Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ქერტლი

ქერტლი

333

ქერტლი არის კანის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც თმებში და თავის ქალაზე იწვევს კანის თეთრი ან ნაცრისფერი ანაქერცლების გამოჩენას.

ანაქერცლი ხშირად შესამჩნევი ხდება, როდესაც ისინი ცვივა მხრებზე.

ქერტლის დროს თავის კანი შეიძლება იყოს გამომშრალი და იწვევდეს ქავილის შეგრძნებას.

ეს მდგომარეობა არ არის გადამდები და არ უქმნის ჯამრთელობას საფრთხეს, მაგრამ შეიძლება იყოს უსიამოვნო და შემაწუხებელი.

ქერტლის სამკურნალო საშუალებები

ქერტლის მთავარი სამკურნალო საშუალებაა ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნი. ამ შამპუნის მრავალი სახეობა არსებობს. შამპუნის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ, რომ ის შეიცავდეს ჩამოთვლილი ინგრედიენტებიდან ერთ-ერთს მაინც:

  • zinc pyrithione
  • salicylic acid
  • selenium sulphide (or selenium sulfide)
  • ketoconazole
  • coal tar.

ყურადღება მიაქციეთ ასევე მწარმოებლის ინსტრუქციებს, რომ დარწმუნდეთ შეიძლება თუ არა მისი გამოყენება თქვენთვის და რამდენჯერ ხშირად უნდა გამოიყენოთ.

თავის დაბანისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ შამპუნი ჩამობანვამდე თავზე დაიტოვოთ სულ მცირე 5 წუთი მაინც.

შედეგის სანახადავად შამპუნი უნდა გამოიყენოთ დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. თუ არ იქნება ეფექტური, სცადეთ სხვა სახეობის შამპუნი.

სიმპტომების გაუმჯობესებასთან ერთად, სპეციალური შამპუნების გამოყენება უკვე ნაკლები სიხშირით დაგჭირდებათ.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ქერტლის დროს, ძირითადად არ არის საჭირო ექიმთან მიმართვა, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ექიმთან კონსულტაცია. მიმართეთ ექიმს, თუ:

  • მოიხმარდით ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნს სულ მცირე 1 თვის განმავლობაში მაინც და მიუხედავად ამისა სიმპტომები მაინც არ გაუმჯობესდა
  • ქერტლის პრობლემა ძალიან გაწუხებთ და თავის ქალას კანი ძალიან გექავებათ
  • თავის ქალის კანი წითელი ან შეშუპებულია
  • გაქვთ დასუსტებული იმუნური სისტემა, მაგალითად ქიმიოთერაპიის ან რაიმე იმუნური დაავადების გამო, ან თუ იღებთ იმუნური სისტემის დამასუსტებელ მედიკამენტებს.

ექიმი ვიზუალური დათვალიერებით შეძლებს ქერტლის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას (იხილეთ ქვემოთ). ექიმმა ასევე შეიძლება გამოწეროს უფრო ძლიერი სამკურნალო საშუალებები, როგორებიცაა წამლები, რომლებიც შეიცავენ ქოქოსის ზეთს და სალიცინის მჟავას, სტეროიდულ ლოსიონებთან ან შამპუნთან ერთად.

ქერტლის გამომწვევი მიზეზები

კანი მუდმივად წარმოქმნის ახალ უჯრედებს და იშორებს ძველ უჯრედებს, რომ შეინარჩუნოს სიჯანსაღე. ქერტლი კი ვითარდება მაშინ, როდესაც ეს კანის განახლების პროცესი ჩქარდება და იწვევს კანის მკვდარი უჯრედებისგან შედგენილი ანაქერცლების გაჩენას თმებში.

ანაქერცლები შეიძლება იყოს შემდეგი მიზეზებით:

  • სებორიული დერმატიტი -კანის გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც ასოცირებულია კანზე სოკოვანი უჯრედების ჭარბი რაოდენობით და რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სახის კანის, თავის ქალის კანის და სხვა ადგილების აქერცვლა, ქავილი და სიწითლე; ბავშვებში ამ მდგომარეობას აკვნის ქუდს უწოდებენ.
  • დერმატომიკოზი -კანის სოკოვანი ინფექცია.
  • ეგზემა - კანის გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც იწვევს კანის სიმშრალეს, სიწითლეს, აქერცვლას და ძლიერ ქავილს
  • ალერგიული კონტაქტური დერმატიტი - კანის რეაქცია სხვადასხვა პროდუქტებზე, მაგალითად თმის საღებავზე, შამპუნზე, თმის გელზე ან მუსზე.
  • ფსორიაზი - კანის დაავადება, რომელიც იწვევს სიწითლეს, აქერცვლას და კანის იფარება ვერცხლისფერი ანაქერცლით.

ქერტლს არ იწვევს ცუდი ჰიგიენა, თუმცა ის უფრო შესამჩნევი ხდება თმის რეგულარული დაბანვის გარეშე. ქერტლის გაუარესება ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცივმა ამინდმა და სტრესმაც.

ქერტლი ბავშვებში

ჩვილ ბავშვებს ზოგჯერ შეიძლება ჰქონდეთ ქერტლი და ყვითელი, ცხიმიანი, აქერცლილი ზოლები თავის ქალაზე. ეს მდგომარეობა ცნობილია როგორც აკვნის ქუდი

აკვნის ქუდი ყველაზე ხშირად ჩნდება 2 თვემდე ასაკის ახალშობილ ბავშვებში და ძირითადად გრძელდება რამდენიმე კვირა ან თვე.

ასეთ შემთხვევაში, თავზე ამ ანაქერცლის დაგროვების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ბავშვის თავის ქალის ფრთხილად დაბანა ბავშვის შამპუნით. ანაქერცლის ადვილად მოსაშორებლად ღამით შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეითუნის ზეთის ან ბავშვის მასაჟის ზეთის ფრთხილად შეზელვა თავის ქალის კანზე.

კომენტარის დამატება