Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ქალების ყოველთვიური პერიოდები (მენსტრუაციული ციკლი)

ქალების ყოველთვიური პერიოდები (მენსტრუაციული ციკლი)

325

მენსტრუაციული ციკლის სიგრძე განსხვავდება ქალებში, მაგრამ საშუალო ხანგრძლივობა 28 დღეა. თუმცა ასევე ნორმალურია რეგულარული ციკლი, რომელიც 24-დან 35 დღემდე გრძელდება.

“მენსტრუაციული ციკლი არის დრო მენსტრუაციის პირველი დღიდან შემდეგი ციკლის წინა დღემდე.” ამბობს ტონი ბელფულდუ, სექსუალური ჯანმრთელობის ინფორმაციის სპეციალისტი და ნაყოფიერების შესახებ ინფორმირებულობის გაწვრთნილი მასწავლებელი.

“გოგონებს მენსტრუაცია 10 წლიდან ზემოთ ნებისმიერ დროს შეიძლება დაეწყოთ, მაგრამ ყველაზე ხშირად იწყება 12 წლიდან. მენოპაუზის (მენსტრუაციის შეწყვეტის) საშუალო ასაკი 50-55 წელია”. 12-დან 52 წლამდე ქალს დაახლოებით 480 მენსტრუაცია ექნება, ან ნაკლები თუ მას ორსულობები ექნება.

რა ხდება მენსტრუაციული ციკლის დროს?

მენსტრუაციული ციკლის მიზეზების გასაგებად კარგია ქალის რეპროდუქციული ორგანოების შესახებ ცოდნა. ესენია:

  • ორი საკვერცხე (სადაც კვერცხუჯრედები ინახება, ვითარდება და გამოთავისუფლდება)
  • საშვილოსნო, სადაც განაყოფიერებული კვერცხუჯრედი მაგრდება და ორსულობა ვითარდება
  • საშვილოსნოს მილი (ფალოპის მილი), მილი რომელიც აკავშირებს საკვერცხეებს საშვილოსნოსთან
  • საშვილოსნოს ყელი, საშვილოსნოს ქვედა ნაწილი, რომელიც ვაგინას (საშოს) უერთდება
  • ვაგინა (საშო) კუნთოვანი მილი, რომელიც საშვილოსნოს გარე მხარესთან აკავშრებს.

მენსტრუაციულ ციკლს აკონტროლებს ჰორმონები. ყოველი ციკლის დროს ესტროგენის მომატებული დონე იწვევს საკვერცხეში კვერცხუჯრედის განვითრებასა და გამოთავისუფლებას (ოვულაცია). საშვილოსნოს კედლები ასევე იწყებს გასქელებას. ოვულაციის შემდეგ ჰორმონი პროგესტერონი ეხმარება საშვილოსნოს კედლებს გასქელებაში და ორსულობისთვის მომზადებაში.

ამის შემდეგ, კვერცხუჯრედი გაივლის საშვილოსნოს მილს. თუ დაორსულება არ ხდება, კვერცხუჯრედი ორგანიზმში იწოვება. ესტროგენისა და პროგესტერონის დონე ეცემა და საშვილოსნოს გასქელებული ფენა ტოვებს ორგანიზმს მენსტრუაციის სახით.

კვერცხუჯრედის გამოთავისუფლებიდან მენსტრუაციის პირველ დღემდე დაახლოებით 10-16 დღეა.

მენსტრუაცია

მენსტრუაცია შედგება სისხლისგან და საშვილოსნოს შიდა ზედაპირისგან. მენსტრუაციის პირველი დღე ახალი ციკლის დაწყების პირველი დღეა.

“მენსტრუაცია 3-დან 7 დღემდე გრძელდება და ქალები ამ დროს 3-5 სუფრის კოვზ სისხლს კარგავენ. თუმცა, ზოგიერთ ქალს ამაზე მეტი სისხლდენა ახასიათებს, მაგრამ თუ მძიმე პერიოდები პრობლემას უქმნის ქალს, მის სამკურნალოდ არსებობს სხვადასხვა საშუალებები. გაიგეთ მეტი მძიმე პერიოდების მკურნალობის შესახებ.

რა ხდება ოვულაციის დროს?

ოვულაცია არის საშვილოსნოდან კვერცხუჯრედის გამოთავისუფლება. ქალი იბადება ყველა თავისი კვერცხუჯრედით. მენსტრუაციის დაწყების შემდეგ, ყოველი ციკლის დროს ერთი (იშვიათად ორი) კვერცხუჯრედი ვითარდება და გამოდის საკვერცხიდან.

ოვულაციის შემდეგ კვერცხუჯრედი 24 საათის განმავლობაში ცხოვრობს, თუ მეორე კვერცხი გამოთავისუფლდება, ეს პირველიდან 24 საათში მოხდება.

ორსულობა ხდება მაშინ, როცა კვერცხუჯრედს გაანაყოფიერებს სპერმატოზოიდი. სპერმატოზოიდს საშვილოსნოს მილში არსებობა სქესობრივი ურთიერთობიდან დაახლოებით შვიდი დღის განმავლობაში შეუძლია.

დაორსულება არ მოხდება თუ არ იქნება ოვულაცია. ზოგიერთი ჰორმონალური კონტრაცეპტივი (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები), როგორიც არის კომბინირებული კონტრაცეპტიული აბები, კონტრაცეპტივის დასაკრავი ნაჭერი და კონტრაცეპტივის ინექცია, მუშაობს ოვულაციის შეჩერებით.

როდის არის განაყოფიერების პერიოდი?

თეორიულად, დაორსულების დრო მოკლეა და ეს დრო ოვულაციასთან უნდა იყოს ახლოს.

ძნელია ოვულაციის ზუსტი დროის დადგენა თუ არ აკონტროლებთ ნაყოფიერებას (FPA გზამკვლევი ოჯახის ბუნებრივ დაგეგმვაზე). ქალების უმრავლესობაში, ოვულაცია ხდება მენსტრუაციიდან 10-16 დღით ადრე.

ნაყოფიერების კონტროლი შეიძლება გამოყენებული იყოს ორსულობის დასაგეგმად ან თავიდან ასაცილებლად, მაგრამ ის უნდა გასწავლოთ ნაყოფიერების სპეციალისტმა. ის ითვალისწინებს ვაგინალური სეკრეციის კონტროლს, ყოველდღე ტემპერატურის გაზომვას და კალენდარის ქონას მენსტრუაციისთვის ჩასანიშნად და ოვულაციის სავარაუდო დროის გასაგებად.

არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ ქალები ციკლის მე-14 დღეს არიან ნაყოფიერი. ეს შეიძლება სიმართლე იყოს 28 დღიანი ციკლის მქონე ქალებისთვის, მაგრამ არ იქნება მართალი უფრო მოკლე ან გრძელი ციკლის ქმონე ქალების შემთხვევაში.

ვაგინალური სეკრეცია

ვაგინალური სეკრეცია (გამონადენი) იცვლება მენსტრუალური ციკლის დროს. ოვულაციის პერიოდისთვის ის ხდება უფრო თხელი და წელვადი, ემსგავსება უმი კვერცხის ცილას.

კომენტარის დამატება