Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ქოლანგიოკარცინომა (ნაღვლის სადინრის კიბო)

ქოლანგიოკარცინომა (ნაღვლის სადინრის კიბო)

252

ნაღვლის სადინრის კიბო (ქოლანგიოკარცინომა), სიმსივნის იშვიათი ფორმაა, რომელიც ძირითადად ვლინდება 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

ნაღვლის სადინრები არის მცირე ზომის მილები, რომლებიც ღვიძლს აერთებს წვრილნაწლავთან. ამ სადინრების საშუალებით ნაღველი ღვიძლიდან პანკრიასის გავლით გადადის ნაწლავში, საჭმლის მონელების დასახმარებლად. სიმსივნე ამ სადინრების ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გამოვლინდეს.

ნაღვლის სადინრის კიბო ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია განიკურნოს, მაგრამ მისი აღმოჩენა ძირითადად ბოლო სტადიებზე ხდება, როდესაც მისი განკურნება უკვე შეუძლებელია.

სიმპტომები

ნაღვლის სადინრის კიბო ძირითადად უსიმპტომოდ მიმდინარეობს იქამდე სანამ არ მიაღწევს ისეთ ზომას, რომ გადაკეტოს სადინარი.

საბოლოოდ დაავადება შეიძლება შემდეგი სიმპტომებით გამოვლინდეს:

  • სიყვითლე/jaundice -კანისა და თვალის თეთრი ნაწილის გაყვითლება
  • კანის ქავილი
  • ღია ფერის განავალი და მუქი ფერის შარდი
  • მადის დაკარგვა და წონის დაკლება
  • მუდმივი დაღლილობა და ცუდად ყოფნა
  • მუცლის ტკივილი და შეშუპება - ზოგიერთ ადამიანს უვითარდება ყრუ ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში
  • მაღალი ტემპერატურა (სიცხე) – 38C ან უფრო მაღალი
  • შეციება და კანკალი.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს თუ გაქვთ რაიმე სახის ხანგრძლივი სიმპტომი, რომელზეც ნერვიულობთ, განსაკუთრებით კი სიყვითლის შემთხვევაში. ეს სიმპტომები მრავალი სხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოკვლევა.

ნაღვლის სადინრის კიბოს გამომწვევი მიზეზები

ნაღვლის სადინრის სიმსივნის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია და მათი უმრავლესობა რაიმე ცხადი მიზეზის გარეშე ვითარდება, თუმცა არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელთაც მისი განვითარების რისკის გაზრდა შეუძლიათ. მათ შორისაა:

  • პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი - თვიძლის იშვიათი დაავადება, რომელიც იწვევს ღვიძლის ქრონიკულ ანთებას
  • ნაღვლის სადინრის ანომალიები - როგორიცაა კისტა (სითხით სავსე პარკუჭები) ნაღვლის სადინარში და რომლებიც ძირითადად არის თანდაყოლილი მდგომარეობა (ანუ ადამიანს აქვს დაბადებიდანვე)
  • ნაღვლის კენჭები ღვიძლში - ნაღვლის ბუშტის კენჭების მსგავსი მაგარი კენჭები, რომლებიც ფორმირდება ნაღვლის სადინარში
  • ზოგიერთ ქიმიურ ნივთიერებასთან და ტოქსინებთან შეხება, მათ შორის თოროტრასტთან (thorotrast - სპეციალური საღებავი, რომელიც ადრე გამოიყენებოდა სამედიცინო სკანირებების დროს).

ამ დაავადებას ასევე შეიძლება ჰქონდეს კავშირი ქრონიკულ ბე ჰეპატიტთან და ქრონიკულ ცე ჰეპატიტთან, ასევე ღვიძლის დანაწიბურებასთან (ციროზთან), დიაბეტთან, ჭარბწონიანობასთან, სიგარეტის მოწევასთან და ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებასთან.

დიაგნოსტიკა

ნაღვლის სადინრის სიმსივნის დიაგნოზირებისთვის შესაძლოა რამდენიმე გამოკვლევის გაკეთება იყოს საჭირო.

ეს გამოკვლევებია:

  • სისხლის ანალიზები
  • სკანირებები, როგორიცაა ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ რეზონანსული გამოკვლევა/magnetic resonance imaging (MRI) scans
  • დეტალიზირებული რენტგენის სხივებით კვლევა, რომელიც კეთდება სპეციალური საღებავის ინექციით ნაღვლის სადინარში, რაც უფრო ცხადად დანახვის საშუალებას მისცემს ექიმს
  • ბიოფსია - როდესაც ნაღვლის სადინრიდან ამოიღებენ ქსოვილის ნიმუშს და შემდეგ შეამოწმებენ მიკროსკოპის საშუალებით.

გაიგეთ მეტი ნაღვლის სადინრის სიმსივნის დიაგნოზირების შესახებ.

როგორ მკურნალობენ ნაღვლის სადინრის სიმსივნეს?

ნაღვლის სადისნრის სიმსივნის მკურნალობა ძირითადად შეუძლებელია, რადგან მისი აღმოჩენა ხშირად მაშინ ხდება, როდესაც ის უკვე გაზრდილი და გავრცელებულია.

მაგრამ ამ შემთხვევების დროსაც კი მკურნალობას შეუძლია სიმპტომების კონტროლი თვეების ან შესაძლებელია წლების განმავლობაშიც კი.

მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

  • ქირურგიული ოპერაცია დაზიანებული ადგილის ამოსაკვეთად - ეს მხოლოდ მაშნ არის შესაძლებელი, როდესაც სიმსივნე ჯერ არ გავრცელებულა და ამ შემთხვევაში შესაძლებელია სრული განკურნება
  • ნაღვლის სადინარში სტენტის ჩადგმა, რაც გააფართოებს სადინარს და ხელს შეუშლის ის დაბლოკვას - ეს დაეხმარება სიყვითლის სიმპტომების შემსუბუქებას
  • ქიმიოთერაპია - როდესაც სიმსივნური უჯრედების ზრდის შესაჩერებლად და სიმპტომების შესამსუბუქებლად გამოიყენება სპეციალური წამლები
  • რადიოთერაპია - როდესაც სიმსივნურ უჯრედებს ასხივებენ მიმართული რადიაციული სხივებით, რომ შეჩერდეს მათი ზრდა და შემსუბუქდეს სიმპტომები.

გაიგეთ მეტი ნაღვლის სადინრის კიბოს მკურნალობის შესახებ.

პროგნოზი

ნაღვლის სადინრის კიბოს პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ადგილას არის განვითარებული სიმსივნე და რამდენად გაზრდილია ის.

სიმსივნის ამოკვეთის შემთხვევაშიც კი არის მისი ხელახლა განმეორების შანსი.

საერთო ჯამში:

  • თუ ნაღვლის სადინრის კიბო აღმოაჩინეს ნაადრევ ეტაპზე და მის ამოსაკვეთად ჩატარდა ქირურგიული ოპერაცია, მაშინ ასეთი პაციენტების 20-50% იცოცხლებს სულ მცირე 5 წლის განმავლობაში
  • თუ სიმსივნე აღმოაჩინეს ნაადრევ ეტაპზე, მაგრამ ვერ მოხერხდა ოპერაციის ჩატარება, მაშინ ასეთი პაციენტების 2% იცოცხლებს სულ მცირე 5 წლის განმავლობაში.

კომენტარის დამატება