ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა)
ქირურგიული ოპერაციის შედეგად ნაღვლის ბუშტის ამოღება არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ოპერაცია, რომელიც ტარდება NHS-ში (დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო კლინიკებში). 60,000- ზე მეტი ასეთი ოპერაცია ტარდება ყოველწლიურად.
ნაღვლის ბუშტის ამოჭრას სამედიცინო ტერმინოლოგიით ეწოდება ქოლეცისტექტომია.
რატომ ხდება საჭირო ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა?
ნაღვლის ბუშტი არის პატარა, მსხლის ფორმის ბუშტი, რომელიც მოთავსებულია მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში. იგი ინახავს ნაღველს და მომნელებელ სითხეს, რომელსაც ღვიძლი ცხომების დასაშლელად გამოიმუშავებს.
ნაღველი წარმოიქმნება ქოლესტერინისგან, ნაღვლის მჟავისგან და დაშლის პროდუქტებისგან. როდესაც ამ ნივთიერებების კონცეტრაციათა ბალანსი ირღვევა, წარმოიქმნება პატარა ზომის, მაგარი კონსისტენციის კენჭები, რომელთაც ეწოდება ნაღვლის კენჭები. ჩვეულებრივ ისინი არ იწვევენ არანაირ სიმპტომს და ამიტომ უმეტეს შემთხვევაში შეუმჩნეველია. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაშიკენჭები შეიძლება ჩაიჭედოს სადინარში (ღია არხი), გააღიზიანოს ნაღვლის ბუშტი და გამოიწვიოს ანთებითი პროცესი, ან გამოვიდეს ნაღვლის ბუშტიდან და აღმოჩნდეს ორგანიზმის სხვა ნაწილებში.
ამან შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა სიმპტომები, როგორიცაა:
- უეცარი ძლიერი ტკივილის შეგრძნება მუცლის არეში
- შეუძლოდ ყოფნა
- სიყვითლე (კანისა და თვალის სკლერის გაყვითლება)
ქირურგიული ჩარევის გარეშე, კენჭების დასაშლელად რამდენიმე გზა არსებობს, მაგრამ ეს ხერხები ეფექტურია 10-დან ერთ შემთხვევაში და იშვიათად სახელდება სამკურნალო მეთოდად.
ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ ტკივილი ნაღვლის კენჭების გამო, რეკომენდირებულია ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.
რა ხდება ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ამოკვეთის დროს?
არსებობს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ორი გზა.
ლაპარასკოპიული (პატარა განაკვეთებით) ქოლეცისტექტომია
ეს არის ყველაზე ხშირი მეთოდი. ამ დროს იყენებენ პატარა კამერას და ქირურგიულ ინსტრუმენტებს, რომლებიც შედიან მუცელში კანზე გაკეთებული პატარა განაკვეთების გავლით (ინციზია).
ღია ქოლეცისტექტომია
ღია ქოლეცისტექტომიის დროს აკეთებენ განაკვეთს მუცლის არეში და აქედან კვეთენ ნაღვლის ბუშტს. ამ ტექნიკას ეწოდება ღია ქირურგიული ოპერაცია. ლაპარასკოპიასთან შედარებით, იგი არის უფრო ინვაზიური პროცედურა. ოპერაციის შემდეგ აუცილებელია დარჩეთ კლინიკაში უფრო მეტი ხნის განმავლობაში და გამოჯანმრთელებასაც უფრო დიდი დრო დასჭირდება.
ღია ოპერაციას აკეთებენ მხოლოდ იმ დროს, თუ არსებობს მიზეზი, რის გამოც ვერ ჩატარდება ლაპარასკოპია, ან თუ ლაპარასკოპიული ჩარევის დროს ქირურგი გადაწყვეტს გადავიდეს ღია ოპერაციაზე (ეს ცნობილია კონვერსიის სახელით).
ორივე ტიპის ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიით, ამიტომ პაციენტს სძინავს მთელი პროცედურის განმავლობაში და ვერ გრძნობს ტკივილს.
იხილეთ მეტი თუ როგორ ხდება ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.
გამოჯანმრთელება ქოლეცისტექტომიის ჩატარების შემდეგ
ლაპარასკოპიის შემდეგ, პაციენტის რეაბილიტაცია დიდ დროს არ საჭიროებს. ადამიანთა უმეტესობას შეუძლია კლინიკა დატოვოს იმავე დღეს, ან შემდეგ დილას.
ნორმალური ცხოვრებისეული აქტოვობების შესრულება შესაძლებელია ორ კვირაში, ხოლო ერთი თვის შემდეგ უკვე შეგიძლიათ დატვირთული ვარჯიშითაც უსაფრთხოდ დაკავდეთ.
განსხვავებით ლაპარასკოპიისგან, ღია ქირურგიული ჩარევის შემდეგ რეაბილიტაცია მოითხოვს შედარებით დიდ დროს. კლინიკაში შეიძლება მოგიხდეთ 3-დან 5 დღემდე დარჩენა და ძირითადად 6 კვირაა საჭირო სრულად გამოჯანმრთელებისათვის და ნორმალური ცხოვრების რუტინასთან დასაბრუნებლად.
იხილეთ მეტი ქოლეცისტექტომიის შემდეგ რეაბილიტაციის შესახებ.
გართულებები
ორივე მეთოდი - ლაპაროსკოპია და ღია ქირურგიული ოპერაცია არის უსაფრთხო პროცედურა, ორივე ხასიათდება გართულებების დაბალი რისკით.
ყველაზე ხშირი გართულება არის განაკვეთის ადგილზე ინფექციის შეჭრა, ეს ხდება 15- დან ერთ შემთხვევაში.
იხილეთ მეტი თემაზე: ქოლეცისტექტომიის გართულებები.
ცხოვრება ნაღვლის ბუშტის გარეშე
თქვენ ჩვეულებრივ გააგრძელებთ ნორმალურ ცხოვრებას ამ ოპერაციის შემდეგ. ნაღვლის ბუშტი არის საჭირო, მაგრამ არა სიცოცხლისთვის აუცილებელი ორგანო. ღვიძლი მაინც შეძლებს ნაღვლის წარმოქმნას საკვების მოსანელებლად.
თუმცა, ზოგიერთ ადამიანს, ვისაც აქვს ჩატარებული ქოლეცისტექტომია ექნება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა მუცლის შებერილობა და დიარეა ცხიმიანი ან ცხარე საკვების მიღების შემდეგ. თუ გარკვეული ტიპის საკვები იწვევს ასეთ სიმპტომებს, მაშინ უნდა ეცადოთ მათი საკვები რაციონიდან ამოღება.
იხილეთ მეტი თემაზე: ცვლილებები თქვენს კვებაში ქოლეცისტექტომიის შემდეგ.
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ტკივილი და მონელების პრობლემა სადინარში დარჩენილი კენჭის გამო.ეს საჭიროებს შემდგომი ქირურგიული ჩარევით კენჭების ამოღებას.
ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის ილუსტრაცია
1. ღვიძლი
2. ნაღვლის ბუშტი
3. ნაღვლის ბუშტის სადინარი
4. ნაღვლის ბუშტის სადინარი უერთდება თორმეტგოჯა ნაწლავს
5. კუჭი
კომენტარის დამატება