Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ღებინება ბავშვებში

ღებინება ბავშვებში

633

ბავშვებისა და ახალშობილებისათვის ღებინება ნორმალური მოვლენაა. უმეტეს შემთხვევაში, ღებინება არ გრძელდება ერთ ან ორ დღეზე მეტ ხანს და არაა რაიმე სერიოზული პრობლემის ნიშანი.

პირღებინებას ყველაზე ხშირად იწვევს გასტროენტერიტი. ეს ინფექცია ძირითადად გამოწვეულია ბაქერიის ან ვირუსის მიერ და ასევე იწვევს დიარეასაც. სიმპტომები შეიძლება არასასიამოვნო იყოს, მაგრამ რადენიმე დღეში ბავშვი უკეთ იგრძნობს თავს. თუმცა, მუდმივ ღებინებას, ზოგჯერ შეუძლია დეჰიდრატაციის გამოწვევა და იშვიათად, შეიძლება სხვა უფრო სერიოზული მდგომარეობის, მაგლითად მენინგიტის ნიშანი იყოს.

ეს სტატია მიძღვნილია ბავშვებში ღებინების ზოგიერთ ძირითად მიზეზზე და თუ რა უნდა მოიმოქმედოთ ასეთ შემთხვევებში.

თუ ბავშვს აწუხებს მაღალი ტემპერატურა, შეგიძლიათ დამატებით წაიკითხოთ ბავშვებში სიცხის შესახებ სტატიაც.

რა უნდა გავაკეთოთ

თუ ბავშვი აღებინებს, აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება და დააკვირდეთ მის სიმპტომებს. ენდეთ თქვენს ინსტინქტებს და დაუკავშირდით ექიმს, თუ ღელავთ ამის შესახებ.

თუ შემთხვევა გამოწვეულია გასტროენტერიტით, ბავშვი თავს საკმარისად კარგად უნდა გრძნობდეს, რომ შეეძლოს ჩვეულებრივ ჭამა, თამაში და თავს ჩვეულებრივად უნდა გრძნობდნენ. ამ შემთხვევაში გააგრძელეთ მისი კვება ჩვეულებრივ და შესთავაზეთ სასმელი რეგულარულად.

მაგრამ თუ ისინი უჩვეულოდ გამოიყურებიან, მაგალითად თუ არიან გაღიზიანებულები, მოწყენილები, შენელებულები, ან ნაკლებად კონტაქტურები, ისინი შეიძლება სერიოზულად ავად იყვნენ, ამიტომ ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს

თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ:

  • ბავშვს აწუხებს მუდმივად პირღებინება და ვერ ინარჩუნებს სასმელს (რასაც სვამს აღებინებს)
  • აქვს დეჰიდრატაციის ნიშნები, რაც შეიძლება მოიცავდეს მშრალ პირს, ცრემლის გარეშე ტირილს, ნაკლები სიხშირით შარდვას, ან ნაკლებად დასველებულ საფენებს  და ძილიანობას
  • ბავშვი არის შენელებული, ენერგიის ნაკლებობით, გაღიზიანებული, ან არიან უჩვეულო ხასიათით
  • აწუხებთ მუცლის ძლიერი ტკივილი (tummy pain)
  • აწუხებთ თავის ტკივილი, კისრის გაშეშება და გამონაყარი
  • ნაღებინარი მომწვანო ფერისაა ან შეიცავს სისხლს
  • აღებინებენ ერთ ან ორ დღეზე მეტ ხანს.

ბავშვის მოვლა სახლის პირობებში

შემთხვევათა უმეტესობაში ბავშვის მოვლა სახლის პირობებშიც შესაძლებელია. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გაითვალისწინოთ, როდესაც ბავშვს აქვს ღებინება არის ის, რომ რეგულარულად დაალევინოთ სითხეები და იყოთ დარწმუნებული, რომ არის კარგად ჰიდრირებული.

თუ აღებინებს ახალშობილი, განაგრძეთ მისი ძუძუთი ან ხელოვნური რძით კვება. თუ ის დეჰიდრატირებულად გამოიყურება, მაშინ დაჭირდება ზედმეტი სითხეები. ამ შემთხვევაში დაუკავშირდით ექიმს და ჰკითხეთ, ტუ არის საჭირო ორალური რეჰიდრაციის ხსნარების მიცემა დამატებით.

ორალური რეჰიდრატაციის სითხე არის სპეციალური ფხვნილი, იხსნება წყალში. ის შეიცავს შაქრისა და მარილის სპეციალურ რაოდენობას, რომელიც ეხმარება ორგანიზმს აღადგინოს დიარეისა და პირღებინების დროს დაკარგული წყალი და მარილები.

ბავშვებისთვის ღებინების დროს უმჯობესია სუფთა წყლის დალევა მცირე ყლუპებით. ხილის წვენები და გაზიანი სასმელი უმჯობესია მოარიდოთ, სანამ უკეთ არ იგრძნობენ თავს. თუ ბავშვი არ არის დეჰიდრირებული და არ აქვს  მადა დაკარგული, შესაძლებელია ჩვეულებრივ მყარი საკვებით იკვებონ.

დეჰიდრატაციის ნიშნებზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს, ან დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ დროს ექიმმა შეიძლება დანიშნოს ორალური რეჰიდრატაციის სითხეები, მაგრამ კიდევ ერთხელ დაუკავშირდით ექიმს, ტუ ბავშვი ვერ იღებს ამ ხსნარსაც და აღებინებს დალევისთანავე.

თუ ბავშვს აღენიშნება დიარეა (ფაღარათი) და ღებინება ერთდროულად, არ შეიძლება მათი წაყვანა სკოლაში, ან ბაღში, დიარეისა და ღებინების ბოლო ეპიზოდიდან 48 საათის გასვლამდე.

პირღებინების გამომწვევი მიზეზები ბავშვებში

ღებინების რამდენიმე გამომწვევი მიზეზი არსებობს, რომლებიც აღწერილია ქვემოთ.

გასტროენტერიტი

გასტროენტერიტი არის კუჭ-ნაწლავის ინფექცია, რაც ბავშვებში ღებინების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია და ძირითადად გრძელდება რამდენიმე დღე

ალერგია საჭმელზე

 საჭმელზე ალერგიამ (Food allergies) შესაძლოა გამოიწვიოს პირღებინება და სხვა დამატებითი სიმპტომებიც, როგორებიცაა მაგალითადკანზე, ზემოთ ამოწეული, წითელი, ქავილიანი გამონაყარი (urticaria) და სახის შეშუპება, თვალების, ტუჩების, ენის ან სასის ზედა ნაწილის გარშემო.

დააკვირდით რა საკვები იწვევს ბავშვში ღებინებას და მიმართეთ ექიმს, რომ დაადგინოთ აქვს თუ არა ბავშვს ალერგია ამ კონკრეტულ საკვებზე.

სხვა ინფექციები

ღებინება ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება სხვა ინფექციითაც იყოს გამოწვეული, როგორიცაა მაგალითად საშარდე გზების ინფექციები, შუა ყურის ინფექციები, პნევმონია, ან მენინგიტი.

თქვენ უნდა დაუკავშირდეთ ექიმს, თუ ფიქრობთ რომ ბავშვს აწუხებს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადების სიმპტომები, ან აქვთ დამატებითი ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა (სიცხე) და არიან გაღიზიანებულები.

აპენდიციტი

აპენდიციტი არის აპენდიქსის (ბრმა ნაწლავის) შეშუპება და იწვევს მუცლის ძლიერ ტკივილს, რომელიც უარესდება რაც დრო გადის.

თუ ბავშვს აქვს მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც თანდათან უარესდება, აუცილებლად სასწრაფოდ დაუკავშირდით ბავშვის ექიმს, ან დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

შემთხვევათა უმრავლესობაში, აპენდიციტს დასჭირდება სასწრაფოდ ამოკვეთა ქირურგიული გზით.

მოწამვლა

ბავშვებში ღებინება, შეიძლება გამოიწვიოს წამლის შემთხვევითმა გადაყლაპვამაც. თუ ფიქრობთ, რომ ღებინება შეიძება გამოწვეული იყოს ასეთი შემთხვევით აუცილებლად, სასწრაფოდ დაუკავშირდით ბავშვის ექიმს, ან დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.

პირღებინების გამომწვევი მიზეზები ბავშვებში

ბავშვებში ღებინების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:

  • გასტროენტერიტი 
  • ალერგია საკვებზე (food allergy) ან რძის მიმართ აუტანლობა
  • გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსი - როდესაც კუჭის მასები უკან ამოდის საყლაპავში 
  • ბოთლით კვების დროს, ბოთლის მაწოვარაში არსებული ზედმეტად დიდი ზომის ხვრელის არსებობა, რაც იწვევს ბავშვის მიერ ჭამის დროს, ზედმეტად დიდი რაოდენობის რძის გადაყლაპვას
  • შემთხვევით საწამლავის  გადაყლაპვა
  • კონგენიტალური პილოროსტენოზი - მდგომარეობა, რომელიც დაბადებისთანავე ვლინდება და როდესაც კუჭიდან ნაწლავში გაასასვლელი შევიწროებულია და ამიტომ საკვები ვერ გადის ადვილად. ეს იწვევს უეცარ აფეთქების მსგავს ღებინებას
  • თიაქრის ჩაჭედვა - ამ დროს ბავშვს ექნება ხშირი ღებინება და ხშირად იტირებს, რადგან ეს ძალიან მტკივნეული მდგომარეობაა, ამიტომ ეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და მკურნალობას საჭიროებს
  • ნაწლავების გადახლართვა (როდესაც ნაწლავები ერთმანეთს ეჯახება) - ამ დროს ღებინებასთან ერთად, ბავშვი შეიძლება გამოიყურებოდეს ფერ-დაკარგულად და ჰქონდეს დეჰიდრატაციის სიმპტომები

კომენტარის დამატება