Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ქრონიკული ტროფობლასტური დაავადება და ქორიოკარცინომა

ქრონიკული ტროფობლასტური დაავადება და ქორიოკარცინომა

169

ქრონიკული ტროფობლასტური დაავადება და ქორიოკარცინომა, არიან ძალიან იშვიათი, ორსულობასთან დაკავშირებული სიმსივნეები, ცნობილი, როგორც გესტაციური ტროფობლასტური სიმსივნის (Gestational Trophoblastic Tumors - GTTs)სახელით.

ქრონიკული ტროფობლასტური დაავადება

დიდ ბრიტანეთში, ყოველწლიურად, დაახლოებით 600 ორსულობიდან 1 ორსულობა მოლარულია, რაც ნიშნავს რომ ნაყოფი და პლაცენტა სათანადოდ არ ყალიბდება და ბავშვი არ ვითარდება. ეს, როგორც წესი, იწვევს მუცლის მოშლას.

მოლარული ორსულობის უმეტეს შემთხვევებში, საშვილოსნოში დარჩენილი ნებისმიერი პათოლოგიური ქსოვილი თვითონვე კვდება. მაგრამ ქალთა მცირე ნაწილში, ქსოვილი შეიძლება დარჩეს და გააგრძელოს შემდგომი ზრდა საშვილოსნოს ზედაპირზე და კიბოს მსგავსად, გავრცელდეს ორგანიზმის სხვა ნაწილებზე. ეს მდგომარეობა ცნობილია, როგორც ქრონიკული ტროფობლასტური დაავადება.

შემდგომი მკურნალობა გულისხმობს დარჩენილი მოლარული ქსოვილის სრულად განადგურებას.

ინგლისში ამ მდგომარეობის სამკურნალო 2 სპეციალიზებული ცენტრია - „Charing Cross Hospital“ ლონდონში და „Weston Park Hospital” შეფილდში.

მკურნალობის პროცესში ასევე შესაძლებელია საჭირო გახდეს კიბოს საწინააღმდეგო ძლიერი წამლების გამოყენებაც (ქიმიოთერაპია).

ქორიოკარცინომა

ქორიოკარცინომა კიბოს ძალიან იშვიათი ფორმაა, რომელიც გვხვდება 50,000 ორსულობიდან მხოლოდ 1-ში. დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად 20-ზე ნაკლებ ქალს უვითარდება ეს მდგომარეობა.

ქორიოკარცინომა შეიძლება განვითარდეს, თუ ორსულობის შემდეგ დარჩენილი უჯრედები კიბოს ტიპის გახდება. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერი ორსულობის შემდეგ, მაგრამ უფრო დიდი ალბათობით ხდება მოლარული ორსულობისას. ეს მდგომარეობა შეიძლება განვითარდეს ორსულობიდან რამდენიმე თვის, ან წლის შემდეგაც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ქორიოკარცინომა იწყება საშვილოსნოდან, ის შეიძლება გავრცელდეს სხეულის სხვა ნაწილებშიც, ყველაზე ხშირად ფილტვებში. თუ ის გავრცელდა ფილტვებში შეიძლება განვითარდეს სიმპტომები, როგორიცაა ხველა, სუნთქვის გართულება და გულმკერდის ტკივილი.

ქორიოკარცინომის მუცელში გავრცელებას შეიძლება ახასიათებდეს მუცლის ტკივილი, ხოლო ვაგინაში გავრცელებას - ძლიერი სისხლდენა და შესიების (კვანძის) განვითარება საშოში. ტვინში გავრცელების შემთხვევაში, შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ან კრუნჩხვითი შეტევები.

რისკები

ქრონიკული ტროფობლასტური დაავადებაც და ქორიოკარცინომაც ძალიან იშვიათია. მოლარული ორსულობისას ყურადღებით აწარმოებენ დაკვირვებას რათა დროულად აღმოაჩინონ ამ დაავადების განვითარება.

სრული მოლარული ორსულობის შემთხვევაში არსებობს 10-დან ერთი შანსი, რომ განვითარდება ქრონიკული ტროფობლასტური დაავადება, ან ქორიოკარცინომა. ნაწილობრივი მოლარული ორსულობის შემთხვევაში კი, რისკი 200 დან 1-ა.

პროგნოზი

საერთო ჯამში, ქრონიკული ტროფობლასტური დაავადების და ქორიოკარცინომის პროგნოზი კარგიადა გესტაციური ტროფობლასტური სიმსივნეების მქონე ქალების 98-100% იკურნება. თუმცა თოთოელი შემთხვევის გამოსავალი დამოკიდებულია ინდივიდუალურ გარემოებებზე.

გსურთ იცოდეთ მეტი?

  • სიმსივნის კვლევა დიდ ბრიტანეთში:პერსისტირებადი ტროფობლასტური დაავადება და ქორიოკარცინომა
  • „Charing Cross Hospital“: ჰიდატიფორმული მოლისა (Hydatidiform Mole) და ქორიოკარცინომის შესახებ ინფორმაცია და მხარდაჭერის სერვისი დიდ ბრიტანეთში
  • „The Sheffield Trophoblastic Disease Centre“

რა არის კიბო?

ორგანიზმი შედგენილია მილიონობით სხვადასხვა ტიპის უჯრედებისგან. კიბო ყალიბდება მაშინ, როდესაც უჯრედები იწყებს პათოლოგიურ გამრავლებას.

როდესაც კიბო მოქმედებს სხეულის ორგანოებზე და მყარ ქსოვილებზე, ის იწყებს გაზრდას (სიმსივნე) ჩამოსაყალიბებლად. კიბომ შეიძლება იმოქმედოს სხეულის ნებისმიერ ნაწილზე, სადაც უჯრედები პატოლოგიურად მრავლდება

კომენტარის დამატება