი არ შეიძლება ყველასთვის, რადგან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ოფლიანობა, ან თავის ტკივილები.

კომენტარის დამატება