Meds.ge » ჯანმრთელობა, დაავადებები, რჩევები » ღებინება მოზრდილებში

ღებინება მოზრდილებში

169

გულისრევა და ღებინება მოზრდილებში არ არის ნიშანი სერიოზული დარღვევის და შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ერთ ან ორ დღეს.

ღებინება არის ორგანიზმის გზა, რათა თავიდან აირიდოს საზიანო ნივთიერებები კუჭიდან  ან შეიძლება იგი იყოს რეაქცია კუჭის რაიმე გამღიზიანებელზე. მოზრდილებში ღებინების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია გასტროენტერიტი. ეს არის ნაწლავის ინფექცია, რომელიც როგორც წესი გამოწვეულია ბაქტერიით ან ვირუსით და ჩვეულებრივ თავისით გამოკეთდება რამდენიმე დღის განმავლობაში.

თუმცა ღებინება შეიძლება ასევე იყოს ნიშანი რამე უფრო სერიოზული დაავადების, როგორიცაა მაგალითად აპენდიციტი, ამიტომ, თუ თავს არ გრძნობთ კარგად და გაწუხებთ ღებინება, მიენდეთ ინსტიქტებს და დაურეკეთ ექიმს.

გაიგეთ მეტი ღებინების შესახებ ბავშვებში.

როდის უნდა მიმართოთ ექიმს.

დაუკავშირდით ექიმს, თუ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები:

  • თუ აღებინებთ განმეორებითად ერთ ან ორ დღეზე მეტ ხანს
  • თუ ვერ ინარჩუნებთ სითხეებს, რადგან მუდმივად აღებინებთ
  • თუ ნაღებინები მასა მწვანეა; ეს შეიძლება ნიშნავდეს ნაღველის ამოღებინებას - სითხე მომნელებელ სისტემაში, რომელიც რომელიც შეიძლება მიუთითებდეს ნაწლავის ბლოკირებას (იხილეთ ქვემოთ)
  • თუ გაქვთ ძლიერი დეჰიდრატაციის ნიშნები, როგორიცაა დაბნეულობა, გახშირებული გულისცემა, ჩავარდნილი თვალები და შარდის გამოყოფის შემცირება ან საერთოდ შეწყვეტა
  • ავადმყოფობის დაწყების შემდეგ დიდი რაოდენობით დაიკელით წონაში
  • ღებინების ეპიზოდები ხშირია.

ასევე უნდა მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ დიაბეტი და ხშირად გაქვთ ღებინება, განსაკუთრებით, თუ გჭირდებათ ინსულინი. ეს აუცილებელია იმიტომ, რომ გაგრძელებულმა ღებინებამ შეიძლება იმოქმედოს სისხლში შაქრის დონეზე.

როდის უნდა გამოიძახოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება?

იშვიათ შემთხვევებში, ღებინება შეიძლება უფრო სერიოზული პრობლემის ნიშანი იყოს.

აუცილებლად დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ ღებინებასთან ერთად ასევე გაქვთ:

  • უეცარი და მძიმე ტკივილი მუცელში
  • მძიმე ტკივილი გულ-მკერდის არეში
  • სისხლი ამოღებინებულ მასაში ან რაიმე რაც ჰგავს ყავის მარცვლებს
  • გაშეშებული კისერი და მაღალი ტემპერატურა (სიცხე)
  • უეცარი, მძიმე თავის ტკივილი, რომელიც არ ჰგავს ტკივილს, რომელიც შეიძლება გქონოდათ წარსულში.

ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, თუ ფიქრობთ, რომ გადაყლაპეთ რაიმე მომწამვლელი ნივთიერება.

მოზრდილებში ღებინების გამომწვევი გავრცელებული მიზეზები

გასტროენტერიტი

თუ ღებინებასთან ერთად გაქვთ დიარეაც (ფაღარათი), დიდი ალბათობით ეს გამოწვეული იქნება გასტროენტერიტით. ეს ზრდასრულ ადამიანებში ღებინების ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.

ეს ხშირად არის დაავადებული ადამიანისგან ვირუსის შეძენის, როგორიცაა ნოროვირუსი, ან საკვებით მოწამვლის food poisoning, რაც გამოწვეულია დაბინძურებულ საკვებში ბაქტერიის მიღების შედეგი.

ასეთ დროს იმუნური სისტემა დაუწყებს ბრძოლას ინფექციას და მოერევა რამდენიმე დღის შემდეგ. ინფექციის პერიოდში კი შეიძლება დაგეხმაროთ ზემოთ აღწერილი თვით-დახმარების მეთოდები.

გაიგეთ მეტი გასტროენტერიტის შესახებ.

ორსულობა

ორსულ ქალებში გულისრევის და ღებინების განმეორებითი ეპიზოდები ხშირია, განსაკუთრებით ორსულობის საწყის ეტაპზე. ეს ხშირად ცნობილია, როგორც დილის გულისრევა, თუმცა ეს შეიძლება გამოვლინდეს დღის განმავლობაშიც.

შემთხვევათა უმეტესობაში, დილის გულისრევა ვითარდება ორსულობის პირველ ტრიმესტრში და გაივლის ორსულობის 16-20 კვირაზე.

გაიგეთ მეტი დილის გულისრევის morning sickness შესახებ და თუ რა შეგიძლიათ გააკეთოთ სიმპტომების შესამსუბუქებლად.

შაკიკი

თუ გაწუხებთ ღებინების განმეორებით იეპიზოდები, ინტენსიურ და ძლიერ თავის ტკივილთან ერთად, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს შაკიკით migraine. 

ასეთ დროს ტრადიციული ტკივილგამაყუჩებლები, როგორიცაა პარაცეტამოლი და იბუპროფენი, შეიძლება დაგეხმაროთ ტკივილის შემსუბუქებაში და გულისრევის პრევენციისთვის კი, ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ გულისრევის საწინააღმდეგო წამლები.

ლაბირინთიტი

თუ ღებინებასთან ერთად ვითარდება თავბრუსხვევა და ტრიალის შეგრძნება (ვერტიგო), ეს შეიძლება გამოწვეული იყოს შიდა ყურის ინფექციით, რომელსაც ლაბირინთიტი ეწოდება.

ლაბირინთიტი უმეტეს შემთხვევებში რამდენიმე დღის განმავლობაში გამოკეთდება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომების შესამსუბუქებლად, ექიმმა შეიძლება გამოგიწეროთ წამლებიც.

მოძრაობის დაავადება

მოგზაურობასთაბ ასოცირებული გულისრევა და ღებინება, შეიძლება მოძრაობის დაავადების ნიშანი იყოს.

ეს სიმპტომები, ზოგჯერ შეიძლება გამოკეთდეს სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, როგორიცაა ჰორიზონტზე თვალის გასწორება და დაფიქსირება ან ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, მაგალითად მუსიკის მოსმენა, თუმცა ასევე არსებობს სპეცალური წამლები მოძრაობის დაავადების პრევენციისთვის და სამკურნალოდაც.

აპენდიციტი

აპენდიციტს, ღებინებასთან ერტად შეუძლია გამოიწვიოს მუცლის ძლიერი ტკივილი. აუცილებლად სასწრაფოთ დარეკეთ 112-ზე და გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება, თუ მუცლის ტკივილი უეცრად გაუარესდა და გავრცელდა უფრო ფართო არეზე. ეს შეიძლება იყოს აპენდიციქსის გახეთქვის ნიშანი.

აპენდიციტის დროს, ხშირად საჭიროა მისი ქირურგიული ამოკვეთა. გაიგეთ მეტი აპენდიციტის მკურნალობის შესახებ.

ზრდასრულ ადამიანებში ღებინების გამომწვევი სხვა მიზეზები

ზრდასრულ ადამიანებში ღებინება შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი სხვა მიზეზით, მათ შორის:

  • გარკვეული წამლებით, როგორიცაა ანტიბიოტიკები და ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლები
  • დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღებით
  • თირკმლის ინფექციებით kidney infection და თირკმლის კენჭებით
  • ნაწლავის ბლოკირებით, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს თიაქარით, ან  ნაღვლის ბუშტის კენჭებით gallstones
  • ქიმიოთერაპიით და რადიოთერაპიით
  • მწვავე ქოლეცისტიტით (ნაღვლის ბუშტის ანთებით).

საკუთარ თავზე ზრუნვა სახლის პირობებში

ღებინების დროს, შემთხვევათა უმეტესობაში, არ არის საჭირო რაიმე სპეციფიური მკურნალობა და სახლის პირობებში საკუთარ თავზე ზრუნვით და გამომჯობინებამდე სახლში დარჩენით შესაძლებელია გამოკეთება.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა გააკეთოთ არის დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად ყლუპ-ყლუპად, მაგრამ ხშირად წყლის დალევა.

დაკარგული შაქრის ასანაზღაურებლად კარგი იქნება ხილის წვენი, თუმცა თუ ტკბილი სითხეები გიმძაფრებთ გულისრევის შეგრძნებას, მაშინ უმჯობესი იქნება მოერიდოთ. მარილიანი წასახემსებელი საკვები, როგორიცაა ჩიფსები, ან მარილიანი ჩხირები დაგეხმარებათ დაკარგული მარილის ანაზღაურებაში.

გულისრევის და ღებინების შესამსუბუქებლად ზოგჯერ ადამიანებს ეხმარებათ ჯინჯერიც. რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც დანამატის სახით, ასევე არსებობს ზოგიერთ ბისკვიტშიც. თუმცა, წინასწარ მაინც გადაამოწმეთ ეს ფარმაცევტთან

კომენტარის დამატება